workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სპორტული აგენტების სამყაროს მთავარი ვარსკვლავი

სპორტული აგენტების სამყაროს მთავარი ვარსკვლავი

 თითქმის ყველა ცნობილმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მინო რაიოლა გარდაიცვალა. დიდი სახელი, დიდი ფიგურა თანამედროვე ფეხბურთში, ეს სიდიდე უმეტესად უარყოფით კონტექსტს იტევდა, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, ეს იყო კაცი, რომელიც თავის კლიენტების ინტერესების დასაცავად მხეცივით იბრძოდა. პრობლემაც ხომ ეს იყო რეალურად? მაშინაც იცავდა, როცა არ იყვნენ მართლები, იცავდა მაშინაც, როცა ყველა ხვდებოდა მათ დანაშაულს, ალბათ ყველა სპორტსმენს სურს, რომ ასეთი კაცი ჰყავდეს გვერდით.

სხვა რისთვის იყო აგენტი საჭირო? პირველ რიგში ფეხბურთელების ინტერესებს იცავდა, კლუბები კი დიდად არ ადარდებდა, ამიტომ, მისი ფეხბურთელების ფასი, როგორც წესი ძალიან მაღალია, ხელფასის ჩათვლით კიდევ უფრო მაღალი, მინო პირველი იყო, ვინც თავის კლიენტს ეტყოდა, რომ მეტს იმსახურებს, ასეთი დამოკიდებულებით კი იმდენს მიაღწია, რომ მისი ფეხბურთელები ხანდახან იმაზე მეტსაც კი შოულობდნენ, ვიდრე იმსახურებდნენ.

ასე მოხდა, რომ მისი სამსახური ყველას დასჭირდა, მინოსთან სუპერვარსკვლავების რიგი დადგა. მშიერი კაცი იყო, დაგეშილი ფულზე და წარმატებაზე, რაც მიზნად დაისახა მიაღწია კიდეც, შეიძლება ითქვას, რომ ფეხბურთის წესები შეცვალა, უარყოფითი კონტექსტიც აქ ჩნდება, მწვრთნელებს დაუჩივლიათ ახლა ფეხბურთელებს იმაზე მეტი ძალაუფლება აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ, ამიტომ მათთან მუშაობა ძალიან გაჭირდა, წლობით მათი კონტროლი შეუძლებელი იქნება და ვეღარ მივიღებთ ახალ ფერგიუსონს, ან ვენგერს, რადგან, აგენტებისა და ფეხბურთელების ძალაუფლების ზრდასთან ერთად, სამწვრთნელო დინასტიებიც წარსულს ჩაბარდაო, – შესაძლოა, ცოტა გადამეტებულიც იყოს, მაგრამ ასე ითქვა და მინოც ის კაცი იყო, რომლის გამოც ეს დღის წესრიგი დადგა.

დარჩა უპატრონოდ პოლ პოგბა, რომელიც თავისუფალი აგენტი ხდება, ერლინგ ჰოლანდი, რომელიც აუცილებლად დატოვებს „დორტმუნდს“ და მინოს კარგი მეგობარი, – ზლატან იბრაჰიმოვიჩი. ზლატანს პატრონი დიდად აღარ სჭირდება, სამაგიეროდ, მეგობარი ყოველთვის საჭიროა, ალბათ ფიქრობდა, რომ მინოს ყველასგან და ყველაფრისგან დაიცავდა, მაგრამ ცხოვრება ასეთია, არსებობს რაღაცები, რისგანაც ვერავინ დაგიცავს. მინომ იავადმყოფა და დაიწერა, რომ ფატალური შედეგი დადგა.

მის კლიენტებს შორის კიდევ არიან მატიას დე ლიხტი, მარკო ვერატი, ჯიჯი დონარუმა, ჰენრიკ მხითარიანი და ა.შ. რა ჩამოთვლის…

შეიძლება ითქვას, რომ სპორტული აგენტების სამყარომ მთავარი ვარსკვლავი დაკარგა. მის კლიენტებთან ზარები უკვე შევიდოდა, არაფერი პირადული, მხოლოდ ბიზნესი, ყველამ თავის თავს უნდა მიხედოს. დაესევიან ფეხბურთელებს და სულ სხვა ხალხი ჩაიგდებს ხელში, მათი სხვა გუნდში გადაყვანა კი ფინანსური თვალსაზრისით გამარტივდება, რადგან მინოს ჩართულობა ძალიან ძვირი სიამოვნება იყო, ვინც არ უნდა დაიკავოს მისი ადგილი, მეეჭვება რომელიმე ტრანსფერში 5 მილიონ ევროზე მეტი მოითხოვოს.

თუმცა, „ბარსელონას“ კონტექსტში ახლა ამის განხილვა არც ეთიკურია, და არც გონივრული. ვიცით, რომ რაიოლა ლაპორტასთან მეგობრობდა, თუ ახლობლობდა, ან უბრალოდ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ან ეგ სიმპათიაც ბიზნესის ნაწილი იყო, არ ვიცი.

მინო იტალიელი იყო, მაგრამ ნიდერლანდებში გაიზარდა, მისი პირველი ბიზნესი იტალიელებისათვის შესაფერისი გამოდგა, მშობლების რესტორანი ჩაიბარა სამართავად და კარგადაც გამოსდიოდა საქმე, სულ მცირე ხანში ქსელი საგრძნობლად გააფართოვა.

ფეხბურთელი ვერ გამოვიდა, სამაგიეროდ,  19 წლის ასაკში ჰაარლემის სპორტულ დირექტორად დაინიშნა, როგორც წესი, ამ დროს ადამიანმა საერთოდ არ იცის ცხოვრებაში რა უნდა აკეთოს, მინომ კი კარიერაში პირველი ნაბიჯები გადადგა.

შემდეგი ეტაპი სპორტული სააგენტო Sports Promotions-ი იყო, სადაც ნიდერლანდელ ფეხბურთელებს ეხმარებოდა იტალიურ ბაზარზე დამკვიდრებაში, სხვათა შორის, დენის ბერგკამპის „ინტერში“ გადასვლაც მის სახელს უკავშირდება. მისი პირველი დამოუკიდებელი ტრანსფერი კი პაველ ნედვედის „სპარტადან“ „ლაციოში“ გადაყვანა იყო. მინო ნედვედის ინტერესებს წლების განმავლობაში იცავდა.

რაიოლა საუბრობდა შვიდ ენაზე და არ ერიდებოდა ხმაურიან განცხადებებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე მის კლიენტს ეხებოდა, განსაკუთრებით ხშირად უწევდა პოლ პოგბას დაცვა, „მანჩესტერის“ ლეგენდების თავდასხმებისგან, გვარდიოლასთან კი საშინელი ურთიერთობა ჰქონდა, ამის მიზეზი ზლატან იბრაჰიმოვიჩი იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა მათ შორის რა მოხდა, მინო ყოველთვის თავისიანს იცავდა.

აი ასე, ბევრს არ უყვარდა, ალბათ კლიენტებისა და ოჯახის წევრების გარდა არავის უყვარდა, თუმცა, პატარა ეპოქა შექმნა სპორტული აგენტების სამყაროში.

მშვიდად გან… 

P.S: როგორც ფაბრიციომ გვაუწყა, ჯერ კიდევ სუნთქავს. 

შენდობას ვთხოვ ნაადრევად გათხრილი საფლავისთვის და ისღა დაგვრჩენია ფეხზე დადგომა ვუსურვოთ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • El pistolero 9
    schedule 29 აპრ 2022, 21:41
    #15

    რაღა ეს და რაღა ჟირინოვსკი

  • MARI=BARCA-fan
    schedule 29 აპრ 2022, 10:47
    #14

    ციტატა: serafime

    ციტატა: xavi73
    ბევრგან დაიწერა რომ არ გარდაცვლილა უკვე და ვეღარ გავიგე .დ


    Თვითერზე დაპოსტა, განრისხებული ვარ 4 თვის განმავლობაში მეორედ მომკლესო 😄


    მესამედაც არ აწყენდა joy
    ასე ამბობენ " მესამე და ნაღდიოო!!!"
    joy joy joy
    ამას რა მოკლავს, იქით გაისტუმრებს კიდევ ბევრს, მაგრამ რაც ფული იშოვა კი მოუწევს ეხლა დახარჯვა რომ თავი გადაირჩინოს!
    პ.ს. wink განრისხებული ვარო და ფრთხილად უნდა იყოს, გულმა არ გლიჯოს!
    =============================
    ::: პუტინს რატომ პატიობს?
    smile ალბათ დიდი "ვზიატკა" აქვს მიცემული და იმიტომ.. ::დდდ

  • gio-rakitich
    schedule 29 აპრ 2022, 00:31
    #13

    ციტატა: La Pulga10
    მოკვდა თუ არა ბოლო-ბოლო ვეღარ გავიგე.


    მოკვდა გაშავდა :დდ

  • Albicelecte
    schedule 28 აპრ 2022, 20:50
    #12

    ცოცხალი ყოფილა, ცელიანი კაცისათვის ყველა მეცოდება პუტინის გარდა;
    P.S. გულს უნდა მოუფრთხილდეს, ქოლესტერინში ბანაობს და კოკა ერთხელაც წყალს ვეღარ მოიტანს barca-6

  • azulgerana
    schedule 28 აპრ 2022, 19:14
    #11

    ბაზარი არაა მაგრა ტეხავს

  • ani-messi-goat
    schedule 28 აპრ 2022, 18:59
    #10

    ჰალანდი ასეც ძვირი ეღირებოდა და ისეც, რაიოლა რო არა გამოსასყიდი 75 მილიონი არ იქნებოდა და დაადებდნენ 150 მილიონს და რაიოლას ნუ შეტენით რო მაგის გამოა გაბერილი ფასები, ისედაც იქნებოდა

  • La Pulga10
    schedule 28 აპრ 2022, 18:54
    #9

    ციტატა: CHEPE
    მერე რაა ჟირინოვსკიც მასე იყო მაგრამ მაინც წაიღო წერილი😄😄😄
    რაც არგერგებაო ხომ გაგიგიათ ხოდა ღმერᲗი არავის აპატიებს ისეᲗ რამეს რასაც რაიოლა აკეთებდა საკუთარი ტრაკი რომ ამოევსო


    პუტინს ამდენი ხანი,რატომ პატიობს.

  • Fc Barca Batumi
    schedule 28 აპრ 2022, 18:23
    #8

    თუ გარდაიცვალა, ნატელში იყოს მისი სული, და თუ სუნთქავსო და ცოცხალიაო ისიც თქვით! რა ხდება? ვიზიაროთ მწუხარება, თუ ჯანმრთელობა ვუსურვოთ? ვერ გავიგე.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 28 აპრ 2022, 18:08
    #7

    ანუ არ მოკვდა, კარგია… კარგად იყოს😀♥️

  • serafime
    schedule 28 აპრ 2022, 17:41
    #6

    ციტატა: xavi73
    ბევრგან დაიწერა რომ არ გარდაცვლილა უკვე და ვეღარ გავიგე .დ


    Თვითერზე დაპოსტა, განრისხებული ვარ 4 თვის განმავლობაში მეორედ მომკლესო 😄

  • xavi73
    schedule 28 აპრ 2022, 17:40
    #5

    ბევრგან დაიწერა რომ არ გარდაცვლილა უკვე და ვეღარ გავიგე .დ

  • nika 54
    schedule 28 აპრ 2022, 17:37
    #4

    «Текущее состояние здоровья для тех, кто интересуется: разозлился второй раз за 4 месяца, они убили меня. Кажется, я тоже могу оживить», — написал он в Twitter.
    https://www.eurosport.com/football/mino-raiola-agent-of-erling-haaland-and-paul-pogba-says-health-status-is-p-off-after-death-reports_sto8903455/story.shtml
    არ მომკვდარა, მხოლოდ ძინავს და მალევე გაიღვიძებს.

    ციტატა: La Pulga10
    მოკვდა თუ არა ბოლო-ბოლო ვეღარ გავიგე.


    არაო.

  • Moriba
    schedule 28 აპრ 2022, 17:03
    #3

    ცოცხალია ეს შობელძაღლი მაგრამ მძიმეთ არიო იმენა ჟირინოვსკის UPDATE გაუკეთეს😆😆😆

  • რივალდო-მესი
    schedule 28 აპრ 2022, 17:01
    #2

    გასაგებია მიცვალებულზე ან ცუდს ამბობენ ან არაფერს პონტშია ეს სტატია. რეალურად კი ფულზე გადარეული აფერისტი იტალიელი იყო. როომელმაც ფეხბურთს ერთი ადამიანის პირობაზე საკმაოდ ბევრი ზიანი მიაყენა.😕

  • La Pulga10
    schedule 28 აპრ 2022, 16:58
    #1

    მოკვდა თუ არა ბოლო-ბოლო ვეღარ გავიგე.