კეთილი იყოს შენი დაბრუნება

კეთილი იყოს შენი დაბრუნება

დიდი ადამა მოსულა! 

როცა “ბარსადან” წავიდა ჯერ კიდევ პატარა იყო. ყველანაერად პატარა. ახლა სიგრძე და სიგანე ერთი აქვს. ხომ გახსოვთ ის ლეგენდა, ბრიუს ლის რომ გული კუნთად გადაექცა? ჰოდა, ადამა ტრაორე თავიდან ბოლომდე კუნთად გადაქცეულა. ინტერვიუში უთქვამს ვარჯიში არ მიყვარს, სიმძიმეებს საერთოდ არ ვეკარები, უბრალოდ, გენეტიკურად ვარ ასეთიო. რას არ გაიგებ კაცი… რაღა დაგიმალოთ და არ მჯერა. არც ისე მჯერა, რომ მესი ჯარიმებზე არ ვარჯიშობდა, ასეთი ლეგენდაც ხომ არსებობს? არადა, როგორც კი იღვიძებდა, პირდაპირ მეორე სართულიდან ურტყამდა კარში. 

ადამას ტრანსფერს პოზიტიურად შევაფასებ, უფრო სწორად, მოლოდინი მაქვს ასეთი, თორემ, საბოლოო ჯამში რა გამოვა ამის შეფასება სეზონის ბოლოს მოგვიწევს. ბოლო დროს “ვულვზში” ცოტა მოიწყინა, თითქოს მოტივაციაც დაკარგა, გრანდებთან ჰქონდა მოლაპარაკებები და ყველა ჩავარდა, დარჩა და მოიწყინა. თან ტრინკაუ და სემედუც შეუერთდნენ, ნახა რომ მათზე კარგი ფეხბურთელია და კითხვა გაუჩნდა, ესენი თუ “ბარსაში” თამაშობდნენ, მე რა დავაშავეო, ჰოდა, მნიშვნელოვნად დაიკლო ხელფასი და წამოვიდა. აი, ეს არის “ლა მასია”. ადამა არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც “ბარსამ” აღზარდა, გაუშვა და მერე დაიბრუნა. არ ვიცი შემდეგი ვინ იქნება, სიმონსი, მორიბა, კუბო თუ ვინმე სხვა, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ “ლა მასიელები” დაბრუნდებიან. 

ჯერ კიდევ აკადემიაში მყოფი ადამა მახსოვს, მაშინ სამუელ ეტო’ოს ადარებდნენ და თავადაც მისი დიდი გულშემატკივარი იყო. მერე გაიზარდა და აღმოჩნდა, რომ სულ სხვა ფეხბურთელია და ეტო’ოს არაფრით არ ჰგავს. ახლა მით უმეტეს, მაგრამ სარგებლის მიღება მისგან ნამდვილად შეიძლება. 

სწრაფია, ფიზიკურად ძალიან ძლიერია, კარგი დრიბლინგი აქვს და ძლიერი დარტყმა. კლუბს, რომელსაც ერთ ფლანგზე ფერანი ჰყავს და მეორეზე ადამა, ოთხეულში მოხვედრა არ უნდა გაუჭირდეს. ასე მგონია. ცხრიანი კი კვლავინდებურად პრობლემაა, თუმცა, ტრანსფერებს ისევ ველით. ჩავარდა მორატას ამბავი, ჩავარდა ვლაჰოვიჩის ამბავი, ახლა ჯერი ობამეიანგზეა და დემბელეს წასვლას ველით, რომელმაც მთელ კლუბს სისხლი გაუშრო. 

ადამას “ბარსას” მთავარ გუნდში 2013/14 წლების სეზონში მიეცა შანსი. მცირე დროს აძლევდნენ, მაგრამ თავი ვერაფრით გამოიჩინა, ძირითადად ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე და ლა ლიგა ორში თამაშობდა, გოლებიც იქ გაჰქონდა და საგოლე პასებსაც არიგებდა. მომდევნო სეზონში “ბარსას” შეტევაში ისეთი ტრიო შეიკრა, რომ ადამას ოცნებაც უნდა შეეწყვიტა, მისი ადგილი “ბარსას” სათადარიგოთა შორისაც არ იყო. ვერ გამოდგა ისეთი მაგარი ფეხბურთელი, როგორსაც ელოდნენ. რომელ ეტო’ოზე და კლუივერტზეა ლაპარაკი?! 

ასე აღმოჩნდა პრემიერ ლიგაში, ჯერ “ასტონ ვილა”, მერე “მიდლსბრო”, ბოლოს კი “ვულვზი”. დიდი შედეგიანობით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ, შედეგიანობით არც დემბელე გამოირჩევა. ადამას პრემიერ ლიგაში აფასებდნენ, რადგან დიდი მატჩების ფეხბურთელად ჩამოყალიბდა, ძალიან მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები “სიტისთან”, “ლივერპულთან”, “მანჩესტერთან”, ეს, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, მასზე საუბრობდნენ გვარდიოლა, კლოპი და დანარჩენებიც. პირველ რიგში საუბრობდნენ მის ფიზიკურ მონაცემებზე, რომელიც რაღაც არაადამიანური მუტაციის შედეგია. კი აღვნიშნე, რომ არ მჯერა მისი ფიტნესუმწიკვლობის, მაგრამ, აშკარაა, რომ გენეტიკაც თავის როლს თამაშობს, რა უბედურებაა, მაიკ ტაისონის მიტოვებულ შვილს ჰგავს.  

მომდევნო მატჩში ისეთი ომი გვექნება, ასეთი მხეცი ნამდვილად არ გვაწყენს. იმედი მაქვს თანაგუნდელებსაც განაწყობს ისე, როგორც საჭიროა. მანამდე კი დემბელეს ამბავი გაგრძელდება და ისე ჩანს, რომ ბოლომდე გვაზარალებს ეს არაკაცი, ეს არაგარეწარი, მაგის ჩამომთრევს.. ჩემი გჯერათ? 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (15)

  • me da barca
    30 იან 2022, 15:43

    ერთ მხარეს დგას 105 მილიონიანი და მაღალხელფასიანი ტრავმიანი შლანგი და მეორე მხარეს გროშებად მოსული მიზერულ ხელფასიანი ტანკი. ისმის კითხვა: რითი ჯობია ის შლანგი ამ ტანკს? არც არაფრით. მე მგონი გადაუჯოკრავს და თუ რამდენად ამას მომავალი გვიჩვენებს.
    წარმატებებს ვუსურვებ ტანკს, შლანგს კი მალე გაქრობას ბარსადან.

  • nika 54
    30 იან 2022, 15:18

    "… მანამდე კი დემბელეს ამბავი გაგრძელდება და ისე ჩანს, რომ ბოლომდე გვაზარალებს ეს არაკაცი, ეს არაგარეწარი, მაგის ჩამომთრევს.. ჩემი გჯერათ?
    კი ფეოლა გვჯერავს, რომ დემბელე ბოლომდე გვაზარალებს! ამას ერთ წლის წინ ვამბობდი, როცა პირველად შესთავაზა იუვენტუსმა დემბელეს თავისუფალ აგენტად მისვლა და კარგი ბონუსები. რით ვერ მიხვდნენ რო ამას მუქთად უნდოდა გაქცევა ვერ ვხვდები.

  • Bakero
    30 იან 2022, 15:12

    ციტატა: rivaldo80

    ციტატა: Bakero
    ბარსელონაში ვინც არ უნდა მოვიდეს გნებავთ ვარსკვლავი იყოს გნებავთ ჩვეულებრივი მოკვდავი პირველ რიგში მის წინ აღმართული ფსიქოლოგიური ჩინეთის კედელია და მერე დანარჩენი ყველაფერი გადალახავ შანსი გაქვს ვერ გადალახავ სულ კარგად და ჯანმრთელად იყავი სხვა ნებისმიერ კლუბში


    ნუ ეგ ცალკე მოვლენა რასაც ვუკვირდები ყველაზე რთული ადაპტაცია ჩვენთანა რატომ მაინც ბოლომდე ვერ ამოვხსენი


    ასაკით პატარებს არ ააქვთ ეგ პრობლემა კლუბთან ადაპტაციის ……ძლიერი მენტალიტეტის გარეშე სპორტში ვერაფერს მიაღწევ რამდენი სუპერ ტალანტი გვინახავს და შემდეგ ვერ შემდგარი :(((((( ბევრი ნიუანსია კიდევ გარემო ფაქტორებიდან დაწყებული მაგრამ მთავარი მაინც ისევ პიროვნული თვისებებია (სუბიექტური ვარ რასაკვირველია)

  • shu1987
    30 იან 2022, 15:11

    ამის მოყვანა ამ მდგომარეობაში იყო იდეალური ვარიანტი მითუმეტეს თვითონაც ძაან იჯიგრა ისე უნდოდა დაბრუნება. ეს შეტევაში უფრო მეტს გააკეთებს ერთ თამაშში ვიდრე დემბელე აკეთებდა ათში. პრემიერ ლიგაში საუკეთესო დრიბლიორი იყო ტიპი და ლალიგის გუნდებს ამის გაჩერება ჯარიმის გარეშე გაუჭირდებათ რაც შეტევას კიდე უფრო წაადგება, ასეთი გამქცევი იშვიათად დემბელე ახლოსაც ვერ მივა ამასთან.

    „ვულვერჰემპტონის“ ესპანელი შემტევი, ადამა ტრაორე, რომელიც „ბარსელონაში“ იჯარით გადავიდა, ბოლო 3.5 წლის მანძილზე პრემიერ ლიგაში დრიბლინგში საუკეთესოა.

    OptaJose-ს ინფორმაციით, 2018 წლის ზაფხულის, ანუ სწორედ მას შემდეგ, რაც ტრაორე ინგლისურ გუნდშიგ ადავიდა, მან მეტოქეების მოტყუება 697-ჯერ სცადა და აქედან 484 (69%) მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა.

    ამავე პერიოდში, პრემიერ ლიგაში ამაზე კარგი მაჩვენებელი არცერთ სხვა ფეხბურთლს არ ჰქონია.

    გარდა ამისა, ამ 3.5 წლის მანძილზე ტრაორემ პრემიერ ლიგის მატჩებში ამ 484 წარმატებული დრიბლინგის შემდეგ 40 საგოლე მომენტი შექმნა, რაც 15-ით მეტია იმაზე, ვიდრე მის უახლოეს მდევრებს აქვთ.
    აი სტატისტიკაც და აქ ხალხი არწყევს იმის გამო გოლები ვერ გააქვსო, ყველა მესი არ იქნება რას ვიზამთ. მე მჯერა ამ ბიჭის ბოლო-ბოლო ლამასიელია…

  • rivaldo80
    30 იან 2022, 15:01

    ციტატა: Bakero
    ბარსელონაში ვინც არ უნდა მოვიდეს გნებავთ ვარსკვლავი იყოს გნებავთ ჩვეულებრივი მოკვდავი პირველ რიგში მის წინ აღმართული ფსიქოლოგიური ჩინეთის კედელია და მერე დანარჩენი ყველაფერი გადალახავ შანსი გაქვს ვერ გადალახავ სულ კარგად და ჯანმრთელად იყავი სხვა ნებისმიერ კლუბში


    ნუ ეგ ცალკე მოვლენა რასაც ვუკვირდები ყველაზე რთული ადაპტაცია ჩვენთანა რატომ მაინც ბოლომდე ვერ ამოვხსენი

  • Bakero
    30 იან 2022, 14:43

    ბარსელონაში ვინც არ უნდა მოვიდეს გნებავთ ვარსკვლავი იყოს გნებავთ ჩვეულებრივი მოკვდავი პირველ რიგში მის წინ აღმართული ფსიქოლოგიური ჩინეთის კედელია და მერე დანარჩენი ყველაფერი გადალახავ შანსი გაქვს ვერ გადალახავ სულ კარგად და ჯანმრთელად იყავი სხვა ნებისმიერ კლუბში

  • რივალდო-მესი
    30 იან 2022, 14:32

    აი ამის გონებაჩლუნგობა სად დაინახეთ? ვირო მადლი მოგიტკანო ასე მოვდის მართლა😕 ტიპი ათჯერ დაბალ ხელფასს და არასრულ კონტრაქტს აფორმებს. მართლა რომ ვერ გაამართლოს შეიძლება კარიერის ფასად დაუჯდეს ეს 6 თვიანი კონტრაქტი. მასტი ამდენს რისკავს, ამდენს იკლებს და აქ გონებაჩლუნგს ეძახიან😕 იმინა ღირსები ვართ რასაც ის მაიმუნი დემბელე აკეთებს.🤬

  • rivaldo80
    30 იან 2022, 14:30

    90 წუთი ვერ ირბენს მსგავს კუნთებს ბევრი ჟანგბადი უნდა.მაგრამ გააოცებს ბევრს ვინც სკეპტიკურადა განწყობილი დემბელეზე მეტს დადებს აგერ ნახავთ.გაიხსენეთ რეალთან ბილბაოსთან ზუსტად მსგავსი გამქცევი ჯანიანი გვაკლდა ფლანგზე

  • M10 S9 D11
    30 იან 2022, 12:58

    ლივერპულმა წაიყვანა ლუის დიასი 😔😔😔😔 ჩვენ ეს გონება ჩლუნგი მოვიყვანეთ

  • Montekristo031
    30 იან 2022, 12:52

    იმედიანად განწყობილი, როგორც ტრანსფერების უმეტესობის დროს… smile ვნახოთ რას იზამს barca-6

  • Shamati_
    30 იან 2022, 12:15

    ფეოლას სტატიები ყოველთვის ინტერესს იწვევს!
    რაც შეეხება ადამას მე ვფიქრობ ხავი ამას პოზიციას შეუცვლის და გარდა შეტევისა მთლიან მარჯვენა ფლანგს ჩააბარებს ,სისწრაფე და ჯანი არ აკლია და მცველადაც თავისუფლად გამოდგება, ბურთის ამოტანა კი შეუძლია დრიბლინგის ხარჯზე

  • gaucho-gaucho
    30 იან 2022, 12:11

    მახსოვს ამის დებიუტი ბარსას ძირითადში და არ დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება… მეგონა მაგარი კარიერა ექნებოდა მაშინ ისე ჩანდა … მგონი ამათი მთავარი პრობლემა მაინც ტვინია 😁😁😁😁😁😁არ აქვთ ამ შავტუხებს და მოკალი

  • Giorgi99
    30 იან 2022, 12:03

    ვულვზში რეგრესი ქონდა დრიბლინგის მხრივ, იქამდე მიდსლბროში ძაან კა იყო. აშკარად წონების აწევაზე ვარჯიშობს რამაც მის ტექნიკაზე უარყოფითად იმოქმება. ნახეთ იუთუბზე და შეადარეთ ორივე გუნდში ასპარეზობა.

  • RiquiPuig
    30 იან 2022, 11:21

    ძალიან გამიკვირდა თავის დროზე ამის გაშვება და მუნირის დატოვება. მუნირიც ნიჭიერი ჩანდა და ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ეს ენრიკემ რამდენჯერმე შემოიყვანა და ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ერთი შეხედვით მესის თამაშს წააგავდა, ახლა შეიძლება ვიღაცას გაეცინოს, მაგრამ მაშინ ასე ჩანდა. ასტონ ვილაში არ ათამაშებდნენ, ვერ გაამართლა და საერთოდ დაივიწყეს. იქნებ რომ არ გაეშვათ უკეთ განვითარებილიყო, ვინ იცის. ფაქტია, მუნირზე და სანდროზე ბევრად ნიჭიერი იყო. გუარდიოლას უნდოდა ამის ყიდვა და ამით ყველაფერია ნათქვამი.
    იქნებ გაამართლოს და გაცვალონ ტრინკაოში, იმის გამოსასყიდიც 30 მილიონია.ყოველ შემთხვევაში თუ არ გააკეთებს, არც არაფერს გააფუჭებს და დაბრუნდება თავის პრემიერი ლიგაში. თითქმის 20 ჯერ ნაკლებ ხელფასზე თამაშობს, ვიდრე ტოტენჰემში სთავაზობდნენ, თან იქ სრულ კონტრაქტს სთავაზობდნენ. დასაფასებელია ის ფაქტი, თუ როგორ უყვართ ლა მასიელებს ბარსელონა და მაგალითი უნდა იყოს დემბელეს მსგავსი გამყიდველი ნაბოზვრებისთვის.

  • MARI=BARCA-fan
    30 იან 2022, 10:12

    რა თქმა უნდა, თქვენი მჯერა!
    ადამას მარტო ვიზუალიც კი გამოადგება გუნდს, სანამ მეტოქე მის კუნთებს იქნება მიშტერებული, ეს უკვე გოლს გაიტანს…
    😅😅😅 :::დდდდ