workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოსაწყენი სამი ქულა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: მოსაწყენი სამი ქულა

როგორც ვივარაუდეთ მძიმე მატჩი გამოვიდა, ჩავიმ მიგვაჩვია ასეთი მატჩების მოგებას. წვალობ, წვალობ და იგებ. არაფრად ვარგიხარ, ხალხს ყურებაც აღარ უნდა, მაგრამ სამი ქულა და ორი მილიონი მოგაქვს. ჯგუფში პირველ ადგილზე ხარ, ყველაზე რთული მეტოქე დამარცხებულია. როგორ თამაშობ მეორეხარისხოვანია, ორწლიანი ჩავარდნის მერე ყველას სურს, რომ მშვიდად გახვიდე პლეიოფში, სხვა ყველაფერი ქარსაც წაუღია. დროებით. 

სამი ეპიზოდი

სამი სცენა, სამი მოგონება. ლამაზით დავიწყებ, ალბათ ხვდებით რომ ამ შეხვედრაში “ბარსა” სილამაზესთან არ გადაკვეთილა. “პორტუს” კი ჰქონდა ლამაზი მომენტები, მაგალითად ტარემის გოლი, რომელიც არ ჩაითვალა. არ ვიცი ვის რა გაგახსენდათ, შესაძლოა, ჩვენი ბრაზილიელები გაგახსენდათ, ან, სუარესი, მე კიდე ედისონ კავანი ამომიხტა გონებაში, “კამპ ნოუზე” საოცარი სილამაზის გოლი გაგვიტანა და არ ჩაითვალა, თამაშგარე მდგომარეობაში იყო, ვინ როგორ გაზომა ეგ აღარ მახსოვს, მაგრამ ხალხს რომ მაგრად დაენანა მაგაზე გამახსენდა. 

ტარემის გოლზე დასანანს ვერ ვიტყვი, თითქოს შტეგენმაც იცოდა “ოფსაიდის” ამბავი და ისე ასწია ხელი.. სხვათა შორის, ეზოს მეკარესავით. 

პეპე გარბის 

მეორე შემტევსაც ჰქონდა ანგარიშის გათანაბრების შანსი, პეპე ერთი-ერთზე გაიქცა და.. რა გაგახსენდათ? უჰ, როგორ ჰგავდა. 1998 წლის ნახევარფინალი, ბრაზილია – ნიდერლანდები. რივალდოს ერთი-ერთზე გაჰყავს რონალდო, ხარივით ჯანმრთელი, რეაქტიული რონალდო, ორი ნაბიჯი გადადგა და ყველა საგრძნობლად ჩამოიტოვა, ისღა დარჩენია გოლი შეაგდოს, მაგრამ არსაიდან ედგარ დავიდსი გამოფრინდა, ზურგიდან ვარდნაში შეძლო და ბურთს შეეხო, კარის ძელთან ჩაგორდა. 

ეგ იყო, ზუსტად ეგ იყო. დავიდსის როლში კუნდე ვნახეთ. ეს ეპიზოდი გატანილი გოლივით აღნიშნა, სამართლიანადაც გამოვიდა. 

ხელი იყო! 

იყო ხელი? იყო! კანსელუს არათუ მოხვდა ხელზე, არამედ ითამაშა ხელით. ამაზე მინიმუმ მეორე ყვითელი ეკუთვნოდა, მაქსიმუმ პირდაპირ წითელი და წიხლი საზარდულში. თითქოს არც არაფერი იყო გასარკვევი, დავიბენი, ვერ გავიგე რას ამოწმებდნენ, თავიდან მეგონა ხაზზე იყო დავა, იქნებ ჯარიმა იყო და არა პენალტი, ბოლო იმედის დარღვევა იყო თუ არა? თურმე, სულ სხვა რაღაცას უყურებდნენ, ეს ხომ ჩემპიონთა ლიგაა? ლა ლიგაში ალბათ გაატარებდნენ. 

და იყო ხელი “პორტუს” ფეხბურთელზე? აბა რავიცი, სად მთავრდება მაგათთვის ხელი და სად იწყება მხარი. ბურთი იმ ნაწილსაც შეეხო რასაც მხარს ვეძახი და იმასაც, რასაც ხელს ვეძახი. ახლა იმის გაზომვას ვერ დავიწყებ უფრო დიდი ნაწილი რომელს შეეხო, ხელს თუ მხარს. 

ეს ის შემთხვევაა, როცა პორტუგალიაში მხარი გამოჩნდა, ბარსელონაში კი ხელი. 

ესღა დავრჩით 

ისედაც არავართ კარგად, დე იონგი და პედრი გვაკლია, ჩვენი კრეატიული რესურსი ფაქტობრივად ამოწურულია, შეტევაში 16 წლის ბავშვით ვთამაშობთ და ამ დროს ლევანდოვსკი იღებს ტრავმას, თანაც, პირველივე ტაიმში. როგორ ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს, მაინც დიდი ძალაა, მის გარეშე თამაშის მოგება კი აქტივშია შესატანი. ცოტა მახინჯ, მაგრამ მაინც აქტივში. 

ფერან ტორესმა მიიღო შანსი და გამოიყენა. რა თქმა უნდა, ისიც განაწყენებული იქნებოდა, რაფინიას ასევე ტრავმა აქვს და მაინც ბავშვი დააყენეს მის ნაცვლად. გამოვიდა და გადამწყვეტი გოლი გაიტანა. ჯერჯერობით ვერ იქცა სტაბილურ გამტანად, მაგრამ ამას ვერც ჟოაუზე ვიტყვით, ვერც სხვა ფეხბურთელებზე, უკვე ვერც ლევანდოვსკიზე. 

გიუნდოგანის თამაშიც აღსანიშნავია, დროული და კარგი პასი გააკეთა. 

იამალი აქტიურობდა, რამდენიმე კარგი დრიბლინგი ჰქონდა, ერთი-ორჯერ დაარტყა ჟოაუმაც, მაგრამ პირველი ეფექტის მერე მოკლებული აქვს, თითქოს დაეჭვდა საკუთარ შესაძლებლობებში. აი, ნახევარდაცვამ საშინელი შთაბეჭდილება დატოვა, იმდენად ცუდი რომ რომეუს ნაცვლად სერჟი რობერტო შემოვიდა, კაცი, რომელსაც ნებისმიერ წამს შეუძლია გაგიჩალიჩოს. 

ისევ დაცვა 

ამასობაში დაცვით გუნდად ვიქეცით. მე მახსოვს “ბარსა”, რომელსაც ბრწყინვალე შეტევა ჰყავდა და საშინელი დაცვა. მახსოვს “ბარსა”, რომელსაც ყველა რგოლში იდეალურად ჰქონდა საქმე, მაგრამ ჯერ არ მახსოვს ისეთი ფორმაციის “ბარსელონა” რომელშიც მცველები შემტევებს აღემატებიან. აღარაფერს ვამბობ მეკარეზე, აბა, რივალდოსთვის რომ ეთქვათ თავის დროზე ასეთი დრო დადგებაო, ალბათ ჭკუიდან შეიშლებოდა, დუტრუელის, ჰესპისა და ბონანოს შემხედვარე. 

“გრანადასთან” გასვლაზე ვითამაშებთ რვაში, მერე კი სანაკრებო პაუზაზე ამოვისუნთქებთ, თორემ, ვერ არის საქმე კარგად. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (25)

  • tato777
    schedule 06 ოქტ 2023, 17:25
    #25

    nika 54,

    მეგობარო სიტისთან რითი გამოჩნდა? მაგ თამაშში სიტის არ ჰყავდა ედერსონი, სილვა, რ.დიაში, ჰალანდი, ვოკერი, დე ბრუინი, როდრი, სტოუნსი და ამდენი ხალხის ნაკლებობის შემთხვევაში ნიუკასლს უთვლი პლიუსად?? ნიუკასლმა წელს ლივერთანაც წააგო და ბრაიტონთანაც. ერთი ვისაც ნორმალურს მოუგო ასტონ ვილაა და ისიც არასტაბილურია. არამგონია ეს ნიუკასლი ამ პორტუზე რამით მეტი იყოს, გრანდობაზე და გამოცდილებაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი.

  • me da barca
    schedule 06 ოქტ 2023, 16:05
    #24

    ბატონო ერნანდეს!
    შიში ვერ იხსნის სიკვდილსა, ცუდია დაღრეჯილობა.
    მგონი ჩავი ბარსაში კი არა ატლეტიკოში თამაშობდა ჩოლოს მეთაურობით.
    ბარსა არასდროს გამოირჩეოდა ძლიერი დაცვით, შეტევა იყო ბარსას მთავარი კოზირი. გოლებსაც უშვებდა, მაგრამ მეტოქეზე მეტი გოლი გაჰქონდა და ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა.
    ჩავის ფსიქოლოგი ჭირდება, რომ შიშები გაუქრეს.

  • nika 54
    schedule 06 ოქტ 2023, 14:10
    #23

    ციტატა: marco reus 11

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: marco reus 11
    უსუსტეს ჯგუფში ვართ და აქ რო ვიგებთ თამაშებს , რას ითხოვთ მეტს ა შ ოქეი გავიგე. მერვედფინალში რო ცოტა კაი გუნდი შეგვხვდეს , დალაგებული და ერთი კაი შემსრულებლით მაგალითად ნიუკასლი ან კიდე უფრო ძლიერი ვინმე , მოგვისვრიან ბურთივით და იძახეთ მერე დეიონგი არაა და რას ითხოვთ 😀 რას ვითხოვთ და მწვრთნელი რო გვყავდეს <3


    პორტოს ნიუკასლი რით ჯობია?ახლოსაც ვერ მივა გამოცდილებით.იღბლით გაგდო ინტერმა შარშან რა ნიუკასლი 😂


    წელს ჩემი აზრით უკეთესი გუნდია ნიუკასსლი და ამდენი ომენტებიდან ისაკი და ალმირონიო უფრო გაიტანენ ვიდრე პორტუს ირანელი თავდამსხმელი


    ნიუკასლი რო უკეთესია ეს სიტისთან თამაშშიც კარგად გამოჩნდა. ერთადერთი წაგება სიტის ამ სეზონში.

  • BarcaFan❤💙
    schedule 05 ოქტ 2023, 16:20
    #22

    ციტატა: tato777
    BarcaFan❤💙,

    რას ქვია გამოცდილება არ უნდა ჯგუფურ ეტაპს?? მეოთხედფინალიდან არაა ფილანში გჭირდება გამოცდილება. ზუსტად მაგ გამოცდილების ხარჯზე ჩაგტოვენს შარშანწინ ბაიერნმა და ბენფიკამ, შარშან ბაიერნმა და ინტერმა. შენი აზრით რომელს აკლდა გამოცდილება და რომელი განიცდიდა დიდი თამაშებში მონაწილეობის ნაკლებობას????
    შარშან ფინალში გვარდიოლამ 1:0-ზე თავისი მილიარდიანი გუნდით დაიწია უკან და ბურთი ინტერს დაუთმო და არც არავის გაკვირვებია და მაგ ფინალში ინტერი ცოდო იყო წაგებისთვის. თქვენი ხედვით გვარდიოლა ქვეშაჯვიაა??? 😂
    მოჯლედ რა ამ საიტზე მომხმარებლების უმრავლესობა დღესვე მოაწერდა ხელს და დათანხმდებოდა ბარსას პრეზიდენტობაზე ან ბარსას მწვრთნელობაზე 😂😂😂 ლაპორტა და ხავი თქვენს დე…ბს შევ …. ამ საიტზე რომ არ შემოდიხართ და აქედან აღებული მითითებებით რომ მართავთ გუნდს 😂


    გვარდიოლას რომ შარშნა მთელი წელი ისე ეთამაშა როგორც ის ფინალი კი იქნებოდა მარა ათასში ერთხელ არაფერი შავდება მითუმეტეს როცა ნახევარ ფინალის მერე მატჩში რეაკი მოედნიდან გააქრე და ლაიპციგის კიწასთან გაასწორე პრემიერ ლიგის თებერვკის თვიდან წაუგებლად მოგებაზე არაფერს ვამბობ😀 როცა 3 ტურნირზე ერთდროულად იბრაზვი ეგ მოსულა მარა როცა ისედაც მიწასთან განადგურებული რეპუტაცია გაქვს და აკას კიდე ზევიდან 1-0ზე 11 კაცით დაცვაში ჩადგომას უმატებ რავი შენ თუ განსხვავებას ვერ ხედავ აზრი არ აქვს და შარშან და შარშან წინ ვისზე ნაკლებად გამოცდუკი გუნდი გვაყვდა?😀 ლევანდოვსკი პიკე ბუსკეცი რობერტო შტეგენი ალბა დეიონგი ვინ ყავდა ინტერს ამათზე გამოცდილი?😀 ან ბენფიკას ვინ ყავდა ბუსკეცზე ან თუნდაც შტეგენზე გამოცდილი გუნდში ოტამენდი?😀 თუ ინძაგი იყო 6 ლიგის ფინალში ნამყოფი გუნდი😀 და კი მართონებს(და კი 6 თამაშიანი ჯგუფური ეტაპიც კი მარათონია) სიძლიერით და ძალის სწორი დაზოგვით იგებენ და არა გამოცდილების ხარჯზე

  • Gaucho24
    schedule 05 ოქტ 2023, 15:42
    #21

    ციტატა: marco reus 11

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: marco reus 11
    უსუსტეს ჯგუფში ვართ და აქ რო ვიგებთ თამაშებს , რას ითხოვთ მეტს ა შ ოქეი გავიგე. მერვედფინალში რო ცოტა კაი გუნდი შეგვხვდეს , დალაგებული და ერთი კაი შემსრულებლით მაგალითად ნიუკასლი ან კიდე უფრო ძლიერი ვინმე , მოგვისვრიან ბურთივით და იძახეთ მერე დეიონგი არაა და რას ითხოვთ 😀 რას ვითხოვთ და მწვრთნელი რო გვყავდეს <3


    პორტოს ნიუკასლი რით ჯობია?ახლოსაც ვერ მივა გამოცდილებით.იღბლით გაგდო ინტერმა შარშან რა ნიუკასლი 😂


    წელს ჩემი აზრით უკეთესი გუნდია ნიუკასსლი და ამდენი ომენტებიდან ისაკი და ალმირონიო უფრო გაიტანენ ვიდრე პორტუს ირანელი თავდამსხმელი


    ნიუკასლი , მიუხედავად ჩემი დიდი სიმპატიისა და პატივისცემისა , ჯერ ჯგუფიდან გავიდეს , მერე მეორე პორტუ და ნიუკასლი ალბათ თანაბარი დონის გუნდები არიან დღეს , ალბათ პორტუ უფრო მეტად სტაბილურიც კია.. რაც შეეხება მწვრთნელის ყოლას , მაგალითად ვინ? ხავიზე უკეთესს ამ მომენტში ვერავის მოვიყვანთ და მოდი შევხედოთ მწვრთნელების ბაზარს.
    დავიწყოთ იმით რომ გამორიცხულია გუარდიოლა ან კლოპი ამ გუნდში მოვიდეს , რომელიც კრიზისშია , ვერც მოვიყვანთ და არც მოვლენ.. ჩამოვიდეთ ცოტა დაბალი ეშელონის მწვრთნელებზე : ერიკ ტენ ჰააგი , დე ძერბი , ფლიკი და ა.შ .. ერიკ ტენ ჰააგის ფეხბურთი ძალიან მომწონდა აიაქსში , დიდებულად ართმევდა თავის საქმეს თავს და ულამაზეს ფეხბურთს ათამაშებდა , მაგრამ რა მოხდა როდესაც უფრო დიდ გრანდში გადავიდა და გაჩნდა იმის მოთხოვნა რომ ტიტულები მოეგო , დახარჯული ფულის შედეგი ეჩვენებინა და გაჩნდა უფრო დიდი პასუხისმგებლობა , როდესაც შეეჩეხა ურთულეს მეტოქეებს ? დიდ 6 ეულთან არცერთი გამარჯვება აქვს , ბრაიტონი სადაც იჭერს იქ კლავს , არანაირი ტაქტიკა და მონახაზი , ამაზე ბევრად უარესი დაემართებოდა ბარსაში , რადგან აქ ძლივს შეკოწიწებული ფულის შედეგს ბევრად მკაცრად მოითხოვდნენ და აქ უფრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტიტულები ახლა ვიდრე მანჩესტერში რადგან წითელ ეშმაკებს კრიზისი არ აქვთ. ტენ ჰააგი გამოირიცხა..
    დე ძერბი , პარალელის გავლება შეგვიძლია ტენ ჰააგის აიაქსთან , ლამაზ ფეხბურთს თამაშობს , თავისუფალს და ლაღს , მაგრამ რა მოხდება როდესაც ანალოგიურად დიდ გუნდში წავა და პასუხისმგებლობები გაიზრდება? ჩემი აზრით იგივე , იმის შიში და ფიქრი რომ მატჩები აუცილებლად უნდა მოიგო წნეხის ქვეშ გაქცევს და ეს რთულია , ამ წნეხს ერთეულები უძლებენ , ანალოგიური დაემართება დე ძერბის და ამას ვნახავთ როდესაც დიდ გუნდში გადავა .. ჰანსი ფლიკი , ოოო , ყველაზე ცუდი ვარიანტი , უინტელექტო , უტაქტიკო მწვრთნელი , არანაირი მონახაზი , მხოლოდ იმით მიაღწია წარმატებას რომ ისედაც მომაკვდინებელ ბაიერნს მოტივაციას აძლევდა , ჩემთვის ის როგორც მწვრთნელი კარგი ნამდვილად არ არის , მითუმეტეს ბარსასთვის .. ახლა მივყვეთ სხვებსაც , ტუხელი , კონტე , ინძაგი , ხავიზე დიდი კრიტიკა მოდიოდა რომ დაცვიდან თამაშობს და 4 ნახევარმცველიაო და ეს მწვრთნელები გააჟღერეს რომლების მთავარი ტაქტიკა 5 მცველია , კონტრშეტევაა და ჩაკეტილი უხეში თამაში.. დარჩა ვინმე? ჟირონას მწვრთნელი ხომ არა? თვითონაც რომ ვერ გაუგიათ როგორ არიან იქ სადაც არიან და მალე გაიღვიძებენ და ჩამოვლენ ქვემოთ ისევ.. ახლა ამ ყველაფრის შემდეგ , როდესაც ხავის უწევს ამ ყველანაირი წნეხის გავლა , აუცილებლად უნდა მოიგოს ჯერ მატჩები რომ გუნდმა ამოისუნთქოს და კრიზისიდან ამოვიდეს , რომ შემდეგ გუნდმა თავისუფლება იგრძნოს და ლაღად თამაშიც დაიწყოს . ფეხბურთელებს ძლივს ვყიდულობთ და ისიც დიდ ნაწილს იმათ ვერა ვინც ხავის უნდა , ვერც იმას ვინც ვარსკვლავია , ცოტა ტოპები მოიყვანეს გიუნდო ფელიქსი და კანსელუ და როგორ? გიუნდომ ბარსა აირჩია , ფელიქსს სხვა არავინ ეპატიჟებოდა და კანსელუ გამოაგდეს 2 კლუბიდან , ასე რომ ეს მშვენიერი ტრანსფერებიც გამართლების ხარჯზე გაკეთდა , ძლივს , არავინ იცის დარჩებიან თუ არა , ჯერ ადაპტაციაც არ გაუვლიათ , ასე რომ ამ მომენტში ხავიზე უკეთესი ჩვენთვის არც არავინაა და არც ტრაკია ვინმეს მოყვანის , რომ მოვიდეს ვინმე იმას თავისი მოთხოვნები აქვს ახალი ფეხბურთელები და ეგენი საიდანღა მოგვყავს ? ასე რომ ძლივს აეწყო გუნდი ასე თუ ისე და ახლა ხავის გაშვება არის სრული მარაზმი , კატასტროფა და სისულელე , სულ რომ ტიტული ვერ მოიგოს წელს , მაინც არავინ გაუშვებს , რადგან ჯერ გუნდი უნდა ააწყოს და გუნდს დაამსგავსოს , ჯერ ფუნდამენტი ესხმება და ცოტა ხანში მშენებლობაც დაიწყება , ახლა ამ ძლივს ცოტათი შეთამაშებული გუნდის დაშლა სწორი არ მგონია , ასე რომ უბრალოდ ვუყუროთ და რაც იქნება კარგი მატჩები იმით დავტკბეთ , იმედი გვქონდეს რომ დანარჩენი უღიმღამო თამაშებიც ნელ-ნელა გამოსწორდება და გაიზრდება ლაღი ფეხბურთის პრცენტულობა , თორე ასე პირდაპირ თავქუდმოგლეჯილი შეტევაზე წასვლით და პირდაპირ ლაღი თამაშით , შედეგს ვერ მიიღებს , ახლა კი ბარსასთვის შედეგია აუცილებელი , მითუმეტეს ყველა ფრონტზე ებრძვიან და კარგად ვიცით რომ ასე გაგრძელდება კიდევ , მესი აღარ გვყავს , მის გარეშე თამაშს ვსწავლობთ და ასე თუ ისე გამოგვდის , 4 დამტვრეული ფეხბურთელის , სკამზე 0 შემტევის , 16-17 წლის ბიჭების , უსაყრდენობის , გამოუცდელობის , ფსიქოლოგიური მომენტების , წინა წლების კრახების , ზეწოლის და წნეხის შემდეგ , დრაგაოზე პორტუსთან 1-0ს ცუდ შედეგად ვერ ჩავთვლი , მითუმეტეს რომ პორტუს 100% მომენტი არ ქონია , კუნდეს და არაუხოს გამო , ასე რომ მიუხედავად საშინელი თამაშისა , რომელიც კიდევ ბევრჯერ იქნება , უკმაყოფილო და გაბრაზებული ვერ ვიქნები , ახლა მთავარია მოვიგოთ , რომ შემდეგ ეტაპზე რასაც ძველი ბარსელონა ქვია , ნელ-ნელა გადავიდეთ..