workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოდი დავიწყოთ ბოდიშით

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოდი დავიწყოთ ბოდიშით

მოდი დავიწყოთ ბოდიშით – ბოდიში! 

ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ჩემი დღის რეჟიმი გვარიანად შეიცვალა, ამიტომ, ვეღარც “ბარსას” მივადევნე თვალყური და ამ მიმოხილვის წერაც მოგვიანებით დავიწყე. მხოლოდ მეორე ტაიმის მიწურულს მივუსწარი, ანგარიშს დავხედე და 1:1 ია, ვიფიქრე სანამ ჩავრთავ უკვე წინ ვიქნებით-მეთქი, მაგრამ ჩავრთე და უკან ვართ – 1:2. რაღაც აირია, რაღაც ვერ არის კარგად. 

ზედიზედ მესამე მატჩია ფლიკი ქულებს კარგავს და “მადრიდს” პირველად მისცა საშუალება რომ “ბარსას” გადაასწროს. ისევ ზედმეტი ყურადღება დაუთმო ჩემპიონთა ლიგას, სადაც არც თუ ისე ძლიერი მეტოქეები ჰყავდა “ბარსას”, ლა ლიგაში კი ჩათვალა რომ ასე ერთი ამოსუნთქვით გაივლიდა პირველ წრეს, მაგრამ არ არის ეგრე, ჰანსი, ბუნდესლიგაში არ შეგეშალოს ძმაო. 

მოულოდნელი ცვლილებები 

ამჯერად დაცვის ხაზში ყველამ ძირითადიდან დაიწყო, მაგრამ ბალდე თურმე მალევე შეცვალეს. მძიმე შეჯახების შემდეგ გაიყვანეს მოედნიდან და მის ნაცვლად ჟერარდ მარტინი გამოვიდა. მეორე ტაიმის დასაწყისში კუნდეც შეცვალეს. ასე რომ, “ბარსას” განაპირა მცველებს ვერ ედგათ კარგი დღე. ცენტრში კი დიდი პრობლემები ყოფილა, რადგან შევხედე გოლებს და ასეთი ინერტული ცენტრალური დაცვა დიდი ხანია არ მინახავს, თითქოს ვარჯიშზე ყოფილიყვნენ, აბა, შეხედეთ ინიგოს, როცა “ბარსას” ყოფილი შეგირდი, სანდრო რამირესი გარბის კარისკენ, დისტანციაზე ეთამაშება, არადა, დასარტყმელი მომენტია, თანაც, თითქმის გვერდით მიჰყვება და საერთოდ არ ცდილობს მის წინ აღმოჩნდეს, რათა კარისკენ მიმავალი გზა გადაუკეტოს. ეს რა არის? შვედეთის მეორე ლიგის თამაში რომ ყოფილიყო ვიტყოდი რომ გაყიდა თამაში ამ უნამოსომ-მეთქი. 

ვნახე მეორე გოლი და კუბარსიც ასეთივე ინერტული იყო, გაცილებით ახლოს მეტოქესთან, ხელის შეშლაც სცადა, მაგრამ ისევ იგივე შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ვარჯიშს ვუყურებდი. ფაქტია, რომ რაღაც აირია. ფლიკის მოტანილი მუხტი სადღაც გაქრა, მატჩის წინ, როგორც ჩანს, ვეღარ ახერხებს ფეხბურთელების სათანადოდ მოტივირებას. აი, ახლა წყალივით გვჭირდება არაუხოს დაბრუნება. 

ძირითადში დაუწყიათ თამაში ფერმინ ლოპესსა და პაბლო ტორეს. ორივე კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ერთად დიდი ეფექტი ვერ აქვთ, სულ სხვაა როცა შეცვლაზე შემოდიან, ძირითადისთვის მზად არ არის. და კიდევ მომიწევს გამეორება, დანი ოლმო ტრავმის მერე ფორმაში ვერა და ვერ შევიდა, მაგრამ რამდენად არსებობს მასსა და ფლიკს შორის აზრთა თანხვედრა რთული სათქმელია. მე მეჩვენება რომ ოლმო დაბრუნების მერე ძალიან უკმაყოფილოა მწირი სათამაშო პრაქტიკით. 

საყრდენი ზონა 

აქაც ექსპერიმენტი ვნახეთ, “ბარსას” კასადო არ ჰყავდა, მაგრამ მის ნაცვლად დე იონგი მაინც არ ათამაშეს. სამაგიეროდ, ვნახეთ გავი, რომელიც არ არის კლასიკური საყრდენი. საერთოდ, არ არის საყრდენი. და იმ ფრაგმენტებიდან რაც ვიხილე დამრჩა შთაბეჭდილება, რომ “ბარსამ” თამაში ვერ დაალაგა. დიდად ვერც ფრენკი დე იონგი ახერხებს ამას, რატომ და როგორ, ამაზე ძალიან ბევრი დაგვიწერია განვლილი წლების განმავლობაში. აი, კასადო კი დიდი დანაკლისია ყოველთვის. 

“ბარსას” ბევრი მომენტი არ შეუქმნია. ამაზეც ბევრი ვწერეთ თავის დროზე, მთავარი შემქმნელი დანი ოლმოა, რა თქმა უნდა, იამლთან ერთად. ოლმოს საერთოდ არ უთამაშია, ლამინე კი მეორე ტაიმში გამოვიდა მოედანზე და თუ ვინმემ თამაში ინდივიდუალურად გაამწვავა სწორედ ის იყო, სამწუხაროდ ამას დიდი შედეგი არ მოჰყოლია. 

ფერან ტორესი დაბრუნდა!!! – ეს კარგია თუ ცუდი? არ ვიცი.. რა ვიცი.. 

ისევ კაპიტანი 

ამ შეხვედრაშიც ერთი ნათელი წერტილი იყო, დაუნანებლად რომ იბრძოლა და ყველაფერი გააკეთა მოსაგებად, გოლიც მის ანგარიშზეა, თანაც, ლამაზი და კარგი გოლი. რაფინიამ თავისი ცაციათი გაათანაბრა ანგარიში. ძალიან კარგად შეაფასა მომენტი, ზურგით მყოფი სწორ სივრცეში მოტრიალდა კარისკენ და მშვენიერი გოლიც შეაგდო. გაჰყვა რივალდოსა და მესის ტრადიციებს. 

მასვე ჰქონდა ერთი-ორი კარგი მომენტი, მაგრამ ხან არ გაუმართლა, ხანაც, ჩვენი ყოფილი, სილესენი იყო კარგი. რაფინიას დარტყმული ჯარიმა კარგ ნახტომში მოიგერია. ჰოდა, არ ეყო “ბარსას” ბრაზილიელის გარჯა. რაღაც მეტია საჭირო, თორემ ეს აღმაფრენა სულ დაღმა მიდის. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (31)

  • Bara87
    schedule 03 დეკ 2024, 13:29
    #31

    ნაჩქარევი არ აღმოჩნდეს დასაწყისის ფრენები, განვლილმაც აჩვენა რომ უმეტესად იქ მოვიგეთ დავიბრწყინეთ სადაც ლამინ იამალმა აიღო თავის თავზე და შეუდარებელი იყო. (მახსოვს მაესტროს როგორ აკრიტიკებდნენ, არადა ჩემპიონი გახადა გუნდი, თან როგორი დაშლილი და უემოციო გუნდი, ხავის პირადი სიყვარულიც მალაპარაკებს, მაგრამ ზედმეტად მკაცრადაც მოვექეცით) წარმატებები ჰანსის პროექტს და პირადად იამალს პედრის და ბიჭებს, დეიონგის ჯადოს რაც მალე მოვიცილებთ უკეთ წავა ყველამხრივ ჩვენი საქმე, სხვა გუნდში მაგრად ითამაშებს მარა ჩვენთან როვერ იზამს წლებია ვუყურებთ ფლაყვე ტაშის კვრით

  • Nikoloz
    schedule 03 დეკ 2024, 12:21
    #30

    Koswia, ხო სხვაგან მიმიწერია და ახლა წესით მოვიდოდა სმს )

  • Koswia
    schedule 03 დეკ 2024, 00:01
    #29

    ციტატა: Nikoloz
    Koswia, ხო მოვიწერე ამ წამს


    არ მოგვსვლია არაფერი და დაგილინკავ ფბ გვერდს

    ციტატა: Nikoloz
    Koswia, ხო მოვიწერე ამ წამს


    https://www.facebook.com/profile.php?id=61561270280001&mibextid=ZbWKwL

  • Nikoloz
    schedule 02 დეკ 2024, 21:43
    #28

    Koswia, ხო მოვიწერე ამ წამს

  • Koswia
    schedule 02 დეკ 2024, 20:39
    #27

    Nikoloz,

    ციტატა: Nikoloz
    Koswia, WhatsApp ია მითითებული და იქ მოგწეროთ?


    არა თვითონ ფბ გვერძე მოგვწერე.

  • Nikoloz
    schedule 02 დეკ 2024, 17:51
    #26

    Koswia, WhatsApp ია მითითებული და იქ მოგწეროთ?

  • Flying Dutchman
    schedule 02 დეკ 2024, 16:39
    #25

    გაექცა ოდნავ ძია ჰანსის

  • nika 54
    schedule 02 დეკ 2024, 12:03
    #24

    "მოდი დავიწყოთ ბოდიშით"
    "და 3 ქულა აღარ იძებნება?"
    მე მაინც მგონია, ზოგიერთებს თავში აუვარდათ, ანუ ვარსკვლავური ავადმყოფობა შეეყარათ.
    გუნდი აღარ დარბის, პირველი თამაშები რო მახსენდება ეხლაც მგონია სიზმარი იყო, 5-7 ბურთი ლამის ნორმად აქციეს.
    ეხლა დარწმუნებული არიან რომ მოედანზე გამოსვლისთანავე მეტოქემ კარისკენ უნდა გაგვიხსნას გზა და მორიდებით გაგვატარო, თანაც არ ირბინონ ჩვენზე სწრაფად.
    კაროჩე ფლიკს სადღაც დაეკარგა თავისი მათრახი, და უკვე დროა საქმეში ჩართოს.

  • Rick Sanchez
    schedule 02 დეკ 2024, 11:54
    #23

    აუტანელია ამდენი უცენზურობა ადმინ.

  • Koswia
    schedule 02 დეკ 2024, 11:21
    #22

    ციტატა: Nikoloz
    Koswia, თავდასხმაში ვთამაშობ უმეტესად


    FC Old School ნახე ფბზე და მოგვწერე.

  • Giorgi99
    schedule 02 დეკ 2024, 07:52
    #21

    7-1 s da 4-0 იგებდბენ და ეხლა 1 გოლის გატანაც უჭირთ ამხელა რეგრესი საიდან