ალბათ ყველაფერში სწრაფად გაერკვიეთ, მორიგი ფურცელი გადაშალეთ, მესის დაემშვიდობეთ და ელით ახალ სეზონს, გრიზმანთან, დეპაისთან და სხვებთან ერთად, და თუ ასე არ არის და ჯერ ვერაფერში გამორკვეულხართ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო.
აბა როგორ დავემშვიდობოთ მესის, როცა ჯერ გონებას ვერ აღუქვამს, რომ წავიდა, აღარ არის ჩვენიანი, აღარ გამოვა მინდორზე “ბარსას” ფორმით, აღარ იყვირებს “კამო ნოუ” მეეესიიიი-ს, ჩვენ კი არა, ალბათ თავადაც ვერ გარკვეულა, სანაკრებო ტიტული მოიგო, თითქოს ყველა ოცნება აიხდინა, კარგადაც დაისვენა და ასე უცბად აჯახეს, რომ უნდა წავიდეს.
რა დავარქვათ ახლა ამას?! ან რა მნიშვნელობა აქვს ვალების თვლას, ისედაც დიდი ხანია ვიცით, რომ “ბარსას” ბევრი ვალი აქვს, დიდი ხანია ვიცით, რომ სიტუაცია იმაზე მძიმე იყო, ვიდრე გარედან ჩანდა, ვიცოდით, რომ ბართომეუ ყველაფერს არ ამბობდა, ეს გარედან, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, მაგრამ განახევრებული ხელფასით თუ მესის ვერ დავიტოვებდით, ამას მაინც ვერ წარმოვიდგენდი.
ლაპორტას დღევანდელი პრესკონფერენცია რაღაცით მუქარას ჰგავდა, ბლეფს, ოღონდ ბოლომდე ბლეფიც არ იყო, თავის პოზიცია ბოლომდე გაიტანა და ამავე დროს, იმისთვისაც მზად არის, რომ მესი წავიდეს. წარბიც არ შეთამაშებია, ისე გამოდის, რომ ერთადერთი კაცია, რომელიც მზად არის ახალი გუნდის შენება დაიწყოს, სხვები კიდევ დიდხანს ვერ შეძლებენ გონზე მოსვლას.
გზავნილი გასაგებია, ტებასმა “ბარსასთვის” და “რეალისთვის” კონტრაქტის პირობები უნდა შეცვალოს, ისედაც დიდი ხანია ითხოვენ, რომ ტელეტრანსლაციებიდან გაცილებით დიდი ლუკმა ეკუთვნით, რაც აბსოლუტური სიმართლეა, ნამდვილად ეკუთვნით. მუქარის შემცველი კი ის არის, რომ მესის გარეშე ლა ლიგა მაყურებელთა ძალიან დიდ პროცენტს დაკარგავს, მესის წასვლით მთელი ჩემპიონატი დაზარალდება, არ მინდა ზუსტი რიცხვი ვთქვა, რამდენი პროცენტი დაიკარგება, ახლა ამის განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი დანაკარგი არავის არასდროს ჰქონია.
მარტივად – მაყურებელი ფულია, ან მიიღებ ჩვენ პირობებს, ან მესი მიდის. “ბარსა” ამას შეეგუება, მაგრამ მზად არის თუ არა ლა ლიგა? – დაახლოებით ასე ჟღერს ლაპორტას პოზიცია.
მისი ხედვა გასაგებია, მესის დიდი დრო არ დარჩა, სატელევიზიო კონტრაქტი კი 50 წლით არის გაწერილი, რაც სრული სიგიჟეა, 50 წელში იმდენი რამ შეიცვლება, ფეხბურთი რა ფორმით იქნება გადმოცემული, კაცმა არ იცის, ვინ აფორმებს 50 წლიან კონტრაქტს?! მით უმეტეს, იმ ბიზნესში, სადაც ყოველწლიურად რადიკალური ცვლილებები გვაქვს.
გუნდის ინტერესები გავითვალისწინეო, ასე თქვა ლაპორტამ და ასეც არის საქმე. დილემა მარტივი არ ყოფილა, ხომ იცით, ბართომეუ როგორც მოიქცეოდა? გააფორმებდა ამ კონტრაქტს და მესის დატოვებდა იმის შიშით, რომ ლეოს წასვლა მის სახელთან არ ყოფილიყო კავშირში, რაღაც ნაცნობი სურათია, არა? ისედაც ასე მოიქცა. ბართომეუს არ აინტერესებდა, რა იქნებოდა მომავალში, როგორი იქნებოდა მომდევნო დღე, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდით ასეთ დღეში. პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ კლუბის მომავალზეა პასუხისმგებელი და დღეს მიღებული გადაწყვეტილება წლების მერე მოიტანს შედეგს. ლაპორტა გრძნობს ამ პასუხისმგებლობას, ის კაცი კიდე ვერ გრძნობდა.
სანამ ამ ყველაფრის შედეგი არ გვეცოდინება, ვიღაც გაამართლებს, ვიღაც გაამტყუნებს, ვიღაც უკვე ლანძღავს, ცოტა მეც შემომელანძღა, მაგრამ, რეალურად, რამდენიმე წელში გამოჩნდება, სწორად მოიქცა თუ არა, თუ კლუბი გაკოტრებას გადარჩა და ვალები ნაწილობრივ მაინც დაფარა, ეს უკვე გამარჯვებაა. ბევრს ავიწყდება, რომ “ბარსას” იმდენი ვალი აქვს, უკვე არსებობისთვის იბრძვის და არა გამარჯვებებისთვის.
შეცვლის თუ არა რამეს ტებასი? არა მგონია. მემგონი, რომ ვეღარც შეცვლის, ცვლილებების დრო უკვე წავიდა, ლაპორტა რამდენჯერმე შეხვდა და რამე დათმობაზე რომ ყოფილიყო წამსვლელი, უკვე დათმობდა, ორი ჯიუტი კაცის ამბავია, რომელთაგან არცერთი არაფერს არ თმობს და ორივე მაგრად ზარალდება.
მე კი მესის პატარები დამიდგნენ თვალწინ. გახსოვთ ალბათ წინა სეზონში, როცა ლეო გაქცევის ზღვარზე იყო, ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვებმა ტირილი დაიწყეს, სახლის დატოვება არ უნდოდათო, არავის სურდა წასვლა, არც მესის, 13 წლიდან მოყოლებული ბარსაში ცხოვრობს, როგორია ამ დროს აბარგება?! ახლა წარმოიდგინეთ, რომ ისევ იმავეს თქმა მოუწევს ოჯახისთვის, მოუწევს თქმა, რომ უნდა დატოვონ ქალაქი, ისევ დაიწყებენ ტირილს ბავშვები, მაგრამ მესი ვეღაფერს შეცვლის, ეს უკვე განაჩენია, მასზე არაფერია დამოკიდებული.
არ ვიცი, რას შევადარო, ალბათ კაცმა რომ მთელი ცხოვრება სახლი აშენოს, მთელი თავის შრომა და ნიჭი ჩააქსოვოს და ერთ დღესაც თავისივე აშენებულ სახლში აღარ შეუშვან, ეგეთი ამბავია – აღარ გვაქვს შენი გამოსაკვები თანხა, დიდი მადლობა, კარგად იყავი.
სიგიჟეა.
ერთ-ერთი გამოსავალი იყო, რომ “ბარსას” გაზლუქებულ ფეხბურთელებს თავად გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ მათი ტრანსფერი შემდგარიყო, ტრანსფერზე ათამდე ფეხბურთელია და ვერავინ მიდის, რადგან მათთან თანამშრომლობა არავის სურს, თან მაღალი ხელფასები აქვთ, ყველა თავის თავზე ფიქრობს, მათთვის ეს კლუბი ბევრს არაფერს ნიშნავს, ჰოდა, აღარ არის გასაკვირი, რაც მოხდა. დილით გრიზმანს დახვდნენ ფანები და გამოლანძღეს, ან ხელფასი დაგეკლო, ან წასულიყავიო, მიაჩნიათ, რომ მესის მის გამო მოუწია წასვლა, მარტო გრიზმანი ამ ამბავს ვერ უშველიდა, გრიზმანი ზღვაში წვეთია.
რა იქნება შემდეგ? ლა ლიგის ყველაზე ძლიერი გუნდი იქნება “ატლეტიკო”, რომელიც საშინელ ფეხბურთს თამაშობს და ბათუმის “დინამოს” ყურება უფრო ესიამოვნება ადამიანს, ვიდრე მათი. “კლასიკოზე” მაღალი დონის შეხვედრა ინგლისის პრემიერ ლიგაში ყოველ მეორე ტურში ჩატარდება, “ბარსას” ფეხბურთელებს ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ შოკიდან გამოსასვლელად, განსაკუთრებით კუნ აგუეროს, რომელმაც რანაირად უნდა ითამაშოს ამ პირობებში, ჯერ ვერ წარმომიდგენია. ფეხბურთელები პატარა ბავშვებივით იქნებიან, რომლებიც მშობელმა მიატოვა, უმწეობის და დაუცველობის შეგრძნებით. ლა ლიგა კიდევ უფრო მეტ მაყურებელს და შემოსავალს დაკარგავს, ტებასი აუცილებლად შემოირტყამს ხელს თავში და რაღაცას სინანულით ამოილუღლუღებს, მაგრამ თავისთვის, ჩვენ არ გაგვაგონებს, არ გვეტყვის, რომ შეეშალა და დამნაშავეა.
“ბარსას” მიზანი იქნება ოთხეულში მოხვედრა, თუმცა, ამაზე კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი, ახლა მესის არჩევანზე ვისაუბროთ. როგორც ამბობენ, ორი არჩევანია, ლონდონის “ჩელსი” და პსჟ-ი. უპირატესობა, რა თქმა უნდა, პარიზელებს აქვთ, ბევრი რამის გამო, ნეიმარის, დი მარიას, პოჩეტინოს, თუნდაც მბაპეს გამო, მესი ისევ გახდება სუპერ სამეულის ლიდერი და აღარ მოუწევს დემბელესთან წვალება.
“ჩელსის” უპირატესობა პრემიერ ლიგაა, მსოფლიოს საუკეთესო ლიგა, ეს არის და ეს. აი, “სიტის” რომ ინტერესი გამოეჩინა, სულ სხვა ამბავი იქნებოდა, მაგრამ დღეს გვარდიოლამ მესის ზურგი აქცია, გრილიში უკვე ვიყიდეთ და მესიზე არ ვფიქრობთო. აბა რა პეპ, გრილიშს რომ იყიდი, მესიზე როგორ უნდა იფიქრო?!
მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიგა 1-ში. მთავარი კონკურენტი ჯონათან დევიდი, რომელიც ორი წლის წინ გიორგი ჩაკვეტაძესთან იბრძოდა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. დაუჯერებელია, მაგრამ აქეთ მიდის ყველაფერი და სანამ ამ სტატიას ვწერდი, პარიზი კიდევ უფრო მოახლოვდა, სადღაც 80%-ით დამთავრებული ამბავია.
ლეოს კიდევ ბევრჯერ დავემშვიდობებით. ალბათ მთელი სეზონის განმავლობაში და ასე უსასრულოდ.
რონალდ კუმანი ყველა მარცხს მესის წასვლას დააბრალებს, იტყვის, რომ ამის მერე დროა საჭირო. ხან პირდაპირ იტყვის, ხან ირიბად, მაგრამ იტყვის.
გუნდში ახალი ლიდერის საჭიროება გაჩნდება, ასეთი კი არ გვყავს, გრიზმანი და დეპაი არ არიან იმ რანგის ლიდერები, რომ ტიტულისკენ გაგვიძღვნენ.
რაღაც დიდი შავი ღრუბელი გვიახლოვდება, მაგრამ ძალა უნდა ვიპოვოთ, ახლა ყველა თამაში ფინალივით იქნება, წვალებით მოსაგები. ყველა თამაში ნერვების წყვეტაში ჩაივლის, ჟორდი ალბას ეგზისტენციალური კრიზისი დაეწყება, პიკე და ბუსკეტსი ფეხბურთში დარჩენის კი არა, სიცოცხლის გაგრძელების აზრსაც ვეღარ იპოვიან, ათი ნომერი კი დაცარიელდება, იმაზე მეტად, ვიდრე რივალდოსა და რონალდინიოს წასვლის მერე დაცარიელდა, ახლა მესის ათი ნომერი მეფე არტურის ხმალივით იქნება, ვინმე რჩეულს დაელოდება და წლები გავა, სანამ ეს რჩეული გამოჩნდება, ან არ გამოჩნდება.
და მაინც, მოვლენები საშინლად დააჩქარა იმ ამბავმა, რომ ვიღაც არაადამიანმა ჩინეთში ღამურა შეჭამა. საოცარ სამყაროში ვცხოვრობთ.
ხალხო , წავიდა მორჩა ვსო.. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი აღარ ითამაშებს ბარსაში , მაგრამ უამრავი ისეთი კომენტარი წავიკითხე რომ რავი ძალიან ცუდია.. პსჟს ვერ ვუგშემატკივრებ და ფეხბურთს აღარ ვუყურენ , ლაპორტას ბრალია , უხელფასოდ ეთამაშა , ზამთრამდე მოეთმინა და მარტო ევარჯიშა.. სერიოზულად? გუნდი არსებობისთვის იბრძვის , ერთხელ რომ დავწერე გრიზმანი უნდა გაიყიდოს რომ მესი დარჩეს და მივესალმები გრიზმანის წასვლას მეთქი გადამიარეს არ შეიძლება გრიზმანის წასვლაო , ხოდა დარჩა გრიზმანი )) რეალის ფეხბურთელებმა თავიანთი სურვილით დაიკლეს ხელფასი პანდემიის დროს და აქ რა სიტუაცია იყო? ყველამ უარი თქვა , თავად მესინ 50% დაიკლო ხელფასის რომ დარჩენილიყო და სხვებმა უარი თქვეს , გუნდმა ფეხბურთელები ვერ გაყიდა , რეგულაციებმა და სუპერ ლიგამ შეიწირა მესი და ბარსელონაც მაგრამ ლაპორტას სხვა გზა არ ქონდა , აზალგაზრდა ღლაპი მორიბა ითხოვდა ხელფასის მომატებას , სხვები არ იკლებდნენ , გუნდიდან არ მიდიოდნენ და დარჩა მესი ბარსელონას გარეთ , მეტი ვიდრე კლუბი ? ხოო… ახლა რა იქნება? წავიდა მესი მაგრამ ბარსა დარჩა , უცნაური და საშინელება იქნება მესის გარეშე ბარსას ყურება მაგრამ ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და შმედეგ მესის , ახალგაზრდები მოდიან , გავი ნიკო პედრი ფრენკი ფატი , კიდევ გამოჩნდებიან ბირთვი ჩამოყალიბდება ტრანსფერები გაკეთდება მწვრთნელი შეიცვლება და გუნდი გაძლოერდება , ბაიერნს არასდროს ყავდა მესი მაგრამ კი ვიცით როგორი ძლიერი და სტაბილური გუნდია , სიტის მაგალითი ავიღოთ ასე რომ გუნდი ისწავლის მესის გარეშე თამაშს წავლენ მალე ბუსკეცი ალბა პიკე , გაყვებიან მესის , კუმანისთვისაც ბოლო სეზონია და ახალგაზრდებთან ახალი ფურცლიდან ახალი ბირთვის და ახალი გუნდის შენებას დაიწყებს ხავი ლაპორტასთან ერთად ამას შეიძლება წლები დაჭირდეს მაგრამ აუცილებლად წამოდგება ბარსა ფეხზე მანამდე უბრალოდ ჩვენ დაგვაწყდება ნერვები როგორ მოიგებს პსჟ ყველაფერს , როგორ იყიდის რეალი მბაპე-ჰალანდს მოიგებს ელკლასიკოებს , როგორ ვიბრძოლებთ 4ეულისთვის , ატლეტიკო გაგვასწრებს , ლიგაზე შევრცხვებით , მაგრამ ეპოქა დამთავრდა , იმპერია დაინგრა და ახალი ეპოქის ასაშენებლად დროა საჭირო , მთავარია სწორი მიმართულებით იმოძრაოს გუნდმა და მილანის მაგალითი არ განმეორდეს რაც ნაკლებად სავარაუდოა , ახლა ყველას მოუნდება მემკვიდრეობა მიიღოს , ტახტზე ავიდეს მაგრამ გვირგვინს ღირსეული მიიღებს და ისიც ადრე თუ გვიან გამოჩნდება , მოტივაცია გაიზრდება გუნდურობა გაიზრდება რადგან გაანალიზებენ რომ მესი აღარ ყავთ უბრალოდ დრო სჭირდებათ ესკალიბურს პირველივე გამვლელი ვერ ამოიღებს , ასე რომ ვიგლოვოთ , ვიგლოვოთ და შემდეგ დაველოდოთ ახალი თაობის , მომავლის იმედით ჩვენი გუნდის ფეხზე დადგომას , ოქროს ეპოქა დამთავრდა , ცვლილებების დროა..
საშინლად სამწუხაროა მესის წასვლა, როცა 2-3 სეზონი კიდევ მოახერხებდა სეზონში 30-მდე გოლის გატანას და 3-4 თამაშში პირდაპირი გაგებით მოედანზე ჯადოქრობას…
თუმცა საბოლოოდ დრო არც მესის დაინდობდა და 2-3 წელიწადში მაინც თავიდან იქნებოდა გუნდი ასაწყობი.
ფეოლა კარგად აღწერა ის პრობლემები და რისკები რაც ბარსას ელოდება. მე ვეცდები დადებითი მხარე, კერძოდ ის შესაძლებლობები გამოვკვეთო რაც ბარსელონას გაუჩნდა, მხოლოდ სპორტული ნაწილი – იქნებ ასე მაინც გავიქარვო ის ნაღველი რაც მესის წასვლისგან ბარსელონას ყველა გულშემატკივარს გვაქვს.
გუნდური თამაში და პრესინგ-ანტიპრესინგი:
ბოლო წლებში მესი თამაშის დიდი ნაწილი მხოლოდ დადიოდა და ფაქტობრივად პრესინგში მონაწილეობას არ იღებდა. ამის გარდა დაბერდა ბუსკეტსი, დასუსტდა ალბა, პიკე ფეხბურთზე მეტად სხვა საქმეებში არის ჩაფლული. მესის წასვლა იძლევა შესაძლებლობას ბარსელონა თანამედროვე პრესინგ რეჟიმზე გადავიდეს. 2 მრავალმხრივი და ფუტკარივით მშრომელი თანამედროვე შემტევი გრიზმანი და დეპაი ამის შესაძლებლობას იძლევიან!
დახარჯული ფულის გამართლება:
გრიზმანი და კოუტინიო, გარკვეულწილად მესის პოზიციასთან კვეთის გამო ვერ ახერხებდნენ თავისი 100%-ის ჩვენებას. არ ვამბობ რომ მესის ბრალი იყო ყველაფერი, უბრალოდ როცა ამ დონის ფეხბურთელი ყავს გუნდს, ლიდერობას და თავისუფალ სივრცეებს მიჩვეული ფეხბურთელები უნდათ არ უნდათ იზღუდებიან. და თუ ბოლომდე ვერ გაშლიან ფრთებს, მომდევნო ზაფხულს მაინც გაიყიდებიან ნორმალურ ფასად.
ახალი ლიდერები:
ეს წელი სავარაუდოდ გარდამავალი იქნება და ვინც ვერ მოერგება ახალ ბარსელონას, თანამედროვე პრესინგს და ა.შ. მომდევნო წელს მოუწევს ბარსელონას დატოვება ან სკამზე გადაჯდომა. შედეგად ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად გამონთავისუფლდება ადგილი, მ.შ. 75 მილიონად (+ რაიოლას მოთაფლვა) ჰოლანდი. იმიტომ რომ აშკარაა მბაპე რეალისკენ მიილტვის!
ჩავი:
ჩავი ძველი გვარდიის წასვლამდე გუნდის თავკაცად დაბრუნებისგან აშკარად თავს იკავებდა. მთავარი მაინც მესის ავტორიტეტთან გამკლავება იყო, თორემ პიკეს, ალბას და ბუსკეტს ჩავის ავტორიტეტი იოლად დაჩრდილავს. შესაბამისად თუ კუმანმა სასწაული შედეგები არ დადო ამ სეზონში, ჩავი მარტივად დაბრუნდება ბარსელონას!
ახალი ლიდერები:
ანსუ ფატი, პედრი თუ სხვა ახალგაზრდები მესის გვერდზე სერიოზულად გაიზრდებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე მესის არ ყოფნის გამო ლიდერობის ტვირთის აღება გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ახალგაზრდებსაც შეუძლიათ. როცა მესი მოედანზე იყო, გამოცდილი ფეხბურთელებიც კი ყოველთვის მესის კიდებდნენ ზურგზე ლიდერობის ტვირთს.
პ.ს. ასე რომ იმედი მაქვს, სასიამოვნო თუ ვერა მეტად საინტერესო სეზონი მაინც გვექნება ბარსელონას გულშემატკივრებს
ეს არის ნორმალური ანალიზი რა თქმა უნდა რისკების და ცუდი დღეების გათვალისწინებით და არა ტირილი და გოდება, მესი წასულა და მორჩა ბარსელონას ევროპულ ტურნირებზე ასპარეზობა თურმე. მესმის გულის ტკივილი, მეც საშინლად მტკივა მაგრამ ემოციებმა რეალობის აღაქმას ხელი არ უნდა შეუშალოს. დღევანდელ ბარსელონაში ფაქტია 34 წლის მესის ყოფნას ტიტულები ვეღარ მოჰქონდა, დრო იყო უკვე გვეცადა მესის გარეშე ტიტულებისთვის ბრძოლა!
ღამურას ტყუილად ადანაშაულებთ ….
სამწუხაროა, რომ მთელი კარიერა თუ არა, ევროპული კარიერა მაინც არ დაასრულა ლეომ ბარსაში. მაგრამ რას იზამ თანამედროვე ფეხბურთი ბიზნესი, ფინანსური მენეჯმენტი და სტრატეგიაა…
საშინლად სამწუხაროა მესის წასვლა, როცა 2-3 სეზონი კიდევ მოახერხებდა სეზონში 30-მდე გოლის გატანას და 3-4 თამაშში პირდაპირი გაგებით მოედანზე ჯადოქრობას…
თუმცა საბოლოოდ დრო არც მესის დაინდობდა და 2-3 წელიწადში მაინც თავიდან იქნებოდა გუნდი ასაწყობი.
ფეოლა კარგად აღწერა ის პრობლემები და რისკები რაც ბარსას ელოდება. მე ვეცდები დადებითი მხარე, კერძოდ ის შესაძლებლობები გამოვკვეთო რაც ბარსელონას გაუჩნდა, მხოლოდ სპორტული ნაწილი – იქნებ ასე მაინც გავიქარვო ის ნაღველი რაც მესის წასვლისგან ბარსელონას ყველა გულშემატკივარს გვაქვს.
გუნდური თამაში და პრესინგ-ანტიპრესინგი:
ბოლო წლებში მესი თამაშის დიდი ნაწილი მხოლოდ დადიოდა და ფაქტობრივად პრესინგში მონაწილეობას არ იღებდა. ამის გარდა დაბერდა ბუსკეტსი, დასუსტდა ალბა, პიკე ფეხბურთზე მეტად სხვა საქმეებში არის ჩაფლული. მესის წასვლა იძლევა შესაძლებლობას ბარსელონა თანამედროვე პრესინგ რეჟიმზე გადავიდეს. 2 მრავალმხრივი და ფუტკარივით მშრომელი თანამედროვე შემტევი გრიზმანი და დეპაი ამის შესაძლებლობას იძლევიან!
დახარჯული ფულის გამართლება:
გრიზმანი და კოუტინიო, გარკვეულწილად მესის პოზიციასთან კვეთის გამო ვერ ახერხებდნენ თავისი 100%-ის ჩვენებას. არ ვამბობ რომ მესის ბრალი იყო ყველაფერი, უბრალოდ როცა ამ დონის ფეხბურთელი ყავს გუნდს, ლიდერობას და თავისუფალ სივრცეებს მიჩვეული ფეხბურთელები უნდათ არ უნდათ იზღუდებიან. და თუ ბოლომდე ვერ გაშლიან ფრთებს, მომდევნო ზაფხულს მაინც გაიყიდებიან ნორმალურ ფასად.
ახალი ლიდერები:
ეს წელი სავარაუდოდ გარდამავალი იქნება და ვინც ვერ მოერგება ახალ ბარსელონას, თანამედროვე პრესინგს და ა.შ. მომდევნო წელს მოუწევს ბარსელონას დატოვება ან სკამზე გადაჯდომა. შედეგად ახალი ფეხბურთელების მოსაყვანად გამონთავისუფლდება ადგილი, მ.შ. 75 მილიონად (+ რაიოლას მოთაფლვა) ჰოლანდი. იმიტომ რომ აშკარაა მბაპე რეალისკენ მიილტვის!
ჩავი:
ჩავი ძველი გვარდიის წასვლამდე გუნდის თავკაცად დაბრუნებისგან აშკარად თავს იკავებდა. მთავარი მაინც მესის ავტორიტეტთან გამკლავება იყო, თორემ პიკეს, ალბას და ბუსკეტს ჩავის ავტორიტეტი იოლად დაჩრდილავს. შესაბამისად თუ კუმანმა სასწაული შედეგები არ დადო ამ სეზონში, ჩავი მარტივად დაბრუნდება ბარსელონას!
ახალი ლიდერები:
ანსუ ფატი, პედრი თუ სხვა ახალგაზრდები მესის გვერდზე სერიოზულად გაიზრდებოდნენ, მაგრამ ახლა უკვე მესის არ ყოფნის გამო ლიდერობის ტვირთის აღება გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ახალგაზრდებსაც შეუძლიათ. როცა მესი მოედანზე იყო, გამოცდილი ფეხბურთელებიც კი ყოველთვის მესის კიდებდნენ ზურგზე ლიდერობის ტვირთს.
პ.ს. ასე რომ იმედი მაქვს, სასიამოვნო თუ ვერა მეტად საინტერესო სეზონი მაინც გვექნება ბარსელონას გულშემატკივრებს
წავიდა და დროა ბანი დამადოთ ესეთ გულისამრევ მოვლენაზე რანაერად არ უნდა შევიგინო
პეპმა გრუილიში იყიდა და კეინს ყიდულობს, უნდა დაუმტკიცოს ინგლისელ ფანობას, რომ სტერლინგი-გრილიში-ფოდენი-კეინით დადებს ლიგას
და რაც მთავარია, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ გრილიშით დადებს ლიგას და მესი არაფერ შუაში იყო მაგის მოგებულ ლიგებთან
ესაა და ეს
ზედმეტად პესიმისტური განწყობა გაქვთ ეხლა ყველას შექმნილი და პრინციპში გასაგებიცაა, იმხელა ფიგურას ვკარგავთ. მაგრამ გულის სიღრმეში უკვე ყველა ვხვდებოდით რო დროც იყო ლეოს წასვლის, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეხლა ეს.
სულ არ მაქვს პესიმისტური განწყობა, რეალისტური მაქვს მითუმეტეს ანალოგიური სიტუაცია ერთხელ უკვე გამოიარა გუნდმა და ეს ყველაფერი რონალდოს გაშვებით დაიწყო რისი მომსწრეც თავად ვარ. ახალი გუნდის აშენებას მაშინ ზუსტად 8 წელი დაწირდა რომ შედეგი დაედოთ, პირიქით ქვემოთ 4 წელი დავწერე და ეს ყველაზე ოპტომისტური განწყობაა
არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა მარტო გულშემატკივარს უნდა რო დარჩეს!!! ესეთ ცუდ მდგომარეობაში მყოფი გუნდის პრეზიდენტი მეტს უნდა აკეთებდეს!!! ესე რო გინდა დარჩენა მეტს უნდა აკეთებდე !!! მიუხედავად იმის რო ამის მერე ფეხბურთის ყურებას აღარ ვაპირებ (პსჟს ვერ ვუბალეშიკებთ) და ბეევრია მასე , მესის დიდი ყვერები რო ქონდეს უხელფასოდ ითამაშებდა იმედია ვცდები კატალონიელებიც ვერ არიან მაგრები ერთხელ ქნეს გუნდი იყიდეს თითოეულმა მოქალაქემ და ალბათ ეს პერიოდიც იგივეა , ისე კარგი სტატიაა )
ზედმეტად პესიმისტური განწყობა გაქვთ ეხლა ყველას შექმნილი და პრინციპში გასაგებიცაა, იმხელა ფიგურას ვკარგავთ. მაგრამ გულის სიღრმეში უკვე ყველა ვხვდებოდით რო დროც იყო ლეოს წასვლის, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეხლა ეს.
შენ რასაც წერ ამის საფუძველს სწორად წარმართული პოლიტიკა იძლევა საერთოდ და ააქვს ახლა ბარსელონას ეეგ? მინიმუ 4 წელი დაჭირდება იგივე ჩელსის დონეზე მისვლას სულ მცირე, ისიც თუ ლამასიას ბიჭებმა გაამართლეს იმ შემთხვევაში.
საშინლად გულნატკენილი და შოკიდებული ვარ როგორც ყველა, მაგრამ ეს პესიმიზმი რა არის? მესის დრო უკვე ნელნელა მიდის, ამას ის მნიშვნელოვანი თამაშებოც აჩვენებდა რომელშიც ფაქტობრივად ვერაფერს აკეთებდა ძველი მესისგან გამსხვავებით. ნუ მესმის იქ ჩავიესტა ჰყაბდა და ბლაბლა. დრო იყო უკვე მესის გარეშე გუნდის აწყობის! სადაც არ უნდა წვაიდეს გენიაა და გააკეთებს სასწაულებს მარა ის მესი აღარაა) ჩვენ კიდე მომავლისკენ გავიხედოთ რო ჩამოწერეთ ტურნირებიდან უკვე კლუბი, შეხედეთ სიტის, ჩელსის, ბაიერნს – ვის ჰყავდა მესი? მარა ვერ თამაშობენ მაღალ დონეზე? ერთ კაცზე არ არის და არც უნდა იყოს გრანდი დამოკიდებული! დარწმუნებული ვარ შესაბამისი გაცილებაც ექნება და ლაპორტას ეგ არ შეეშლება. ყველაფერზე წინ ჩემი გუნდია. ვისკა ბარსა, ვისკა კატალონია !!!
ფაქტი ის არის, რაც თანდათან გამოჩნდა უკვე რომ მთავარი ფიგურანტი მესის გაშვების ლაპორტაა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება იყო ამას დრო გვაჩვენებს, თუმცა იმდენად დიდი გამოწვევის წინ დგას ლაპორტა რომ თუ ჩაუვარდა პროექტი ( რაც დიდი ალბათობით მოცდება თუ ეს შემადგენლობა დარჩა) ყველაფერი რაც კი გაუკეთებია წყალში ჩაყრება. უახლოეს ორ წელიწადში ლაპორტა ვერაფრით ვერ შეძლებს კონკურენტიანი გუნდის შექმნას, ლამასიას აღზრდილები ვერაფრით იქნებიან მაგ დონეზე თუ საერთოდ ავიდნენ და ვარსკვლავების ყიდვის თავიც ნაკლებად ექებათ მითუმეტეს პანდემიის პირობებში რომელიც არავინ იცის სანამდე გაგრძელდება. ვინმეს შეიძლება ჩემი ნაწერი პესიმისტური მოგეჩვენოთ მაგრამ მერწმუნეთ ეს რეალობაა
ისეთი სტატიაა მეორეჯერ წავიკითხე….
დღეს მემგონი პირველმა დავწერე ფეოლა გვჭირდება მეთქი და გააძრო შედევრიც. მადლობა ფეოლა❤️🙏 ერთი მესი დავკარგეთ მაგრამ შენ აქ გვყავხარ მეორე!!!
საუკეთესო მწერალი ხარ👏👏👏👏
მე ზუსტად იმ თაობას მივეკუთვნები, რომელმაც ფეხბურთი ბარსას დიდების ეპოქაში შეიყვარა, 2010 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს და ვგულშემატკივრობ ბარსელონას. იმ ეპოქაში რახან დავიწყე ყურება და ბარსას გულშემატკივრობა განსაკუთრებულად მტკენდა გულს იმ ლეგენდარული გუნდის თითოეული წევრის წასვლა. წავიდა აბიდალი, შემდეგ პუიოლი, რომლის წადვლამაც ყველაზე მეტად დამწყვიტა გული, მითუმეტეს რომ მაშინ უფრო მძაფრად აღვიქვამდი და არ ვიყავი მსგავს რამეებს მიჩვეული, თუმცა პუი ჩემი კუმირია და მისი წასვლა ყოველთვის ისე მტკივნეული იქნებოდა. მერე ვალდესი წავიდა, მიყვა ჩავი, რომელიც ისე წავიდა რომ კაცი უკეთესს ვერ ინატრებს ტრებლი გაიყოლა!!! ამით ცოტა უფრო იოლად გადავიტანე, მერე დანი წავიდა, მერე მასკე და ინიესტაც მიყვა, მეორე ლეგენდარული ეპოქიდან ვინც ყველაზე მეტად მევასებოდა ძალით გააგდო ორმა ჩამოსხმამ და ატლეტიკოს აჩუქეს, აგერ დღეს კი მსოფლიოს საუკეთესოს ვაცილებთ "ვიდეოებით". არ შევეხები თუ როგორ უნდა მომხდარიყო ეს ყველაფერი, უბრალოდ ვფიქრობ ბევრს გაუჩნდება მსგავსი აზრი ისეთ მომენტებში რაც ზემოთ ჩამოვწერე. ასეთი ლეგენდების გაცილებისას მიჩნდება კითხვა, თუ ამდენი სიხარულის მიუხედავად მაინც უნდა ვიტირო, ვინერვიულო და გული გამისკდეს რაღატომ ვუყურებ ფეხბურთს?! ვნატრობ სულ არ მიყვარდეს სპორტის ეს სახეობა ან თუ მეყვარებოდა ვყოფილიყავი ზოგადი მაყურებელი, რომელსაც არ ეყოლებოდა საყვარელი კლუბი და მოთამაშე, უბრალოდ ვუყურებდი სიამოვნებისთვის. ალბათ საკმაო დრო დამჭირდება ისევ რომ გავაცნობიერო რომ ბარსას ფანი ვარ, ტიტანიკის ჩაძირვა კარგა ხნის წინ დაიწყო და მესის წასვლა იმ ორკესტრის ჩაძირვას უდრიდა ბოლომდე რომ უკრავდა მაშინ🥺 მშვიდობით ლეო.
კარგი ხარ ფეოლა,როგორც ყოველთვის!!!!ასეა საქმე.მეც ბოლომდე ვერ გამიაზრებია რა მოხდა,ისე გავბრაზდი და იმის ნერვებიც აღარ მაქვს,რომ თამაშებს ვუყურო.სანამ კლუბი ნაგვისგან ბოლომდე არ დაიცლება,ჩავი მთავარი მწვრთნელი არ გახდება და ლა მასია დაწინაურდება,უარს ვამბობ ბარსელონას თამაშების უმრავლესობის ყურებაზე,ნერვები აღარ მყოფნის,პაუზა უნდა ავიღო და შევეგუო ლეოს წასვლას,ხოლო შემდეგ უკვე ახალი ძალებით.
ლაპორტამ მოიშორა. ამით თიექლს სამაგიეროც გადაუხადა ტებასს და თან ისეთინაბიჯი გადადგა როგორიც თავი დროზე რონალდინიოს გაშვება იყო. უბრალოდ ახლა სხვა ამბავია. გუნდს მაშინ მესი ყავდა ახლა გრიზმანი ყავს. 2 თვის მანძილზე ორ სამ ფეხბირთელს გავყიდიდი მეოთხედ ფასად მაინც და ჯერ მესის დავიბევებდი შემდეგ სხვა დანარჩენზე იე ვიფიქრებდი. ჩემთვის ყველაფერი გასაგებია ყველამ თავისი სიტყვა თქვა ამ ისტორიაში მაგრამ საბოლოო ლურსმანი მაინც ლაპორტამ დააჭედა
ეს უკვე ფეხბურთი მართლა აღარ არის..
ეს უკვე ზედმეტი დაცინვაა გულშემატკივრის..
ესე უაზრო მოგონილი მიზეზით მესის გაშვება
ესე თვალებში ნაცრის შეყრა
"უბრალო ხალხი ხართ და მაინც ვერაფერს გაიგებთ"
football is politics !
მესიიიიიიიიიიიიიი 😭😭😭😭😭😭😭😭😭😭😭არა რა არააააა😭😭😭😭😭😭😭