მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ისევ ნულზე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ისევ ნულზე

საიდან დავიწყოთ? საიდანაც არ უნდა დავიწყოთ საბოლოოდ მაინც ჩიხში მოვხვდებით, ნული ქულით და ექვსი გაშვებული გოლით. უკვე ჭაობში ვართ, აქედან ამოსვლა კი ძალიან რთული იქნება. ან კუმანი შეეცდება, ან ვინმე სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში მოგვიწევს, რომ საკუთარ თავს გადავახტეთ, სხვა შემთხვევაში “ბარსა” პლეიოფს მიღმა დარჩება. მაინც მგონია, რომ სხვა მწვრთნელს მოუწევს ამ ამოცანასთან შებმა, მიუხედავად ფინანსური სირთულეებისა კუმანი უნდა წავიდეს, შემდეგ კი “ბარსას” ლეგენდებმა სიტუაციის შესაბამისად უნდა იმოქმედონ, მაგალითად, – კუმანმა კომპენსაცია არ უნდა აიღოს და ჩავი ნაკლებ ხელფასს დათანხმდეს. ეს მათი სახლია, რომელსაც ცეცხლი უკიდია, ჩასაქრობად კი ასეთი თავგანწირვაა საჭირო, სხვაგვარად არ გამოვა. 

სეზონის დაწყების წინ 2002/03 წლების სეზონი გავიხსენეთ, მაშინ ვან გაალმა რივალდო გაუშვა, აქცენტი ჰოლანდიელებზე გააკეთა და კატასტროფამდე მივიდა, თუმცა, ერთი დიდი სხვაობაა, ვან გაალის “ბარსა” ჩემპიონატში ჩაფლავდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალამდე მივიდა, სადაც ფავორიტ “იუვენტუსს” თანაბრად ეთამაშა. ამჯერად ორივე ფრონტზე პრობლემებია, როგორც ლა ლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე. ვან გაალს “იუვენტუსამდე” აცადეს, წაგების მერე გაუშვეს, კუმანს კი არ დარჩა მიზეზი რატომაც დროს მისცემენ, უკვე ყველაფერი ნათელია, შრიოდერიც კი უკეთესი ვარიანტი იქნება, ვიდრე კუმანი. 

ახლა ზუსტად ის სურათი გვაქვს, რომელიც იდეალურ წარმოდგენას შეუქმნის ადამიანს, თუ რამხელა ტვირთი ჰქონდა ლიონელ მესის აკიდებული, ადრეც დაგვიწერია, აქილევსის ძალა ყველაზე უკეთ მაშინ ჩანს, როცა ბრძოლის ველზე არ არის. ჰოდა, გამოჩნდა მესის წონა, თუმცა, ბუნდოვანი არც არასდროს ყოფილა. 

კუმანი სანამ მატჩს დაიწყებდა უკვე წაგებული ჰქონდა, მისი შერჩეული თერთმეტეული წაგებისთვის იყო განწირული, აღარაფერს ვამბობ ტაქტიკაზე, რის შედეგადაც ვერც “ბარსას” უპირატესობა გამოვლინდა და ვერც მეტოქის სისუსტეებით ისარგებლეს. ეს ხომ “ბაიერნი” არ ყოფილა?! “ბენფიკა” იყო, მთავარი კონკურენტი ჯგუფში, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მოგვეგო, მინიმუმ ქულა მაინც უნდა აგვეღო. კუმანის “ბარსა” ძალიან დიდი სისწრაფით მიექანება ქვესკნელისკენ. 

მრავალფეროვნება მაინც ვნახეთ, ლუკ დე იონგმა დაუვიწყარი მატჩი გვაჩუქა, არაფერი მსგავსი აქამდე არ მინახავს, ერთი მომენტის გაცუდება კიბატონო, რამდენიც გინდათ, ბევრი ყოფილა, ხდება ხოლმე, მაგრამ ორჯერ ერთი და იმავე მატჩში ცარიელ კარში გოლი ვერ გაიტანო, ამას მოხერხება უნდა, სხვათა შორის, ნიჭიც უნდა, რაღაც საპირიპირო ღვთაებრივი ნიჭისა, ზუსტად ვიცი, რომ ამას ბრეითუეიტი არ იკადრებდა, ასეთ შეურაცხყოფას არ მოგვაყენებდა, იმიტომ, რომ მუდმივად მოტივირებულია, ხანდახან კლასი ვერ უქაჩავს, მაგრამ სულ ჩართულია თამაშში, ლუკ დე იონგს კი ნაკლული კლასის გარდა, გონებრივი ჩართულობაც აკლია, სადღაც სხვაგან იყო, დაფრინავდა, ოღონდ მოედანზე არა, ოცნებებში. 

დაცვაშიც რაღაც ატრაქციონის მსგავსი ვიხილეთ, თუმცა, მთავარი შემოქმედი ამ ყველაფრისა რონალდ კუმანი იყო. წარსულში ლეგენდარული მცველისგან ეს განსაკუთრებით აუტანელი გამოდგა. პირველივე წუთებზე დარვინმა ერიკ გარსია გააბითურა და გოლიც შეაგდო, არც ფინტი იყო იდეალურად შესრულებული და არც დარტყმა ყოფილა აუღებელი, მაგრამ გოლი გავიდა. აქ ვიხილეთ ძალიან სწრაფი გადაწყობა “ბარსას” დაცვაში, რაც ავტომატურად ნიშნავდა იმას, რომ კუმანს ერთი შეცდომა უკვე დაშვებული ჰქონდა. ერიკ გარსია მარცხენა მხარეს გადავიდა და არაუხოს ადგილი გაუცვალა, მას მერე არაუხო ეთამაშებოდა “ბენფიკას” ყველაზე აქტიურ ფეხბურთელს და, როგორც წესი, ორთაბრძოლებისა და სპრინტების უმრავლესობას უგებდა. ერიკ გარსია კი ამისათვის ძალიან სუსტი და მოუმზადებელი აღმოჩნდა. 

მეორე ცვლილების გადაწყვეტილება სწორი იყო, მაგრამ თავად ცვლილება გამოდგა კატასტროფული. ის რომ ჟერარ პიკე გაიყვანეს ნორმალური იყო, წითელ ბარათს ძლივს გადაურჩა, ანალოგიური დარღვევისთვის წინა დღეს “მილანი” დარჩა კაცნაკლული, მაგრამ პიკე გადარჩა და სწრაფად მოაცილეს მოედანს, ეს გასაგებია, ადეკვატური და ლოგიკურია, მაგრამ მის ნაცვლად გავის გამოსვლა და დე იონგის დაცვაში დაწევა, მაშინ, როცა თამაშს აგებ და ერთადერთი კაცი, რომელიც საფრთხეს ქმნიდა, სწორედ დე იონგი იყო.. არაფერში არ წერია. უბრალოდ სიგიჟეა. პასუხიც სათანადო მიიღო, ზუსტად ის მოხდა, რაც მსგავსი გადაწყვეტილებების შედეგად შეიძლება, რომ მოხდეს. 

კარგი გასაშლელი თამაში იყო, ამიტომ ვიდეოანალიზიც კარგი სანახავი გამოვა. 

სხვა მხრივ, უნდა ითქვას ის, რომ ტერ შტეგენმა არადამაჯერებლად ითამაშა. პედრის კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა, მაგრამ მეორეში ჩაიკარგა. დე იონგი ისეთ დღეშია, რომ ასეთ დროს მისი რანგის ფეხბურთელები კლუბის გამოცვლაზე იწყებენ ფიქრს, ფაქტია, რომ “ბარსა” ვერ აძლევს იმას, რისი მიცემაც სხვა კლუბებს შეუძლიათ, არც ჩვენი აღზრდილია, რომ განსაკუთრებულ სიყვარულს ჰქონდეს ადგილი და არც მსურველები მოაკლდება, ამიტომ.. საფრთხილო საქმეა. 

დეპაიზე აღვნიშნეთ, რომ მომენტების რეალიზების მხრივ სერიოზული პრობლემები აქვს, დეპაი არ არის ფეხბურთელი, რომელიც პირველივე შანსს გამოიყენებს, ეს პრობლემა სხვა მატჩებშიც ვნახეთ, თუმცა, ყველაზე ნაკლებ პრობლემას სწორედ ის წარმოადგენს. 

ფატი კი ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელმაც რამდენჯერმე დრიბლინგით სცადა სიტუაციის გამწვავება, არა უბრალოდ გაქცევით, არამედ დრიბლინგით, ისევ მაღალ ტემპში თამაშობს და ეტყობა, რომ ამ სეზონში გოლებს გაიტანს, მისი ყურება მოწყენის საშუალებას არ მოგვცემს. მანამდე კი მწვრთნელის ამბავია გადასაწყვეტი. 

მარტინესი, ან ჩავი. ვინც არ უნდა მოვიდეს, რთული გზა ელის, ამაზე შევთანხმდეთ, მთავარია, რომ სწორი კურსი აიღოს, კლუბი საკუთარ იდენტობას დაუბრუნოს, ახალგაზრდებს განვითარების საშუალება მისცეს და გიჟურ ტრანსფერებზე თავი არ დააქნიოს. 

ველით ცვლილებებს. 

უკვე დიდი ხანია ველით. 

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (10)

  • Bakero
    30 სექ 2021, 20:05

    1966 წლიდან (8 წლიდან) ფეხბურთს ვუყურებ მსგავსი იდიოტი (ხისთავა) ფეხბურთის " მწვრთნელი " (და უთავმოყვარეო) მე არ მინახავს

  • nika 54
    30 სექ 2021, 16:43

    არ იქნება წელს ჩვენი საშველი, მთავარია ლა ლიგიდან არ გავვარდეთ. ლიგაზე ლაპარაკიც კი სირცხვილია ჩვენ იქ რა გვინდა.

  • Barca_MNS
    30 სექ 2021, 14:21

    ბევრ რამეს ვერ ვხვდებით გულშემატკივრები და არცაა აუცილებელი ფეხბურთის ექსპერტი იყო ელემენტარული რომ შენიშნო. მაგალითად უმტიტის მადლობა გადუხადეს შრომისთვის, რომ ფიზიკურად ასე მოიხოდაო. თუ ეგრეა გარსიას რა უნდა ძირითადში? ოკ უყვარს ბარსა და ბარასასაც უყვარს თავისი აღზრდილი მაგრამ ცოტა ადრე ხოარაა მისთვის ძირითადში თამაში, პს 3 ცენტრალური მცველით რომ თამაშობს როდის გაამართლა?

  • me da barca
    30 სექ 2021, 12:41

    ვინც ეს ლუკ დე შლანგის მოყვანა ურჩია და მერე შეუსრულა, მაგათი ოჯახები მივაშლანგე.
    დღესვე გააგდე ეს გასიებული რიჟა, თორემ მოგიხნავ მინდორ-ველებს. ამდენი დამცირების და დაცინვის ატანას ნერვები უნდა, რომელიც არ მაქვს.
    ამ ძუკნების გამო ბავშვებს გადავანთხიე მთელი ბოღმა, თქვენი ოჯახები მივანთხიე სათითაოდ.

  • Albicelecte
    30 სექ 2021, 11:51

    ნულზე არა, მინუსებში scream

  • T.Stegen
    30 სექ 2021, 10:05

    2 კვირის უთამაშებელ პედრის აყენებს…
    წინათამაშ გამოტოვებულ რობერტის აყენებს მარჯვენა ფლანგზე შეტევაში
    გარსიას მარჯვენა ფლანგზე დაცვაში
    კიდე რო არ გავაგრძელოთ ესეც ეყოფა
    კუმან გაა**ი

  • M10 S9 D11
    30 სექ 2021, 09:17

    ციტატა: CHEPE
    ისე პედრი ბანძიაო და უკან პასაა არისო და თუ რამე შეიქმნა და კარისკენ დაარტყეს მაგის ხარჯზე იყო პლიუს გრძელი გადაცემები და + ის ულამაზესი პასი დეიონგების სირობა რომ მოჰყვა :დ:დ კი ჰქონდა შეცდომები ბურთის დაკარგვები და რამე მაგრამ ეგრევე ძირითადში რომ ხია ეგაა მაგის ბრალი…


    ფრენკისთან რა გინდა ტიპმა ორი მომენტი დაუღეჭა იმ გრძელყ**ოღლუს უბრალოდ ფეხის მირტყმა უნდოდა სწორად მეტი არაფერი დაჟე არაუხომაც დაუხატა მარტო დატოვა ცარიელ კართან და ტიპი ბურთს დაეჯახა კარიერაში პირველად ჰეთ-თრიკს გაიტანდა ტიპი ბურთზე ფეხი რო მიერტყა სწორად

  • GUGU MSN
    30 სექ 2021, 08:27

    მესის ოფლი გექნებათ სანატრებელი მძღნერი ლაპორტა

  • Prometheus
    30 სექ 2021, 04:04

    ფრენკისთან ერთი ის პრობლემა მაქვს რო კარში დარტყმა არ იცის , ბაზარი არაა საყრდენად უნდა თამაშობდეს და საყრდენს არ სჭირდება დარტყმა დიდად , მარა ერთი-ერთზე რო გადიხარ და გვერდზე ლუკ დე იონგი მოგყვება , იმას რატო უნდა გაუკეთო პასი არ ვიცი . 2 გოლს გავიტანდით დღეს კარში რო დაერტყა პასის ნაცვლად

  • Davita
    30 სექ 2021, 03:38

    ყველა არის ჩასვრა აბსოლუტურად ყველა, არაუხოს პედრი ფატი მარტო ამათი დატოვება ღირს დანარჩენი გააჩუქონ და გაყიდონ, ტერშტეგენი მართლა ჩინური ნოიერია, გარსია პატარა ჭუჭუა,ხეიონგი ყველაზე დიდი ღლეა ისეთი რო ბალოტელის დონეზეც არ დგას.. მოკლედ ახალგაზრდების გარდა ყველა უნდა გაიყიდოს