მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ტიტულის შანსი დაიკარგა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ტიტულის შანსი დაიკარგა

ძალიან რთული ეტაპი დადგა. ჩავისთვის დიდი გამოცდა იყო, მტკივნეული მარცხის შემდეგ გუნდი უნდა გამოეფხიზლებინა და მოგებისკენ გაძღოლოდა, მაგრამ არაფერიც არ გამოვიდა. ამის მთავარი მიზეზი ტურის ცენტრალური მატჩი გახდა. ერთადერთი რამ, რასაც “ბარსას” გამოფხიზლება და ხასიათზე მოყვანა შეეძლო მადრიდის “რეალის” მარცხი იყო, მხოლოდ ასე შეიძლებოდა სეზონი გადარჩენილად ჩაგვეთვალა და ბრძოლა ბოლომდე გაეგრძელებინათ. აქაც ყველაფერი პირიქით მოხდა, ჯერ დიდი იმედი გაჩნდა. მერე კი ყველაფერი დასრულდა, ბოლო წუთებზე. როგორც წესი, ასეთ მატჩებს საჩემპიონოს უწოდებენ ხოლმე. “რეალმა” ლა ლიგა ამ გამარჯვებით დაისაკუთრა. 

დამატებითი დარტყმა იყო “ბარსასთვის” და რაღაც ცუდის მოლოდინი კი მქონდა, მაგრამ “კადისთან” მარცხს მაინც არ ველოდი. 

ცვლილებები

ზოგი იძულებითი, ზოგიც ნებაყოფლობითი. დაცვის ხაზში სამი ძირითადის მოთამაშე გამოგვაკლდა, პიკე, არაუხო და ალვესი, რომელიც მატჩის ბოლომდე სკამზე დარჩა. ერთადერთი ალბა იყო ძირითადში და მისი ფლანგიდან ყველაზე სახიფათო შეტევები განვითარდა, ყველაზე მწვავე პასები გაკეთდა და არ მესმის გოლები როგორ არ გავიდა, ან პირველ, ან მეორე ტაიმში. მეტოქემ ორივეჯერ დაგვინდო, საშემსრულებლო ოსტატობა სახლში დარჩათ, ამ მანძილიდან რომ ააცილებ, ესე იგი, სიჯიუტის ხარჯზე ხარ ფეხბურთელად ქცეული. 

პასები მოედნის ცენტრში გაკეთდა, სადაც მცველები გვაყვდა თუ არა, კაციშვილმა ვერ გაიგო. გარსია-ლანგლეს დუეტი, რომ ვარსკვლავური და დაუვიწყარი იქნებოდა, თავიდანვე ნათელი იყო. მთელი მატჩის განმავლობაში ერთმანეთს იყვანდნენ, მეტოქის ფორვარდები კი თავისუფლად დანავარდობდნენ. ასე მოხდა გოლის დროსაც, ალბამ ბურთი დაკარგა და სწრაფი შეტევა დაიწყო, ტერ შტეგენი ხუთი მეტრიდან დახვრიტეს! ჯერ ერთხელ, მერე მეორედ, სანამ ლანგლე და გარსია ამ ყველაფერს უყურებდნენ გოლიც გავიდა, მესამედ ვეღარ გვიხსნა. 

ერიკ გარსიამ რეაბილიტირებაც სცადა, შორიდან გაისროლა რამდენჯერმე, გოლის გატანა სურდა, ცუდად არ ურტყამდა, სახიფათო იყო, აი, ლანგლეს არც არაფერი უცდია. ზაფხულში ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ ამოვისუნთქებთ და დავემშვიდობებით, ასეთი ცუდი მოგონებები ფილიპ კრისტანვალსაც არ დაუტოვებია. 

ცვლილება ვნახეთ შეტევაშიც. ბოლო დროს უღიმღამოდ მოთამაშე ობამეიანგის ნაცვლად მემფის დეპაი ვიხილეთ. რა მოიტანა ამ ყველაფერმა? არც არაფერი. გარდა იმისა, რომ დემბელე ისევ მარტო დარჩა. მოგეხსენებათ, ერთადერთი ფეხბურთელი, რომელთანაც ურთიერთგაგება ჩამოუყალიბდა ობამეიანგია, მის გარეშე ისევ თავისთვის თამაშობს. დარბის, აწვდის, კარშიც ურტყამს, მაგრამ მარტოა. ზოროა ფაქტობრივად. 

დაგვაკლდა პედრი, ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა და წესით ყველაზე ნაკლებად უნდა გვეგრძნო პედრის დანაკლისი, მაგრამ, გავისა და დე იონგს ძალიან ცუდი მატჩი ჰქონდათ, ბუსკეტსის დონეზე მაინც რომ ეთამაშათ ამ თამაშს არ წავაგებდით. მინიმუმამდე დასული კრეატივი შეტევაში. ასე რთულია მოგება. 

შემოსულებზეც ვთქვათ. ტრაორე თამაში უკვე სასაცილოა. ისიც მარტოა ისევე როგორც დემბელე, მაგრამ, ტრაორე უფრო მარტოა. გაიგდებს ფლანგზე და აწვდის. ადრე ჩაწოდება გამოსდიოდა, ახლა ეგეც აღარ გამოსდის. იქნებ მარჯვენა მცველად ღირდეს მისი დაყენება, შეტევაში მშვენივრად ჩაერთვება, დაცვაში კი ვინ რა უნდა დააკლოს?! სისწრაფეში აჯობებენ თუ ფიზიკურად? თავიდან გაუჭირდება პოზიციური თამაში და თამაშგარის ხაზის დაცვა, ნელ-ნელა ისწავლის, თორემ, მისგან სარგებელი ძალიან დიდი ხანია აღარ გვქონია. 

არადა, რა კარგად დაიწყო ყველაფერი. 

სეზონი არ დასრულებულა. “ბარსას” “ატლეტიკოსა” და “სევილიას” 60-60 ქულა აქვთ. მართალია “ბარსას” ერთი მატჩით ნაკლები აქვს, მაგრამ, ასეთ დროს ვერაფრის იმედი ვერ გექნება. ძალიან მარტივად შეიძლება მეოთხე ადგილზე აღმოვჩნდეთ, რაც მთელი სეზონის გეგმებს არევს, შეკრების დაწყება ადრე მოგვიწევს. 

არ უნდა დაგვავიწყდეს “ბეტისი”, რომელსაც ამჟამად სამი ქულით ვუსწრებთ, გამოდის, რომ ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ჯერ კიდევ ვიბრძვით, ჰოდა, როგორც წინა მატჩის დროს აღვნიშნეთ, ახლა ყურების ჩამოყრის დრო არ არის, თორე, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. 

მერე რა.. იმ დიდებულ, გამოსაფხიზლებელ სეზონში, რონალდინიოს სადებიუტო სეზონში, “ბარსა” “სელტიკთან” დამარცხდა და ერთადერთი ტიტულის შანსი მოისპო, ამას ხელი არ შეუშლია, რომ მეორე ადგილზე გასულიყო და შენება გაგრძელებულიყო, მაგრამ, მაშინ.. ეჰ, ბევრი რამ სულ სხვაგვარად იყო, ფანებიც კი.. მაშინ, სულ სხვა ამბავი იყო. 

შემდეგი მატჩი “სოსიედადთან”, გასვლაზე! 

ამის დრო იყო ახლა? 

ბოლო ტურებში “ბეტისთან” და “ვილიარეალთანაც” გველის რთული მატჩები. 

ჩემპიონთა ლიგა ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ეს დაუშვებელია. 

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • Don_Andresito
    20 აპრ 2022, 10:57

    ციტატა: totti10

    ციტატა: Fc Barca Batumi
    სევილია 2:0 იგებდა, რეალმა და მსაჯთა ბრიგადამ დაუქამბექა, თავისთავად გინდა არ გინდა წელს რეალი ჩემპიონია. შესაბამისად ბარსამ აზარტი დაკარგა, ის საკუთარ პოზიციას ბოლომდე გაამყარებს.
    ამ ყველაფერს თავი დავანებოთ და რა დავარქვათ?!
    კადისების კალიბრიან გუნდებთან, მერამდენედ უნდა დავკარგოთ ქულები?
    აქ კიდევ სხვა თემაცაა, გუნდი ფინანსურ კრიზისშია და დავიჯერო ტოტალიზატორობანა იყო?
    და თუ არ იყო, როდემდე ასეთი სამარცხვინო თამაში! თან ნოუკამპზე!!!
    გუნდის ფსიქოლოგი გარდაგეცვალათ?!
    თუ აინტრახტი იყო პიკი?
    და რა დასრულდაა?!!

    ძალიან დიდი ბოდიში მაგრამ ვინის 10000% გოლი რომ გააუქმეს ეგ რატომ არ აღნიშნეთ მსაჯის ბრიგადა რა შუაშია კარგიტ რმართლა ყ ველაფერს მსაჯის დაბრალება რა უბედურებაა, გუნდი 2-0 იგებდა 25 წუთზე და მეორე ტაიმში კარშI აღარ დაურტყამს ეს მსაჯის დახმარებააა? გასაგებია რომ უნდა გაეგდო კავანიგა, მაგრამ გოლი ხომ უნდა ჩაეთვალა ისიც არ გააგდო და არც გოლი ჩათვალა, რეალი ბოლომდე იბრძოდა და აი გაა გამარჯვება, ახლა ნახეთ სევილია კიდე დაკარგა ვს ქულას, ან სხვა გუნდს გადაბუგავს, 2-0 რომ იგებ სახლში და ტან რეალთან კარშI არ უნ და დადგე, როგორც რეალმა ქნა ბაიერნთან 2-0 იგებდა მე18 წუთზე და უკან დახია მაუმ და გამოვარდნენ აი ესეა აქაც , როცა იგებ პირველივე წუთებიდან უნდა შეუტიო და ფსიქოლოგიურად გატეხო ბოლომდე

    😁😁😁😁😁 უკვე მავრად ვკაიფობ როგორ ტკივა ხოლმე რეალის კრიტიკა თავს ვეღაე აკონტროლებ და იწვები. აი ჰალას ფანატიკოს ფანებზე ლეკინოებზე ვინიებზე და მაგათზე უფრო მადრიდისტა ხარ და რატო არ გეზარება ეს სამმაგი თამაში არ მესმის მარა ითამაშე მე რაა 😁😁

  • Fc Barca Batumi
    19 აპრ 2022, 19:52

    სევილია 2:0 იგებდა, რეალმა და მსაჯთა ბრიგადამ დაუქამბექა, თავისთავად გინდა არ გინდა წელს რეალი ჩემპიონია. შესაბამისად ბარსამ აზარტი დაკარგა, ის საკუთარ პოზიციას ბოლომდე გაამყარებს.
    ამ ყველაფერს თავი დავანებოთ და რა დავარქვათ?!
    კადისების კალიბრიან გუნდებთან, მერამდენედ უნდა დავკარგოთ ქულები?
    აქ კიდევ სხვა თემაცაა, გუნდი ფინანსურ კრიზისშია და დავიჯერო ტოტალიზატორობანა იყო?
    და თუ არ იყო, როდემდე ასეთი სამარცხვინო თამაში! თან ნოუკამპზე!!!
    გუნდის ფსიქოლოგი გარდაგეცვალათ?!
    თუ აინტრახტი იყო პიკი?
    და რა დასრულდაა?!!

  • La Pulga10
    19 აპრ 2022, 14:39

    ციტატა: cruyff9
    ღმერთს ვთხოვ არ განმეორდეს კუმანი((((თუ კარგად გაიხსენებთ იმანაც ასე დაიწყო მაგრად თამაშობდნენ მერე და მერე უფრო და უფრო აურია,,,იმედია ეს კრიზისი ცუდ დროს არ მოგვადგა და გავალთ ლიგაზე,,მომავალ სეზონში კი ჩავის რეალურ სახეს ვნახავთ,,არვიცი არვიცი,,კაცი რომელიც იძახის დემბელეს იმედი მაქვსო,იყიდა ტორესი და გარსია,,ცუდ იმედებს მიჩენს,,იმედია ვცდები და ისევ ისე ლაღად და სტაბილურად ათამაშდებიან

    არა რა ესე დაიწყო,მესი ყავდა და ფორთხიალობდა თავიდანვე.

  • nika 54
    19 აპრ 2022, 14:31

    ციტატა: VanillaSoul
    ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლა უდიდესი დარტყმა იქნება გუნდისთვის, ისედაც შეზღუდულ სახელფასო ჭერს კიდე უფრო შეზღუდავს ეგ ამბავი და ყველაფერი უნდა ქნან და დადონ მოედანზე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, კადისთან არ უნდა წაეგოთ. რავიცი რავიცი, სანაკრებო პაუზის შემდეგ საკუთარი თავის აჩრდილია ბარსელონა. დემბელე კიდე გასაშვებია. ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს აზრს და იმედია გაასხამს ეგ უტვინო მაიმუნი გუნდიდან. გინდა რასისტობაში ჩამომართვით და გინდა არა. რონალდინიო ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და მეძახეთ რასისტი თუ გინდათ, მარა დემბელეს უტვინო დდშვც…

    დემბელეც გასაშვები კი არა გასაგდებია, გასაგდებია ტორესიც არა მგონია მაგან ფეხბურთის თამაში ისწავლოს. მაგის 55 მილიონთან ლევანდოვსკისთვის მისაცემი 40 მილიონი არაფერია.

  • Davita
    19 აპრ 2022, 14:22

    ციტატა: totti10

    ციტატა: Davita
    გუნდი ისეთი არეულია რომ გაჭირდება დალაგება, ან ვინ უნდა დაალაგოს კორუმპირებულმა ლაპორტამ? ფულის გამო მზადაა ნებისმიერს კვერცხები დაუზილოს, რაც აინტრახტთან მოხდა სრული კრახი იყო, მარტო დარჩნენ ფეხბურთელები და მენტალურად ერხევად. ხავის კიდე ხავს ებღაუჭება, ეს ხავსი ტორესია რომელიც ვერადავერ ათამაშდა, მაგის თამაშიც მეარმინახავს, ნაკრებში გაფართახალებას თუარ ჩავთვლით, სიტიში სკამზე იჯდა, არადა ეგ რომ მართლა მაგარი ყოფილიყო გვარდიოლა მაგას გამოუშვებდა და მერე გრილიში 100 მლ გადაიხდიდა? რავი ალბათ ფული იშოვება ამ ტრანსფერებით თუარა ასეთ მაზილა და სკამის იგროკში რატო უნდა გადაიხადო 60 მლ? ბარემ ვლაჰოვიჩი ეყიდათ გოლოს ალღო აქვს და დარტყმა იცის, აღარ მოგვიწევდა ახლა ფორვარდებზე ჩალიჩი, ჰოლანდი თავიდანვე ზღაპარი იყო და ლაპორტას ერთერთი ტყუილი.

    ბარსელონა როცა იგებს სასწაულია, როცა აგებს ფული იშოვა?? ძალიან არალოგიკურ რამეს წერ, რეალს რომ მოუგო ხავი გენიოსია ტოპ მწვრთნელია, ახლა წააგო და გაღიდეს თურმე, ვინ ბებერი უნდა გაუშვა? ბუსკესი? და ვის აყენებ მის ადგილას გყავს საყრდენი ? ბუსკესი რომ არ ყოფილიყო გუშინ მაგ ღლაპებს გადაბუგავდა კადისი, ერთადერთი ნათელი წერტილი იყო გშინ ბუსკესი, ტრანსფერისთვისო რომ წერ, აი ვისი მომყვანია ლაპორტა, დაა გოიმა ხალხი არიქა და რაიოლა ჩემი ბრატიაო და დაიჯერეთ ეეე გეუბნებით ამ საიტზე 75% ბავშ ვიათქო , ეგ რომ კარგი ყოფილიყო არავინ დაიწერდა და არც ფეხბურთს მოაშორებდნენ 6 წლით, ფანებს აბრალებს ბილეთებს როცა თვითონ წუწუნებდ ავინც ვერ მოდის მომეცითო, ფერანზე წერ არაფრის მაქნისიაო და რა უნდა გელაპარაკსო კაცმა, მაგას წირდება ადამიანი რომელიც ასწავლის ბურთის მიზანში მორტყმას და კარის ჩარჩოში სწორად დარტყმას, ამისთვის უამ რავი სპეციალისტია და უამრავ გუნდს ყავს ეგეთი, მათ შOრის სიტისაც და ლივერპულსაც, ასევე რეალსაც ყავდა ვინიციუსს რომ უყურემ რამხელა პროგრესი აქვს , არადა ტიპმა მარტო უაზრო სირბილი იცოდა, აი ამისთვსაა ტრენერი, მაგრამ ზოგჯერ ტრენერს ეგ არ შეუძლია და ქირაობენ მაგისთვის ხალხს,

    რა ტორესი თუ ძმა ხარ, კაი ხავი ჯერ ასე თუ ისე გამოუცდელია მაგრამ პეპი? გვარდიოლამ რატომ დათმო და გრილოში 100 მლ რატო გაისროლა გიფიქრია? ერთი გაპიარებული იგროკია ტორესი, ამბობ სიტისაც ყავს მწვრთნელი ვინც კარში მორტყმაზე ავარჯიშებსო ხოდა რა ეტყობა ამას ნავარჯიშები? ჩვეულებრივი მაზილაა და სისწრაფეში ალბათ რობერტოსაც ვერ გაასწრებს,ფლანგზე ეგ არვარგა და ფორვარდათ ხო ვაფშე, ბურთს რომ მიოღებს დაა დაამუშავებს მაგას ეძახი მაგარ ფეხბურთელობას? ბარსაშია ტიპი პრემიერლიგიდან მოსული და ბურთი თუვერ მიიღო აბა რაუნდა ქნას? უბნის ფეხბურთი ხოარაა? ხავიზე კიდე არსად უარყოფითი არმითქვამს პირიქით ჩემი ფავორიტია და მჯერა მაგრად მოხოდავს გუნდს თუ ეს პერესის მწოველო ლაპპრტა მოვა გონს და ჯიბის გასქელების ნაცვლად გუნდს მიხედავს

  • suxaaa
    19 აპრ 2022, 14:03

    tato777,
    მაგ ადამიანს ლაპორტა როსელში ერევა

  • პავლოვიჩი56
    19 აპრ 2022, 13:45

    თავიდან ბოლომდე,ყველა რგოლი დაშლილია.
    მესის გაგდება იყო "ბოლო ლურსმანი", ამით "ბარსა" დაასამარეს.
    ვისაც არ გჯერათ გაიხსენეთ: ერთიმეორეზე უარესი მწვრთნელების მოყვანა, გამოცდილი ფეხბურთელების გაგდება-გაყრა,უაზრო ტრანსფერები… ბოლოს მესის გაგდება…
    დარჩა…ინტრიგანი პიკე,აფერისტი ლაპორტა,ლენჩი ჩავი….

  • cruyff9
    19 აპრ 2022, 12:36

    ღმერთს ვთხოვ არ განმეორდეს კუმანი((((თუ კარგად გაიხსენებთ იმანაც ასე დაიწყო მაგრად თამაშობდნენ მერე და მერე უფრო და უფრო აურია,,,იმედია ეს კრიზისი ცუდ დროს არ მოგვადგა და გავალთ ლიგაზე,,მომავალ სეზონში კი ჩავის რეალურ სახეს ვნახავთ,,არვიცი არვიცი,,კაცი რომელიც იძახის დემბელეს იმედი მაქვსო,იყიდა ტორესი და გარსია,,ცუდ იმედებს მიჩენს,,იმედია ვცდები და ისევ ისე ლაღად და სტაბილურად ათამაშდებიან

  • La Pulga10
    19 აპრ 2022, 11:51

    არაუშავ,რთული პერიოდი დაგვიდგა,ყველაფერი ერთმანეთს მიეწყო და ზუსტად უნდა გამოაჩინონ ხასიათი და ბოლომდე იბრძოლონ.ვეღარაა ის ცხოველური პრესინგი,რაც თავიდან იყო,ვეღარც ისე მოძრაობენ და გადაადგილდებია,როგორც წინა მატჩებში,მაგრამ არაუშავს,სადღაც ვიცოდი,რომ ეგრეც იქნებოდა ეს ბარსა სტაბილურად მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებდა ყველა მატჩს.ყურების ჩამოყრა არ ღირს,სოსიედადთან პიკე და არაუხო დაგვიბრუნდებიან და რაღაც იქნება,პედრი გამოკლებამ დიდი დარტყმა მოგვაყენა.7 ფინალი დარჩა და ყველა უნდა მოვიგოთ.დაგვიბრუნდება ფატიმა და 10 წუთი იქნება,თუ 15 წუთი,რამე კრეატივს მაინც შემოიტანს,სულ შემოჰქონდა და ახლაც მასე იქნება,თანაც დაარტყამს იტანს.ისე იქნებ ერთხელ ლუკ დეიონგის სასტარტოში დაყენებაც სცადოს,არ იქნება ურიგო.

  • Davita
    19 აპრ 2022, 08:56

    გუნდი ისეთი არეულია რომ გაჭირდება დალაგება, ან ვინ უნდა დაალაგოს კორუმპირებულმა ლაპორტამ? ფულის გამო მზადაა ნებისმიერს კვერცხები დაუზილოს, რაც აინტრახტთან მოხდა სრული კრახი იყო, მარტო დარჩნენ ფეხბურთელები და მენტალურად ერხევად. ხავის კიდე ხავს ებღაუჭება, ეს ხავსი ტორესია რომელიც ვერადავერ ათამაშდა, მაგის თამაშიც მეარმინახავს, ნაკრებში გაფართახალებას თუარ ჩავთვლით, სიტიში სკამზე იჯდა, არადა ეგ რომ მართლა მაგარი ყოფილიყო გვარდიოლა მაგას გამოუშვებდა და მერე გრილიში 100 მლ გადაიხდიდა? რავი ალბათ ფული იშოვება ამ ტრანსფერებით თუარა ასეთ მაზილა და სკამის იგროკში რატო უნდა გადაიხადო 60 მლ? ბარემ ვლაჰოვიჩი ეყიდათ გოლოს ალღო აქვს და დარტყმა იცის, აღარ მოგვიწევდა ახლა ფორვარდებზე ჩალიჩი, ჰოლანდი თავიდანვე ზღაპარი იყო და ლაპორტას ერთერთი ტყუილი.

  • shu1987
    19 აპრ 2022, 08:29

    რქ ტიტულის შანსი დაიკარგა ჩამოკრული ხოარ აქვთ რა სათაურებია ??? ლალიგაში შანსებზე როგორ ლაპარაკობთ სირცხვილია… ხოლო წლებია ვამბობ რომ ის ფეხბურთელები ვინც მხოლოდ მილიონების გამო აგირავებენ ბურთს უნდა წავიდნენ, გუნდი სავსეა ბებრებით ვისაც მამენტ კიდია კიდეც მთავარია საკუთარ კოლოსალურ ხელფასს მიიღებენ, აი რეალი რითიც სჯობნის ნებისმიერს არის მენტალიტეტი რა ასაკისაც არ უნდა იყოს ნებისმიერი მაინც შედეგს დებს რაცარუნდა მსაჯები და ა.შ. მენტალურად სულ სხვა ლეველზე არიან , აი ბარსელონა კიდე წლებია ვერ გამოფხიზლდა და ვერ გამოვიდა ჩაჯმულის მენტალიტეტიდან, 💯 დარწმუნებული ვიყავი წააგებდა გუშინ ბარსა და კომენტარიც კი არ დამიწერია შეგნებულად, კადისი ხო ისედაც ამწარებს ბოლო პერიოდში ხოდა აინტრახტის მერე ესენი არაფრის მომგებები არ იყვნენ ფსიქოლოგიურად არიან ტრაკ.ი ხოდა ამ სეზონში ტიტულის შანსი სადაც იყო იქ გულშემატკივარმა უტირა დედა გუნდს თორე ლალიგა ისედაც და ასედაც წაგებული თემაა.

    ციტატა: VanillaSoul
    ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლა უდიდესი დარტყმა იქნება გუნდისთვის, ისედაც შეზღუდულ სახელფასო ჭერს კიდე უფრო შეზღუდავს ეგ ამბავი და ყველაფერი უნდა ქნან და დადონ მოედანზე, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდნენ. ძალიან ცუდია ეს ყველაფერი, კადისთან არ უნდა წაეგოთ. რავიცი რავიცი, სანაკრებო პაუზის შემდეგ საკუთარი თავის აჩრდილია ბარსელონა. დემბელე კიდე გასაშვებია. ვერავინ და ვერაფერი შემაცვლევინებს აზრს და იმედია გაასხამს ეგ უტვინო მაიმუნი გუნდიდან. გინდა რასისტობაში ჩამომართვით და გინდა არა. რონალდინიო ჩემი საყვარელი ფეხბურთელია და მეძახეთ რასისტი თუ გინდათ, მარა დემბელეს უტვინო დდშვც…

    გეთანხმები დემბელეს თემაში აუცილებლად გასაშვებია , ხოლო გუნდს რაც შეეხება გასაწმენდი, სანაკრებო პაუზა აქ არაფერ შუაშია აღარ აქვთ რამოდენიმე კარგად ჩატარებული თამაშის მერე არაფრის თრაკი და მენტალურად ისევ იმ დონეზე დაეშვა გუნდი სადაც ჩავიმდე იყო, ჩავი ერთადერთია ვისაც ვერ და არ ვადანაშაულებ.

  • VanillaSoul
    19 აპრ 2022, 08:13