როგორც ვივარაუდეთ მძიმე მატჩი გამოვიდა, ჩავიმ მიგვაჩვია ასეთი მატჩების მოგებას. წვალობ, წვალობ და იგებ. არაფრად ვარგიხარ, ხალხს ყურებაც აღარ უნდა, მაგრამ სამი ქულა და ორი მილიონი მოგაქვს. ჯგუფში პირველ ადგილზე ხარ, ყველაზე რთული მეტოქე დამარცხებულია. როგორ თამაშობ მეორეხარისხოვანია, ორწლიანი ჩავარდნის მერე ყველას სურს, რომ მშვიდად გახვიდე პლეიოფში, სხვა ყველაფერი ქარსაც წაუღია. დროებით.
სამი ეპიზოდი
სამი სცენა, სამი მოგონება. ლამაზით დავიწყებ, ალბათ ხვდებით რომ ამ შეხვედრაში “ბარსა” სილამაზესთან არ გადაკვეთილა. “პორტუს” კი ჰქონდა ლამაზი მომენტები, მაგალითად ტარემის გოლი, რომელიც არ ჩაითვალა. არ ვიცი ვის რა გაგახსენდათ, შესაძლოა, ჩვენი ბრაზილიელები გაგახსენდათ, ან, სუარესი, მე კიდე ედისონ კავანი ამომიხტა გონებაში, “კამპ ნოუზე” საოცარი სილამაზის გოლი გაგვიტანა და არ ჩაითვალა, თამაშგარე მდგომარეობაში იყო, ვინ როგორ გაზომა ეგ აღარ მახსოვს, მაგრამ ხალხს რომ მაგრად დაენანა მაგაზე გამახსენდა.
ტარემის გოლზე დასანანს ვერ ვიტყვი, თითქოს შტეგენმაც იცოდა “ოფსაიდის” ამბავი და ისე ასწია ხელი.. სხვათა შორის, ეზოს მეკარესავით.
პეპე გარბის
მეორე შემტევსაც ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, პეპე ერთი-ერთზე გაიქცა და.. რა გაგახსენდათ? უჰ, როგორ ჰგავდა. 1998 წლის ნახევარფინალი, ბრაზილია – ნიდერლანდები. რივალდოს ერთი-ერთზე გაჰყავს რონალდო, ხარივით ჯანმრთელი, რეაქტიული რონალდო, ორი ნაბიჯი გადადგა და ყველა საგრძნობლად ჩამოიტოვა, ისღა დარჩენია გოლი შეაგდოს, მაგრამ არსაიდან ედგარ დავიდსი გამოფრინდა, ზურგიდან ვარდნაში შეძლო და ბურთს შეეხო, კარის ძელთან ჩაგორდა.
ეგ იყო, ზუსტად ეგ იყო. დავიდსის როლში კუნდე ვნახეთ. ეს ეპიზოდი გატანილი გოლივით აღნიშნა, სამართლიანადაც გამოვიდა.
ხელი იყო!
იყო ხელი? იყო! კანსელუს არათუ მოხვდა ხელზე, არამედ ითამაშა ხელით. ამაზე მინიმუმ მეორე ყვითელი ეკუთვნოდა, მაქსიმუმ პირდაპირ წითელი და წიხლი საზარდულში. თითქოს არც არაფერი იყო გასარკვევი, დავიბენი, ვერ გავიგე რას ამოწმებდნენ, თავიდან მეგონა ხაზზე იყო დავა, იქნებ ჯარიმა იყო და არა პენალტი, ბოლო იმედის დარღვევა იყო თუ არა? თურმე, სულ სხვა რაღაცას უყურებდნენ, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა? ლა ლიგაში ალბათ გაატარებდნენ.
და იყო ხელი “პორტუს” ფეხბურთელზე? აბა რავიცი, სად მთავრდება მაგათთვის ხელი და სად იწყება მხარი. ბურთი იმ ნაწილსაც შეეხო რასაც მხარს ვეძახი და იმასაც, რასაც ხელს ვეძახი. ახლა იმის გაზომვას ვერ დავიწყებ უფრო დიდი ნაწილი რომელს შეეხო, ხელს თუ მხარს.
ესღა დავრჩით
ისედაც არავართ კარგად, დე იონგი და პედრი გვაკლია, ჩვენი კრეატიული რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია, შეტევაში 16 წლის ბავშვით ვთამაშობთ და ამ დროს ლევანდოვსკი იღებს ტრავმას, თანაც, პირველივე ტაიმში. როგორ ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს, მაინც დიდი ძალაა, მის გარეშე თამაშის მოგება კი აქტივშია შესატანი. ცოტა მახინჯ, მაგრამ მაინც აქტივში.
ფერან ტორესმა მიიღო შანსი და გამოიყენა. რა თქმა უნდა, ისიც განაწყენებული იქნებოდა, რაფინიას ასევე ტრავმა აქვს და მაინც ბავშვი დააყენეს მის ნაცვლად. გამოვიდა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ჯერჯერობით ვერ იქცა სტაბილურ გამტანად, მაგრამ ამას ვერც ჟოაუზე ვიტყვით, ვერც სხვა ფეხბურთელებზე, უკვე ვერც ლევანდოვსკიზე.
გიუნდოგანის თამაშიც აღსანიშნავია, დროული და კარგი პასი გააკეთა.
იამალი აქტიურობდა, რამდენიმე კარგი დრიბლინგი ჰქონდა, ერთი-ორჯერ დაარტყა ჟოაუმაც, მაგრამ პირველი ეფექტის მერე მოკლებული აქვს, თითქოს დაეჭვდა საკუთარ შესაძლებლობებში. აი, ნახევარდაცვამ საშინელი შთაბეჭდილება დატოვა, იმდენად ცუდი რომ რომეუს ნაცვლად სერჟი რობერტო შემოვიდა, კაცი, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია გაგიჩალიჩოს.
ისევ დაცვა
ამასობაში დაცვით გუნდად ვიქეცით. მე მახსოვს “ბარსა”, რომელსაც ბრწყინვალე შეტევა ჰყავდა და საშინელი დაცვა. მახსოვს “ბარსა”, რომელსაც ყველა რგოლში იდეალურად ჰქონდა საქმე, მაგრამ ჯერ არ მახსოვს ისეთი ფორმაციის “ბარსელონა” რომელშიც მცველები შემტევებს აღემატებიან. აღარაფერს ვამბობ მეკარეზე, აბა, რივალდოსთვის რომ ეთქვათ თავის დროზე ასეთი დრო დადგებაო, ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდა, დუტრუელის, ჰესპისა და ბონანოს შემხედვარე.
“გრანადასთან” გასვლაზე ვითამაშებთ რვაში, მერე კი სანაკრებო პაუზაზე ამოვისუნთქებთ, თორემ, ვერ არის საქმე კარგად.
პორტოს ნიუკასლი რით ჯობია?ახლოსაც ვერ მივა გამოცდილებით.იღბლით გაგდო ინტერმა შარშან რა ნიუკასლი 😂
წელს ჩემი აზრით უკეთესი გუნდია ნიუკასსლი და ამდენი ომენტებიდან ისაკი და ალმირონიო უფრო გაიტანენ ვიდრე პორტუს ირანელი თავდამსხმელი
BarcaFan❤💙,
რას ქვია გამოცდილება არ უნდა ჯგუფურ ეტაპს?? მეოთხედფინალიდან არაა ფილანში გჭირდება გამოცდილება. ზუსტად მაგ გამოცდილების ხარჯზე ჩაგტოვენს შარშანწინ ბაიერნმა და ბენფიკამ, შარშან ბაიერნმა და ინტერმა. შენი აზრით რომელს აკლდა გამოცდილება და რომელი განიცდიდა დიდი თამაშებში მონაწილეობის ნაკლებობას????
შარშან ფინალში გვარდიოლამ 1:0-ზე თავისი მილიარდიანი გუნდით დაიწია უკან და ბურთი ინტერს დაუთმო და არც არავის გაკვირვებია და მაგ ფინალში ინტერი ცოდო იყო წაგებისთვის. თქვენი ხედვით გვარდიოლა ქვეშაჯვიაა??? 😂
მოჯლედ რა ამ საიტზე მომხმარებლების უმრავლესობა დღესვე მოაწერდა ხელს და დათანხმდებოდა ბარსას პრეზიდენტობაზე ან ბარსას მწვრთნელობაზე 😂😂😂 ლაპორტა და ხავი თქვენს დე…ბს შევ …. ამ საიტზე რომ არ შემოდიხართ და აქედან აღებული მითითებებით რომ მართავთ გუნდს 😂
მოდი ერთ რაღაცას ვიტყვი მესმის რომ ასეთი თამაშით დაცვა იწრთობა მაგრამ არ გვეყა შარშან ასეთი თამაშები?😀 რით ვერ გამოიწრთო ეს დედამოხნული დაცვა ნახევარ დცვას და შეტევას აღარ უნდა მივხედოთ? ან როცა არაუხო დგას მაინდამაინც სულ მაშინ რატო აბეტონებს დაცვას ეს ჩავი რამდენჯერაც კრისტენსენი და კუნდე იდგნენ იმდენჯერშემტევი ფეხბურთი ითამაშა გუნდმა
პორტოს ნიუკასლი რით ჯობია?ახლოსაც ვერ მივა გამოცდილებით.იღბლით გაგდო ინტერმა შარშან რა ნიუკასლი 😂
ჯგუფურ ეტაპზე გამოცდილება არაფერს ნიშნავს გამოცდილება უკვე 1/2 ფინალიდან იწყება ჰა ჰა 1/4 ფინალიდან ჯგუფური ეტაპი და 1/8 ფინალი გუნდმა სიძლიერით უნდა გაიეროს სულ რო ანტვერპი რეალს შეხვდეს თუ სათანადოდ ძლიერი გუნდი იქნება მოუგებს რეალს ვისზე ნაკლები გამოცდილი გუნდი გვაყავდა შარშან და შარშან წინ ერთი ჯგუფური ეტაპიდან რომ მოგვისროლეს მითხარი ერთი
პორტოს ნიუკასლი რით ჯობია?ახლოსაც ვერ მივა გამოცდილებით.იღბლით გაგდო ინტერმა შარშან რა ნიუკასლი 😂
იმ პსჟ დედას შე….ცი დემბელე რო 10 ნომერი ეყოლება 😀 😀
უსუსტეს ჯგუფში ვართ და აქ რო ვიგებთ თამაშებს , რას ითხოვთ მეტს ა შ ოქეი გავიგე. მერვედფინალში რო ცოტა კაი გუნდი შეგვხვდეს , დალაგებული და ერთი კაი შემსრულებლით მაგალითად ნიუკასლი ან კიდე უფრო ძლიერი ვინმე , მოგვისვრიან ბურთივით და იძახეთ მერე დეიონგი არაა და რას ითხოვთ 😀 რას ვითხოვთ და მწვრთნელი რო გვყავდეს <3
ანუ ხალხო, ტენ ჰაგი რო მოგწონდატ ბევრს და ჩავის უშვებდით მაგის ნაცვლად, საყრდენი ისურვა კაზემირო მიუყვანეს, ზევიდან ერიკსენი, მაუნტი და ამრაბატი, ჩავის მხოლოდ ორიოლ რომეუ ზუბიმენდის ითხოვდა ტიპი და ეგეც ვერ მიუყვანეს, ზემოდან სანჩო დაუყოლეს თავისი ენტონი ჰოილუნდიანად და მალასიებზე და ვიღაცეებზე აღარ ვლაპარაკობ და გალათასარაიმ გახია შუაზე, და აქ პრეტენზიები გაქვთ დაცვაში ჩადგომაზე და არა სანახაობრიობაზე? ვისგან ელით სანახაობას ? ფერანისგან? ფერმინისგან ? 16 წლის ბავშვი გვყვავს სასტავში, თამაშის დროს კუჭი ეშლება ჯერ ტიპს და სანახაობრიობაო, ხო იყო სანახაობა როცა მარტო პედრი იყო დამტვრეული? დაბრუნდეს ყველა და მერე ელოდეთ სანახაობას, აი ამ გუნდით ვერცერთი მწვრტნელი ვერ დადებდა შედეგს, გვარდიოლას წინა ტურში ბურტი გადაახიეს როდრიგო და დებრუინი რო არ ყავდა.
80-90იანი წლების სკუადრა აძურათ ვყალიბდებით ერთი ერთში. გაძაღლებული თამაშები, გულშემატკივართა უდიდესი არმია, შიგადაშიგ გასაოცარი გამონათებები და საბოლოოდ ყველასთვის დამაკმაყოფილებელი ტაბლო 0-1 2-1 :)))) თუმცაღა იმდროინდელ ფეხბურთისთვის აუტანელ კატენაჩოსგან განსხვავებით, ჩვენი ფილოსოფია დაფუძნებულია ცალსახა ქაოტზე და რიგ ფეხბურთელთა ინდივიდუალურ თავგანწირვაზე.. დიდებულიც იყო და იდეალურიც ფელიშის გარჯა გუშინ, თითქმის ყველა ბურთი მას ამოჰქონდა დაცვიდან და იწყებდა ყველა შეტევას ნებისმიერი მიმართულებით, მაგრამ ამას გუნდოგანი რომ აკეთებდეს და ამ ბიჭს მეტი სივრცე და ენერგია რჩებოდის მეტოქის ნახევარზე რეაგირებისთვის არ შეიძლება? აბა რისთვის მოიყვანეს ამ დონის და გამოცდილების ფეხბურთელი? მესმის ვერ დაავალო რომეუს ან გავის იგივე, მაგრამ გუნდოგანი ხო სხვა კალიბრია მითუმეტეს დეიონგის არ ყოლის ფონზე, რატომ არის მისი როლი მხოლოდ კუთხურის ჩაწოდება გუნდში? მწვრთნელი რომელიც ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია, გუნდს ათამაშებდეს დაცვიტან პირდაპირ შეტევაში ან პირიქით "შუა რგოლის გარეშე" 30 წელია ფეხბურთს ვუყურებ და პირველად ვნახე, რომ ცენტრის რგოლს ქონდა ბურთის კონტროლის, პირველი პასის, ბოლო პასის, შეტევითი ფაზის თუ თავდაცვითი ფაზის პროცენტი აბსოლიტური 0.
რაღაცებს ვერ ხვდებით ბევრი აქ მგონი. პორტუ სახლში არის ძალიან კარგი გუნდი, ეს ერთი. მეორე პორტუს ჩვენზე უკეთესი საყრდენი ყავთ. და მესამე 4 ძირითადის კაცი რო გაკლია არაა მარტივი მგონი გამოხვიდე და ითამაშო ხო???
11 კაცით დაცვაში არ დგომას ვითხოვთ და მეტოქისკარისკენ ერთხელ მაინც გახედვას ატლეტიკო რომ შენზე ლამაზად თამაშობს ტეხავს❤️
მე ერთი არ მესმის, მატჩის დაწყებისთანავე ყველა ტერ შტეგენს რატო ეძებს? ფელიქსი, იამალი თუ ლევანდოვსკი რო ეძებონ ასე რთულია? რატომ უკანკალებთ მუხლები თამაშის დაწყებისთანავე? შეგრძნებაა რო მოედანზე თავის გასატანჯად გამოდიან და არა გოლების გასატანად.
"როგორც ვივარაუდეთ მძიმე მატჩი გამოვიდა, ჩავიმ მიგვაჩვია ასეთი მატჩების მოგებას. წვალობ, წვალობ და იგებ. არაფრად ვარგიხარ, ხალხს ყურებაც აღარ უნდა, მაგრამ სამი ქულა და ორი მილიონი მოგაქვს. ჯგუფში პირველ ადგილზე ხარ, ყველაზე რთული მეტოქე დამარცხებულია. როგორ თამაშობ მეორეხარისხოვანია, ორწლიანი ჩავარდნის მერე ყველას სურს, რომ მშვიდად გახვიდე პლეიოფში, სხვა ყველაფერი ქარსაც წაუღია. დროებით." ფრენკის , პედრის , რაფინიას , ლევანდოვსკის გარეშე , ტორესის შემოსვლის შემდეგ 0 შემტევით სკამზე , პორტუსთან დრაგაოზე , დაკომპლექსებული , ორჯერ ჩარჩენილი გუნდით , კრიზისში მყოფი გუნდით რომელიც ახლა შენდება და ახლა გადის ადაპტაციას ჩემპიონთა ლიგაზე… როგორც გუშინ ვთქვი ასეთი მატჩები იქნება კიდევ და კიდევ.. იქნება უარესებიც , წაგებებიც , მაგრამ ეს ფეხბურთია , ფიფა არაა რომ ვინ სად გინდა იქ დააყენო და ისე ითამაშონ როგორც შენ გინდა , ჯოისტიკი არავის უჭირავს , 11 კაცით დაცვაში დგომას კიდევ როდესაც საყრდენი არ გყავს , სკამზე შემტევი , 4 ფეხბურთელი დაგემტვრა და ახალწვეულებიც ბევრი გყავს , პორტუსთან გასვლაზე 1-0 ზე მოულოდნელი სულაც არაა.. ნებისმიერი გრანდის თამაშები ნახე მთელი სეზონი და სულ აწყობილი გუნდიც კი რომელსაც არანაირი პრობლემა აქვს ისიც კი ატარებს ასეთ მატჩებს. ეს არაა კატასტროფა და ფეოლას პირველი სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია , გუნდს ელემენტარული ბურთის ამომტანი არ ყავდა მოედანზე , 16 წლის ბავშვს აკისრია შეტევის გამწვავება და ვითხოვთ გოლებს და ასისტებს , ფსიქოლოგია მინიმუმ განსახილველი მაინც არის და რავი როგორც მინიმუმ ამ ყველაფრის ფონზე კმაყოფილი ვარ შედეგით რომ მოვიგეთ , ცუდად ვითამაშეთ და ამას არავინ უარყოფს მაგრამ ამას აქვს ახსნები.. რაც შეეხება ყოველი ასეთი მატჩის შემდეგ რომ ხავის უშვებთ , აი ახლა გაუშვა ხავი ლაპორტამ , გადაუტრიალდა რაღაცა ტვინში , დაგიჯერათ და ხავი გაუშვა , ვინ მოგყავთ?
100% ხარ. იშვიათი საღი აზრი ამ საიტზე
მოსაწყენი 3 ქულა სჯობს, მხიარულ 0-ს😆 ძირითადის 4 ფეხბურთელი გვაკლდა ძლიერ მოწინააღმდეგესთან გასვლით შეხვედრაში, დამატებით თამაშის დროს იამალიც გამოგვაკლდა და ფაქტიურად 20 წუთი 10 კაცით მოგვიწია თამაში. ბარსას 6 ქულა და პირველი ადგილი მირჩევნია, ვიდრე ლამაზი თამაში და 3 ქულით მეორე ადგილზე ყოფნა (გუშინ რომ ეგრე ეთამაშათ).
11 კაცით დაცვაში არ დგომას ვითხოვთ და მეტოქისკარისკენ ერთხელ მაინც გახედვას ატლეტიკო რომ შენზე ლამაზად თამაშობს ტეხავს❤️
მე ერთი არ მესმის, მატჩის დაწყებისთანავე ყველა ტერ შტეგენს რატო ეძებს? ფელიქსი, იამალი თუ ლევანდოვსკი რო ეძებონ ასე რთულია? რატომ უკანკალებთ მუხლები თამაშის დაწყებისთანავე? შეგრძნებაა რო მოედანზე თავის გასატანჯად გამოდიან და არა გოლების გასატანად.
"როგორც ვივარაუდეთ მძიმე მატჩი გამოვიდა, ჩავიმ მიგვაჩვია ასეთი მატჩების მოგებას. წვალობ, წვალობ და იგებ. არაფრად ვარგიხარ, ხალხს ყურებაც აღარ უნდა, მაგრამ სამი ქულა და ორი მილიონი მოგაქვს. ჯგუფში პირველ ადგილზე ხარ, ყველაზე რთული მეტოქე დამარცხებულია. როგორ თამაშობ მეორეხარისხოვანია, ორწლიანი ჩავარდნის მერე ყველას სურს, რომ მშვიდად გახვიდე პლეიოფში, სხვა ყველაფერი ქარსაც წაუღია. დროებით." ფრენკის , პედრის , რაფინიას , ლევანდოვსკის გარეშე , ტორესის შემოსვლის შემდეგ 0 შემტევით სკამზე , პორტუსთან დრაგაოზე , დაკომპლექსებული , ორჯერ ჩარჩენილი გუნდით , კრიზისში მყოფი გუნდით რომელიც ახლა შენდება და ახლა გადის ადაპტაციას ჩემპიონთა ლიგაზე… როგორც გუშინ ვთქვი ასეთი მატჩები იქნება კიდევ და კიდევ.. იქნება უარესებიც , წაგებებიც , მაგრამ ეს ფეხბურთია , ფიფა არაა რომ ვინ სად გინდა იქ დააყენო და ისე ითამაშონ როგორც შენ გინდა , ჯოისტიკი არავის უჭირავს , 11 კაცით დაცვაში დგომას კიდევ როდესაც საყრდენი არ გყავს , სკამზე შემტევი , 4 ფეხბურთელი დაგემტვრა და ახალწვეულებიც ბევრი გყავს , პორტუსთან გასვლაზე 1-0 ზე მოულოდნელი სულაც არაა.. ნებისმიერი გრანდის თამაშები ნახე მთელი სეზონი და სულ აწყობილი გუნდიც კი რომელსაც არანაირი პრობლემა აქვს ისიც კი ატარებს ასეთ მატჩებს. ეს არაა კატასტროფა და ფეოლას პირველი სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია , გუნდს ელემენტარული ბურთის ამომტანი არ ყავდა მოედანზე , 16 წლის ბავშვს აკისრია შეტევის გამწვავება და ვითხოვთ გოლებს და ასისტებს , ფსიქოლოგია მინიმუმ განსახილველი მაინც არის და რავი როგორც მინიმუმ ამ ყველაფრის ფონზე კმაყოფილი ვარ შედეგით რომ მოვიგეთ , ცუდად ვითამაშეთ და ამას არავინ უარყოფს მაგრამ ამას აქვს ახსნები.. რაც შეეხება ყოველი ასეთი მატჩის შემდეგ რომ ხავის უშვებთ , აი ახლა გაუშვა ხავი ლაპორტამ , გადაუტრიალდა რაღაცა ტვინში , დაგიჯერათ და ხავი გაუშვა , ვინ მოგყავთ?
11 კაცით დაცვაში არ დგომას ვითხოვთ და მეტოქისკარისკენ ერთხელ მაინც გახედვას ატლეტიკო რომ შენზე ლამაზად თამაშობს ტეხავს❤️
მე ერთი არ მესმის, მატჩის დაწყებისთანავე ყველა ტერ შტეგენს რატო ეძებს? ფელიქსი, იამალი თუ ლევანდოვსკი რო ეძებონ ასე რთულია? რატომ უკანკალებთ მუხლები თამაშის დაწყებისთანავე? შეგრძნებაა რო მოედანზე თავის გასატანჯად გამოდიან და არა გოლების გასატანად.
11 კაცით დაცვაში არ დგომას ვითხოვთ და მეტოქისკარისკენ ერთხელ მაინც გახედვას ატლეტიკო რომ შენზე ლამაზად თამაშობს ტეხავს❤️
რასითხოვთ ვერგავიგე პედრო არა ფრენკი არა თითქმის მთელი თამაში უფორვარდოთ ვითამაშეთ დრაგაოზე პორტუსთან ჩახვიდე და გაანადგურო? არარის ეგრე წავიდა ის დრო გაიგეთ ყველასთან რო ვსეირნობდით ის საუკუნეში ერთხელ ხდება თან ხო ხედავთ ყველამ ისწავლა თამაში ასერომ ეგეც კარგია რომ ბრძოლა შევძელით და სასურველი შედეგი დავდრთ აი ჩვენ სტადიონზე ეგრე თამაში არეპატიება ნამდვილად
ეჰ, რა გამახსენე ფეოლა.
საწყალი რივალდო – რა დონის ფეხბურთელი და ფარჩაკი მეკარის და ბანძი დაცვის ხელში 2 ჩემპიონობის და 1 თასის მეტი ვერაფერი მოიგო ბარსაში. არადა მაგ დაცვით და მეკარეებით, 2 ნახევარფინალი ათამაშა გუნდს
NEWCASTLE UNITED VS. PSG 4 – 1
"დემბელეს წყევლა" ჭრის. რა გაუჩალიჩა ლაპომ ხალიფას! სიზმარივით გადაულოცა – ჩემი დემბელე შენ – ო! 🙂
წინა სანაკრებოდან მართლა გასაოცარ ფორმაში დაბრუნდნენ და იმედია, რაღაც მინი-ტრადიციასავით დამკვიდრდება, ან დაგვებედება ეგ ამბავი, თორე, როგორც ოკუპანტების ენაზე იტყვიან: პიზდეც, მარია პეტროვნა! : )))
სტატია, როგორც ყოველთვის, უნაკლო!
რათქმაუნდა მდორე და მოსაწყენ თამაშს ელოდა ყველა, პედრის, ფრენკის და რაფინიას გარეშე, დეიონგი ძაან აკლია ნახევარდაცვას, ჟოაუები კიდე სულ ვერ აიღებენ თავის თავზე მთელ თამაშს. კაია რო ფერანი არ ნებდება და გატანას ახერხებს ისევ, სკამის კაცად კი ჩამოყალიბდა, ხოდა პედრო როდრიგესსაც ხომ სჭირდებოდა კარგი შემცვლელი, ხოდა აგერაა ბატონო, მე თუ მკითხავ ალვეშის შემცვლელზე ნაკლებად არ გვაკლდა ეგეთი კაცი, ვინც სკამიდანაც კარგად ჩაერთვებოდა და ძირითადშიც არაფერს გააფუჭებდა. იმედია გააგრძელებს ასე ეს ბიჭი და არ დაკარგავს მოტივაციას✊
ეჰ ფეოლა, ჩვენთვის სანაკრებო პაუზის დროს ამოსუნთქვა (სან) იოლი არ იქნება …