workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა სტოკ სიტის გზაზე

ბარსა სტოკ სიტის გზაზე

 „შემადგენლობას გადახედეთ და ფეხბურთელებს დააკვირდით, მერე მითხარით რისი გაკეთება შეიძლება ამ მოცემულობით? ტიკი-ტაკა ვითამაშოთ? არა, მგონია, რომ სტილი უნდა შევიცვალოთ, ჩვენ არ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც დერეფანში სწრაფი პასით ითამაშებენ, მეტს არაფერს ვიტყვი, ახსნა-განმარტებების ჩაბარებას არ ვაპირებ“, – თქვა მცირე ხნის წინ რონალდ კუმანმა.

ეს ყველაფერი „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ მოხდა, „ბარსამ“ ქულები დაკარგა და გარდა ამისა, ძალიან განსხვავებული სტილით ითამაშა, რამაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. „ბარსა“ მთელი მატჩის განმავლობაში მარცხდებოდა, ბოლო წუთებზე კი რონალდ არაუხომ თავისი გაიტანა, მაღალ ნახტომში დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა.

“ბარსამ“ „გრანადას“ საჯარიმოში 54-ჯერ ჩააწოდა, ეს ყველაზე დიდი რიცხვია ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში, გუნდი, რომელიც საერთოდ არ აწოდებდა საჯარიმოში, ახლა რეკორდებს ხსნის ამ მიმართულებით. „ბარსას“ ყველაზე მეტი ჩაწოდება 2016 წელს აქვს გაკეთებული, მათ 55-ჯერ ჩააწოდეს „მალაგასთან“ მატჩში და საერთოდ არ არის გასაკვირი, რომ შეხვედრა 0:0 დასრულდა.  თუმცა, იმ მატჩში მესის და სუარესს არ უთამაშიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ სტატისტიკას ვერ მივიღებდით, მათ ნაცვლად მოედანზე არდა თურანი და პაკო ალკასერი იყვნენ, ხოლო სიღრმიდან რაფინია და დენის სუარესი, მოკლედ, გამონაკლისი იყო.

„ბარსას“ ბურთის ფლობა გრანადასთან 77% იყო, მაგრამ, შესრულებული 639 პასიდან, 293 უკან გაკეთდა. ბოლო პასი კი როგორც წესი, ჩაწოდება იყო საჯარიმოში, აღსანიშნავია, რომ სერჟინიო დესტმა 16-ჯერ ჩააწოდა, თანაგუნდელამდე კი პასი მხოლოდ ერთხელ მივიდა. „ბარსამ“ ექსვჯერ დაარტყა კარში, ექვსიდან ხუთი დარტყმა მცველებზე მოდის, ერთხელ კი დეპაიმ დაარტყა, რომლის ანგარიშზეც, ასევე, 16 ჩაწოდება იყო.

იოჰან კრუიფისა და გვარდიოლას გუნდისგან აღარაფერია დარჩენილი, ახლა რაღაც გაუგებრობას ვადევნებთ თვალყურს, რომელსაც სახელი ჯერჯერობით ვერავინ მოუფიქრა. კუმანი თავად იყო „დრიმ თიმის“ წევრი, გვარდიოლას თანაგუნდელი, კლუბის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ, როგორც თავად აღნიშნა, იგივე ფილოსოფიით თამაში, მით უმეტეს, ფატისა და დემბელეს ტრავმების შემდეგ გამორიცხულია.

„ვცადეთ 4-3-3, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვა, რადგან კოუტინიო მუდმივად ცენტრში შემოდის, ეს არის მისი უპირატესობა, იმავე სტილში თამაშობს დემირიც, ისინი მცველებს ზურგსუკან არ იხსნებიან. ეს არის, რაც არის, ფატისა და დემბელეს შემთხვევაში სხვა სურათი გვაქვს, მაგრამ, როცა მათ ვერ ვიყენებთ სხვა ვარიანტების მოსინჯვა გვიწევს. ეს აღარ არის რვა წლის წინანდელი „ბარსა“, – თქვა რონალდ კუმანმა.

რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ეს ის „ბარსა“ აღარ არის, მაგრამ მთავარი კითხვა ეხება იმას, რა გზით მიდის გუნდი ახალ გზაზე და ღალატობს თუ არა საკუთარ იდენტობას.

„ბარსაში“ დიდი ქაოსია“, – თქვა მატჩის კომენტირებისას კლუბის ყოფილმა თავდამსხმელმა ანხელ პიჩიმ.

„საშინელი სტილია, ეს ყველაზე ცუდი „ბარსაა“, რომელიც მინახავს“, – თქვა AS-ის ჟურნალისტმა, სანტიაგო სეგუროლამ, – „შეიძლება გყავდეს უკეთესი, ან უარესი ფეხბურთელები, მაგრამ არ შეიძლება საკუთარი მემკვიდრეობა ერთი ხელის მოსმით გაანადგურო, ეს „ბარსელონაა“ და არა „სტოკ სიტი“.

აქვე გაგვახსენდება კუმანის ხმაურიანი, ცოტა სულელური სიტყვა, – „როცა ჩაწოდებებით თამაშობ, დე იონგი (ლუკი) უფრო სახიფათოა, ვიდრე ნეიმარი“, – ესეც ასე. ახლა ყველაფერი გასაგებია, მაგრამ დე იონგი ჩაწოდებების დროს კი არა, ორდროშობანაშიც ვერ იქნება ნეიმარზე სახიფათო.

რაც ყველაზე ცუდია, ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ იდენტობის გარეშე, „ბარსა“ ძალიან კარგ თაობას უბრალოდ დაკარგავს, ერთ-ერთი ფაქტობრივად დაკარგულია, რიკი პუჩის როლი კლუბში მაქსიმალურად შემცირებულია, რადგან ვერასდროს სარგებელს ვერ მოიტანს ისეთ მოცემულობაში, როგორშიც ახლა „ბარსა“ იმყოფება.

სეგუროლამ „სტოკ სიტი“ ახსენა, მან ტონი პულისის „სტოკი“ იგულისხმა, ტონი არ მალავს, რომ ასეთი ფეხბურთი უყვარს, ჩაწოდებები საკუთარი ნახევრიდან, ჩაწოდებები ცენტრიდან, ფლანგებიდან, ჩაწოდებები აუტებიდან, როცა გვარდიოლა პრემიერ ლიგაში გადავიდა და პულისთან მოუწია დაპირისპირება მატჩის შემდეგ შოკში იყო, მაგრამ თავს იკავებდა და მხოლოდ მსუბუქი ირონიით ახასიათებდა პულისის გუნდს, – „ყველას თავის სტილი აქვს“, – ამბობდა პეპი და სიცილს ძლივს იკავებდა. ჰოდა, ახლა მისგან დასაცინი სტილი, მისი საყვარელი კლუბის სტილად ჩამოყალიბდა.

რამდენიმე მაგალითს გადავხედოთ: 

“გრანადას” ცენტრი გადაკეტილი აქვს, ასეთ დროს “ბარსა” მოკლე პასებით სწრაფად ცვლიდა მიმართულებას, რომ მეტოქე ტემპში აეყოლიებინა და დერეფნებში ზუსტი პასი გაეკეთებინა, ახლა ყველაფერი პრიმიტიულად ხდება, ტონი პულისის სტილში, პასი ფლანგზე დატოვებულ კაცს და ჩაწოდება. 

მიუხედავად რიცხობრივი უმცირესობისა მინგესა მაინც აწვდის, რადგან ასეთი დავალება აქვს მიღებული. საბოლოოდ, ამან შედეგი მოიტანა, მოგვიანებით არაუხომ გაიტანა, მაგრამ ასეთი “ბარსას” ნახვა მართლაც საცოდაობა გამოდგა. 

ფრენკი დე იონგის ბრწყინვალე გადაწყვეტილება! ცენტრიდან გააქანა და ჩააწოდა! ამას აზრი მაშინ ჰქონდა, როცა წინა სეზონში მესი სიღრმეში ჩამოდიოდა, თავად დე იონგი შერბოდა და მასზე კეთდებოდა ჩაწოდება, ეს იყო “ბარსას” სტილში გათამაშებული კომბინაცია, რომელსაც შედეგი მოჰქონდა, ახლა სტატიკური მდგომარეობაა, რა დროსაც ჩაწოდება შედეგს ვერ მოიტანს, თუ მაინც და მაინც, არაუხოს არ დააყენებ თავდამსხმელად. 

ეს კი “სტოკის” ტრადიციული კომბინაციაა, რომელიც ტრადიციულად ჩაწოდებით სრულდება. ბრიტანელებმაც კი ზედმეტად მიიჩნიეს ამდენი ჩაწოდება, “ბარსაზე” რაღა უნდა ვთქვათ?! 

მიუხედავად ყველაფრისა, “ბარსას” მაინც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბურთის ფლობაში, უბრალოდ ეს ბურთის ფლობა და პოზიციურობა საბოლოო ჯამში არაფერს იძლევა, სეტიენი იყო ექსპერტი კომბინაციისა – “პასი პასისთვის”, ჰოდა, რაღაც მხრივ ამ გზას მივუბრუნდით, თანაც გაუთავებელი ჩაწოდებებით. 

გამოყენებული მასალა – The Athletic

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • kanja
    schedule 24 სექ 2021, 20:41
    #10

    ილაპარაკეთ სანამ არ დაიღლებით… თქვენი ფეხბურთი და ექპერტობა რა ვთქვა!..

    ციტატა: kanja
    ილაპარაკეთ სანამ არ დაიღლებით… თქვენი ფეხბურთი და ექსპერტობა რა ვთქვა!..

  • ფეოლა
    schedule 24 სექ 2021, 19:07
    #9

    Clever liar,
    მაგას ერთეულები ხვდებიან. ყველგან, ყოველთვის.

  • Clever liar
    schedule 24 სექ 2021, 19:00
    #8

    ციტატა: ფეოლა
    Clever liar,
    That’s just what there is – ინგლისურად ასე თარგმნეს. ორიგინალში როგორ თქვა არ ვიცი : ) რაც არის ეგ არის, მართლა.


    ნუ როგორც არუნდა ეთქვა, ყელში რომ აქვს ეს ნეხვი ფაქტია, მარა წასვლას რატო ვერ ხვდებიან ეგ და მისი საძმო საკაპიტნო არ მესმის

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 24 სექ 2021, 18:34
    #7

    მართლა საცოდაობაა და გული მიწუხს ასეთ ბარსას რო ვხედავ

  • Barca_MNS
    schedule 24 სექ 2021, 17:10
    #6

    ამ ემრე დემირზე იცით რამე თუ "დემირ"-ზე არიან მოხიბლულები როგორც გვარზე 😅🤣

  • ფეოლა
    schedule 24 სექ 2021, 17:07
    #5

    Clever liar,
    That’s just what there is – ინგლისურად ასე თარგმნეს. ორიგინალში როგორ თქვა არ ვიცი : ) რაც არის ეგ არის, მართლა.

  • Clever liar
    schedule 24 სექ 2021, 16:52
    #4

    რაც არის ეს არის :))

    რესპექტ ავტორს!

  • nika 54
    schedule 24 სექ 2021, 15:31
    #3

    პასი-პასისთვის კი არა ჩაწოდება-ჩაწოდებისთვის მიდის ამბები.

  • rivaldo80
    schedule 24 სექ 2021, 15:25
    #2

    ლუკი დაყენა პირველი ტაიმი 10 კაცით ვითამაშეთ მეორე ტაიმში დეპაი უფრო იგებდა მაღალ ბურთებს ვიდრე ეს სამ მეტრიანი შიბლააა…კუმანის ბრალია აბა ვისია? არაფერ შუაში არ არიან ფეხბურთელები.მთელი პირველი ტაიმი მარცხენა ფლანგით ათამაშაა გუნდი ნუ მოკლედ სუსტიაა რა მორჩაა ამაზე საუბარსაც აზრი აღარ აქვს

  • Moriba
    schedule 24 სექ 2021, 15:07
    #1

    🚨 ჩავი ან რობერტო მარტინესი – ბარსა ახალი მწვრთნელის მოყვანაზე მუშაობს 👀👤🔵🔴