მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შეყოვნდი წამო, ხარ მშვენიერი!

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შეყოვნდი წამო, ხარ მშვენიერი!

მორიგი სამი ქულა, მორიგ ცენტრალურ მატჩში,”ბარსა” მეორე ადგილზე აღზევდა, დაიწყო მადრიდის “რეალის” ოფიციალური დევნა. დისტანცია დიდია, თუმცა, ფსიქოლოგიური უპირატესობა ჩვენს მხარეს არის, გარდა ამისა, “რეალს” შუა კვირაში უფრო რთული მატჩები ელის, ვიდრე “ბარსას”. ყველაფერი შესაძლებელია. 

სხვაობა პოტენციური 9 ქულაა. “ბარსას” ერთი მატჩით ნაკლები აქვს ლიდერთან და ჩამოტოვებულ გუნდებთან შედარებით, ამჟამად “სევილიასა” და “ატლეტიკოსაც” 57 ქულა აქვთ, მაგრამ, ჩავის გუნდი ისეთ ფორმაში შევიდა, რომ იმ გამოტოვებულსაც ჯიბეში ჩაიდებს. 

სტადიონი გაივსო! მაყურებელი დაბრუნდა, ის ძირძველი ფანები დაბრუნდნენ, რომელთაც გული ჰქონდაც აცრუებული, ახლა კი ახალ საფეხბურთო რევოლუციას ადევნებენ თვალყურს. ეს ჯერ სახურავი არ არის, ჯერ მხოლოდ საძირკველია. ჩავის კი ეტყობა, რომ დიდებული არქიტექტორია. რა თქმა უნდა, იმასაც გააჩნია შენების პროცესში რა მასალით მოამარაგებენ, თუ ისე გაისარჯნენ შემკვეთები როგორც ზამთარში, მაშინ რაღაც საოცრებას ვიხილავთ, რაღაც საგრადა ფამილიას მსგავს შედევრს, ჩავი კი ფეხბურთის გაუდი გამოდის! 

შემადგენლობა

ამჯერად სურპრიზები არ ყოფილა. ყველა მოსალოდნელი, ყველა თავის ადგილზე. თითქოს ჩამოყალიბდა ძირითადი შემადგენლობა, მიუხედავად კარგი თამაშისა, ერიკ გარსია სკამს დაუბრუნდა, მიუხედავად უდიდესი პოტენციალისა გავიმ ჯერჯერობით დათმო კონკურენცია დე იონგთან, ბოლო მატჩებში ასე ჩანს, თუმცა, ყველაფერი წინ არის, როგორც ლუის ენრიკე, ისე ჩავი, რა თქმა უნდა, პედრი-გავის დუეტზე ფიქრობენ. შეტევაში კი დემბელემ დაიმკვიდრა ადგილი და გადასვა ადამა სკამზე. ცენტრალურ მატჩში ასეთი სურათი გვქონდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ფეხბურთელებმა ამ დროისთვის ბრძოლა ძირითადისათვის მოიგეს. 

არ გამიკვირდება, რომ “აინტრახტთან” გარსია ვიხილო. რა დიდი წინასწარმეტყველება ამას უნდა, ალვესისა და დესტის არყოფნაში, რა თქმა უნდა, გარსია პირველი ვარიანტია ძირითადისთვის. ასევე, ევროპა ლიგაზე ველი გავის და კარგად დასვენებულ ადამა ტრაორეს. ესეც გრძელი სკამი. ყველაფერი რიგზეა. 

პირველი ტაიმი

არ იყო გასაგიჟებელი ტაიმი, მაგრამ, ბევრი რამ არის გამოსაყოფი, მაგალითად დაცვის იდეალური თამაში. მეორე ტაიმში იყო შეცდომები, ალვესის ფეხის დაცდენა, არაუხოს ფეხის დაცდენა, შტეგენის ხელიდან გავარდნილი ბურთი, აი, პირველ ტაიმში ყველამ იდეალურად ითამაშა. ცენტრიან-ფლანგიანად უმაღლესი კლასი აჩვენეს. 

ნახევარდაცვაში გამოსაყოფი იყო პედრი, ლამაზი თამაშით, გადასარევი პასებითა და გასაოცარი აზროვნების უნარით, გახსოვთ ჩვენი პირველი შეფასება, როცა პედრი “ბარსაში” გადმოვიდა? ნათელი გონება, ცოცხალი თავი, ასაკისთვის შეუფერებელი აზროვნების უნარი. რაც მთავარია ყველა შეთანხმდა, ავტორებიან-მკითხველიანად, იშვიათად ხდება ასეთი ამბავი, პედრიმ კი შეგვათანხმა, რადგან, ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. 

ფერან ტორესმა და დემბელემ ჩვეული მატჩი ჩაატარეს, ერთმა ბევრი მომენტი გააფუჭა, მეორემ კარგად ითამაშა, მაგრამ ბევრი ბრაკი ჰქონდა მარტივ სიტუაციებში. უკვე მივეჩვიეთ. ტრადიციად იქცა. მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომენტების უმრავლესობა მათ შექმნეს, ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე. 

ერთი კარგი მომენტი ჰქონდა ობასაც, რთული სიტუაციიდან კარგად დაარტყა და მეკარემ აჯობა. პირველ ტაიმში კი გამაკვირვა, სულ მცირე ოთხჯერ აართვა ბურთი მოწინააღმდეგეს, ამას აუცილებლად გამოვიტანთ ვიდეოანალიზში, ოთხი ართმევა ხანდახან მცველებს არ აქვთ, არათუ ფორვარდებს. პრესინგზე მუშაობაც ამას ჰქვია. 

კიბატონო, იდეალური ტაიმი არ ყოფილა, მაგრამ, ასეთი რანგის მატჩებისთვის საკმარისი მომენტი შეიქმნა იმისათვის, რომ გოლი გასულიყო. მე მაინც დე იონგის მომენტს გამოვყოფდი, დემბელემ იდეალურად ჩააწოდა და ნიდერლანდელმა ვერ შეძლო ზუსტად დარტყმა, ასეთ მომენტებს უნდა ვიყენებდეთ, მისი მოგვარე უეჭველად შეაგდებდა. 

მეორე ტაიმი

ჩავის სიტყვაც და ხელიც დაეტყო “ბარსას” თამაშს, ბევრი რამ გამოსწორდა, პირველ რიგში სათამაშო ტემპი, შეტევებიც უფრო გააზრებული იყო, თუმცა, ერთი პრობლემა მაინც უცვლელი დარჩა, რატომღაც კარში იშვიათად ურტყამდნენ, გაგახსენებთ დემბელეს მომენტს, როცა მცველი ძალიან მაგარი მოძრაობით ჩამოიტოვა და მერე რატომღაც პასის გაკეთება გადაწყვიტა, და პედრის ბრწყინვალე გარღვევას ფლანგიდან, როცა მანაც პასის გაკეთება მოინდომა, არადა, ორივე შემთხვევაში დარტყმას ითხოვდა მომენტი, ასეთი ლამაზი მოძრაობების მერე მთელი სტადიონი და საფეხბურთო სამყარო დარტყმას ითხოვს! 

ჰოდა, დაარტყა! 

კიდევ ერთი შედევრი დაიხატა. დიდებულ ამბავს ვადევნებთ თვალყურს, ბედნიერებაა, რომ ეს დასაწყისია, მესის შემხედვარე ცოტა სევდა შემოგვეპარა, იმიტომ, რომ ბოლოშია გასული, მთავრდება აქამდე გაუგონარი ისტორია, პედრი კი ახლა იწყებს შედევრების შექმნას, მატჩიდან მატჩამდე ეს სიამოვნება წინ გვაქვს, ყოველ შეხვედრაში ზღაპრული ამბავი იწერება. 

რა თქმა უნდა, ძალიან ჰგავდა “გალასთან” გატანილ საოცრებას, ახლა არ დავიწყებ იმის გარკვევას რომელი სჯობდა, ეჭვი მაქვს აზრები გაიყოფა, მე კი არც მიფიქრია შედარება, ორივე გადასცდა იმ ზღვარს, რომლის მერეც შედარებას აზრი ეკარგება, ამის იქით აღარაფერია. 

უკვე საკუთარ სტილშიც მოთავსდა, პედრის საფირმო პაუზა, როგორც წინაზე აღვნიშნეთ, – ლიონელ მესის სახელობის შეყოვნებული წამი. “შეყოვნდი წამო, ხარ მშვენიერი”, – გვითხრა დიდებულმა გერმანელმა პოეტმა და ასე შეაყოვნა პედრიმ, გააჩერა, შეანელა, დაგვამახსოვრა, აღბეჭდა ჩვენს გონებაში და დაუტოვა ისტორიას. 

კარპე დიემ, – დავიჭირეთ!

მაინც საიდან მოდის ეს ნიჭი? პაუზის ნიჭი? რეალურად, სწრაფი აზროვნებიდან იღებს სათავეს. პაუზას აკეთებ მაშინ, როცა წინასწარ გაქვს მეტოქის მოძრაობა განსაზღვრული, გაკეთებული პაუზა და მეტოქის ამოცნობილი მოძრაობა დროში ერთმანეთს ემთხვევა, მერე კი აკეთებ იმას, რითიც უკვე წინ ხარ. ყველა პაუზა გონების თამაშია. ამ თამაშში კი პედრის ბადალი არ ჰყავს. 

დარტყმას არ ვუკარგავ, ბრწყინვალე დარტყმა იყო, რივალდოს სტილში, დაბალი, ძლიერი, უკიდურეს კუთხეში.. მშვენიერება! 

ესეც ასე, რაღა მოგვაწყენს?! 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (16)

  • me da barca
    04 აპრ 2022, 16:24

    ციტატა: nika 54
    თუ ისე გაისარჯნენ შემკვეთები როგორც ზამთარში, მაშინ რაღაც საოცრებას ვიხილავთ, რაღაც საგრადა ფამილიას მსგავს შედევრს, ჩავი კი ფეხბურთის გაუდი გამოდის!
    მშვენიერი შედარებაა ფეოლა, ოღონდ ერთი მაფიქრებს საგრადა ფამილია უკვე ასი წელია შენდება, პერერივებით მაგრამ მაინც. და დამთავრებაც ამ ათწლეულში შეიძლება ვერ მოესწროს. იმედია ჩავის ამდენი დრო არ დაჭირდება. კარგად და თან სწრაფად აი ეს გვაწყობს.


    შენ გიყვარს სხვისი შეცდომების დაფიქსირება.
    შეცდომაა ,,პერერივებით", სწორია ,,შესვენებებით". საკუთარს, ქართულს მივხედოთ და არ გამოვიყენოთ ფაშისტების ენა.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    04 აპრ 2022, 14:35

    მშვენიერი სტატიაა,არ მიკვირს 😍

  • Mariam Gviniashvili
    04 აპრ 2022, 14:00

    ციტატა: gecheche
    Davita,
    სკამზე არავინ დააჯენს ტორესს იდეალურად ჯდება ჩავის სქემაში ეგეთი ფეხბურთელი ჩავის მსაგვსი ფილოსოფიის მქონე მწვრთენებს მოწონთ გოლების გატანა არაა ფეხბურთი მარტო ანსუ ფატიც რო დაბრუნდეს მაგას მაინც არ დააჯენს სკამზე და გოლების გატანას რაც შეეხება გაიტანს არსად დაიკარგება დრო ბევრიაწ მაგისთვის

    La Pulga10,
    მაგ შანსებს რო ქმნის მისი დამსახურებაა მაგრად გადაადგილდება მოედანზე მაგას ნიჭი უნდა ვერ ისწავლე ეგრე სწორად გადაადგილებას გოლებსაც გაიტანს შემდეგ სეზონში მგონია რო ძაან ბევრ გოლს შეყრის ან თუარადა ასისტები მაინც ექნება თუ ჰოლანდი მოვა და ფატიც ჩადგება ფორმაში


    გეთანხმები. ინძაგიც ეგრე იყო . ერთი შეხედვით ვითომ არაფერი ფეხბურთელი ნუ გამორჩეული არ იყო ვარსკვლავებს არ წყვეტდა მაგრამ რაც ქონდა ქონდა იცოდა ზუსტად სად უნდა ყოფილიყო რომ გაეტანა ეგ ნიჭია მაგას ყველა ვერ აკეთებს მხოლოდ პროფესიონალები . ასეა ტორესიც კარგად მოძრაობს და იხსნება.

  • nika 54
    04 აპრ 2022, 13:09

    თუ ისე გაისარჯნენ შემკვეთები როგორც ზამთარში, მაშინ რაღაც საოცრებას ვიხილავთ, რაღაც საგრადა ფამილიას მსგავს შედევრს, ჩავი კი ფეხბურთის გაუდი გამოდის!
    მშვენიერი შედარებაა ფეოლა, ოღონდ ერთი მაფიქრებს საგრადა ფამილია უკვე ასი წელია შენდება, პერერივებით მაგრამ მაინც. და დამთავრებაც ამ ათწლეულში შეიძლება ვერ მოესწროს. იმედია ჩავის ამდენი დრო არ დაჭირდება. კარგად და თან სწრაფად აი ეს გვაწყობს.

  • gecheche
    04 აპრ 2022, 12:03

    ტორესს ლა ლიგაში 9 თამაშიაქ ჩატარებული და 4 გოლი და 3 ასისტიაქ კი მეტიც შეუაძლია მარა მაინც შედეგიანია რამდებიც არ უნდა აცილოს მაინც გააქ ასევე ევროპა ლიგაზე 4 თამაშში 1 გოლი და 2 ასისტიაქ ასეთი სტატისტიკა ქონდა ნეიმარს პირველ წელს მთლიან სეზონში საშუალოდ თამაშების რაოდენიობია მიხედვით ტორესი კოდე 3 თვია მოსოლია ასე რო შენდეგ სეზონში უფრო მოიხოდება

  • gecheche
    04 აპრ 2022, 11:21

    Davita,
    სკამზე არავინ დააჯენს ტორესს იდეალურად ჯდება ჩავის სქემაში ეგეთი ფეხბურთელი ჩავის მსაგვსი ფილოსოფიის მქონე მწვრთენებს მოწონთ გოლების გატანა არაა ფეხბურთი მარტო ანსუ ფატიც რო დაბრუნდეს მაგას მაინც არ დააჯენს სკამზე და გოლების გატანას რაც შეეხება გაიტანს არსად დაიკარგება დრო ბევრიაწ მაგისთვის

    La Pulga10,
    მაგ შანსებს რო ქმნის მისი დამსახურებაა მაგრად გადაადგილდება მოედანზე მაგას ნიჭი უნდა ვერ ისწავლე ეგრე სწორად გადაადგილებას გოლებსაც გაიტანს შემდეგ სეზონში მგონია რო ძაან ბევრ გოლს შეყრის ან თუარადა ასისტები მაინც ექნება თუ ჰოლანდი მოვა და ფატიც ჩადგება ფორმაში

  • Davita
    04 აპრ 2022, 11:07

    ყველა კარგი იყო გარდა ტორესისა, ეს უკანასკნელი აშკარად ნაცნობობის გამო დგას ძირითადში, მის ადგილას ლ.დეიონგი რომ დააყენოს ჩავიმ ბევრად მეტს შეყრის. იმედია ფორვარდს მოიყვანენ ვინმე ცივსისხლიანს და ამ კუანა ტორესის იმედად არ დავრჩებით, ლაპორტამ კეთილი ინებოს და როგორც შეიტენა ეს მაზილა ის მოიშოროს

  • გუტი1992
    04 აპრ 2022, 11:06

    ბიჭებს გაუმარჯოს, გილოცავთ პირველ რიგში მოგებას, ასეც ვფიქრობდი, მეგინა რომ უფრო დიდი სხვაობით მოიგებდა ბარსა მაგრამ არაუშავს, მთავარი შედეგია. რამოდენიმე ტურის წინ კალენდარს რომ ჩავხედე ეგრე ვთქვი რომ ბარსა-სევილიის თამაშის მერე ბარსა გადავიდოდა მეორეზე და სევილია დაუბრუნდებოდა თავის კუთვნილ მეოთხე ადგილს და სწორედ ასე მოხდა. რაც შეეხება პედრის, უკლასესი ბიჭია, თან ჯერ რა პატარაა და როგორ პროგრესირებს. ასე თუ გააგრძელა და განაგრძო პროგრესი, ჩათვალეთ მომავალი ინიესტა ეზრდება ბარსას. მე პირადად ძალიან მომწონს. ჩვენს საიტზე რომ შეხვიდეთ კიდე, ჰალაზე, იქაური ბავშვები პედრის გაპიარებულ ბავშვს უძახიან, რაც უცოდინრობის პიკია ჩემი აზრით. როგორ შეიძლება კამავინგა გუნდში გყავდეს კამავინგა, ის მოგწონდეს და იძახდე მომავალიაო და პედრიზე ამბობდე გაპიარებულიაო. ბაგა ბაღია მართლა, რას არ წაიკითხავ იქ . რავი ვფიქრობს ეს რეალი არც სევილიასთანნ და არც ატლეტიკოსთან გასვლაზე არაა მომგები და ლა ლიგის დაძაბული ფინიში გველოდება დარწმუნებული ვარ.

  • La Pulga10
    04 აპრ 2022, 10:32

    ისე ფერან ტორესს მართლა იმდენი,რომ გაჰქონდეს,რამდენ შანსსაც ქმნის პირველი კაცი იქენბოდა.

  • Temo Devadze
    04 აპრ 2022, 10:19

    ციტატა: GÍØ
    ❤️როგორც ყოველთვის დიდებული ხარ ფეოლა❤️


    კაცურად რა ფოტოც გიყენია მოაშორე რა 😃😂

  • Nika92
    04 აპრ 2022, 09:54

    როგორც ყოველთვის ძალიან კარგი სტატია იყო მადლობა ამისთვის.ისე ფატის როარ ქონდეს აღებული მესის ათნომრიან მაისური დღევანდელ ბარსაში კიარა მომავლის ბარსაში იმის გათვალისწინებით ვის მოყვანასაც აპირებ ერთადერთი პედრია რომელსაც ულაპარაკოდ ეკუთვნის მაგ მაისურის და ნომრის ტარება

  • C.PC5
    04 აპრ 2022, 09:48

    პედრი ნელნელა ყალიბდება დიდი მატჩების გმირად❤️✊

  • La Pulga10
    04 აპრ 2022, 09:36

    პედრიმ ესე თუ განაგრძო,რაღაც სასწაული დადგება მისგან.ოდნავ ფიზიკურად მოიხოდოს კიდევ და უფრო თავდაჯერებული გახდეს.ფატიც იქნებ აღარ დაიტრამვოს და გვეყოლება მომავალში სამი ბარსელონელი ოქროს ბურთისთვის მებრძოლი,როგორც მესი,ინი,ჩავი.ის მესამე ვინ იქნება,რავიცი.იმედია ჰოლანდი.ჰოლანდი,ფატი,პედრი.ოქროს ხალხი.

  • shu1987
    04 აპრ 2022, 08:50

    ჩავის ხელი აშკარად დაეტყოდ დემბელეს თუ რამე მოაბრუნებდა იფიქრებდა ვინმე ? ჩააყენა რეჟიმში და თანდათან უმატებს. ნუ სელტასთან რეალის მოგებას თუ გადავხედავთ მსაჯები ყველაფერს გააკეთებენ რეალი პირველზე შეინარჩუნონ ასეთი ქონიათ დაკვეთა, ბარსა ყოველი შემთხვევისთვის თავისას მაინც მოიგებს და თუ იქნა შანსი რატომაც არა.

  • GÍØ
    04 აპრ 2022, 08:36

    ❤️როგორც ყოველთვის დიდებული ხარ ფეოლა❤️

  • riva
    04 აპრ 2022, 04:15

    ხავიბოლი – გადასარევი სახელი შეარქვეს. ნოლზე დასული გუნდი აქამდე ამოვიდა და შესანიშნავია. ყველას მოგვწონს და სიამოვნებას ვიღებთ თამაშით. ბარსა არასდროს ყოფილა მარტო შედეგი, ბარსა მეტია! რომ უყურებ როგორ ამოდიან პრესინგიდან, როგორ ათამაშებენ კედლებს და სამკუთხედებს, როგორ ანაპრალებენ დაცვას… გაჟრიალებს და მატჩის მერე სულ ამ მომენტებზე საუბარი გინდა.

    უყურებ 19 წლის პედრის და ბედნიერი ხარ. ცალკე იმით რასაც უყურებ ცალკე იმით რომ ხავი წვრთნის და არა კუმანი. ობიექტურობისტვის მადლობა კუმანს რომ არმოაჩინა და დააწინაურა ეს ბავშვები მაგრამ მეტი არაფერი მას არ გაუკეტებია. ისევე როგორ ვან გაალმა თავის დროზე ხავი და პუიოლი.

    ერთადერთი რაზეც გული გწყდება ფატია. და იქვე იმედია რომ ახალი ექიმები მასაც განკურნავენ, სადაც დემბელე დააყენეს ფეხზე… მერე კი ხავი სხვა სიმაღლეზე აიყვანს