ლაპორტას ხუთი პუნქტის შეფასება

ლაპორტას ხუთი პუნქტის შეფასება

სატრანსფერო პერიოდის დიდი ნაწილი მიიწურა და ახლა შეგვიძლია ყველაფერი შევაფასოთ, ლაპორტამ ისე დაიწყო თავის ხუთი პუნქტის სისრულეში მოყვანა, კაცი იფიქრებდა ერთ-ერთ საუკეთესო სატრანსფერო პერიოდად დარჩება ისტორიასო, მაგრამ რიგი საკითხები თავიდანვე ცუდად მენიშნა, რასაც პირველი კრიტიკაც მალევე მივაყოლე, რაშიც ბევრი თქვენთაგანი არ დამეთანხმა, ალბათ იმიტომ, რომ ყველაფერი მართლაც კარგად დაიწყო, მაგრამ საბოლოო ჯამში გაცილებით ცუდად დასრულდა.

მოდი გავიხსენოთ ეს ხუთი მიმართულება და პრიორიტეტების მიხედვით დავყოთ, მერე კი გადავხედოთ სად რა მოხდა და შევაფასოთ.

I – მესის კონტრაქტის გახანგრძლივება.

II – საუკეთესო თავისუფალი აგენტების დამატება.

III – მაღალანაზღაურებადი და ზედმეტი ფეხბურთელებისგან გათავისუფოლება.

IV – ახალგაზრდა და გამორჩეული ფეხბურთელების შენარჩუნება.

V – დიდი ტრანსფერის განხორციელება.

მესის კონტრაქტი

ლაპორტამ პირველივე პუნქტი ჩააფლავა, მიზეზებზე ბევრი დაგვიწერია, იქამდეც ვწერდით, სანამ ლაპორტა პრეზიდენტი გახდებოდა, თავიდანვე ნათელი იყო, რომ უმძიმესი მდგომარეობა დახვდებოდა, მაგრამ თავადვე დაგვპირდა მესი დარჩება და დიდ ტრანსფერზეც გავიწევთო, დანაპირები ვერ შეასრულა, ყველაზე პრიორიტეტული პუნქტი ჩააფლავა.

იმისათვის, რომ მესი შეგვენარჩუნებინა ფინანსური ანალიზი ძალიან სწრაფად უნდა მომხდარიყო და სადღაც ახალი სეზონის დასაწყისში გაოგნებულებს არ უნდა ეთქვათ, უი, სულ სხვა რიცხვები დაგვხვდა კლუბშიო, ფინანსური ანალიზის შედეგად კი სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე უნდა დაეწყოთ აქტიური მუშაობა ფეხბურთელების გასხვისებაზე, ეს იყო ის ნაწილი, რაშიც თავიდანვე გავაკრიტიკე, უმჯობესი იყო, რომ დემბელესა და გრიზმანზე ევროპის ჩემპიონატამდე მიეღოთ გადაწყვეტილება, მაგრამ ჟოანმა იფიქრა, რომ ევროზე თავს გამოიჩენდნენ, ფასი გაიზრდებოდა, უფრო ძვირად გაყიდდნენ და საქმესაც წინ წაიგდებდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ დემბელეს ნდობა ერთი წამითაც არ შეიძლება, წესით ლაპორტასაც უნდა სცოდნოდა.

მესის კონტრაქტი ბოლო წუთებამდე მიიყვანეს და საბოლოოდ ყველაფერი დასრულდა, ვიცი, რომ უმძიმესი მდგომარეობა იყო, მაგრამ უამრავი გზა იქნებოდა იმისათვის დარჩენილი, რომ ის ფეხბურთელი დაგეტოვებინა, რომელმაც 50%-ით შეიმცირა ხელფასი. ხელმძღვანელობამ მთელი ზაფხული სხვა ამბებს შეალია, ბოლოს კი მესიზე გადაერთვნენ, იმის მაგივრად, რომ თავიდანვე მასზე ყოფილიყო კონცენტრაცია, პრიორიტეტულიც, სწორედ ამას ნიშნავს, ეს პირველ რიგში მოსაგვარებელი ამბავი იყო, გასაგებია, რომ მესის კოპას გამო არ სურდა კონტრაქტზე საუბარი და საქმე გადადო, მაგრამ კლუბის ფინანსურ ანალიზს მესისთან მოლაპარაკებები არ სჭირდება.

ერთი დიდი მინუსი ჟოან ლაპორტას და მის გუნდს.

II – თავისუფალი აგენტები

ერთადერთი პუნქტი, რომელშიც ასე თუ ისე, თავი გამოიჩინეს, ყოველ შემთხვევაში, დასაწყისი მაგარი იყო, როგორც კი ფანჯარა გაიხსნა დეპაი, აგუერო და გარსია დავიმატეთ. მშვენიერი დასაწყისია, მაგრამ სხვა ფაქტორებზეც მოგვიწევს ყურადღების გამახვილება, მაგალითად იმაზე, რომ ვეინალდუმი გავუშვით ხელიდან, არადა, იქამდე შეეძლოთ საქმის მოგვარება, სანამ პსჟ ჩაერთვებოდა საქმეში, წინასწარი კონტრაქტი ვერ გაუფორმეს და ვერც წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს, ასე დავკარგეთ ვეინალდუმი. რაც შეეხება აგუეროს, ჩვენ ვერ მივიღებთ ფეხბურთელს, რომლის გადმოყვანაც გვსურდა, ახლა გვყავს ფეხბურთელი, რომლის მოტივაციაც განახევრებულია, მენტალურად განადგურებულია და ტრავმებს ისედაც ვვარაუდობდით, ამიტომ, ძალიან მძიმე პერიოდი ელის წინ, სავარაუდოდ ზამთარში შემოგვიერთდება, თუ დარეგისტრირება ვერ მოასწრო, თუ მოასწრო მაშინ ორ თვეში მზად იქნება, მაგრამ ვაი ეგეთ მზადყოფნას.

საბოლოო ჯამში, ერთი დიდი საქმიდან, სანეხევროდ შესრულებული საქმე გამოვიდა, თუმცა, დეპაისა და გარსიას გადმოყვანა გვაძლევს კმაყოფილების საბაბს.

III – ტვირთი 

ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც ჩავარდა. ლაპორტას გუნდი ამაშიც ჩაფლავდა, არადა, სწორედ ამაზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული მესის საკითხი და დიდი ტრანსფერის შესაძლებლობა. დემბელესა და გრიზმანზე უკვე ვისაუბრეთ, მიუხედავად იმისა, რომ გრიზმანი კარგ ფორმაში შევიდა, მისი გაყიდვა საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ეს იქამდე სანამ მესი წავიდოდა, რა თქმა უნდა.

ფრანგები ისევ ჩვენთან არიან, უკლებლივ ყველა, თითქოს უმტიტი უახლოვდება გუნდიდან წასვლას, მაგრამ მისი მაღალი ხელფასისა და სატგრანსფერო ფასის გათალისწინებით ტრანსფერი ძალიან რთულად განსახორციელებელია, შეგახსენებთ, რომ თავის დროზე 80 მილიონ ევროს იხდიდნენ მასში, ხოლო ტრავმის მერე მანჩესტერული კლუბები მზად იყვნენ 60 მილიონი ევრო გადაეხადათ, მაგრამ იმ ჩვენგან მოძულებულ ხალხს თავში აზრად მოუვიდა, რომ უმტიტი დაეტოვებინათ, ახლა კი 20 მილიონსაც არ იხდის არავინ.

ასევე, შეგვრჩა კლემან ლანგლე, რომელსაც ძალიან ცუდი სეზონი ჰქონდა, ბოლო ორი განსაკუთრებით ცუდი იყო, ბოლო სეზონი კიდევ უარესი, ერთი სიტყვით, ფსკერამდე რეგრესირებს, აუცილებლად უნდა გაეყიდათ, მაგრამ ვერ გაყიდეს.

გუნდში დარჩა კოუტინიოც, ჯერჯერობით დარჩა, ახლა ამ მცირე ხანში თუ გაყიდეს თანხა ისეთი დაბალი იქნება, რომ „ლივერპულის“ ვალსაც არ ეყოფა, ან იქნებ კიდევ ერთი შანსი მისცენ და საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ მის უსახურ თამაშთან მესის არანაერი კავშირი არ ჰქონია.

ახლოს არიან წასვლასთან პიანიჩი და ბრეითუეიტი, თუნდაც წავიდნენ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პუნქტიც აბსოლუტურად ჩავარდა, რადგან მთავარი მიზანი, ფრანგებისგან გათავისუფლება და დიდი თანხის შემოტანა იყო, აღარაფერს ვამბობ სახელფასო ბიუჯეტის შევსებაზე, მათი წასვლით კლუბი ამოისუნთქებდა.

წავიდნენ ფირპო, ალენია, ტოდიბო და ტრინკაუ, მაგრამ მათი წასვლით სურათი ვერანაერად ვერ შეიცვალა, ამასთან ერთად წავიდა მესი, რამაც არა მხოლოდ წინასასეზონო სურათი, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორია შეცვალა და ეს არ არის ჩვენთვის კარგი.

ერთი დიდი მინისი ჟოან, მესამე პუნქტისთვის, თუმცა, რაღაცების შესაცვლელად დრო კიდევ არის. 

IV – “ბარსას” მომავალი

რთული შესასრულებელი დავალება არ ყოფილა, პედრის კონტაქტი აქვს, მის თაობაზე შეთავაზებები იყო, მაგრამ თავად არ გამოდგა დიდად პრეტენზიული ფეხბურთელი და პროვოკაციაზე არ წასულა, ხელფასი მომიმატეთ, თორემ წავალო. არადა, თუ ვინმეს ამის თქმის უფლება ჰქონდა, სწორედ პედრია.

წინა სეზონისგან განსხვავებით შემოთავაზებები არ ყოფილა ანსუ ფატის თაობაზე, გასაგებ მიზეზთა გამო, ასე რომ, არც მისი შენარჩუნება ყოფილა რთული.

რიკი პუჩი პირადად ლაპორტამ შეინარჩუნა, კუმანი აუცილებლად გაუშვებდა, მაგრამ პრეზიდენტს მისი ეიმედება, ალბათ რაღაც გარანტიებსაც მიიღებდა, რომ მცირე დრო მაინც დაეთმობა და ვნახოთ, შეთავაზებები ნამდვილად იქნებოდა, თუმცა, არა გრანდებისგან და არა გამოსასყიდად.

დავიტოვეთ მინგესა და დავიტოვეთ არაუხო, არც მათზე ჩამოუხევიათ კალთები, გინდა თუ არა მოგვყიდეთო.

სამაგიეროდ, კონტაქტი არ გაახანგრძლივა მორიბამ, რომელიც დიდი ალბათობით მალე დაგვტოვებს, წელს თუ არა, მომავალ წელს მაინც, ფეხბურთელმა „ბარსას“ მთავარ გუნდში თამაშს დუბლებში თამაში არჩია, მზად არის განვითარება შეაფეროხის და მთელი წელი დაკარგოს, მარტო იმიტომ, რომ ამ ფინანსური კრიზისის ჟამს, ხელფასის გაზრდა მოინდომა. ის რომ მორიბა მიდის ეს დიდი მინუსია, მაგრამ ობიექტურად, რომ შევაფასოთ, ხელმძღვანელობას ვერ დავადანაშაულებთ, დამნაშავე მხოლოდ მორიბა და მისი აგენტი არიან.

ჯობდა არავინ დაგვეკარგა, თუმცა, საერთო ჯამში ყველაფერი ნორმალურად დასრულდა. არაუხო, ფატი და პედრი ჩვენთან არიან.

V – დიდი ტრანსფერი

რა დროს დიდი ტრანსფერია?! ლაპორტამ ისეთი ამბავი ატეხა დაგვაჯერა, რომ შეგვეძლო ამის გაკეთება, მაგალითად, ჰოლანდის გადმოყვანა, რომელიც მომდევნო სეზონისთვის „ბარსას“ და „რეალის“ შეთავაზებას ელის, გემახსოვრებათ, ერლინგმა თქვა თუ გადმოვალ, მესი მანდ უნდა დამხვდესო, ხოდა, აღარ დახვდება.

თუ დიდი ტრანსფერის შანსი იყო, ყველა გასაშვები ფეხბურთელი საუკეთესო ფასად უნდა გაეშვათ, რაც მესის დარჩენის შესაძლებლობას მისცემდა და თავის მხრივ, მაინც უნდა შეემცირებინა ხელფასი 50%-ით, აი, მხოლოდ ამის შემდეგ გვექნებოდა შანსი, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა.

ამ სიგიჟეში მინუსს არ დავწერ, იმდენად ირეალური ამბავი გამოდგა, მაგრამ ჯობდა, რომ თავიდანვე რეალისტური კამპანია ეწარმოებინათ და ოცნებებით არ გამოეჭედათ ჩვენთვის ყურები.

საბოლოო ჯამში, ძველი სიყვარულისა და პატივისცემის ხათრით, ხუთიდან 2,5 ქულას ვუწერ ბატონ ჟოანს და მის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის. იმედი მაქვს, სამომავლოდ რაიმე უკეთესს მოიფიქრებს, მაგრამ მესის დაკარგვის საპირწონე სიკეთეს, სიცოხლის ბოლომდე ვერ გაწვდება.

სატრანსფერო ფანჯარა პრემიერლიგაში აგვისტოს ბოლოს იხურება, ხოლო დანარჩენ ჩემპიონატებში უფრო გვიან, ასე რომ, დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ მოსახდენი უკვე მოხდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (7)

  • gurgenidze
    15 აგვ 2021, 14:17

    ლაპორტა აფერისტია ზოგადად მაგრამ.. პირველი ვადით როც მოვუდა მაშინაც მოუწია მტკინვეული ნაბიჯების გადადგმა და ახლაც მოუწევს დრო ჭირდება და რაღაცეებს გადაალაგებს… აფერისტია მაგრამ საკმაოდ ჭკვიანი აფერისტი

  • Dursun
    15 აგვ 2021, 11:14

    საერთოდ არ ვიცნობ ლაპორტას:)))მაგრამ როდესაც ადამიანზე ლაპარაკობ და მის პროექტებზე მინიმუმ ის მაინც უნდა თქვა სად მივიდა კაცი…..მისვლისთანავე განაცხადა ფინანსური აუდიტის მერე,რომ სიტუაცია იმაზე ბევრად ცუდია ვედრე ველოდიო,ტიპს დაახვედრეს გაკოტრებული გუნდი,რომლის საკრედიტო დავალიანება მილიარდ ევროზე მეტია,მერე ლა ლიგამაც დაცხო,ხელფასებზე ვეტო დაადო ყველას და ყველაფერს(ნუ მესის წასვლა საერთოდ სალაპარაკო თემაა,ჩემი სუბიექტური აზრით კაცს წასვლა უნდოდა და წავიდა,ეს შარაშანაც დააფიქსირა),ამის შემდეგ კიდე კაცს თხოვ მე-5 პუნქტზე მაქვს ლაპარაკი სუპერ ტრანსფერიო,დალოცვილო იმ ტრანსფერს სუპერ ხელფასიც ხო უნდოდა?მოკლედ,მე თუ მკითხავ მე შამანი არ ვარ,რომ პროგნოზი გავაკეთო ლაპორტა გუნდს ააშენებს თუ დააქცევს ,მარა რასაც აკეთებს ჯერ ჯერობით უფრო რელისტურ მიდგომასთან გვაქვს საქმე,ვიდრე წინა პრეზიდენტის ეპოქასთან……….

  • ნოდო ბარდაველიძე
    15 აგვ 2021, 08:54

    ლაპორტა დაგვპირდა და ბევრი რამე ვერაფერიც

  • _OLD_
    14 აგვ 2021, 23:55

    ჩვენ არ ვიცით შიდა სამზარეულოში რახდებოდა ყველაფერს ლაპპრტას ნუ დავაბრალებთ შეიძლება არც მესის უნდოდა დარჩენა ეგეც არარი გამორიცხული კითვა აქ მინდოდა დარჩენაო მარა აბა იმას კი არ იტყოდა წასვლა მინდოდა აქედანო მესის წასვლის დროც მოვიდოდა უბრალოდ ისე უცბად მოხდა რო გატეხა მარა ვნახოთ აბა ხვალე რა თამაშს ვნახავთ და რისი მაქნისები ვართ ამ სეზონზე მესი არარი ვსო ეხა ყველამ უნდა მოინდომოს და მართლა სულით და გულით უნდა ითამაშონ ახალგაზრდები მჯერა რო ყველაფერს გააკეთებენ და მართლა სულს და გულს ჩადებენ ყველა თამაშში ფატიც შეგვემატება და არვიცი მე მჯერა რო ბარსა მაინც ითამაშებს თავის ფეხბურთს მესის გარეშეც სულ მესი ხო არ იქნებოდა ზოდა ეს დღეც დადგა

  • nika 54
    14 აგვ 2021, 23:32

    პირველი და მთავარი ჩააფლავა, რაღაზე ვილაპარაკოთ. ჩვენ ის არც გვიფიქრია რომ მესი არასდროს დაამთავრებდა კარიერას, მაგრამ ასე უცებ თუ მოსხიპავდა მესის ნამდვილად არ მეგონა, თუმცა მე ვინა ვარ ლეოსაც კი არ ეგონა.

  • La Pulga10
    14 აგვ 2021, 23:02

    აუუუ ნაგავი გაიყაროს,ხელფასები შემცირდე,ტოპ ტრანსფერი დაიდოს და ჩავი მოვიდეს.არ შეიძლება ესე,რომ მოხდეს?

  • Davit..
    14 აგვ 2021, 22:44

    არ ვიცი რა ვთქვა ერთი კუთხით რომ შეხედო საკმაოდ ცივი გონებით მოქმედებაა საჭირო ვინაიდან და რადგანაც ყველას მოგვეხსენება კლუბში არსებული სიტუაცია.. გულდასაწყვეტი რამე მოხდა არავინ ველოდით რაღაც მხრივ კრიტიკას იმსახურებდა ლაპორტა რაღაც მხრივ შეიძლება არც კი! მაგრამ ამას ყველაფერს დრო გვიჩვენებს..წინა პრეზიდენტობის დროსაც ჩვეოდა რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება მაგრამ სულ
    ამართლებდა ნუ ეს ისტორიაა და ფაქტიც.. მე ის ზუსტად ვიცი რომ მესის შედეგს და მესის დონის ბარსელონას კიარა მსოფლიო ფეხბურთს აღარ ეყოლება მაგრამ ლიდერი და უმაღლესი დონის ფეხბურთელები ლა მასიადან კიდევ წამოვლენ..დღეის მდგომარეობით კიდევ ბარსელონას ისე ჭირდება ლა მასიელი ტალანტები როგორც არასდროს! ოპტიმიზმით ვარ მე
    მაინც განწყობილი კლუბში ბევრი მაღალი დონის ახალგაზრდაა და ეს მაძლევს იმედებს