workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ემუქრება თუ არა ბარსელონას გაკოტრება?

ემუქრება თუ არა ბარსელონას გაკოტრება?

ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა – არის თუ არა “ბარსელონა” გაკოტრების პირას?

ერთი წლის წინ “ბაიერნის” საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა თავი არაკორექტულობითა და არაკოლეგიალობით გამოიჩინა და ჟოან ლაპორტა გაკოტრებულ ადმინისტრატორად მოიხსენია. ამბავი ასეთი იყო: თავად ჰიონესის თქმით, დავიდ ალაბა მას გამოუტყდა, რომ “ბარსელონაში” თამაშზე ოცნებობდა. ჰიონესმა ავსტრიელს ჰკითხა, უნდოდა თუ არა მას გაკოტრებულ ადმინისტრატორთან მოლაპარაკებების წარმოება. ეს საუბარი მედიაში თავად ჰიონესმა გაასაჯაროვა.

მას შემდეგ ჰიონესმაც და “ბაიერნის” სხვა წარმომადგენლებმაც არაერთხელ გამოთქვეს გაკვირვება იმის გამო, რომ “ბარსელონა” გაკოტრებული ჯერ კიდევ არაა, მილიარდ ევროზე მეტი ვალი აქვს და ფეხბურთელებში მაინც დიდ ფულს იხდის. გუშინ კი გაირკვა, რომ მიუნხენელები “ბარსელონას” უახლოეს 2 წელიწადში გაკოტრებას პროგნოზირებენ.

“ბაიერნს” ფინანსები ნამდვილად არ ესწავლება, ერთადერთი ისტორიული გრანდია, რომელსაც ვალი საერთოდ არ აქვს. ერთი შეხედვით, როდესაც ფინანსურად ასეთ გამართული ინსტიტუტის წარმომადგენლები ორგანიზაციის გაკოტრებაზე ამდენს საუბრობენ, ჩნდება ეჭვი, ხომ არაა სიმართლე მათ სიტყვებში? თუმცა ერთ მხარესაა “ბაიერნი” თავისი ფინანსური სკანდალებით და მეორე მხარეს…

თუმცა ჯერ პირველ მხარეზე ვისაუბროთ. 2009-2014 წლებში ული ჰიონესი “ბაიერნის” პრეზიდენტი იყო. 2013 წლის აპრილში მის მიმართ გადასახადების დამალვის გამო გამოძიება დაიწყო, 2014 წლის მარტში კი საქმე სასამართლომდე მივიდა. საქმე სერიოზულად იყო – ჰიონესს 28.5 მილიონი ევროს მითვისებას ედავებოდნენ. ამის მიუხედავად კლუბმა მას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. თუმცა მალევე ჰიონესი გადასახადების დამალვის 7 სერიოზულ პუნქტში დამნაშავედ ცნეს და პატიმრობა მიუსაჯეს. რაღა უნდა ექნა “ბაიერნს”, პრეზიდენტი ციხეში ხომ არ ეყოლებოდა და მეორე დღეს ულიმ თანამდებობა დატოვა.

“ბაიერნმა” მოახერხა და პრეზიდენტი საპრეზიდენტო კაბინეტიდან პირდაპირ ციხეში გაუშვა. ასეთი რამ “ბარსასაც” კი არ დამართნია, რომლის ბოლო 5 პრეზიდენტიდან სამს ციხე შიგნიდან აქვს ნანახი.

ჰიონესს ციხის დატოვება 2017 წლის შემოდგომაზე უწევდა. 2015 წელს ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, თუმცა ყოველი დღის 18:00 საათზე ისევ საპატიმროში უნდა გამოცხადებულიყო. 2016 წელს კი, როდესაც ისევ პირობით სასჯელს იხდიდა, მთელმა “ბაიერნმა”, გულშემატკივრებიანად, თაღლითი ული ჰიონესი პრეზიდენტად მეორედ აირჩია. მან არჩევნები 97%-ით მოიგო. პრეზიდენტის კაბინეტიდან პირდაპირ ციხეში წასული კაცი ციხიდან პირდაპირ პრეზიდენტის კაბინეტში დაბრუნდა.

2019 წლის 15 ნოემბერს ჰიონესმა პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, მაგრამ “ბაიერნმა” თაღლითის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო და მეორე დღეს, 16 ნოემბერს მას საპატიო პრეზიდენტის წოდება მიანიჭა.

ასეთი კლუბია “ბაიერნი” და ასეთი საპატიო პრეზიდენტი ჰყავს მას, რომელიც აგერ უკვე ერთი წელია, “ბარსელონას” გაკოტრებას “ხედავს”.

მეორე მხარეს კი… ბევრ ფინანსურ ინსტიტუტს შორის ყველაზე ცნობილი Forbes ავიღოთ. ავტორიტეტული გამოცემა გვეუბნება, რომ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ყოფნის მიუხედავად “ბარსელონა” საფეხბურთო ბრენდებს შორის მსოფლიოში მეორეა და “რეალს” ძალიან ცოტათი ჩამორჩება. “ბაიერნი” მეხუთეა და მისი ღირებულება “ბარსელონასაზე” თითქმის მილიარდი ევროთი ნაკლებია – “ბარსა” 5 მილიარდი ღირს, “ბაიერნი” კი 4.275 მილიარდი. ამ ორი კლუბიდან ერთი საკუთარ თავს გამართულ ინსტიტუტს უწოდებს, მეორეს კი გაკოტრებულ ორგანიზაციად მოიხსენიებს.

“ბარსელონა” ახერხებდა და ჟოზეპ მარია ბართომეუს მმართველობის პირობებშიც კი მსოფლიოს უმდიდრესი საფეხბურთო კლუბი იყო. კატალონიელების შემოსავლებს ვერცერთი კლუბის შემოსავლები ვერ უტოლდებოდა. რომ არა პანდემია, “ბარსა” უკვე იქნებოდა ისტორიაში პირველი კლუბი, რომლის წლიური ბიუჯეტიც მილიარდ ევროს გადააჭარბებდა.

რა ხდება დღეს? წინა სეზონში “ბარსელონას” შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო. ამას მარტივად დანახვადი რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთ-ერთი ისაა, რომ გასული 2 წლის განმავლობაში “ბლაუგრანას” სეზონური აბონემენტების გაყიდვიდან შემოსავლებმა მნიშვნელოვნად იკლო, რისი მიზეზიც კორონავირუსის გამო გადავადებული გადახდებია. სეზონური აბონემენტებით კი “ბარსა” წლიურად 100 მილიონზე მეტს შოულობს. შედარებისთვის, “ბაიერნის” სტადიონი სულ 75 ათას ადამიანს იტევს, “ბარსა” კი წელიწადში დაახლოებით 86 ათას სეზონურ აბონემენტს ყიდის, ანუ “კამპ ნოუს” დაახლოებით 86 ათასი ადგილი თავიდანვე გაყიდულია. პანდემიის გამო დაკეტილი იყო “კამპ ნოუ”, კლუბის მუზეუმი და ოფიციალური მაღაზიაც, რაც ასევე გაცილებით დიდი ზარალია, ვიდრე “ბაიერნის” იგივე ობიექტების დაკეტვა. ამას დაემატა ისიც, რომ “ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩა, რაც კლუბს კიდევ რამდენიმე ათეული მილიონი ევროს დაკარგვად დაუჯდა. ასევე არ უნდა დავივიწყოთ, რომ ფინანსური პრობლემების გამო “ბარსას” ფეხბურთელების იაფად გაშვება უწევს, რაც კლუბის შემოსავლებს კიდევ უფრო ამცირებს. ფინანსურად ეს წელი “ბარსელონასთვის” ისტორიაში ალბათ ყველაზე რთული იყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ Forbes-ს დავუჯერებთ, “ბარსელონას” შემოსავალი “ბაიერნის” შემოსავალზე მხოლოდ 28 მილიონი ევროთი ნაკლები იყო. შემოსავლებით “ბარსა” მხოლოდ “სიტის” (766 მილიონი), “რეალსა” (761) და “ბაიერნს” (726) ჩამორჩა. რა არის ამის მიზეზი? ალბათ ის, რომ როგორც ხავიერ ტებასი ამბობს, “ბარსელონა” ფულის საჭრელი მანქანაა.

Forbes ასევე გვეუბნება, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში, რომელიც “ბარსელონასთვის” ძალიან რთული იყო, ბრენდის ღირებულება 5%-ით გაიზარდა, “ბაიერნის” ღირებულებამ კი მხოლოდ 1%-ით მოიმატა.

დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას – ემუქრება თუ არა “ბარსელონას” გაკოტრება? პასუხი თქვენი ასარჩევია – დაუჯერებთ თაღლით ული ჰიონესს, თუ Forbes-ს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (9)

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 20:24
    #9

    ემუქრება არა ტოროლა

  • nika 54
    schedule 07 ივლ 2022, 18:00
    #8

    რა უნდათ და ლამის გავჩერდით ამ პანდემიის გამო და მაინც მაგათზე ძვირ ბრენდად დავრჩით. გერმანელები შურიანი ხალხია და მათზე ჭკვიანებს ვერ იტანენ, აბა ებრაელებს რას ერჩოდნენ. სულ მოწინავეებს ეძახიან თავის თავს და როცა ფაქტები მათ წინააღმდეგ მეტყველებს გულზე სკდებიან.

  • rivaldo80
    schedule 07 ივლ 2022, 17:09
    #7

    რას გვერჩიან გამაგებინეთ ხალხნო დღემდე ვერ ამოვხსენი რა უნდათ.ვოცნებობ უბრალოდ ამათ დააფსან თავზე ისე მოუგონ ჩვენებმა მეტი არაფერი არ მინდა.

  • Fc Barca Batumi
    schedule 07 ივლ 2022, 16:16
    #6

    ბარსას ნებისმიერი ნაბიჯი ზოგიერთებს ყელში ეჩხირებათ და ჩავი მომდევნო 10-15 წლის მანძლზე არ დააკლებს ყელში ჩაუდოს თავისი დემბელე, თუნდაც ბენზემა

  • riva
    schedule 07 ივლ 2022, 14:03
    #5

    ამ შვაინებს ტიაგო როგორ მივეცით ან ხავი მარტინესი როგორ დაგვასწრეს ნერვები მეშლება

  • shu1987
    schedule 07 ივლ 2022, 14:01
    #4

    საღოლ მაგარი მიასვა

  • DesmondHume
    schedule 07 ივლ 2022, 13:49
    #3

    ბარსა ამ კრიზისიდან რო ამოვა იმ უბედურ ჰიონესს ალბათ გული გაუსკდება :დდდდდდდ

  • Albicelecte
    schedule 07 ივლ 2022, 13:38
    #2

    კარგია ხომ უკონკურენტო ჩემპიონატში ტიტულების მოხვეტა და ტელეტრანსლიაციების 80% მითვისება?!

  • EL MAESTRO 6
    schedule 07 ივლ 2022, 13:33
    #1

    იმ შვაინებმა ოღ9ნდ ბარსაზე რამე ცუდი თქვან და ყველაფერს იკადრებენ, ოღონდ ერთი რამ ვერ გამიგია, რატო ვეზიზღებით ასე ძაან? რაარის მაგისი მიზეზი უბრალოდ ვერ ვხვდები, ერთი ესენი გვახოხებია სახით და მერე მშვიდად დამეძინება