მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ყველაფერი წინ არის

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ყველაფერი წინ არის

იყო თუ არა პენალტი? საკითხავი აი ეს არის! არადა, საერთოდ არ უნდა კითხვა, უკვე ჩავლილი ამბავია და ჩვენი აზრიც არავის აინტერესებს, მსაჯმა თქვა იყოო, VAR-მა თქვა მოდი შეამოწმეო, ესე იგი, იქ, ზევით კამერასთან, დაუეჭვებია და ჩაუფიქრებია ხალხი, გაიშვირეს ხელი ნიშნულისკენ და 1:1. 

ეს იყო ერთადერთი მომენტი, რომლის მერეც ფერან ტორესის მისამართით ქება გაისმა, მანამდე 100 თუ არა, 90%-იანი მომენტი უკვე გაცუდებული ჰქონდა, პენალტის მერე კიდე გააფუჭა და გააფუჭა, არადა, ბოლო მატჩებისგან განსხვავებით, ყველაზე აქტიური ამ მატჩში იყო, თუმცა, ამას შედეგი არ მოუტანია, პენალტს ობამეიანგიც გაიტანდა. (ალბათ).

კარგად მენიშნა ის ამბავი, რომ თამაშის მერე ჩაიმუხლა და ცხარე ცრემლით ტირილი სცადა, რაღაც გამოუვიდა კიდეც, ვერ ვიტყვი, რომ გული დამეწვა და ყველაფერი ვაპატიე, მაგრამ, კარგი სანახავია, როცა ხედავ, რომ ფეხბურთელი გაცუდებულ მომენტს, ან, ცუდ თამაშს განიცდის, კარგი სანახავია, როცა ხედავ, რომ მისთვის სულ ერთი არ არის, კარგი სანახავია, როცა მის თვალებში რაღაცას მაინც ხედავ, თორემ, ჩვენ გვყავს ფეხბურთელი, რომელსაც დედამიწის ზურგზე ყველაზე ცარიელი თვალები აქვს და ერთი თვალის შევლებაც საკმარისია იმისთვის რათა დარწმუნდე, – თავში აბსოლუტური სიცარიელეა. 

მოკლედ, უნდა ვაპატიოთ ამ კაცს. სხვაგვარად არ გამოვა. 

ცრემლების ღაპა-ღუპს კი უნდა მოეშვას, ისეთი კაცის ცრემლი გვაქვს ნანახი, იმის მერე სულ რომ გაიხეს შუაზე, წარბიც არ შეგვიტოკდება. 

გოლის შემდეგ, ჯერ კიდევ “კამპ ნოუსა” და სამომავლოდ “Spotify კამპ ნოუს” მახლობლად მიწისძვრა დაფიქსირებულა, ხდება ხოლმე ასე, როცა “ბარსას” განსაკუთრებული გოლი გააქვს, ამჯერად, ეს გოლი დიდად განსაკუთრებული არ ყოფილა, მაგრამ აღნიშვნა გამოდგა განსაკუთრებული, ციცი პაპუნაშვილის წივილ-კივილზე ბებერი “კამპ ნოუს” კედლები შეირხა! 

არ იყო ცუდი მატჩი, ჩემმა მზემ, საერთოდ არ ყოფილა ცუდი. განსაკუთრებით მაგარი გამოდგა ბოლო წუთები, როცა მომენტი მომენტზე იქმნებოდა. დემბელეს გამოსვლას სტვენით შეხვდნენ, დაიმსახურა და ასეთმა დახვედრამ ალბათ დათრგუნა კიდეც, თუმცა, არ გამოვრიცხავ რომ საერთოდ ვერ მიმხვდარიყო სტადიონი ვის უსტვენდა. აი, როცა სტვენა მიწყნარდა, მერე მანაც დაიწყო თამაში და მაგრად გაილაღა. რაც ყველაზე მთავარია, დაწყებულ შეტევებს აზრიანად აგრძელებდა, თითქოს გაბრაზდა, რომ ადამამ სწრაფადვე მოიპოვა გულშემატკივრის სიყვარული და ახლა უნდა დაამტკიცოს, რომ მასზე უკეთესია. დემბელეს კონკურენცია ყოველთვის აკლდა, ეს ხელმძღვანელობის ბრალია, მოიყვანეს კლუბში და პირდაპირ ნეიმარის ადგილი შესთავაზეს, თუმცა, მასთან მიმართებაში იმდენი პრობლემა იყო რომ ახლა გახსენებაც არ ღირს. 

სტვენით კი დემბელემდე პატრიკ კლუივერტისთვის დაუსტვენიათ, ფანებმა სიმხდალეში დაადანაშაულეს, ბრძოლაში არ შედის და ფეხებს უფრთხილდებაო, ეს პატრიკის ბოლოს წინა სეზონში მოხდა, “კამპ ნოუზე” ჩატარებულ მატჩში, “ვალენსიას” წინააღმდეგ, კლუივერტმა გაიტანა, მაგრამ “ბარსამ” წააგო, ვერც ნიდერლანდელი გადარჩა და ვერც კლუბი. ყოველთვის ძალიან უსიამოვნოა, როცა ფანები თავისივე ფეხბურთელს უსტვენენ, მაგრამ, დემბელემ ნამდვილად დაიმსახურა, ოდნავ მაინც თუ უნდა ღირსეული სახელი დატოვოს, მაშინ, ტიტულით უნდა წავიდეს, ამ შემთხვევაში რაღაცებს კიდევ აპატიებენ, ტიტულის შანსი კი მხოლოდ ევროპა ლიგაზეა. 

კარგად შემოვიდა. კარგი მატჩი ჩაატარა. 

“ბარსელონას” ოლე გუნარ სულშერს სულ ცოტა დააკლდა მორიგ შედევრამდე, ლუკ დე იონგი აბსულუტურად ღირსეული პიროვნება გამოდგა, თავმოყვარეობა აქვს ამ ხალხს, ლუკსაც და ბრეითუეიტსაც, ძალიან ბევრს ხუმრობდნენ და ჩვენც ვხუმრობდით მათზე, მაგრამ, ორივემ მაქსიმუმი გაიღო, ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვიტავთ, მაგრამ, სარგებელი მოაქვთ. ბრეითუეიტი აღარც გვახსოვს, სამაგიეროდ, ლუკი ჩავის ჯოკერია, სტაბილურად აძლევს ბოლო წუთებს და ესეც რაღაცას ყოველთვის აკეთებს. 

“კმაპ ნოუზე” ასეთ დარტყმებს პატივს სცემენ. პირველი რივალდო გაახსენდება კაცს, მერე რონალდინიო, სუარესი, სონი ანდერსონი, პედრო და ა.შ. 

ვნახეთ როტაცია ნახევარდაცვაში. ვნახეთ ნახევარდაცვა ბუსკეტსის გარეშე. პოზიციურად მისი შეცვლა ძალიან რთული ამბავია. ადრე თუ გვიან მოგვიწევს, ამიტომ, ჯობია ადრევე დავიწყოთ ფიქრი ამაზე. 

კარგი მატჩი ჰქონდათ ახალგაზრდებს, მიუხედავად იმისა, რომ პედრის ძალიან ბევრი წუნი ჰქონდა, შეუფერებლად ბევრი, მომენტებში მაინც გასაოცრად ითამაშა. საკმარისი არ არის ამ დონეზე, მაგრამ, ჩანს, რომ დიდი ფეხბურთისკენ დგამს ნაბიჯებს. არც ის არის დასავიწყებელი, რომ თინეიჯერებმა და “ნაპოლის” ფეხბურთელებს ბურთი მოპარეს. ფაქტია, რომ ასეა. 

გაშვებულ გოლს რაც შეეხება, ციცისგან ზეპირი გადმოცემით ვიცით, რომ ჟორდი ალბას ამ დრომდე ეძებენ, სადღაც სარეკლამო ბანერებს მიღმა გადავარდნილა და გაუჩინარებულა. გამწარებულმა და დახვრეტილმა ტერ შტეგენმა კი ხელი ჩაიქნია, გინდ მოსულა და გინდ არა, დაცვაში მაგის ყოფნას არანაერი აზრი არ აქვსო. 

დასანანი გოლი იყო. “ნაპოლი” არ არის ის გუნდი, რომელმაც “ბარსა” უნდა გააგდოს. თუნდაც, ასეთი ფორმაციის “ბარსა”. 

აქვე აღვნიშნავ, რომ პრესინგზე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, განსაკუთრებით ობამეიანგმა. 

მომდევნო მატჩში კი წესით და რიგით, ქართული კვირეული უნდა გაგრძელდეს, ამჯერად მამარდაშვილს ველით მეტოქის კარში.  

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (26)

  • nika 54
    18 თებ 2022, 18:10

    არც შტეგენი არ ბრწყინავდა მაინც და მაინც. ყოველი მაგის პასზე გული მიჩერდებოდა. აუხსნან რო მეკარეა და ნუ გონია თავი პლეიმეკერი.

  • RiquiPuig
    18 თებ 2022, 16:26

    ციტატა: Gigi
    შენ თვითონ იძახი შეცდომა არ დაუშვიაო და მიუხედავად ამისა მაინც უნდა ასხა დე იონგს არა? ეტყობა მაგრად გაგიტყდათ დე იონგს რო სახე არ ააძრეს გუშინ როგორც ბუსკეცს ახვევენ ყოველ თამაშში უფრო არგუმენტირებულად მაინც შეძლებდით დასხმას არა ბიჭო რად გვინდა დე იონგი საყრდენად რომელიც შეცდომას არ დაუშვებს უკეთესია ვუყუროთ ყოველ მატჩში ბუსკეცი როგორ იტყლარწრბა ბურთს როგორ კარგავს და სწრაფ კონტრშეტევაზე რო გადმოდის მოწინააღმდეგე ეგ ბალახზეა გაშხლართული და გამოს.რებული სახით უყურებს მსაჯს ჯარიმის მოლოდინში კი მადლობა ბუსკეცს იმისთვის რაც გაუკეთებია გუნდისთვის თავის დროზე მაგრამ მორჩა ჩაიარა მაგის მატარებელმა


    თუ მე მომმართავ, მე არ მითქვამს შეცდომა არ დაუშვია თქო, პირიქით. და არავის არ ვასხავ, იმას ვამბობ რაცაა რეალურად. არაფრის მაქნის 80 მილიონიან კაცს ამართლებთ სამი წელია, რომელიც მუდმივად ძირითადშია და უდიდეს ხელფასს იღებს. ადამა ტრაორემ იმაზე მეტი გააკეთა სამ მატჩში, რაც დე იონგმა მთელი თავისი ბარსელონური კარიერის განმავლობაში.

  • rivaldo80
    18 თებ 2022, 16:20

    ციტატა: Barca1980
    ალბათ ფრენკს ერთ-ერთი დამცველი ვარ და ვიყავი ყოველთვის , მაგრამ ბოლო ორი თამაშის ორ ეპიზოდს თუ განვიხილავთ , არ შეიძლება ასეთი ინერტული იყო მოედანზე : 1 ესანიოლთან შტეგენის პასზე , უბრალიდ უყურებდა როგორ მოფრინავდა ბურთი , ორი ნაბიჯი რომ გაეკეთებინა უკან , შესაძლოა ასე თავისუფლად ვერ დაეწყო ესპანიოლს საგოლე შეტევა . ისევ ესპანიოლთან გავის მომენტის დროს , გაუქმებულ გოლზე , უბრალოდ რა უნდოდა იმ პოზიციაზე ვერ ავხსენი და კი გაიყვანა ჩავიმ მაშინვე და ბოლოს , გუშინდელი გოლის დროს , უბრალოდ გადაახვიეთ და უყურეთ , როგორ შეჰყურებს გაშეშებული ჯერ დარტყმის მომენტს და მერე დამატებას . არ ვიცი რა დაემართა ფრენკის , უბრალოდ დაიკარგაა , აჩრდილივით დადის მოედანზე . კიდევ აქვს დრო სეზონის ბოლომდე და თუ არაფერი შეიცვალა , გაუშვებს ჩავი უეჭველი .


    💯 გუშინდელ გოლზე როგორ დგას და უყურებს სასაცილოა.მე მგონია რომ მაგას წასვლა უნდა

  • Barca1980
    18 თებ 2022, 14:43

    ალბათ ფრენკს ერთ-ერთი დამცველი ვარ და ვიყავი ყოველთვის , მაგრამ ბოლო ორი თამაშის ორ ეპიზოდს თუ განვიხილავთ , არ შეიძლება ასეთი ინერტული იყო მოედანზე : 1 ესანიოლთან შტეგენის პასზე , უბრალიდ უყურებდა როგორ მოფრინავდა ბურთი , ორი ნაბიჯი რომ გაეკეთებინა უკან , შესაძლოა ასე თავისუფლად ვერ დაეწყო ესპანიოლს საგოლე შეტევა . ისევ ესპანიოლთან გავის მომენტის დროს , გაუქმებულ გოლზე , უბრალოდ რა უნდოდა იმ პოზიციაზე ვერ ავხსენი და კი გაიყვანა ჩავიმ მაშინვე და ბოლოს , გუშინდელი გოლის დროს , უბრალოდ გადაახვიეთ და უყურეთ , როგორ შეჰყურებს გაშეშებული ჯერ დარტყმის მომენტს და მერე დამატებას . არ ვიცი რა დაემართა ფრენკის , უბრალოდ დაიკარგაა , აჩრდილივით დადის მოედანზე . კიდევ აქვს დრო სეზონის ბოლომდე და თუ არაფერი შეიცვალა , გაუშვებს ჩავი უეჭველი .

  • gecheche
    18 თებ 2022, 14:28

    პავლოვიჩი56,
    წადი ბიძია აღარ უყურე ფეხბურთს რა ჩავი ლენჩი თუ იცი საერთოდ რას ბოდიალობ გარტყმაში არ ხარ გეტყობა ფეხბურთის და ჯობია არ უყურო საერთოდ ასეთ უაზრობა კომენტარს მაინც არ გააკეთებ ჩავი ყოფილა ლენჩი და შენ ხარ მაგარი ფეხბურთში 😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂😂

  • Moriba
    18 თებ 2022, 13:44

    ციტატა: პავლოვიჩი56
    არ მოგწყინდათ ეს მიედ-მოედი და რაღაც სულელური ოცნებები-იმედი???!!! მკვდარია ბარსა…მკვდარი.გაცოცხლებისთვის საწიროა:
    1. ინტრიგანი პიკეს "მეთაურობით" ყველე ბებერის გაგდება.
    2.ლაპორტა და მისი ბანდა უნდა წავიდნენ.+ეს აბსოლიტურად ლენჩი ჩავი.
    3. დემბელეს ,რომ გუნდი გაიჩერებს, იქ ღირსებაზე საუბარი ზედმეტია…


    ჩავი ლენჩი? 😂😂😂😂😂😁😂😂😂😁🥺😁😁😂😁😁😁😀😁😀😁😀😁😀😁😀😂😀😂😀😂😀