მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გარანტირებული ჩემპიონთა ლიგა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: გარანტირებული ჩემპიონთა ლიგა

ეს უკვე ვნახეთ, რაღაც მსგავსი უეჭველად ვნახეთ, ჟორდი ალბამ აქამდე უცნობი უნარი გამოავლინა, ყოველთვის შეეძლო, მაგრამ არასდროს დასჭირვებია და მიმდინარე სეზონში ნამდვილი ბომბდამშენია! ალვესის დაბრუნებასაც თავის როლი აქვს ამ საქმეში, აბა, გაიხსენეთ “ატლეტიკოსთან” მატჩი “კამპ ნოუზე”, მარჯვენა ფლანგზე ადამა აქტიურობს, ბურთი ალვესს მისდის, ზუსტად იმ პოზიციაში საიდანაც “ბეტისთან” ჩააწოდა, დაჰკიდა ბურთი მარცხენა ფლანგიდან შემოჭრილ ჟორდი ალბაზე და.. ზღაპარია! არც კი ვიცი რომელი გოლი ჯობია, მადრიდელებთან წარმოუდგენელი ტრაექტორიით მოხაზული თუ “ბეტისთან” გასროლილი?! არ ვიცი. 

გაგლიჯა ბადე ბოლო წუთებზე, დრამატურგიიდან გამომდინარე ამ გოლს ვარჩევ, ისიც უმნიშვნელოვანესი იყო, მატჩის მიმდინარეობა აბსოლუტურად შეცვალა, მაგრამ ბოლო წუთზე გატანილს სულ სხვა ხიბლი აქვს. ამ გოლით ალბამ ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრი ადგილი გაგვინაღდა. ახლა ვიღაც იტყვის ეგ რა სასიხარულოაო, ჰოდა, კარგად გავიხსენოთ როგორ იწყებოდა ყველაფერი, რას ამბობდნენ “ბარსაზე”, როცა სეზონის წინ მესი წავიდა და მის ნაცვლად სერიოზული შევსება არ მიგვიღია, რას ამბობდნენ, როცა კუნ აგუერომ გულთან დაკავშირებული პრობლემების გამო კარიერა დაასრულა, როცა კლუბი მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა და ლიგის ჯგუფში ჩარჩა, დამაიმედებელს არაფერს ამბობდნენ, შემდეგ ჩავი მოვიდა და ახლა მეორეზე ვართ, ძალიან საწყენია ევროპა ლიგის დათმობა, მაგრამ რაღაც კონტურები ამ სეზონში უკვე გამოიკვეთა, ჩავი ხედავს მომავლის “ბარსას”, ეჭვგარეშეა, რომ ზუსტად იცის ვინ სჭირდება და ვინ არა. 

მატჩზე რა უნდა ითქვას? პირველ რიგში ძველ კონკურენტებზე ვთქვათ, შტეგენი თავიდანვე გამოგვაკლდა, ვერ წარსდგა კლაუდიო ბრავოს პირისპირ, თავის მხრივ, ბრავომაც ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად გამოსულმა რუი სილვამ არაუხოს ძალიან რთული ბურთი აუღო, უიშვიათესი შემთხვევაა, რომ გახურების გარეშე გამოსულმა მეკარემ ასეთი ბურთის მოგერიება შეძლოს, თუმცა, მომდევნო ეპიზოდებში მაინც დაეტყო, რომ ჯერ ვერ არის ძირითადის მეკარე. რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე ისე რომ მეორე, ან მესამე მეკარე პირველზე უკეთესი აღმოჩნდება, ჩაეჭიდება თავის შანსს და ბოლომდე გამოიყენებს, მაგრამ ეგეც ძალიან ქართული ფენომენი გამოდგა. 

ამ ეტაპზე ობამეიანგმა ისე მოუკლო, რომ ჩავიმ საბოლოოდ ამჯობინა მემფის დეპაი. ახლა რთული სათქმელია ვინ წავა და ვინ დარჩება, ფორვარდის პოზიციაზე ჩავის სულ სხვა კაცი წარმოუდგენია, არც ერთს ენდობა დიდად და არც მეორეს. ადამა ტრაორეზე საერთოდ საუბარი ზედმეტია, გოლის ეპიზოდში კი მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არაფერს აღარ ჰგავს, ეგ კი არა, შესაძლოა ტრინკაუც კი ამჯობინონ. უჰ, სამუშაო ბევრი იქნება. 

ფერანმა ტრადიციულად გაუშვა კარგი შანსი ხელიდან, ამდენი მომენტის გაცუდება აღარ ეპატიება, ანსუ ფატი დაბრუნდა და ყველას ახსენებს, რომ გუნდის მომავალი ლიდერია. სასურველ ფორმამდე ბევრი უკლია, ბრძოლაში შესვლასაც ერიდება, რაც აბსოლუტურად გასაგებია, გოლები კი კვლავინდებურად გააქვს, ამჟამად ეს არის მისი უდიდესი პლუსი, ნახევარმომენტებსაც გოლად აქცევს. დარტყმა არ გამოვიდა ისეთი როგორიც სურდა, სამაგიეროდ, მეკარე დაიჭირა მოძრაობაზე, სამ მცველში გააძვრინა ბურთი და ლამაზად შეგორდა მეტოქის კარში, ამას ინტელექტი უნდა, “ბარსას” ყველა შემტევი ამ უნარით ვერ დაიკვეხნის. 

სულ მცირე ხანში ბეილის დაჩაგრულმა ბავშვმა გაგვითანაბრა. უკვე კაცია, მაგრამ იმ სპრინტის მერე, ლაწირაკად დარჩება “კლასიკოების” ისტორიას. გატანილი გოლი არ აღუნიშნავს, უბრალოდ ბურთი წაიღო ცენტრისკენ. 

ძირითადში გამწესებულ შემტევებზე არანაკლებ ცუდად ითამაშეს ნახევარმცველებმაც, ერთ ეპიზოდში ჩავის დედისგინება დააწყებინეს. მიზეზი მარტივი პასის გაცუდება იყო, ვიღაცისგან შეიძლება ეპატიოს კიდეც ფეხბურთელს, მაგრამ, ჩავის გუნდში ასე არ მოსულა, ეს კაცი პასის მასტერი იყო, ადამიანი პასი! სიზუსტე მისი ფოლოსოფიაა, აზროვნება მისი ცხოვრებაა, ეს ბეჩავები კიდე ხუთმეტრიან პასს ვერ აკეთებენ, კინაღამ შარვლიდან ამოხტა სამგლოვიარო ფერებში გამოწყობილი ერნანდესი, თავის ძმამაც კი ვერ გაუბედა დაწყნარება, სულ მკვდარი და ცოცხალი აგინა გაცუდებული პასის ავტორს. 

არა, მაინც ვის გაუკეთეს ეს პასი, “ბეტისის” ქომაგს რომ გაარტყეს თავში. 

წინ სამი მატჩია. მოტივაცია მეორე ადგილია. ფეხბურთელების მოტივირება ახლა რთულია, კარგია, რომ რა საქმეც იყო დასასრულებელი, უკვე დასრულებულია, რადგან, ფეხბურთელთა ნაწილი უკვე ჩემოდნებზე ზის. საკითხავია, ვეტერანები კიდევ რამდენ ხანს შემორჩებიან კლუბს, მათი შემხედვარე კარისკენ როგორ უნდა მიუთითო, ერთმა ჩააწოდა და მეორემ ბადე გახვრიტა! წასვლა არა, მაგრამ, შემცვლელები აუცილებლად სჭირდებათ. 

“ჩელსის” მცველებზეა ნადირობა. ვნახოთ აბა რა გამოვა. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (9)

  • me da barca
    08 მაი 2022, 13:54

    დიდი ლაფათქა გვჭირდება თოვლის სახვეტი, სადაც 6-7 ფეხბურთელი დაეტევა და გნაცელეს ბარსადან.

  • nika 54
    08 მაი 2022, 12:25

    არ შეიძლება ეს ტორეს, მემფის, ობამეანგები ფატის ჩავაბაროთ და კარში დარტყმაზე ავარჯიშოს? რა გოლი გაიტანა, მაგაზე უკეთეს პოზიციიდან ურტყავდნენ დეპაიც და ობამეანგიც მაგრამ მეკარეს ვერ ააცილეს და კარისკენ ვერ გაუშვეს. დემბელეზე ლაპარაკი საერთოდ აღარ არის ფეხბურთის გაგებაში არ არის, რა მოსწონს ჩავის მაგისი ვერ გავიგე რო დარბის? მერე შედეგი? ასისტი იტყვის ვიღაც, მაგრამ ხო შეიძლება გარემარბმა კარშიც დაარტყას(მესის ადგილზე დგას, აზრზე ხართ) და კარში ვერ გზავნის ბურთს. სეზონი მთავრდება და ერთი გოლით, ერთ გოლზე ფატის 2 წუთი უნდა.

  • Dani alves
    08 მაი 2022, 11:55

    სტანდარტუოებზე ძალიან გვიჭირს იმიტომ, რომ კაცი არ აყავათ სათანადოთ, როცა კაცი აგყავს მასთან ისე ახლოს უნდა იყო რომ მისი სუნთქვაც გესმოდეს, ესენი ამას კი აკეთებენ, მაგრამ შემდეგ, როცა მეტოქე მოძრაობას იწყებს აღარ მიყვებიან და უმეტეს შემთხვევაში ბრძოლაშიც აღარ შედიან, ყველა სტანდარტულიდან თუ არა უმეტესობიდან ბეტისის ფეხბურთელებმა კარში დაარტყა თანაც ისე, რომ მათ ხელს არავინ უშლიდა.

  • EL MAESTRO 6
    08 მაი 2022, 11:16

    ციტატა: Sergio5
    თუ არ დაგეზარებათ 3 იანვარს მალიორკასთან გამართულ მატჩში ბარსას შემადგენლობა ნახეთ, ან თუ გეზარებათ მე დავწერ

    ტერ შტეგენი, მინგესა, გარსია, არაუხო, ფ. დე იონგი, პუჩი, ნიკო, ახომაჩი, ლ. დე იონგი, ჟუტგლა
    და სკამიდან შემოვიდნენ ლენგლე, პედროლა და სანსი

    ანუ ეს გუნდი ჯერ კიდევ ამ სეზონში თამაშობდა და საიდან მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა heart_eyes
    რაც არ უნდა იყოს უნდა დავაფასოთ ის, რომ შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად ვიქნებით


    ეგ თამაში კი საერთოდ როგორ მოვიგეთ არ ვიცი,ლუკი და მისი მადლი 😀

  • Sergio5
    08 მაი 2022, 11:08

    თუ არ დაგეზარებათ 3 იანვარს მალიორკასთან გამართულ მატჩში ბარსას შემადგენლობა ნახეთ, ან თუ გეზარებათ მე დავწერ

    ტერ შტეგენი, მინგესა, გარსია, არაუხო, ფ. დე იონგი, პუჩი, ნიკო, ახომაჩი, ლ. დე იონგი, ჟუტგლა
    და სკამიდან შემოვიდნენ ლენგლე, პედროლა და სანსი

    ანუ ეს გუნდი ჯერ კიდევ ამ სეზონში თამაშობდა და საიდან მოვახერხეთ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა heart_eyes
    რაც არ უნდა იყოს უნდა დავაფასოთ ის, რომ შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე აუცილებლად ვიქნებით

  • Don_Andresito
    08 მაი 2022, 10:48

    გული ცუდს მიგრძნობს ფატიზე. რთულია ესეთი ლიდერი გყავდეს რომელიც ერთის მხრივ ზე კლასია და მეორეს მხრივ ტრავმიანი. თან რომელი პატარა ტრავმებს იღებს. გვინდა ნაღდად ახალი სისხლი და კონკურენცია ყველა პოზიციაზე. არც ერთია დალაგებული და მოსაწონი

  • La Pulga10
    08 მაი 2022, 09:16

    მოკლედ ფატი,რომ სულ ჯანმრთელი ყოფილიყო ჰოლანდს გაუწევდა გოლებში წინააღმდეგობას,თუ არ აჯობებდა კიდეც,მასზე არანაკლები გოლის ალღო აქვს,ხიშნიკია.ამან სერიოზული ტრამვები თუ აღარ მიიღო,რამოდენიმე წელში მბაპესაც შეეჭიდება საუკეთესოობაში.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    08 მაი 2022, 08:51

    ნეტუ ( მინდა მეტი დრო მიიღოს), ლენგლე, უმტიტი, რობერტო, დესტი, პუჩი, ლუკი, ბრაიტვეიტი, დემბელე, აბდე, კოუტინიო, გრიზმანი, ადამა- ესენი გასაშვები არიან, წარმოუდგენელია ამათი გაყიდვა ზაფხულში, მაგრამ ნაწილს მაინც მოვიშორებთ იმედია♥️ ფატის უნდა მოუარონ ყველანაირად, რომ ტრავმა არ მიიღოს და ეგ იქნება ძირითადში აუცილებლად, არავის სჭირდება გოლების მანქანის მოყვანა, მე თუ მკითხავთ ვინმე ჟეზუსის ან ფირმინოს სტილის ფორვარდი უნდა მოიყვანონ, რომ ფატის სივრცე გაუთავისუფლოს და პასი აკეთოს წესიერი. მოკლედ ფატია ჩვენი მომავალი გოლეადორი

  • Mate92
    08 მაი 2022, 06:34

    6-7.ტრანსფერი მაინც გვინდა.