მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ღამურა ვნახე დაჭრილი

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ღამურა ვნახე დაჭრილი

   ის ღამურა, რომელსაც წარსულში ვიცნობდით აღარ არსებობს. სავარაუდოდ, იმ ვერაგმა ჩინელმა გაუშვა კუჭში ლეგენდა “ვალენსიაზე”. ეს რაღაც სხვა გუნდია. მხოლოდ მამარდას გამო რომ შეიძლება მათ მიმართ სიმპათია გქონდეს და მამარდაც სკამზე დასვეს (მადლობა ღმერთს) თორემ კიდევ ერთ ფსიქოლოგიურ ტრავმას მიიღებდა. გადავხედე განაცხადს და გავიხარე! 

კარგი ჩოგბურთი იყო. 

“ვალენსიას” საკუთარი ქომაგის წინაშე რაღაც მაინც უნდა ეჩვენებინა ფეხბურთის მსგავსი, მათ კი ისეთი რამ აჩვენეს რომ ხალხმა მოედნის დატოვება 25-ე წუთიდან დაიწყო და მას მერე ნელი ნაბიჯით იცლებოდა და იცლებოდა “მესტალია”. ასეთი რამის ჩვენებას სჯობდა უილიამ უოლასისათვის მიებაძათ და ის ეჩვენებინათ.. ეფექტი მაინც ექნებოდა. 

გასეირნება მესტალიაზე 

ფერან ტორესი რომ ჰეთთრიქს გაგიბედავს, ესე იგი, ავად არის შენი საქმე. ეს ფერანის მეოთხე ჰეთთრიქი იყო კარიერაში, მეორე “ბარსელონურ” კარიერაში. აქამდე “ბეტისს” გაუტანა სამი. “ბარსას” მიღმა კი გერმანიისა და “ნიუკასლის” კარი აიღო სამჯერ. აშკარად ცენტრში უკეთ გამოდის თამაში, უფრო დიდ სიამოვნებასაც იღებს თამაშისგან. დაიწყო თუ არა მატჩი ბალდემ ერთი-ერთზე გაიყვანა, შემოავლო ბურთი მთელ დაცვის ხაზს და ტორესს ისღა დარჩენოდა გაეტანა, აბა, დიმიტრევსკი არაფრის ამღები არ იყო, ბურთი კი არა კრედიტიც არ აუღია ცხოვრებაში. 

“ვალენსია” უტევდა “ბარსას”, მაგრამ უშედეგოდ, დიდი სივრცე მისცეს, ზუსტად ის ფეხბურთი დაახვედრეს, რაც ფლიკს სურდა, ეს კიდევ თვითმკვლელობაა, თითქოს საერთოდ არ უფიქრიათ არაფერზე, არადა, სულ მცირე ხნის წინ შვიდჯერ ესროლა “ბარსამ” და შვიდივე თავპირში გაარტყა, წესით უნდა ესწავლათ ჭკუა, ამათ კიდევ ქეთი დოლიძის სცენარი ეგონათ. 

ვერაფერიც ვერ ისწავლეს. ამჯერად ხუთ სროლაში გათავდა ამბავი. 

მეორეც ტორესმა შეაგდო, იამალს ჰქონდა გასატანი, ამ შეხვედრაში ბევრჯერ მოეცარა ხელი, ყველაფერს კარგად აკეთებდა და ბოლო დარტყმა არ გამოსდიოდა ხოლმე, მეორე გოლის დროს დიმიტრევსკის გაარტყა, მერე ძელმა აისხლიტა და გადმოვარდნილზე ფერანმა იმოქმედა ზუსტად, გვერდითმა მსაჯმა კიდევ ძალიან არაზუსტად. ალამი ასწია. რა მოელანდა, რა დაესიზმრა უცნობია, მაგრამ აიქნია ხელი ილონ მასკივით და გააუქმეს გოლი. 

მერე VAR-ი ჩაერია – 2:0. 

მესამე გოლზე პედრიმ გადაწყვიტა რომ ანდეა პირლოა, ასე უცბად, შემზადების გარეშე, ვითომ პირლოა და იქ ბაჯო გარბის საჯარიმოსკენ, ერთი აიქნია და გადაუკიდა ფერმინ ლოპესს, რომელიც უკვე მერამდენედ გვაჩვენებს რომ ეს შერბენები სიღრმიდან ძალიან კარგად გამოსდის, თამაშში ათჯერ მაინც შერბის და მინიმუმ ერთხელ ასე ლამაზად უხატავენ. მოატყუა ჩანჩურა დიმიტრევსკი და მესამე გოლი შეაგდო. აი, აქ ადგნენ ვალენსიელები და სახლში წავიდნენ. ძველ დროს მისტიროდნენ. არაგონესს, რანიერის, კუპერს, ბენიტესს.. კარლოს კორბერანი ვის სად დაკარგვია?! 

ერთი ვარსკვლავი ჰყავთ გუნდში და ისიც უკვე გაყიდულია. უკვე სხვისი საკუთრებაა. 

30-ე წუთზე ფერან ტორესმა ჰეთთრიქი შეასრულა. ამჯერად რაფინიას პასი შეირგო, საჯარიმოს მისადგომებიდან დაბალი დარტყმით, მეკარისგან მარჯვენა კუთხეში შეაგდო. “ბარსამ” პირველ ტაიმშივე მოამთავრა ყველაფერი. 

იამალს გოლი უნდა 

მთელი მეორე ტაიმი იყო “ვალენსიას” მომენტები თამაშგარეში და იამალის მცდელობები გოლის გასატანად. “ვალენსიამ” გოლებიც შეყარა და პენალტიც გამოიმუშავა, ოღონდ, პარალელურ სამყაროში, სადაც VAR-ი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს. იამალმა კი ისევ კარგად გაგვართო, ბევრი ლამაზი მომენტი გვაჩუქა და გოლიც შეაგდო. ყველაზე ნაკლებად რომელიც იყო შესაგდები ზუსტად ის შევარდა, უმცირესი რიკოშეტი იყო მცველისგან, მაგრამ დიმიტრევსკის ეგ მცირეც ეყო. კეთილია დიმიტრევსკი. 

ამას გარდა კიდევ ორი-სამი ძალიან მაგარი მომენტი ჰქონდა იამალს, ხან მცველის კოჭს ხვდებოდა უხერხულად, ხანაც კარის ძელს. ამჯერად ერთი იმყოფინა, დანარჩენი მერე იყოს, მალე მეტოქეც გაირკვევა – “მადრიდი”, “ატლეტიკო”, “სოსიედადი”. აბა, ვინ გირჩევნიათ? 

კარგი ამბავია რომ ინიგო და დანი ოლმო დაბრუნდნენ. “ბარსას” დაცვის ხაზი უკვე მაქსიმალურად მზად არის. ისევე როგორც ნახევარდაცვა. ერთი მეკარეა პრობლემა და სეზონის ბოლომდე ასე იქნება. 

შეეძლო ოლმოს გატანა, ერთი შეხებით გაატანა ბურთი იამალმა, უჰ, უალამაზესი პასი იყო და სულ მცირე დააკლდა დანის გოლის გასატანად. ისევ დიმიტრევსკის გაარტყეს ბურთი. ამას კიდევ მოხერხება უნდა. 

წინ რა გველის 

წინ რა გველის და “სევილია”. თანაც გასვლაზე. ეგ კიდევ რთული ამბავია. რთული და ძალიან საინტერესო. ფლიკი მზად არის. ერთი ტიტული უკვე მოიგო. ლა ლიგაში ბრძოლას დაუბრუნდა, ჩემპიონთა ლიგაზე მეტოქეს ელის მერვედფინალისთვის, სამეფო თასზე კი ნახევარფინალშია და მოსალოდნელ “ელ კლასიკოზე” ეფიქრება. 

რა ვიცი, მშვენიერია. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (16)

  • nika 54
    08 თებ 2025, 15:55

    "ვალენსიას" საკუთარი ქომაგის წინაშე რაღაც მაინც უნდა ეჩვენებინა ფეხბურთის მსგავსი, მათ კი ისეთი რამ აჩვენეს რომ ხალხმა მოედნის დატოვება 25-ე წუთიდან დაიწყო და მას მერე ნელი ნაბიჯით იცლებოდა და იცლებოდა "მესტალია"
    ეს მწვრთნელი სულ 2 თვის დანიშნულია და უკვე რაღაცა ძვრები აქვს. მაგრამ ბარსასთან ჯერ რა თქმა უნდა ახლოსაც ვერ მივა.
    გუშინდელ მატჩში ბარსასთან წინა მატჩისგან 2 ფეხბურთელი იყო, ეს იმას ნიშნავდა რო მოგებაზე პრეტენზია კი არა ფიქრიც არ ქონდა. ეტყობა ბარსასთან უნდა გამოეცადა მეორე შემადგენლობის ფეხბურთელები, რომ ლა ლიგაში დარჩენის გეგმაზე იმუშაოს. ღმერთმა ხელი მოუმართოს, რაც მთავარია მამარდა გაასწრებს და ამათ რაც გინდა ის უქნიათ.

    ციტატა: me da barca
    რეალი მინდა ნახევარპინალში, თუმცა არ ვიცი ახლა ჯობია თუ ფინალში?!
    ნახევარფინალი 2 თამაშითაა თუ 1?


    კი შინ და სტუმრად.

  • me da barca
    07 თებ 2025, 23:05

    რეალი მინდა ნახევარპინალში, თუმცა არ ვიცი ახლა ჯობია თუ ფინალში?!
    ნახევარფინალი 2 თამაშითაა თუ 1?

  • Rick Sanchez
    07 თებ 2025, 17:48

    ციტატა: alwaysculerr

    ციტატა: Rick Sanchez
    თამაშს ვერ ვუყურე მაგრამ საჩუქარი გაუკეთებით დაბადების დღისთვის, მადლობა ზვიგენო😭🤣


    გილოცავ მეგობარო, უკეთესი საჩუქარი გაეკეთებინოთ (ტრებლი) 😁


    გაიხარე ძმა

  • araujo4
    07 თებ 2025, 13:03

    ციტატა: La Pulga10
    ყველაზე გიჟურ სიზმრებშიც ვერ წარმოვიდგენდი რომ ტრიოლეტა დავდებდით. ეხლა კიდე მჯერა რომ ეგრეც იქნება. ცოტა იღბალი ჩვენსკენ და ყველაფერი რეალურია.


    რეალს აქვს მართლა საკადრო პრობლემები. წარმოუდგენელია მაგ დაცვით რამე ქნან წელს. ძაან ბევრ ქულას დაკარგავენ ლა ლიგაში. რუდიგერის გამოკლება იყო მაგათი დასამარება. სიმეონე გამოიყენებს მაგ საჩუქარს დარწმუნებული ვარ და კოპაზეც ვინც არ უნდა შეხვდეს რეალს, თუ რუდიგერი არ ეყოლებათ, სოსიედადიც გამოაგდებს მაგათ. ჩვენ კიდე სოსიედადი და ატლეტიკო ვერ გაგვაჩერებენ. ლიგაზე ცოტა გამართლებაა საჭირო და შეიძლება მარტივი გზით მივიდეთ ფინალამდე

  • La Pulga10
    07 თებ 2025, 10:55

    ყველაზე გიჟურ სიზმრებშიც ვერ წარმოვიდგენდი რომ ტრიოლეტა დავდებდით. ეხლა კიდე მჯერა რომ ეგრეც იქნება. ცოტა იღბალი ჩვენსკენ და ყველაფერი რეალურია.

  • Lasha Mamuladze
    07 თებ 2025, 10:39

    BekaIremadze, კი კი რეალი ჯობია ნამდვილად ეგენი ჩვენი ბუბლიკები არიან გადავხნავთ უეჭველი…პროსტა ჰალაზე შევდივარ და იქ უკვე იციან ბარსას რომ შეხვდება რეალი და კამანდა ბაზრობს ვაბშე რა საჭიროა ამ თასის მოგება ან თამაშიო არანაირი
    მნიშვნელონა არ აქვსოო..😆😆😆😆 ნიქდაგს ამზადებენ ბარსას რო შეხვდებიან და გაააასხამენ მერე იბაზრებენ გვეკიდე ეგ თასიო იმენა რაკაშეთი კამანდააა ეს მადრიდისტები იმდენი ვიცინე მაგ კომენტარებზე რავი შედით იკაიფებთ ხოლმე 😆😆😆😆😆😆

  • Wtfman123
    07 თებ 2025, 10:01

    ყველაფერი ჯერჯერობით იდეალურად მიდის. გუნდი მოიხოდა იმ ჩავარდნის მერე. ჩემპიონთა ლიგაზე მერვედ ფინალში ვართ კოპაზე ნახევარ ფინალში. ერთი ტიტული უკვე მოვიგეთ. ვიმც გასანადგურებელი იყო გავანადგურეთ ყველა. ლა ლიგაშიც 5 ქულუთ ვართ უკან მარა შაბათს შემცირდება კიდე იმედია

  • M10 S9 D11
    07 თებ 2025, 09:17

    ვნახოთ აბა შენდეგ თამაშებში რას იზავს ტორესი იმედია მარტო ამ თამაშში არ გამოანათა და მოიხოდება აწი

  • alwaysculerr
    07 თებ 2025, 08:47

    ციტატა: Rick Sanchez
    თამაშს ვერ ვუყურე მაგრამ საჩუქარი გაუკეთებით დაბადების დღისთვის, მადლობა ზვიგენო😭🤣


    გილოცავ მეგობარო, უკეთესი საჩუქარი გაეკეთებინოთ (ტრებლი) 😁

  • Rick Sanchez
    07 თებ 2025, 08:23

    თამაშს ვერ ვუყურე მაგრამ საჩუქარი გაუკეთებით დაბადების დღისთვის, მადლობა ზვიგენო😭🤣

  • alwaysculerr
    07 თებ 2025, 06:33

    ციტატა: Gnbad
    თებერვლის ბოლოსაა ნახევარ ფინალი და სჯობს შევხვდეთ მაგ დროს რეალს
    გადამწვრები იქნებიან იმდენი თამაში უნდა ითამაშონ


    ბარემ ბოლომდე გავანადგუროთ.

  • Gnbad
    07 თებ 2025, 06:10

    თებერვლის ბოლოსაა ნახევარ ფინალი და სჯობს შევხვდეთ მაგ დროს რეალს
    გადამწვრები იქნებიან იმდენი თამაში უნდა ითამაშონ

  • BekaIremadze
    07 თებ 2025, 04:16

    ძალზედ მშვენიერი. ბრძოლა ყველა ფრონტზე. მემგონი რეალი ჯობოა ნახევარფინალში.

  • OldMember
    07 თებ 2025, 03:43

    კარგია ყველა ფრონტზე ყოფნა. რამონ სანჩეს პისხუანზე კიდე არ არის მარტივი გასეირნება, აღარ არის ქულების განიავების დრო, წინ ლა დესიმაა.

  • riva
    07 თებ 2025, 03:42

    რაც დრო გადის ბავშვები იზრდებიან. ძნელია მათ ასაკში სტაბილურობა. ეგეც ნელნელა მოდის… შარშანდელი კატასტროფის მერე სინათლე გამოჩნდა კი არა ნათელში ვართ

  • ☠️Spooky☠️
    07 თებ 2025, 03:22

    იდეალურად მუშაობს ფლიკი, მომავალ წელს კიდე უფრო შეკრული იქნება გუნდი,უფრო შეუსისხლხორცდებათ ფლიკის ფილოსოფია,ტრანსფერებიც იქნება და უფრო მეტი რესურსი გაჩნდება.იმედია რამოდენიმე ტაქტიკასაც ამასავით მომაკვდინებლად გამოიყენებენ რო ლავირების საშუალება გვქონდეს. რაც შეეხება კლუბს,ვიძახდი მე ამ გუნდს ისევ ლაპორტა თუ მოხოდავს-მეთქი და აგერაა. დეიონგი ან წავა ან დაიკლებს,ლევანაც ეგრე და ვსიო ახალი კონტრაქტები არი,ხელფასები აღარაა გაბერილი,სპონსორებთან ლაგდება და რაც მთავარია ლამასიაზე გააკეთა აქცენტი,იქ სტადიონი მთავრდება. მთავარი კიდე ის რო სპორტულმა პროექტმა გაუმართლა. ამ ზაფხულის ტრანსფერებით მგონია კიდე უკეთეს გუნდს შეკრავს.ღმერთით მომავალი 10-15 წელი იდეალური უნდა გვქონდეს ისეთი თაობა მოგვდის.