“ბარსა” მეოთხედფინალშია!
სუპერ თასის მოგების შემდეგ ისევ წინ ვიხედებით და კოპა დელ რეის თასსაც ვხედავთ.
აქვე, მეოთხედფინალში გასული გუნდებიც ჩამოვთვალოთ:
“სევილია”
“ატლეტიკო”
“ბილბაო”
“ვალენსია”
“მადრიდი”
“ოსასუნა”
“სოსიედადი”
მშვენიერი რვიანია. ალბათ საუკეთესო. ნებისმიერ შემთხვევაში კარგი წყვილები დაჯდება და ამ ტურნირის მოგება მარტივი არ იქნება.
გაერთე სანამ შეგიძლია
ვერ ვიტყვით, რომ “ბარსამ” სეუტასთან მეორე შემადგენლობით ითამაშა. ჩავი ისე ხშირად ცვლის ხოლმე შემადგენლობას, რომ სათადარიგოს ვერავის უწოდებ, თუმცა, როგორც კი ფეხბურთელები გამოჯანმრთელდნენ, ძირითადი შემადგენლობა მაინც გამოიკვეთა და ამ რჩეული ხალხიდან მხოლოდ ერთი იყო გუშინ მოედანზე.
რა თქმა უნდა, ლევანდოვსკიზეა საუბარი. ლა ლიგაში დისკვალიფიკაცია აქვს, ფორმაში უნდა იყოს, არ არის შორს ტენ ჰაგის გაცოცხლებულ “მანჩესტერთან” თამაში, ჰოდა, წაივარჯიშასავით. ორი გოლი გაიტანა. თავის სტილში. საერთოდ, გოლები კარგი გავიდა, ძალიან მომეწონა რაფინიას და განსაკუთრებით ანსუ ფატის გოლიც.
თამაში კი ისეთი იყო, როგორსაც ყველა ელოდა. წინა ეტაპისგან განსხვავებით “ბარსა” საქმეს სერიოზულად მიუდგა. მთელი მატჩი დომინირებდა, ბურთს აგორავებდა, მომენტებს ქმნიდა და ბევრი გოლიც შეაგდო.
რეალურად ძალიან კარგი გუნდია. დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ჩავარდნა ტრავმების ბრალი იყო. ერთი არაუხოს არყოფნაც კი სერიოზული პრობლემაა, მაშინ კიდე მთელი დაცვის ხაზი იყო შეცვლილი. ეგრე კიდე სიკვდილის ჯგუფში არ გამოვა თამაში.. თუმცა, ეგ ჩავლილი ამბავია და იქით იყოს.
ისიც შევატყვეთ, რაც დიდი ხანია არ შეგვიმჩნევია, “ბარსას” წყურვილი ეტყობა, როგორღაც დაიბრუნა. აღარ იყო დრო? თითქოს სუპერ თასმა იმოქმედა ასე, გამარჯვების გემო გაიხსენეს. რავიცი, მშვენიერი შანსია ყველა ტიტულისთვის იბრძოლონ, ერთი უკვე ჯიბეშია, დაამატეთ ამას კოპა დელ რეი, ლა ლიგა და ევროპა ლიგა.
ისიც მშვენიერი ამბავია, რომ ევროპა ლიგაზე “მანჩესტერთან” მოგვიწევს თამაში, ჩემპიონთა ლიგის შეგრძნება მოაქვს.
პაბლო სკამზე
ძლივს შანსი მიეცა და პირველივე ტაიმის შემდეგ სკამზე დასვეს. პაბლო ტორე ჯერჯერობით რიკი პუჩის როლშია. იმისიც მაგრად გვეიმედებოდა, ნიჭიერიც იყო, კარგი მატჩებიც ჩაუტარებია, მაგრამ რეალურად გავისა და პედრის ნახევარიც არ აღმოჩნდა. თუმცა, პაბლო ჯერ მხოლოდ ახლა იწყებს, დრო კიდევ ექნება. ერთი ეგ არის, რამდენიც ექნება, იმდენჯერ უნდა გამოიყენოს, გუშინ კიდე ვერ გამოიყენა.
მარჯვენა ფლანგზე ზურგზე მოკიდებული ხურჯინი ვნახეთ. ექტორ ბელერინმა ითამაშა. ჩავის მისი გაყიდვა სურს. ან რას მომყავდა, ახლა სად გავუშვაო..
ფაქტია, არ გამოგვადგა. არადა, მე პირადად მქონდა იმედი, რომ ათამაშდებოდა.
რომელიმე ჩვენთაგანი მაინც იტყვის იმას, რომ სერჟინიო დესტზე უკეთესია? შესაძლოა, არც უარესი იყოს, მაგრამ უკეთესიც არაფერი უჩვენებია. მარჯვენა ფლანგის პრობლემა მთელი საუკუნეა გრძელდება, ეგეთი შთაბეჭდილება დარჩება ადამიანს. გუტმანის წყევლას ჰგავს, ოღონდ, შეგვიძლია ალვესის წყევლა დავარქვათ.
ბელერინთან ერთად, კიდევ ერთი კაცია ტრანსფერზე, ოღონდ იმას არ უთამაშია, იმიტომ, რომ დეტალებს აგვარებს. მემფის დეპაი სულ ცოტაც და დატოვებს “ბარსას”. კუმანმა მოიყვანა და ჩავი გაუშვებს. უკმაყოფილოები არ უნდა ვიყოთ, რამდენიც ითამაშა, სადაც ითამაშა, ყველგან თავი დაგვამახსოვრა. თავისი სტილით, არაორდინალური ქმედებით და გოლებით.
ჩავის თხოვა წასვლა მინდაო და ამანაც გაუღო კარი. ჩვენ კიდე არ გვაქვს კარგად დაცდილი, თავდამსხმელი რომ “ატლეტიკოში” მიდის. ყოველთვის წინ გვხვდება ეგ ამბავი და ჩვენივე ნასროლი ქვა გვხვდება თავში.
ჯერ დავიდ ვილია რა იყო და მერე.. ლუის სუარესი.
ასეთ დროს “ბარსა” ყოველთვის ცდილობდა ჟოაუ ფელიქსზე ჩამოეგდო ხოლმე სიტყვა, მაგრამ ჟოაუ უკვე ლონდონშია. თუმცა, იჯარით. იჯარის მერე რა იქნება კაცმა არ იცის.
რას ველით მომდევნო მატჩში
მომდევნო შეხვედრაში ანსუ ფატის ველით ძირითად შემადგენლობაში! რატომ? იმიტომ, რომ ჩავიმ ასე გვითხრა. დაგვასპოილერა. ლევანდოვსკის ადგილს ის დაიკავებს. ტაქტიკა კი უკვე ძალიან რთული გამოსაცნობია, ხუთი სქემა მაინც მოსინჯა ამ სეზონში. ისევ “მადრიდთან” ნათამაშებს თუ მიჰყვა, 4-5-1 გვექნება. თანაც, ეს ტაქტიკა შეტევის დროს 3-2-5 – ს ემსგავსება. გადასარევი რამეა.
დაცვის მშვენიერი ოთხეული, ბუსკეტსისა და დე იონგის წყვილი, გავი, პედრი, დემბელე შემტევებად და ანსუ ფატი ფორვარდის პოზიციაზე.
რაღა დაგიმალოთ და ძალიან მომწონს.
ლევანდოვსკისთან ერთად უფრო მეტად.
22 იანვარს “ხეტაფეს” მივიღებთ.
პაბლოს თამაში არ მომეწონა
დიდი შანსია კლასიკო ვიხილოთ აქაც
როგორ მინდა რეალი შეგხვდეს ისევ უნდა ავაწიოკოთ.ვისკა ბარსა.
"წინა ეტაპისგან განსხვავებით "ბარსა" საქმეს სერიოზულად მიუდგა. მთელი მატჩი დომინირებდა, ბურთს აგორავებდა, მომენტებს ქმნიდა და ბევრი გოლიც შეაგდო".
მე კი მომეჩვენა რო პირველ ტაიმში ბარსას არაფერი შეუქმნია, და ეს მესამე ლიგის მე-20 ადგილოსანთან. ჩავი მე მგონი ნერვებს გვიმოწმებს. რეალთან დაძაბული თამაშის შემდეგ ვიფიქრე დავჯდები წყნარ ფეხბურთს ვუყურებ თქო და ისე დავიძაბე ლამის მეორე ტაიმის ყურებაც გადავიფიქრე. კი მეტოქე გატყდა, მაგრამ მანამდე კაი ბლომად ნერვები ვიწყვიტე მე პირადად. არა მგონია ჯერ საზეიმოდ გვქონდეს საქმე.
გუედეში ბენფიკაში გადავიდა, კაია ვეღარ იყიდიან ესენი.
კასიმ ითამაშა ძალიან კარგად, ესეც უნდა აღინიშნოს
კი 16:00 ზე
მადლობაა,გაიხარე
isakichi,
კი 16:00 ზე
კოპა დელ რეის კენჭისყრა დღესაა ხო?