მატჩის გმირად ქომაგებისთვის ყველაზე არაპოპულარული კაცი მოგვევლინა, არა მხოლოდ “ბარსას” ქომაგებისთვის. ხდება ხოლმე ასე, უსარგებლო კაცი ხანდახან სასარგებლო ხდება, უბრალოდ სწორი დრო და ადგილია საჭირო. ფერან ტორესი შეცვლაზე შემოვიდა და ორი უმნიშვნელოვანესი გოლი შეაგდო, ჯერ წინ გაიყვანა “ბარსა”, მერე კიდევ ბოლო წუთებისკენ გამარჯვების გოლი შეაგდო. ამ ბოლო გოლზე მაინც მოახერხა და გული შეუწუხდა ხალხს, ლამინე იამალის გენიალური პასის შემდეგ ფერანს საშინელი პირველი შეხება ჰქონდა, პასის ვარიანტი საერთოდ დაკარგა, არადა ცარიელ კარში შეეძლო გაეგორებინა, დარტყმისთვის სივრცე თავად შეიზღუდა და უკვე ვფიქრობდი რომ აქედან შეუძლებელია გატანა-მეთქი, მაგრამ მაინც დაარტყა და გაიტანა.
რაც არ უნდა ვთქვათ, ამ სეზონში ანსუ ფატის ბევრად სჯობია. რამდენი შანსიც მიიღო იმდენჯერ რაღაც მაინც გაახერხა, გოლებიც შეყარა, ორი ამდენი გააფუჭა, მაგრამ სარგებელი მოაქვს, ასე თუ ისე, ანსუ ფატი კი აღარც კი გვახსოვს. აი, ფერანი კარგ შემომსვლელად შეიძლება ჩამოყალიბდეს, აბა, ძირითადში ისეთი ხალხი დგას მათთან ახლოსაც ვერ მივა.
დორტმუნდში
ძალიან მიყვარს ეს სტადიონი, წელს გერმანიაში თითქმის ყველა სტადიონზე ვიყავი სადაც მატჩი ჩატარდა და ასეთი სიამოვნება არსად მიმიღია, ასეთი ატმოსფერო არსად შექმნილა, ასეთი კომფორტული საპრესკონფერენციოც არსად მინახავს. მართალია წვიმის დროს მარტივად იტბორება სტადიონი, მაგრამ გაზონი ისეთია სულ რომ ქარიშხალი დატრიალდეს მაინც არაფერი ეტყობა. ამ ატმოსფეროში კიდევ შეუძლებელია კარგი ფეხბურთი არ ითამაშო. ასე იყო გუშინაც, ჩემპიონთა ლიგაზე დღის საუკეთესო მატჩი ვიხილეთ. თავიდანვე მაღალ ტემპში დაიწყო, უბრალოდ გოლები მეორე ტაიმისთვის გადაიდო. არადა, “ბარსას” რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა პირველივე ტაიმში, ყველაზე კარგი ალბათ რაფინიას, რომელმაც ახლო მანძილიდან ააცილა, ლამინეს ტრიველას შემდეგ, იამალის ამ აჭრილ პასს ჯერჯერობით ვერაფერს უხერხებენ, ყველა თამაშში სამჯერ მაინც აკეთებს და ამ სამიდან მინიმუმ ერთი საგოლეა. მართლა რონალდინიოს მსგავსად თამაშობს, მაგიური ელემენტები ჯერჯერობით მასსავით მრავლად ვერ აქვს, მაგრამ ბურთთან ასეთი შეხება სხვა ბევრი არ მახსენდება, ნეიმართან შესადარებლად კი ზედმეტად ჭკვიანია, სულ სხვა დონეზე აზროვნებს.
ჯერ კიდევ ბავშვია, კიბატონო, მაგრამ ისე ჩანს რომ “ბარსას” მომავალი დიდი ათიანი უნდა გახდეს. ასე მიდის საქმე. ლამინე უნდა იყოს ამ დიდი ტრადიციის გამგრძელებელი.
ყველაფერი მეორეში
აქეთ იამალი, იქით რაფინია. საგოლე მოქმედების გარეშე მოედანს არ ტოვებს ბრაზილიელი, ეს რა სეზონი აქვს! ამჯერადაც კარგი გოლი შეაგდო, დანი ოლმომ გაიყვანა ერთი-ერთზე და პასს ველოდი კარის გასწვრივ, მაგრამ უზუსტესად დაარტყა, ისე რომ მეკარეს საერთოდ რეაგირება არ მოუხდენია – 1:0. გარდა იმისა, რომ რაფინია ძალიან შედეგიანია, მისი თამაშის ყურებაც სასიამოვნო გახდა, არადა, წინა სეზონში იმდენ არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა კაცი დემბელეს თუ შეადარებდა, ახლა კიდევ ყველაფერში მომატებული აქვს. მისი ცაცია კი ბევრი მატჩის გასაღები გამხდარა. აბა, ასეთი სეზონი რომ “ბარსას” ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს ჰქონოდა, ხომ შევიყვანდით დიდი ბრაზილიელების სიაში?! მაგრამ რაფინიას ჯერ მაინც ეჭვის თვალით ვუყურებთ ლეგენდებში გასაწევრიანებლად, იქამდე ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი, აი, კოუტინიოს უკვე სჯობნის ამ სეზონით.
არც “დორტმუნდი” იყო უსაქმოდ, გარდა მათი გატანილი გოლებისა, კიდევ ჰქონდათ 2-3 კარგი მომენტი. პირველი კი პენალტით შეაგდეს, დამნაშავე ამჯერადაც კუბარსი იყო, პენალტს, როგორც წესი, ის იკიდებს, ჯერ კიდევ არ აქვს საკმარისი გამოცდილება, რამდენიმე წამით აგვიანებს და ეს დაგვიანება ამ დროს პენალტია. შეცვალზე შემოსულებმა გაამართლეს, პირველ რიგში ფერმინმა და ფერანმა, ტორესმა ისევ წინ გაიყვანა “ბარსა” მერე კი ვნახეთ, რომ ფლიკის “ოფსაიდის ხაფანგი” ისე ეფექტურად ვეღარ მუშაობს, როგორც ადრე. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ “ბარსამ” ბოლო მატჩებში ბევრი ქულა დაკარგა. დაცვა ჩავარდა, პენია შეცდა – 2:2.
ბოლოს კი ისევ პედრისა და ლამინეს შეუდარებელმა თამაშმა მოგვაგებინა. მართალია ფერანმა გაიტანა, მაგრამ ეს ორი ნამდვილი ბრილიანტია.
ჰოდა ასე, ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი კარგად მიდის. იანვარში კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებს “ბარსა” – გასვლაზე “ბენფიკასთან” და სახლში “ატალანტასთან”. ასე მორჩება ეს გაუგებარი ფორმატი და ტრადიცულ პლეიოფებზე გადავალთ.
მანამდე კიდე, “ბარსას” სათადარიგო შეივსო – რონალდ არაუხო დაბრუნდა!
ერთი საინტერესო ამბავი
კი ვართ იმედიანად, მაგრამ ფინანსები შეგვახსენებს ხოლმე თავს, ლაპორტამ იანვარში ფეხბურთელების დარეგისტრირების მიზნით “კამპ ნოუს” VIP 20 წლის ვადით გაყიდა, უფრო სწორად ყიდის, როგორც The Athletic ავრცელებს. კი იყიდდა კაცი, სხვა რა გითხრათ. მომდევნო ოცი წელი იამალის ყურება “კამპ ნოუზე” გადასარევი იქნებოდა.
ერთ კარგ ფეხბურთელს კი “ნაპოლიში” უთხრეს თუ რამე არ მოგწონს შეგიძლია წახვიდეო, ჩვენ კიდევ ამაზე მეტად არაფერი გვინდა, ეგ ფეხბურთელი “ბარსელონაში” წამოვიდეს. აბა, დატრიალდი მანანა!
მხოლოდ ერთი შემადგენლობით რომელიმე ტურნირის მოგება შეიძლება დღეს ? მშვენივრად გაინაწილებენ სათამაშო დროს თანაც ისე რომ არცერთი არ დაზარალდება რესურსის არ ქონაა ზუსტად პრობლემა ! პლიუს ფლიკს მეტოქეების გათვალისწინებით მეტი ვარირების საშუალება ექნება ოღონდ კვარამდე პრიორიტეტი ცენტრფორვარდი (გიოკერესი) და მეკარე უნდა იყვნენ ჩემი სუბიქტური აზრით
ვერ გაინაწილებენ დროს. კვარას რეაქციებს არ უყურებ როცა მოედნიდან გაჰყავთ? ტიპს 15 წუთზე ეშლება ნერვები და თქვენ როგორ წარმოგდგენიათ მაგ ტიპს მინიმუმ ნახევარი სეზონი სკამზე რომ გაახმობთ?
მითუმეტეს რაფინიას დამსმელი არავინაა და ვერც ასეთი კვარა ამოაგდებს ვერასდროს.
ხოლო როცა სკამისთვის მოსაყვან ფეხბურთელეზეა საუბარი 100მს ეგეთ ტიპში გადაყრას რომ თავი დავანებოთ, მე პირადად აკადემიიდან დანი როდრიგესს, ტონი ფერნანდესსა და არნაუ პრადასს ამოვწევდი რომლებიც იამალზე არანაკლები ბავშვები არიან.
ხოდა სჯობს ჯერ თანხები გაცილებით მნიშვნელოვან პოზიციებს მოხმარდეს (სტრაიკერი, მეკარე, ფულბექები) და აკადემიიდან ხალხი დავაწინაუროთ, ვიდრე 100მილიონები ვყაროთ სკამის ფეხბურთელებში.
სკამზე არავინ გახმება, აბა მოგწონს ლევა რაფინია იამალის ტრიო სულ რო თამაშობენ და არ იცვლებიან? ნებისმიერის ტრავმას უნდა ველოდოთ, მარა წარმოიდგინე ერთი თამაში კვარა მარცხნივ რაფინია მარჯვნივ, ისვენებს იამალი, მერე რაფინია იამალი, მერე კვარა იამალი, ხან კიდე სამივე ერთად, რაფინია 10 ზე და ოლმო ისვენებს. ეგაა როტაცია, რეალს როდრიგო ყავს სკამზე, როდრიგო რომელიც თავის პოზიციაზე 3 საუკეთესოში შედის და სკამზე ახმობს იმ თურქ დებილ ბავშვს და ენდრიკს. და რა? წავა მერე და ლიგას მოიგებს, ლა ლიგასაც ზედ მიაყოლებს. ჩვენ კიდე დავიღლებით და ფატი ტორესით მოგვიწევს თამაში. საყიდელია ნიკო მინუმუმ, კვარას ყიდვა მეეჭვება, დე ლაურენტეს ვერ მოველაპარაკებით.
YAMAAAAAAAAAAAAAL
კაი თუ ძმახარ, იამალზე ნაკლები ბავშვები არარიან არა ის. იამალზე ნაკლები არიან ვინისიუსი, მბაპე, ბელინგემი, საკა, ვირცი და ნებისმიერი. იამალი არის #1 დღეს და თავის ასაკის მესისაც ჯობია ბევრად
მხოლოდ ერთი შემადგენლობით რომელიმე ტურნირის მოგება შეიძლება დღეს ? მშვენივრად გაინაწილებენ სათამაშო დროს თანაც ისე რომ არცერთი არ დაზარალდება რესურსის არ ქონაა ზუსტად პრობლემა ! პლიუს ფლიკს მეტოქეების გათვალისწინებით მეტი ვარირების საშუალება ექნება ოღონდ კვარამდე პრიორიტეტი ცენტრფორვარდი (გიოკერესი) და მეკარე უნდა იყვნენ ჩემი სუბიქტური აზრით
ზუსტად
მხოლოდ ერთი შემადგენლობით რომელიმე ტურნირის მოგება შეიძლება დღეს ? მშვენივრად გაინაწილებენ სათამაშო დროს თანაც ისე რომ არცერთი არ დაზარალდება რესურსის არ ქონაა ზუსტად პრობლემა ! პლიუს ფლიკს მეტოქეების გათვალისწინებით მეტი ვარირების საშუალება ექნება ოღონდ კვარამდე პრიორიტეტი ცენტრფორვარდი (გიოკერესი) და მეკარე უნდა იყვნენ ჩემი სუბიქტური აზრით
სიტის შემდეგ აღარცერთ კლუბს აღარ ჩავიბარებო.
კიდევ ერთი ახალი პროექტის დაწყების თავი აღარ მაქვსო პეპმა 😂😂😁😁
სამაგიეროდ სამომავლოდ ესპანეთის ნაკრების ჩაბარება არ გამორიცხა 👌❤
ნაკრების წავა ალბათ და მერე პაუზას აიღებს
👌
კვარას მოსვლა გამიხარხება მაგრამ რაფინია მერე?
სიტის შემდეგ აღარცერთ კლუბს აღარ ჩავიბარებო.
კიდევ ერთი ახალი პროექტის დაწყების თავი აღარ მაქვსო პეპმა 😂😂😁😁
სამაგიეროდ სამომავლოდ ესპანეთის ნაკრების ჩაბარება არ გამორიცხა 👌❤
ნაკრების წავა ალბათ და მერე პაუზას აიღებს
გუნდში , ფრენკის კი ზუსტად მაგას ვატყობ და როდესაც გუნდის კაპიტანი ასეთია და ასე თამაშობს ეს მთელ გუნდზე გადადის , მაგალითად რაფინია როცა კაპიტნობს და დარბის გიჟივით და მუხტი აქვს ეს მთელ გუნდზე მიდის , ყოველთვის ვიცავდი ფრენკის და ძაან მომწონდა მაგრამ ბოდიში გასაყიდია აუცილებლად , ნახევარდაცვასაც მიუხედავად იმისა რომ კარგები არიან ფრენკის შემცვლელად კარგი ბოქსთუბოქსი ჭირდება , სკამზეც გვჭირდება გაძლიერება და ისეთი ტიპის ფეხბურთელი რომელიც იამალის ცუდი თამაშის დროს ან არ ყოფნის დროს შექმნის და გარდატეხას შეიტანს , რაფინიას ეს არ გამოსდის , მაგრამ პირველ რიგში ის მუხტია დასაბრუნებელი , სულ რომ დარბოდნენ აპრესინგებდნენ , ჭამდნენ და არ ასვენებდნენ , ერთი მთლიანი ორგანიზმი უნდა გახდეს ისევ გუნდი
გეთანხმები ყველაფერში მეც ეგ დავწერე წინაზე ამ ზამთარშივე რო გაუშვან თუნდაც 20 30 მილიონად კამფეტი იქნება და პლიუს სახელფასო ბიუჯეტშიც ადგილიც გამოთავისუფლდება და ამოისუნთქებს გუნდიც და პლიუს ზამთარში შეგვეძლება ვინმეს დამატება
სიტი ბოლო კლუბიაო გვარდიოლამ 😑🙃🥺
სიტის შემდეგ აღარცერთ კლუბს აღარ ჩავიბარებო.
კიდევ ერთი ახალი პროექტის დაწყების თავი აღარ მაქვსო პეპმა 😂😂😁😁
სამაგიეროდ სამომავლოდ ესპანეთის ნაკრების ჩაბარება არ გამორიცხა 👌❤
კოდე ერთი მიზეზი რატო უნდა ვენდოთ ფატის წელს იმედია მიცემს დროს რომ დაბრუნდება
1/8 ფინალიდან ვარ ჩვეულებრივად ერთადერთი უპირატესობა ის იქნება ჩვენი რომ 1-8 გუნდებს არ შევხვდებით და სახლში გვაქ მე2 თამაში თავისუფლად შეიძლება შეგვხვდეს იუვე-სიტი-მილანი-პსჟ-და მემგონი რეალიც
გაგვინაღდებია ლიგის 1/4 საგზური ამ მოგებით იმიტომ იხეოდა დორტმუნდი შუაზე… მაგრამ ეგ როგორ ხდება რანაირიად გაინაღდა 2 კლუბმა მხოლოდ 18 და 15 ქულებით
რაც ფრენკი დაბრუნდა გუნდში არსებული სიტუაცია არ მომწონს , თითქოს დაძაბულობას ვგრძნობ , ის სილაღე და თავისუფლება , ის ურთიერთობა და ჟინი თითქოს აღარ ეტყობათ , ეგ არ მომწონს , წინა წლების ბარსელონას პრობლემა ის იყო რომ ყველა მხოლოდ თავის თავზე ფიქრობდა , " მთავარია მე არ დავუშვა შეცდომა და მე ვითამაშო " პრინციპი დამღუპველია
გუნდში , ფრენკის კი ზუსტად მაგას ვატყობ და როდესაც გუნდის კაპიტანი ასეთია და ასე თამაშობს ეს მთელ გუნდზე გადადის , მაგალითად რაფინია როცა კაპიტნობს და დარბის გიჟივით და მუხტი აქვს ეს მთელ გუნდზე მიდის , ყოველთვის ვიცავდი ფრენკის და ძაან მომწონდა მაგრამ ბოდიში გასაყიდია აუცილებლად , ნახევარდაცვასაც მიუხედავად იმისა რომ კარგები არიან ფრენკის შემცვლელად კარგი ბოქსთუბოქსი ჭირდება , სკამზეც გვჭირდება გაძლიერება და ისეთი ტიპის ფეხბურთელი რომელიც იამალის ცუდი თამაშის დროს ან არ ყოფნის დროს შექმნის და გარდატეხას შეიტანს , რაფინიას ეს არ გამოსდის , მაგრამ პირველ რიგში ის მუხტია დასაბრუნებელი , სულ რომ დარბოდნენ აპრესინგებდნენ , ჭამდნენ და არ ასვენებდნენ , ერთი მთლიანი ორგანიზმი უნდა გახდეს ისევ გუნდი
ისეეე უნდა ამოგვეტენა დორტმუნდი ისე ბანძურად თამაშობდნენ,მარა ვერ მივაწექით. ისეთი მიმწოლები აღარ არიან როგორც სეზონის დასაწყისში,მარა ნუ მთავარია ვიგებთ რა. პაუზა იქნება და მერე ახალი ძალებით შებერავენ ლომები.
ჰო ეგაა მეტოქის შემტევები ზევით ავლენ, აყვებიან მცველები, როგორც კი მცველები ზევით აიწევენ, იმათი ნახ.მცველი გაიქცევა წინ და ვსო, ფაფუ შენი თამაშგარის მახე. უნდა მოუფიქრის ნამდვილად ფკიკმა რამე.
მშვენიერია, ყველაფერი სწორეა. ისე ჩამოვყევი კომენტარს მეგონა ისევ ფეოლას სტატიას ვკითხულობდი.
ტორესი რომ ნიჭიერია ყველამ ვიცით მაგრამ ფსიქოლოგიურად სუსტია და რაც მთავარია არ მუშაობს თავის პოზიცია რომ იპოვოს არც გარემარბია არც ფორვარდი უნდა იპოვის თავი ჯერ.რაც შეეხება დაცვას ყველა დაცვა უშვებს შეცდომას მაგრამ საყრდენი ზონა ძალიან ხშირად ვერ აზღვეს მცველებს კასადო მაგარია მაგრამ ჩაჭრა დაზღვევებში ცოტა სუსტია.დეიონგის ზუსტად ეგ არ მომწონს დაცვაში 0
ფერანის ფეხბურთელად გადაქცევა ერთხელ დავიჯერე უკვე და მეორედ აღარ ვიზამ, მადლობა გუშინდელისთვის მარა მაინც ღლეა, იმიტორო მომავალ მატჩებში დაუბრუნდება თავის "სტილს" ისევ, კაცი ბარსაში თამაშობდე და ელემენტარულ სიტუაციაში პასი გეშლებოდეს ეგ მარტო ტორესის ნიჭია. სხვებზე ვერაფერს ვიტყვი შეტევა ნახევარდაცვაში, ლევანა იყო გამქრალი ერთი ეგაა, დანარჩენები კარგი იყო ყველა, ოლმო უმატებს ნელნელა, რაც არუნდა იყოს ძირითადის კაცია ესეც კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუშინ. აი დაცვა უნდა გაილანძღოს, ამ შემთხვევაში ცოტათი, ოღონდ მომავალში ბევრი ლანძღვა არ დაიმსახურონ და გუშინ რაც მიქარეს ჯანდაბას. ერთი გოლი კუბარსიმ იკისრა, მეორე მთლად ერთპიროვნულად არა მარა მაინც ინიგოს ცუდ პასს მოყვა, მაგ მომენტშივე გამოჩნდა რაცაა თამაშგარის ხაფანგის გასაღები, სიღრმეში დამალულ ფეხბურთელს ვერაფერი გაუხერხეს ცენტრალურმა მცველებმა და ნახევარდაცვიდანაც ვერავინ გამოეკიდა, დასაფიქრებელი მომენტია და იმედია იპოვის ფლიკი ამოხსნას, საერთოდაც გოლის გატანის შემდეგ გუნდი რომ ეშვება და მარტივად უთმობს მეტოქეს ინიციატივას ეგეც არ მოსულა, ბევრჯერ შევნიშნე ეგ უკვე და არ მომწონს, სადღაც დაისჯებიან მაგის გამო მწარედ. სხვა მომენტები რაც შექმნა ბორუსიამ ფლანგიდან წამოსული შეტევებით იყო, ცენტრი იმ ორი შემთხვევის გარდა მყარად იდგა, აი ბალდე ათრიეს, ვერევინ ვერ გააჩერა დაცვაში ერთი ერთზე, დახმარების გარეშე ვერავის ხელს ვერ უშლიდა, შეტევაშიც ნული იყო, ყველაზე სუსტი იყო გუშინ ერთი სიტყვით, კუნდე საერთო ჯამში კარგი იყო, შეტევაში უფრო მომეწონა უფრო თავისუფლად მოქმედებდა როგორც სეზონის დასაწყისში. თამაში კარგი იყო საერთო ჯამში, ბევრი დადებითი და უარყოფითი გამოჩნდა, ზოგი ძველი და ზოგი ახალი, ყველა ნიუანსი საყურადღებოა თორე ყველაფერს და არაფერს შორის ძალიან მცირე ზღვარია ხოლმე.
ნუ კვარა თუ ჩვენ შემოგვიერთდა კონკურენცია იქნება მის პოზიციაზე და არმგონია რომ რაფინია მარტივად გადასვან სკამზე. მაგრამ მოვიდეს მაგაზე მეტად არავის მოსვლა გამიხარდება ფლანგზე . ქართველი ბარსელონაში
Ფერანმა პედროობა გაქაჩოს და ხმას არ ამოვიღებ
ფერანი თუ მოიხოდა და ლეგენდარულ სკამიდან შემომსვლელებს დაუდგა გვერდით, იქნება ამ საუკუნის სასწაული რა 😍