ჩავი სიმონსმა ბარსელონადან წასვლის რეალურ მიზეზზე ისაუბრა

ჩავი სიმონსმა ბარსელონადან წასვლის რეალურ მიზეზზე ისაუბრა

მოკლედ
ჩავი სიმონსმა 2019 წელს "ბარსელონადან" წასვლის ნამდვილ მიზეზებზე ისაუბრა. ნიდერლანდელი ფეხბურთელის თქმით, კლუბში მისი არ სჯეროდათ და პსჟ-ში გადასვლა ფულთან კავშირში არ ყოფილა.

ჩავი სიმონსმა “ბარსელონა” 2019 წელს ისე დატოვა, რომ პროფესიონალური კონტრაქტი არ გაუფორმებია, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ტალანტად ითვლებოდა. ნახევარმცველი “პარი სენ-ჟერმენში” გადავიდა და მაშინ ყველა ამბობდა, რომ მან ეს ფულის გამო გააკეთა.

როგორც თავად ფეხბურთელმა The Sports Agents-თან ინტერვიუში განმარტა, ამ მოსაზრებას რეალობასთან საერთო არაფერი ჰქონდა:

“მათი მხრიდან ნათელი იყო, რომ ჩემი არ სჯეროდათ. იმ დროს გადავწყვიტე არაფერი მეთქვა, რადგან მხოლოდ მოედანზე ვიყავი კონცენტრირებული. მათ მითხრეს: ‘გვყავს სხვა მოთამაშეები, რომელთა გვჯერა და გვინდა კონტრაქტი შემოგთავაზოთ, მაგრამ არ ხარ იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც რეალურად არიან პროექტში’. ჩემთვის გადაწყვეტილება ნათელი იყო. ხალხმა არ იცის, თუ რა მოხდა რეალურად, მათ აქვთ ის მოსაზრება, რაც მოისმინეს, მაგრამ ნამდვილი ისტორია ესაა.”

ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა კატალონიურ კლუბში გატარებული წლებიც გაიხსენა და დასძინა:

“იქ მთელი ცხოვრება გავატარე. სხვადასხვა სიტუაცია გამოვიარე, ყველაფერი იქ განვიცადე, მთელი ჩემი ბავშვობა იქ იყო, ამიტომ კლუბი მიყვარს. ყველაფერმა, რაც მაშინ გავრცელდა, გული მატკინა მეც და ჩემს ოჯახსაც. საქმე მარტივად იყო: მათ იმ მომენტში უბრალოდ სხვა ბიჭები ამჯობინეს და ჩემთვის ეს ნორმალური იყო. 16 წლის ასაკში მქონდა ‘პარი სენ-ჟერმენის’ ძალიან კარგი პროექტი, ვვარჯიშობდი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებთან, ამიტომ გადაწყვეტილების მიღება მარტივი იყო.”

სიმონსმა პარიზში მიღებულ გამოცდილებაზეც ისაუბრა, სადაც ვარსკვლავებთან ერთად უწევდა თამაში:

“როდესაც მეგობრები მეკითხებიან, ვეუბნები, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც კი ოდესმე მიმიღია. ხალხი შეიძლება ამბობს, რომ არ ვთამაშობდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემს გვერდით იყვნენ ნეიმარი, მესი და მბაპე. ასე რომ, ნამდვილად რთულია, რადგან მათ ყოველ მატჩში თამაში სურთ, მაგრამ ეს იყო საუკეთესო გამოცდილება, რაც შეიძლებოდა მქონოდა, რადგან მათგან ბევრი რამ ვისწავლე.”

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (6)

დატოვე კომენტარი

  • Tiki-Taka
    Tiki-Taka ახალბედა
    26 ივლ 2026, 14:59

    ამის აგენტი რაიოლა იყო მარტო მაგიტომაც შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ფულზე გაიყიდა მითუმეტეს პსჟ-ში გადასვლით. აწი ირბინოს აიაქსში და ტოტენჰემში ვერაფერს მიაღწევს კარიერაში.

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    26 ივლ 2026, 14:08

    ბართომეუ იყო მაშინ პრეზიდენტი, რომელიც ფსონს +100🍋 ნაყიდ ფეხბურთელებზე დებდა

    • Cule cule
      Cule cule ახალბედა
      26 ივლ 2026, 14:19

      არ გიხაროდა? ფორმის პიკში კოუტინიო ვიყიდეთ გრიზმანი დემბელე უმტიტი არდა თურანი ლუის სუარესი ძაან ბევრი ვარსკვლავი იყიდა არ გაამართლეს და მაგას ნუ მივაწერთ იმ ნაბო@ვარს კი ბაზარი არაა კლუბს დედა უტირა მარა ფეხბურთელებს ყიდულიბდა მაინც დღეს კი რახდება?

      • Barca for life
        Barca for life ვეტერანი
        26 ივლ 2026, 15:28

        😂😂😂😂
        მაგ ნაყიდების გამო ხო არაა შემთხვევით 6 წელი ქვესკნელში რომ ვართ და ვეღარავის ვერ ვიმატებთ სერიოზული ფინანაური მახინაციების გარეშე?!😂
        ეგ ფული ხეზე კი არ იზრდებოდა..
        არ გაამართლეს არა იხვის ტოლმა.
        მაგ პერიოდში მესის რო 10იანზე გადასვლა მოუნდა და ამ დროს გრიზმანი და კოუტინიო ორივე 10იანი რომ მოუყვანს, მესისთან პაექრობაში არ გაამართლებდნენ აბა რას იზამდნენ??? დაარბენინებდნენ მარცხენა ვინგზე ან 8იანზე და ეგონათ ეგრეა ფეხბურთი მოწყობილი რო ყველგან ითამაშებდნენ.
        ის მაინც თუ იცი ალექს სონგი როგორ მოიყვანეს, ერთი გაეცანი რას ყვება თვითონ ფეხბურთელი და მარტო მაგით ამოხსნი მთელს ბართომეუს საფეხბურთო აზროვნებასა და პოლიტიკას.
        ფეხბურთი ეგრე არ მუშაობს!
        სახელები არაა ფეხბურთი!
        კარგ სახელს რომ გაიგებ და გუნდში მოათრევ იმაზე ხო უნდა დაფიქრდე რაში გჭირდება, როგორ ჩადება სისტემაში, მწვრთნელს უნდა თუ არა, რაში უნდა და ა.შ.
        აი ამ ყველაფერს რო არ კითხულობდნენ ეგ ნაგვები ზუსტად მაგიტო გაკოტრდა გუნდი და ბარსას ფანი რომ ამდენი წლის მანძილზე ამას ვერ გააცნობიერებს ესე იგი რაღაცაშია პრობლემა..

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    26 ივლ 2026, 13:34

    პარისზში თორე ისე გაიბრწყინე რას ამბობ რაა თავიდან ბოლომდე მარკენტინგი იყავი ოჯახისთვის დიდი მაყუთიც ჩაიდეს აბა 16 წლის ბავშვს ვინ გაუშვებდა პარიზში თუბარა ფული? ბარსამ არ დაგიკმაყოფილა შენი ხუშტურები და შენ8 ნებით გააჯვი თორე არც არავის გაუგდიხარ