ბრენდებზე მაღლა

ბრენდებზე მაღლა

ჯერ ჰოლანდი გაცხადდა, მერე მბაპე. მომავალი მსოფლიოს მბრძანებლები. დიდი ეჭვი მაქვს ვერ ჩაივლის ეს დუელი ისე, როგორც მესიმ და რონალდუმ მიგვაჩვიეს. ვოცნებობდით ახალ კლასიკოზე და არაბული გაზაფხული მივიღეთ. ფული, ფული, ფული, ჯოჯოხეთს არ ვიცი, მაგრამ ფრანგი ბიჭის სახე გაანათა. მხოლოდ ფულიც არ არის საქმე, ძალაუფლება შესთავაზეს კილიანს და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კონტრაქტში მსგავსი პირობები იდება. მაგალითად, მილანის „ინტერის“ აქციებს რონალდოც ფლობდა, „ბარსადან“ მისი გადაბირებისთვის მსგავსი პირობა აუცილებელი იყო. თუმცა, რონალდოს არ ჰქონია იმხელა ძალაუფლება, რამხელაც კილიანს ექნება.

ადრეც აღგვინიშნავს, – პარიზელებს არაბულ პერიოდში არასდროს გაუშვიათ ის ფეხბურთელი, რომლის გაშვებაც არ სურდათ. პატარა სასწაული ჯერ კიდევ ვერატისგან დაიწყო, ტრიუმფატორი „ბარსა“ ცდილობდა მის გადაბირებას, ვერატის ჩავი ერნანდესი უნდა შეეცვალა და ძალიან სწორი არჩევანიც იყო, საკვირველია, ბართომეუს საერთოდ როგორ მოუვიდა ეს აზრი თავში, იტალიელმა კი ბევრი იწუწუნა და საბოლოოდ დარჩა. ბოლოს დაიწერა, რომ „ბარსას“ ინტერესი მხოლოდ კონტრაქტის გაუმჯობესებისთვის გამოიყენა. ფრანგებს ფული არ ენანებათ. უკაცრავად… ფრანგებს არა, არაბებს.

მერე ნეიმარის ამბავი იყო. სკანდალური ტრანსფერიდან ერთი წლის შემდეგ კალთები დაიგლიჯა წასვლა მინდაო, მაგრამ არავინ გაუშვა. მეორე წელსაც, მესამესაც. არ ვიცი როგორ, მაგრამ ახერხებენ და მთავარ ვარსკვლავებს იტოვებენ. გაუშვეს იბრა, კავანი და ტიაგო, გაუშვეს იმიტომ, რომ აღარ სჭირდებოდათ. ახლა აღარც შესუქებული ნეიმარი სჭირდებათ. შეიძლება ითქვას, რომ პსჟ ყველაზე დიდი დიქტატურის წყაროა საფეხბურთო სამყაროში.

რაზე დგას ეს ურყევი ნება? ფულზე. მხოლოდ ფულზე. ამ ამბის მერე კვლავინდებურად ყველას გაახსენდებოდა სუპერ ლიგა. ახლა უკვე გასაგებია რატომ სურდათ ლაპორტასა და პერესს ახალი ტურნირი, და რატომ არ სურდათ არაბებს. ფული ბრენდებზე მაღლა დადგა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრით ამის თქმა შეგვიძლია. ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და უკვე მოაგვარეს ეს ამბავი. არ არის უცნაური? მსგავსი ტრანსფერები როგორც წესი მთელი ზაფხულის მანძილზე იწელება, ახლა ყველაფერი გახსნამდე მოგვარდა. გაგიჟდება კაცი..

რას ნიშნავს ბრენდებზე მაღლა? ნიშნავს იმას, რომ ფული ისტორიაზე და კულტურაზე მაღლა დადგა. არა ზოგადად, არამედ, კონკრეტულ შემთხვევევბში, მბაპესა და ჰოლანდის შემთხვევაში. ორი მთავარი ვარსკვლავის ხედვით, ფული უფრო მნიშვნელოვანია, სადაც ფულია, იქ კარგი პროექტია, სუპერ გუნდია, კარგი მწვრთნელია და ტიტულებიც იშოვება.

სხვა რა უნდა უნდოდეს ფეხბურთელს? ბავშვობის საყვარელ კლუბში გადასვლა? ეგ უკვე სენტიმენტებია. ბიზნესში ამის ადგილი არ არის.

ფეხბურთელი და ბრენდი

მსოფლიო ფეხბურთში ძალიან იშვიათია შემთხვევა, როცა ფეხბურთელი ბრენდზე მაღლა დგება, ან, ბრენდთან აიგივებენ. ისტორიას ორი მთავარი ფიგურა ახსოვს, – პელე და მესი. პელე გაიგივებულია „სანტოსთან“, მესი – „ბარსასთან“. ორივემ მთელი ცხოვრება დაჰყო თავიანთ ბავშვობის კლუბებში, შემდეგ პელე ამერიკაში წავიდა, მესის კი იძულებით მოუწია „ბარსადან“ წასვლა. თუმცა, ის რაც დატოვა, საკმარისია იმისათვის, რომ ამ კონტექსტშიც კი პელეს გვერდით მოიხსენიებოდეს.

აიგივებენ მარადონას „ნაპოლისთან“, თუმცა, შვიდი წელი ძალიან მცირე დროა პელეს ეპოქასთან შესადარებლად.  დიეგო ის შემთხვევაა, როცა ფეხბურთელი კლუბზე მაღლა დადგა. ყოველთვის უფრო დიდი იყო, ვიდრე მთელი ნეაპოლი, პელე უფრო დიდი მოვლენა იყო, ვიდრე „სანტოსი“, მესის შემთხვევა განსაკუთრებით გამოსაყოფია, რადგან უდიდეს გრანდში შეძლო კლუბთან გაიგივება და კითხვაც კი გააჩინა, „ბარსა“ უფრი დიდია თუ მესი?

აბსოლუტურად სხვა თემაა მადრიდის „რეალი“. ისეთი კლუბია, ისეთი ფანებით და ისეთი ისტორიით, რომ ახლოსაც კი არავინ ყოფილა ბრენდის გადაფარვასთან, არც დი სტეფანო, არც რაული და არც კრიშტიანუ. „რეალში“ მთავარი გერბზე წამოცმული გვირგვინია, ფეხბურთელებს არასდროს აქვთ იმხელა პატივი, რომ კლუბის სახელი ჩაანაცვლონ. ზიზუს უსტვენდნენ საწყის ტურებში, ბოლოს ტაშით გააცილეს, მაგრამ ბრენდთან გაიგივებული არასდროს ყოფილა, ყველაზე მეტად რაულს ჰქონდა ამის შანსი, მაგრამ კარიერის მეორე ნახევარი არ გამოუვიდა ისეთი, როგორიც პირველი. კასილიასის წასვლას თუ გავიხსენებთ მივხვდებით, რომ მაგალითად არ გამოგვადგება, დი სტეფანო უდიდესი იყო, მაგრამ იხსენებენ პუშკაშთან და კოპასთან ერთად, მარტო არასდროს ყოფილა.

უსტვენდნენ კრიშტიანუსაც, თუმცა, ყოველ ჯერზე ახერხებდა ქომაგის გულის მოგებას. გაიგივდა ბრენდთან? არა მგონია. რაულის დონეზეც კი არ მისულა ამ ამბავში, მიუხედავად იმისა, რომ გაცილებით დიდი ფეხბურთელია და გაცილებით მეტი გააკეთა კლუბისთვის.

 რაღაც სხვა ამბავია.

რატომ ვსაუბრობ ამ ყველაფერზე? კილიანს ჰქონდა თავის დროზე შეთავაზება „ბარსასგან“, მას მერე კი ხშირად აქვს „რეალისგან“, თავადაც ხვდება, რომ მისი ეპოქაა, ახლა მოედანზე იმხელა სხვაობას ვერავინ ქმნის რამდენსაც მბაპე, კონკურენტი კი თითქოს ჰყავს ჰოლანდის სახით, მაგრამ ჯერჯერობით მბაპე უფრო წინ არის, ბოლოს და ბოლოს, ნაკრების უპირატესობა აქვს, ფრანგია და არა ნორვეგიელი, უკვე მსოფლიო ჩემპიონია და მომავალი სანაკრებო ტურნირების მთავარ ფავორიტადაც ითვლება.

ეს არ არის ფეხბურთელი, რომელსაც ვიღაცის შეცვლა დააკმაყოფილებს. მაგალითად, კრიშტიანუს შეცვლა „რეალში“, ან, მესის შეცვლა „ბარსაში“, ფაქტია, რომ უკვე ფიქრობს ამაზე, რაღაც უფრო მეტი სურს, ამ მეტის მიღწევისთვის კი სენჟერმენი საუკეთესო ადგილია, კლუბი, რომელსაც ჯერჯერობით უღარიბესი ისტორია აქვს, სად თუ არა პსჟ-ში შეუძლია, რომ ისეთივე დინასტია შექმნას, როგორც პელემ და მესიმ. მბაპეს შეუძლია კლუბის სიმაღლეს გაუტოლდეს და გადააჭარბოს კიდეც. აი, ეს უკვე დიდი გამოწვევაა.

რას იტყვიან, საფრანგეთის ჩემპიონატში ბებიაჩემიც გაიტანდაო? პელეზე იმავეს არ ამბობენ? ბრაზილიის ჩემპიონატი პელეს დროს მართლაც ძალიან მაღალი დონის იყო, ოქროს თაობის წარმომადგენლები თავისივე ქვეყანაში თამაშობდნენ, მაგრამ, დიდის მაგალითზე შეგვიძლია ვთვქათ, რომ ტემპში უდიდესი სხვაობა იყო. პელესა და გარინჩას შემდეგ დიდი ბრაზილიის მთავარი ვარსკვლავი გახლდათ, მადრიდის „რეალი“ კი ჯერ კიდევ მაშინ მიათრევდა თავისთან სუპერვარსკვლავებს, მათ შორის მიხეილ მესხის წაყვანაც სურდათ, თუმცა, გასაგებ მიზეზთა გამო არაფერი გამოვიდა, როგორც მესხის, ისე გუცაევის შემთხვევაში.

ჩავიდა დიდი ესპანეთში და აღმოჩნდა, რომ სულ სხვა ფეხბურთს თამაშობენ. ვეღარ ბრწყინავდა ისე, როგორც ბრაზილიაში. ვერ თამაშობდა ვერც დი სტეფანოს და ვერც სხვა ვარსკვლავების დონეზე. აი, ასეთი სხვაობა ყოფილა. ამიტომ, პელეს დიდი პატივისცემის მიუხედავად, ბრაზილიის ჩემპიონატი, მაინც ვერ გამოდგა სუპერ ლიგა, თუნდაც, 60-იანების გათვალისწინებით.

მიუხედავად ამისა, მუნდიალზე ხედავდნენ, რომ საუკეთესო იყო. თუნდაც ტრავმირებული. საკონტინენტაშორისო თასზე ხედავდნენ, რომ მასზე მაგარი არავინ ყოფილა, მათ შორის არც ევროპის გრანდებში, ჰოდა, გადაავიწყდა ყველას ბრაზილიის ჩემპიონატი.

ეს გზა ელის მბაპესაც. ითამაშებს მუნდიალს, ითამაშებს ლიგას, იქნება ძალიან მაგარი და არავინ აღარ გაახსენებს მაინც ფერმერთა ლიგაში თამაშობო. ადრე თუ გვიან, პსჟ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ეს გარდაუვალია. ეს ბიჭი კი თავის ეპოქას შექმნის. იქნება ასოცირებული კლუბთან ისე, როგორც პელე „სანტოსთან“, და მესი „ბარსასთან“.

რას შეუძლია ერთი შეხედვით გარდაუვალი ამბავი შეცვალოს? ძალაუფლებას. ერთი ფეხბურთელისთვის ასეთი ძალაუფლება მეტისმეტია. უკვე ვნახეთ, რომ ეს არ მუშაობს. როცა ფეხბურთელი განკარგავს შიდა სამზარეულოს, ერევა ტრანსფერებში და თავად აკომპლექტებს შემადგენლობას, იქ დიდია წარუმატებლობის შანსი. მბაპეს პლუსი ის არის, რომ მესი ჰყავს გვერდით, ვისგან, თუ არა მესისგან შეიძლება, რომ ამ ყველაფრის მართვა ისწავლოს?

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (17)

  • შავი
    25 მაი 2022, 06:17

    არასოდეს არაფერი მოუგიათ მეშოკებს(თუნდაც ფულის)და თვითონ კლუბმა დააყენა ფეხბურთელზე დაბლა თავი(ბო(ზ)იცით დაუწვა)
    ხოოდა ჩემს ფეხებს მოიგებენ რამეს!!
    აი მესი სან მანდაა შეიძლება და მერე კი ..

  • Tyler Durden
    24 მაი 2022, 13:21

    ფაქტია, ოქროს ბურთს რეალში ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაშიც მოიგებდა, მაგრამ ოქროს ბურთი მოდრიჩსაც აქვს. საფრანგეთში მის თამაშებს რასაც ვუყურებ (მესის გამო) ფიზიკურად ვერ აჩერებენ. შეიძლება დონეშია პრობლემა, შეიძლება მბაპეს 'სიძლიერეში'. რეალში რონალდოს აწეული თამასა ხვდება და ზეწოლაა ძალიან დიდი, ეგრევე ყველაფრის მოგებას მოსთხოვდნენ და წყალს გაატანდნენ ვერ მოგების შემთხვევაში. პსჟ ც უეჭველი მოიგებს ჩემპიონთა ლიგას მბაპეს ხელში ოდესმე და ოქროს ბურთსაც მოიგებს მბაპე ალბათ. შევა ისტორიაში, მაგრამ არა ფეხბურთის, არამედ პსჟ ს ისტორიაში. ფიზიკურად ვერ განმეორდება მესის კიარა, რონალდოს მიღწევებიც კი. შვიდი ოქროს ბურთი, უბრალოდ არა დედამიწურია, არა ადამიანურია. რამდენად სწორად მოიქცა არ ვიცი, მაგრამ რეალის რიგით კარგ ფებურთელად ყოფნას, პსჟ ს ისტორიაში შესვლა ამჯობინა.

  • Don_Andresito
    24 მაი 2022, 08:42

    ციტატა: Albicelecte
    სწორედ მოიქცა რომ დარჩა და ჭკვიანი ბიჭი ყოფილა;
    რეალს უფრო სჭირდებოდა მბაპე თუ მბაპეს რეალი?!
    მე მგონი რეალს და ამას მიხდა თვითნაც;
    საქმე ფულში არ იყო, ფული დამატებითი ცვლადი გამოდგა, რამაც გაუმყარა დაღჩენის მიზეზი;
    ყველაფერთან ერთად ფული, ჰო რა თქმა უნდა, ფული არასდროს ყოფილა და არც იქნება მეორეხარისხოვანი რამე, ეგღა აკლია მის უმაცდურესობას smiley
    კარგი რამე მოხდა და იმედია რეალი დასჯერება შინაურ ტიტულებს ამ სეზონში, რამაც მომხდარს კიდევ უფრო კარგ ნოტზე დააგვირგვინებს


    ვერ დაგეთანხმები იმაში რო რეალს უფრო ჭირდებოდა მბაპე ვიდრე პირიქით. რაში ჭირდება დღეს რეალს მბაპე. ბენზემა ისეთ ხოდზეა კიდე შეინარჩუნებს ამ ხოდს, ბრაზილიელი ლაწირაკები ფლანგებზე ფრინავენ, იქ ასენსიოა პლიუს. რეალმა ლა ლიგა მოიგო და ლიგის ფინალშია. ჭირდება მბაპე? და თითონ მბაპე სადაა? რა მოიგო? ლიგის მოსაგებად მბაპეს ჭირდება ძლიერი მენტალიტეტის გუნდი თორე კი ვნახეთ 12-1 ზე რო ეთამაშა რეალს. ათრია რეალი მარა გვერდით 10 გვამი ყავდა.

  • azulgerana
    24 მაი 2022, 06:24

    ნეტა შენ თუ არ გეზარება ამხელა რაღაცის დაწერა smile

  • Barca for life
    24 მაი 2022, 03:08

    La Pulga10,
    ზუსტად 25 წლის მესი იყო უკვე 4 ოქროს ბურთი რომ ჰქონდა და ამავე დროს წავიდა გვარდიოლაც და იმ სეზონში ლა ლიგაში 50 გოლი და საერთო ჯამში 91 გოლი რომ დადო.
    ოდესმე მბაპე მსგავსს გაიმეორებს თუ არა არ ვიცი მარა 25 წლის მესი ჩემთვის ყველაზე გენიალური და საოცარი ტიპი იყო, იმავე სეზონში 3 თამაშში 11 გოლი გაიტანა და თუ არ ვცდები ლევერკუზენთან 5 გოლიც მიაყოლა.
    მბაპეს ახლა რითაც შეუძლია დაიტრაბახოს მსოფლიო ჩემპიონატია, თუმცა მსოფლიო ჩემპიონია უმტიტიც და გრიზმანიც, უშუალოდ ინდივიდუალურ მიღწევებს რაც შეეხება, ჯერ არც ოქროს ბუცი მოუგია არც ბურთი არც ბესტი და არც ღლესტი, ამას დავამატოთ ისიც რო საფრანგეთში თამაშობს და არა ესპანეთში და ჩემი აზრით ეგ აძლევს ძალიან დიდ უპირატესობას რადგან ცხენია და რო გავარდება ყარაულის თოფივით ვერ ეწევიან, თორე ესპანეთში ვინ მისცემს მაგხელა სივრცეებს.
    შესაძლებლობებს არ ვუკნინებ, მარა ასე მგონია რო ადამიანი ყველაზე მაგრად კონკურენციაში ვითარდება, მესის რო არ ყოლოდა რონალდო, ამ სიმაღლეზე ვერ ავიდოდა, შესაბამისად თუკი მბაპე არ აღმოჩნდება ისეთ ჩემპიონატში სადაც ყოველჯერზე დიდ კონკურენციას და დაბრკოლებებს იგრძნობს მაშინ მოუწევს ბავშვებში ბურთის გორაობა ხოლო ფაქტებზე დაყრდნობით რასაც ვხედავთ ეგეთ ხალხს ოქროს ბურთებს არავინ ახუტებს.

  • Chico
    24 მაი 2022, 01:18

    არ არის სადაო რომ მბაპე ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და დიდი მომავალიც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს რომ ძალიან სარფიანი პერიოდიც არის მისი გაბრწყინებისათვის.
    აჯობებს თუ არა მესის, პელეს, კრიშტიანუს და მარადონას, ამას 5-6 წლის მერე დავთვლით. ეხლა კი რა სურათი გვაქვს? პელე და მარადონა ძველი ისტორიაა, მესი და ქრიშტიანუ კი ფინიშის ხაზთან ახლოს არიან. ასევე არ დაგვავიწყდეს იბრაგიმოვიჩი, მოდრიჩი, ლევანდივსკი, ბენზემა, რომლებიც ასევე მალე დაემშვიდობებიან ფეხბურთს და რჩება ვინ? არავინ…. მარტო მბაპე.
    კი ბატონო არ არის ცუდი, მაგრამ ჰოოლანდის არ მჯერა. შეიძლება ვცდები მაგრამ არა მგონია რომ ძალიან გაიბრწყინოს. აგერ გამოჩნდება რას იზამს პრემიერ ლიგაში. ყოველ შემთხვევაში მბაპეს კონკურენტი ნამდვილად არ იქნება.
    ნელ ნელა ქვრება რეალის, ბარსელონას და ლივერპულის ვარსკვლავები და რჩება ვინ? რჩება მბაპე…. და დღევანდელ ფეხბურთში მის კონკურენტს ვერ ვხედავ.
    ამ დროს ზემოთ ჩამოთვლილებს უზარმაზარი კონკურენცია ჰქონდათ მსოფლიო მასშტაბით. ლეოს და ქრიშტიანოს ეპოქა კი ალბათ აღარ განმეორდება.
    და სანამ ეს ვარსკვლავები არიან, მბაპე ახლოსაც არ არის მათთან არც ერთი ინდივიდუალური ტიტულის გათამაშებაში. შარშანაც და წელსაც კი, როდესაც უმაღლეს ფორმაშია და გოლებს ბეჭდავს, ოქროს ბუცი ლევანდოვსკიმ მოიგო.
    მოიგებს ოქროს ბურთს, მარგამ არ ვიცი ერთს თუ შვიდს.
    მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის ნაკრებბმა მოიგო და არა მბაპემ და არ ვიტყვი რომ იმ მუნდიალზე ფრანგები ყველას ჯობდნენ, მაგრამ მოიგეს და მბაპე იმ გუნდის წევრი იყო, ისევე როგორც უმტიტი, დემბელე და გრიზმანი, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონები კი არიან, მაგრამ არაფერს არ წარმოადგენენ. და ახალგაზრდებს შორის საუკეთესო იყო. ნამდვილად იყო…. და დღესდღეობით, ეს არის სულ…..
    ამიტომ ნუ ვიტყვით რომ მბაპეა რაღაც სასწაული. გავიდეს დრო და მერე ვნახოთ.
    არაბებს ჩემპიონთა ლიგა უნდათ და მბაპეს კი არა ვისაც გინდა იყიდიან ოღონდ მიზანს მიაღწიონ, თუმცა მბაპეც ყავდათ, მესისც, ნაიმარიც, დი მარიაც, ვერატიც და ყველა დანარჩენიც, მაგრამ ბებერმა მოდრიჩმა, კროსმა, კაზემირომ და ბენზემამ ცხვირით ათხრევინეს მინდორი.
    დიდი შანსი აქვს მბაპეს გახდეს მსოფლიო დონის და შევიდეს ისტორიაში, მაგრამ მას საკუთარი ისტორია არა აქვს მესივით და არც ისეთი თავგადადებული შრომისმიყვარეა როგორც ქრიშტიანუ. მარტო ფულმა და ძალაუფლებამ კი, შეიძლება გააფუჭოს და არაფერი გამოვიდეს მისგან. მე კიდევ მგონია ასეც იქნება. ნაიმარი უკვე ვნახეთ ამ როლში.
    და თუ ღმერთმა ქნა და ლეომ მუნდიალი მოიგო, რის მბაპე და რის კიდევ ვინმე….. იქნება ფეხბურთის მეფე… აქამდე მარტო პელეს ეძახიან მასე.

    და ერთს დავამატებ კიდევ, რომ არ დაგვავიწყდეს რომ ევროპის ჩემპიონატი, იმავე მსოფლიო ჩემპიონ გუნდთან ერთად, მბაპემ აბსოლუტურდ ჩააგდო… იმ დონეზე რომ სახლში, თვით ფრანგები უსტვენდნენ

  • rivaldo80
    24 მაი 2022, 00:36

    ფულზეო ისე იძახით თოქტოს რეალი რამე სხსვას სთავაზობდა თითქმოს იდენტური კონტრაქტი ედო რეალის აქ მარტო ფულზე არა საუბარი.

  • La Pulga10
    23 მაი 2022, 23:01

    მოდი შევთანხმდეთ იმაზე,რომ მესი მაგ ასაკში უკვე პრაიმში იყო და ახლოსაც ვერ მივა მბაპე.მბაპე კი არა ვერავინ ვერ მივა.25 წლის მესი მარადონას დონეზე თამაშობდა უფრო მაღლა თუ არა, უკვე გენია იყო,რაღაც არამიწიერ ფეხბურთს თამაშობდა.მბაპე ჯერ ანრის პრაიმთან მივიდეს და მერე შეადარონ მესის და რონალდოს.

  • Albicelecte
    23 მაი 2022, 22:55

    სწორედ მოიქცა რომ დარჩა და ჭკვიანი ბიჭი ყოფილა;
    რეალს უფრო სჭირდებოდა მბაპე თუ მბაპეს რეალი?!
    მე მგონი რეალს და ამას მიხდა თვითნაც;
    საქმე ფულში არ იყო, ფული დამატებითი ცვლადი გამოდგა, რამაც გაუმყარა დაღჩენის მიზეზი;
    ყველაფერთან ერთად ფული, ჰო რა თქმა უნდა, ფული არასდროს ყოფილა და არც იქნება მეორეხარისხოვანი რამე, ეგღა აკლია მის უმაცდურესობას smiley
    კარგი რამე მოხდა და იმედია რეალი დასჯერება შინაურ ტიტულებს ამ სეზონში, რამაც მომხდარს კიდევ უფრო კარგ ნოტზე დააგვირგვინებს

  • cruyff9
    23 მაი 2022, 22:42

    რაღაც პონტში შეილება დაგეთანხმოს ადამიანი ავტორ მაგრამ რეალს არც არასდროს ჰყოლია მესის ნაირი და იმიტომაც ვერ გაიგივდა ბრენდთან ვინმე,,მერე მეორე კრისტიანო რო მანიუში დარჩენილიყო ასეთ სახელს დატოვებდა?!ნურად უკაცრავად 20ეუულშიც არავინ დააყენებდა,,რას მოიგებს მბაპე პსჟში ეგ ჯერ კიდე საკითხავია,,თუმცა ფაქტი ერთია მაგ გუნდში ისეთივე დიდი ვერასდროს გახდება როგორც ბარსაში ან რეალში გახდებოდა,,და ისიც ფაქტია რო მაგრად მკიდია მბაპე და რეალი და უდიდედი სიხარული მომანიჭა რო დარჩა))))

  • Dani alves
    23 მაი 2022, 22:39

    რაღაც რეგულაციები თუ არ დაწესდა ესენი ფეხბურთს გაანადგურებენ

  • nika 54
    23 მაი 2022, 22:08

    მბაპე ერთი ფეხბურთელია და რაც არ უნდა გენიოსი იყოს(თუმცა მე მგონია მესი მაგ ასკში ბევრად ძლიერი იყო, რაც მთავარია ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა მბაპე კი უფრო ცხენია), ნუ დაახლოებით ბეილის სტილის.
    ხოდა არცერთ ფეხბურთელს ბევრი ტიტული მარტოს არ მოუგია, თუ გუნდში მინიმუმ 5-6 ასევე ძალიან ძლიერი ფეხბურთელი არ არის. პეპის ბარსა გაიხსენეთ, ანუ მბაპეს ასევე ძლიერი თანაკლუბელები ჭირდება. ხოდა ვინაიდან მას გუნდის მართვაში მიეცა მონაწილეობის მიღება, ის ამ დროს მწვრთნელის თვისებებითაც უნდა იყოს დაჯილდოებული. მაგრამ ახლა ვხედავ პირველი არჩევანი მისი დემბელე ყოფილა, კაცი რომელმაც 4 წელი ლაზარეთში გაატარა და მისთვის საუკეთესო სეზონში ორი ბურთი გაიტანა. მეეჭვება ასე რამე გამოვიდეს, თუმცა ძალიანაც არ ვდარდობ. მე უფრო ის მადარდებს ეს თუ დემბელეს მიიყვანს მესის თადარიგში გადასვავენ და ეს დიდი ცოდვა იქნება. ვნახოთ, დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონში ძალიან ბევრ საინტერესო ამბებს და შედეგებს ვიხილავთ.

  • C.PC5
    23 მაი 2022, 21:32

    მაზუთა გუნდები ფულით კერავენ ყველას ვისაც მოინდომებენ, მაგრამ როგორც მინიმუმ 7 წელია ვუყურებთ მაგათ საცოდაობას და დაცინვის მეტი ვერაფერი მოიგეს, გაასაზიზღრეს ყველაფერი და ფეხბურთს მარტო იმის იმედით ვუყურებ რომ მალე მობეზრდებათ ფარდაშემოხვეულ *ლეებს ეს უაზრო ბა და დატოვებენ ბაზარს. მბაპეს რაც შეეხება გამახარა მადრიდისტების ის ჯგრო რომ დამიდუმა 0-4-ის მერე მბაპეს მოყვანით რომ გვემუქრებოდნენ laughing

  • ANRIBARCA
    23 მაი 2022, 21:24

    დრო გვიჩვენებს რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, მინიმუმ 2 ლიგა რომ მოიგოს და ოქროს ბურთიც, ეს კრიტიკა მერე აღარავის ემახსოვრება. ძაან მაგარია მბაპე მაგრამ რეალს მაქამდეც ყავდა ეგეთები და უკეთესებიც, რაც არ უნდა ექნა რეალში ერთი "ჩვეულებრივი" ლეგენდა შეიძლება გამხდარიყო სხვებივით რეალისთვის, მაშIნ როცა პსჟ-ში აქვს შანსი, კლუბი რომელიც მხოლოდ ფულთან ასოცირდება უმაღLეს მწვერვალზე აიყვანოს, ჩემი აზრით ასე უფრო დიდ სახელს დატოვებს ფეხბურთში, თუმცა არავინ იცის მომავალშI რა მოხდება, თან ბევრ ფულსაც მოხვეტავს 😀 😀 😀

  • Madrid1
    23 მაი 2022, 20:54

    ციტატა: ფეოლა
    პავლოვიჩი56,
    ბოდიში რისთვის? კრიტიკა მოსულა.

    უდავოდ, მბაპე პელესა და მესის მერე ყველაზე მეტად ასოცირებული ფეხბურთელი იქნება კონკრეტულ კლუბთან. თუ ბოლომდე დარჩა.

    თუ შეუსაბამობაში იმას გულისხმობ რომ მესი და პელე სიყვარულმა დატოვა და არა ფულმა.. ხო, ეგ სხვა თემაა : )


    რავი მე დამევასა კაი სტატიაა ნეტა შენნაირი მწერალი გვყავდეს ჰალაზე საღოლ კაი იყო❤️

  • ფეოლა
    23 მაი 2022, 20:32

    პავლოვიჩი56,
    ბოდიში რისთვის? კრიტიკა მოსულა.

    უდავოდ, მბაპე პელესა და მესის მერე ყველაზე მეტად ასოცირებული ფეხბურთელი იქნება კონკრეტულ კლუბთან. თუ ბოლომდე დარჩა.

    თუ შეუსაბამობაში იმას გულისხმობ რომ მესი და პელე სიყვარულმა დატოვა და არა ფულმა.. ხო, ეგ სხვა თემაა : )

  • პავლოვიჩი56
    23 მაი 2022, 20:27

    აბსოლიტურად გაუგებარი-შეუსაბამო-სუსტი სტატიაა. ბოდიში.