The Athletic-მა რობერტ ლევანდოვსკის გარშემო შექმნილ სიტუაციას მცირე სტატია მიუძღვნა.
ჯერ კიდევ სეზონის დასაწყისში რობერტ ლევანდოვსკისა და მიუნხენის „ბაიერნს“ შორის იდეალური ურთიერთობა იყო. ოქტომბერში ერთი სახალისო ვიდეოც გავრცელდა, ვარჯიშზე მყოფი ლევანდოვსკი „ბაიერნის“ ოფისის მესამე სართულისკენ ურტყამს ბურთს, სადაც აღმასრულებელი დირექტორი, ოლივერ კანი ხვდება, ტრადიციულად ხელებში აქვავებს. მცირე უზუსტობა და ახალი ფანჯრები იქნება ჩასასმელი, მაგრამ, პოლონელი როგორც ყოველთვის, ზუსტია.
ახლა კი ამ ორ ადამიანს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია. გუშინ, პოლონეთში მყოფმა ლევანდოვსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ბაიერნის“ დატოვება ახლავე სურს. ეს განცხადება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. პოლონელის სურვილის შესახებ ყველამ იცოდა, მაგრამ ღია განცხადებას არავინ ელოდა.
„ბაიერნში ჩემი დრო ამოიწურა, ვერ წარმომიდგენია თანამშრომლობის გაგრძელება, – თქვა ლევანდოვსკიმ – იმედი მაქვს წასვლაში ხელს არ შემიშლიან, ტრანსფერი ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“.
ბილდთან ინტერვიუში, რობერტის აგენტმა პინი ზაჰავიმ ისაუბრა, (ლაპორტას უახლოესი სამი სპორტული აგენტიდან ერთ-ერთი. ავტ.) მისი თქმით ლევანდოვსკი უკმაყოფილო დარჩა რომ მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გაიწელა, პარალელურად კი „ბაიერნის“ ბოსები ერლინგ ჰოლანდზე ფიქრობდნენ. რობერტმა ჩათვალა, რომ ასეთ უპატივცემულობას არ იმსახურებდა.
„ბაიერნმა“ ლევანდოვსკი დაკარგა არა როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი, რობერტისთვის „ბაიერნი“ უკვე ისტორიაა“, – თქვა პინი ზაჰავიმ.
ეს იყო განცხადება, რომელმაც „ბაიერნის“ ყველა ქომაგს გული დაწყვიტა. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც ბოლო შვიდი სეზონის მანძილზე მინიმუმ 40 გოლს იტანს, ასაკი ფაქტობრივად არ ეტყობა, რობერტი გამოცდილების ხარჯზე კიდევ უფრო უკეთესი გახდა.
„ბაიერნის“ ბოსები ხვდებიან, რომ ლევანდოვსკის შემცვლელი სჭირდება, მაგრამ, მათი ფავორიტი „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა. ახლა რობერტის შემცვლელის პოვნა ძალიან რთული იქნება, შესაძლოა, შეუძლებელიც.
„თუ მას კლუბის დატოვება ახლავე სურს, მაშინ მოლაპარაკებებს უნდა დაველოდოთ“, – თქვა მანუელ ნოიერმა, რომელმაც კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა, – „კლუბს მოუწევს კარგად აწონ-დაწონოს სიტუაცია და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, ღირს თუ არა ახლა რობერტის ერთი წლით დატოვება“.
თუმცა, კანის ხასიათი ყველამ იცის. ოლი მოითხოვს, რომ ლევანდოვსკი აუცილებლად დარჩეს. კანის მუშაობით ყველა არ არის კმაყოფილი, სალიჰამეჯიჩისა და ფლიკის კონფლიქტის დროს, კანმა ბოსნიელის მხარე დაიჭირა და ფლიკი წავიდა, მის ნაცვლად მოსულმა ნაგელსმანმა ბუნდესლიგა კი მოიგო, მაგრამ, ამას გერმანიაში „ბაიერნისთვის“ დიდ მიღწევად უკვე აღარ თვლიან. ლევანდოვსკის დაკარგვა, კანის კიდევ ერთი მარცხი იქნება.
სანამ ნოიერი ლევანდოვსკის შემცვლელზე ფიქრობდა, მანამდე ესპანურმა პრესამ მისთვის ბრძოლაში ფავორიტად „ბარსელონა“ გამოაცხადა, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ ზაჰავიმ მადრიდის „რეალსაც“ შეატყობინა მისი კლიენტის პირობები, თუმცა, ბენზემას შემხედვარე არ ჰგავს ეს ყველაფერი სარწმუნო ამბავს.
გარდა ჰოლანდისა, „ბაიერნმა“ კარიმ ადემი და პატრიკ შიკიც გაუშვა ხელიდან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად ასეთი ადრეული პერიოდისა, „ბაიერნმა“ უკვე დააგვიანა რობერტის შემცვლელის მოძიება.
ხელმისაწვდომი იქნება სადიო მანე. ერთი წელის წინ მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, მაგრამ, ახლა ყველაზე დამაჯერებლად „ბაიერნის“ ვარიანტი მოჩანს, თუ სტილით ვერ შეცვლის, სოლიდურობას მაინც შეჰმატებს გერმანულ გრანდს.
მხოლოდ ორი ფეხბურთელია ვისაც ლევანდოვსკის შეცვლა შეუძლია, ერთი კარიმ ბენზემაა, რომელზე ფიქრიც კი სასაცილოა, მეორე კი ჰარი კეინი. კარგია, თუმცა, „ბაიერნი“ ფინანსურ პოლიტიკას თითქმის არასდროს ღალატობს, ურჩევნიათ უარი თქვან, ვიდრე ასტრონომიული თანხები გაისროლონ.
„ბარსას“ რაც შეეხება, მათ მდგომარეობაში მყოფი კლუბისთის კეინი მიუწვდომელია, სამაგიეროდ, რობერტია ხელმისაწვდომი. ამაზე მიანიშნებდა გაბრაზებული ული ჰიონესი, მცირე ხნის წინ გრგვინავდა, – „ბარსელონას“ გერმანიაში უკვე გაკოტრებულად გამოაცხადებდნენო. როგორც ჩანს, ლევანდოვსკის მიმართ ინტერესი არ მოეწონა.
ოლივერ კანი კი ინგლისური კლუბების შესაძლებლობებზე სწუხდა, მისი აზრით ფინანსური პირობები უკვე ძალიან განსხვავებულია, რაც კლუბებს თანაბარ პირობებში ვერ აყენებს. მეორე მხრივ, მუსირებს აზრი, რომ დროა „ბაიერნმა“ ლევანდოვსკის გარეშე დაიწყოს ცხოვრება და ნაგელსმანს მთავარი ვარსკვლავის გარეშე მიეცეს გუნდის შენების შესაძლებლობა.
„სამწუხაროა, რომ სიტუაცია გაუარესდა, თუ ის დარჩება, აღარასდროს ექნება კლუბთან ისეთი ურთიერთობა, როგორიც აქამდე ჰქონდა“, – დაწერა ლოთარ მათეუსმა.
იდიოტებმა ფლიკი რანაირად გაუშვეს. კოვაჩის ბაიერნი ლიგის ფავორიტებში არ მოიაზრებოდა საერთოდ და ფლიკმა ისე მოიგო ლიგა გზად გადაუარა ყველას და ყველაფერს. პსჟსთან სამწუხაროდ ლევანდოვსკი არ ყავდა თორე არ გამოვრიცხავ ზედიზედ 2 დაედო ბაიერნს.
საზიზღარი ხალხია, საერთოდ ასეთები არიან გერმანელები. მიუხედავად მწარე გამოცდილების, მაინც თავს აღმატებულ ერად თვლიან და არვის თავისზე წინ არ აყენებენ.
ნაგელსმანი რომიიყვანა ბაიერნმა მაშIნ ვწერდი აქ ვერ გაამართლებს თქო და გამომიხტნენ ვიღაცები. ზოგ მწვრთნელს არ შეუძლია ამ ვარსკვლავებთან ერთად და ჯობია საშუალო დონის გუნდში იყოს. ბარსაში მოიყვანონო როიძახდნენ ვაფშე გიჟივით ვიყავი. არარი ეგ კაცი გრანდის მწვრთნელი რა
მეც მაგ აზრზე ვარ, ჯერ ერთი მწვრთნელის პირობაზე საკმაოდ ახალგაზრდა და გამოუცდელია, ამ ბაიერნში მეც რომ მივიდე მწვრთნელად დარწმუნებული ვარ რომ ფერმერ ლიგას მეც მოვიგებ
„რეალთან“ მარცხმა გაგვანადგურა. მიუხედავად მათდამი დიდი პატივისცემისა, ვფიქრობ, განვლილ ტურნირზე ისინი საუკეთესონი არ ყოფილან, თუმცა ყველას დამარცხება მოახერხეს.“
ლეოს სიტყვებია ეს, ასე იყო ზუსტად. 4 მეტოქიდან ვერცერთს ვერ აჯობეს ორი მატჩის ჯამში, ყველაზე მეტად კი სიტი იყო ცოდო, პირველ მატჩში კაკ მინიმუმ 4 ბურთიანი სხვაობით ქონდათ მოსაგები, პლოუს ბერნაბეუზე სასწაულად ბევრი მაზეს.
ნაგელსმანი ვერაფერს იზამს რაღაც ეგრე მგონია, ფლიკი რომ გაუშვეს მაშინ ჭამა ბაიერნმა დიდი """. კანი ბევრ რამეს გაუფუჭებთ კიდე, ამ ეტაპზე ლევანდოვსკის და ბენზემას დონის ფორვარდი არაა ფიზიკურად ფეხბურთში, ახალ თაობას თუ გადავხედავთ კიდე მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს მათ დონეზე მისვლის პოტენციალი თან უკვე სხვა გუნდებში არიან, ამიტო ახლა კიდე მაგრად ჭამს გერმანული "მანქანა" ლევანდოვსკის გაშვებით. მოიყვანენ ჩვენები იმედია ლევანას, ბებერი კია მარა ერთი ვიცი, 2020-ში რომ ოქროს ბურთი არ მიცეს მაგის ბრაზი დღემდე ახჩობს ფაქტია და დარწმუნებული ვარ ყველაფერს გააკეთებს რომ კიდე ქონდეს მოგების შანსი, მითუმეტეს თუ ბენზემას დაუდგა პირისპირ ესპანეთში.
პედანტი გერმანელები. ამათი დასაცინი როგორ გავხდით როცა თავის დროზე ბარსასგან მილიონი წაიღეს, სტილი ფეხბურთელები მწვრთნელი ფორმის დიზაინიც კი. ახლა კიდე კრიმინალი ჰიონესი დაგვცინის
რით ააღარ მორჩა ამის ამბავი