ალბათ ყველაფერში სწრაფად გაერკვიეთ, მორიგი ფურცელი გადაშალეთ, მესის დაემშვიდობეთ და ელით ახალ სეზონს, გრიზმანთან, დეპაისთან და სხვებთან ერთად, და თუ ასე არ არის და ჯერ ვერაფერში გამორკვეულხართ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო.

აბა როგორ დავემშვიდობოთ მესის, როცა ჯერ გონებას ვერ აღუქვამს, რომ წავიდა, აღარ არის ჩვენიანი, აღარ გამოვა მინდორზე “ბარსას” ფორმით, აღარ იყვირებს “კამო ნოუ” მეეესიიიი-ს, ჩვენ კი არა, ალბათ თავადაც ვერ გარკვეულა, სანაკრებო ტიტული მოიგო, თითქოს ყველა ოცნება აიხდინა, კარგადაც დაისვენა და ასე უცბად აჯახეს, რომ უნდა წავიდეს.

რა დავარქვათ ახლა ამას?! ან რა მნიშვნელობა აქვს ვალების თვლას, ისედაც დიდი ხანია ვიცით, რომ “ბარსას” ბევრი ვალი აქვს, დიდი ხანია ვიცით, რომ სიტუაცია იმაზე მძიმე იყო, ვიდრე გარედან ჩანდა, ვიცოდით, რომ ბართომეუ ყველაფერს არ ამბობდა, ეს გარედან, შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, მაგრამ განახევრებული ხელფასით თუ მესის ვერ დავიტოვებდით, ამას მაინც ვერ წარმოვიდგენდი.

ლაპორტას დღევანდელი პრესკონფერენცია რაღაცით მუქარას ჰგავდა, ბლეფს, ოღონდ ბოლომდე ბლეფიც არ იყო, თავის პოზიცია ბოლომდე გაიტანა და ამავე დროს, იმისთვისაც მზად არის, რომ მესი წავიდეს. წარბიც არ შეთამაშებია, ისე გამოდის, რომ ერთადერთი კაცია, რომელიც მზად არის ახალი გუნდის შენება დაიწყოს, სხვები კიდევ დიდხანს ვერ შეძლებენ გონზე მოსვლას.

გზავნილი გასაგებია, ტებასმა “ბარსასთვის” და “რეალისთვის” კონტრაქტის პირობები უნდა შეცვალოს, ისედაც დიდი ხანია ითხოვენ, რომ ტელეტრანსლაციებიდან გაცილებით დიდი ლუკმა ეკუთვნით, რაც აბსოლუტური სიმართლეა, ნამდვილად ეკუთვნით. მუქარის შემცველი კი ის არის, რომ მესის გარეშე ლა ლიგა მაყურებელთა ძალიან დიდ პროცენტს დაკარგავს, მესის წასვლით მთელი ჩემპიონატი დაზარალდება, არ მინდა ზუსტი რიცხვი ვთქვა, რამდენი პროცენტი დაიკარგება, ახლა ამის განსაზღვრა შეუძლებელია, მაგრამ ფაქტია, რომ მსგავსი დანაკარგი არავის არასდროს ჰქონია.

მარტივად – მაყურებელი ფულია, ან მიიღებ ჩვენ პირობებს, ან მესი მიდის. “ბარსა” ამას შეეგუება, მაგრამ მზად არის თუ არა ლა ლიგა? – დაახლოებით ასე ჟღერს ლაპორტას პოზიცია.

მისი ხედვა გასაგებია, მესის დიდი დრო არ დარჩა, სატელევიზიო კონტრაქტი კი 50 წლით არის გაწერილი, რაც სრული სიგიჟეა, 50 წელში იმდენი რამ შეიცვლება, ფეხბურთი რა ფორმით იქნება გადმოცემული, კაცმა არ იცის, ვინ აფორმებს 50 წლიან კონტრაქტს?! მით უმეტეს, იმ ბიზნესში, სადაც ყოველწლიურად რადიკალური ცვლილებები გვაქვს.

გუნდის ინტერესები გავითვალისწინეო, ასე თქვა ლაპორტამ და ასეც არის საქმე. დილემა მარტივი არ ყოფილა, ხომ იცით, ბართომეუ როგორც მოიქცეოდა? გააფორმებდა ამ კონტრაქტს და მესის დატოვებდა იმის შიშით, რომ ლეოს წასვლა მის სახელთან არ ყოფილიყო კავშირში, რაღაც ნაცნობი სურათია, არა? ისედაც ასე მოიქცა. ბართომეუს არ აინტერესებდა, რა იქნებოდა მომავალში, როგორი იქნებოდა მომდევნო დღე, სწორედ ამიტომ აღმოვჩნდით ასეთ დღეში. პრეზიდენტს უნდა ესმოდეს, რომ კლუბის მომავალზეა პასუხისმგებელი და დღეს მიღებული გადაწყვეტილება წლების მერე მოიტანს შედეგს. ლაპორტა გრძნობს ამ პასუხისმგებლობას, ის კაცი კიდე ვერ გრძნობდა.

სანამ ამ ყველაფრის შედეგი არ გვეცოდინება, ვიღაც გაამართლებს, ვიღაც გაამტყუნებს, ვიღაც უკვე ლანძღავს, ცოტა მეც შემომელანძღა, მაგრამ, რეალურად, რამდენიმე წელში გამოჩნდება, სწორად მოიქცა თუ არა, თუ კლუბი გაკოტრებას გადარჩა და ვალები ნაწილობრივ მაინც დაფარა, ეს უკვე გამარჯვებაა. ბევრს ავიწყდება, რომ “ბარსას” იმდენი ვალი აქვს, უკვე არსებობისთვის იბრძვის და არა გამარჯვებებისთვის.

შეცვლის თუ არა რამეს ტებასი? არა მგონია. მემგონი, რომ ვეღარც შეცვლის, ცვლილებების დრო უკვე წავიდა, ლაპორტა რამდენჯერმე შეხვდა და რამე დათმობაზე რომ ყოფილიყო წამსვლელი, უკვე დათმობდა, ორი ჯიუტი კაცის ამბავია, რომელთაგან არცერთი არაფერს არ თმობს და ორივე მაგრად ზარალდება.

მე კი მესის პატარები დამიდგნენ თვალწინ. გახსოვთ ალბათ წინა სეზონში, როცა ლეო გაქცევის ზღვარზე იყო, ინტერვიუში თქვა, რომ ბავშვებმა ტირილი დაიწყეს, სახლის დატოვება არ უნდოდათო, არავის სურდა წასვლა, არც მესის, 13 წლიდან მოყოლებული ბარსაში ცხოვრობს, როგორია ამ დროს აბარგება?! ახლა წარმოიდგინეთ, რომ ისევ იმავეს თქმა მოუწევს ოჯახისთვის, მოუწევს თქმა, რომ უნდა დატოვონ ქალაქი, ისევ დაიწყებენ ტირილს ბავშვები, მაგრამ მესი ვეღაფერს შეცვლის, ეს უკვე განაჩენია, მასზე არაფერია დამოკიდებული.

არ ვიცი, რას შევადარო, ალბათ კაცმა რომ მთელი ცხოვრება სახლი აშენოს, მთელი თავის შრომა და ნიჭი ჩააქსოვოს და ერთ დღესაც თავისივე აშენებულ სახლში აღარ შეუშვან, ეგეთი ამბავია – აღარ გვაქვს შენი გამოსაკვები თანხა, დიდი მადლობა, კარგად იყავი.

სიგიჟეა.

ერთ-ერთი გამოსავალი იყო, რომ “ბარსას” გაზლუქებულ ფეხბურთელებს თავად გაეკეთებინათ ყველაფერი, რომ მათი ტრანსფერი შემდგარიყო, ტრანსფერზე ათამდე ფეხბურთელია და ვერავინ მიდის, რადგან მათთან თანამშრომლობა არავის სურს, თან მაღალი ხელფასები აქვთ, ყველა თავის თავზე ფიქრობს, მათთვის ეს კლუბი ბევრს არაფერს ნიშნავს, ჰოდა, აღარ არის გასაკვირი, რაც მოხდა. დილით გრიზმანს დახვდნენ ფანები და გამოლანძღეს, ან ხელფასი დაგეკლო, ან წასულიყავიო, მიაჩნიათ, რომ მესის მის გამო მოუწია წასვლა, მარტო გრიზმანი ამ ამბავს ვერ უშველიდა, გრიზმანი ზღვაში წვეთია.

რა იქნება შემდეგ? ლა ლიგის ყველაზე ძლიერი გუნდი იქნება “ატლეტიკო”, რომელიც საშინელ ფეხბურთს თამაშობს და ბათუმის “დინამოს” ყურება უფრო ესიამოვნება ადამიანს, ვიდრე მათი. “კლასიკოზე” მაღალი დონის შეხვედრა ინგლისის პრემიერ ლიგაში ყოველ მეორე ტურში ჩატარდება, “ბარსას” ფეხბურთელებს ძალიან დიდი დრო დასჭირდებათ შოკიდან გამოსასვლელად, განსაკუთრებით კუნ აგუეროს, რომელმაც რანაირად უნდა ითამაშოს ამ პირობებში, ჯერ ვერ წარმომიდგენია. ფეხბურთელები პატარა ბავშვებივით იქნებიან, რომლებიც მშობელმა მიატოვა, უმწეობის და დაუცველობის შეგრძნებით. ლა ლიგა კიდევ უფრო მეტ მაყურებელს და შემოსავალს დაკარგავს, ტებასი აუცილებლად შემოირტყამს ხელს თავში და რაღაცას სინანულით ამოილუღლუღებს, მაგრამ თავისთვის, ჩვენ არ გაგვაგონებს, არ გვეტყვის, რომ შეეშალა და დამნაშავეა.

“ბარსას” მიზანი იქნება ოთხეულში მოხვედრა, თუმცა, ამაზე კიდევ ბევრჯერ მოგვიწევს საუბარი, ახლა მესის არჩევანზე ვისაუბროთ. როგორც ამბობენ, ორი არჩევანია, ლონდონის “ჩელსი” და პსჟ-ი. უპირატესობა, რა თქმა უნდა, პარიზელებს აქვთ, ბევრი რამის გამო, ნეიმარის, დი მარიას, პოჩეტინოს, თუნდაც მბაპეს გამო, მესი ისევ გახდება სუპერ სამეულის ლიდერი და აღარ მოუწევს დემბელესთან წვალება.

“ჩელსის” უპირატესობა პრემიერ ლიგაა, მსოფლიოს საუკეთესო ლიგა, ეს არის და ეს. აი, “სიტის” რომ ინტერესი გამოეჩინა, სულ სხვა ამბავი იქნებოდა, მაგრამ დღეს გვარდიოლამ მესის ზურგი აქცია, გრილიში უკვე ვიყიდეთ და მესიზე არ ვფიქრობთო. აბა რა პეპ, გრილიშს რომ იყიდი, მესიზე როგორ უნდა იფიქრო?!

მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიგა 1-ში. მთავარი კონკურენტი ჯონათან დევიდი, რომელიც ორი წლის წინ გიორგი ჩაკვეტაძესთან იბრძოდა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. დაუჯერებელია, მაგრამ აქეთ მიდის ყველაფერი და სანამ ამ სტატიას ვწერდი, პარიზი კიდევ უფრო მოახლოვდა, სადღაც 80%-ით დამთავრებული ამბავია. 

ლეოს კიდევ ბევრჯერ დავემშვიდობებით. ალბათ მთელი სეზონის განმავლობაში და ასე უსასრულოდ.

რონალდ კუმანი ყველა მარცხს მესის წასვლას დააბრალებს, იტყვის, რომ ამის მერე დროა საჭირო. ხან პირდაპირ იტყვის, ხან ირიბად, მაგრამ იტყვის.

გუნდში ახალი ლიდერის საჭიროება გაჩნდება, ასეთი კი არ გვყავს, გრიზმანი და დეპაი არ არიან იმ რანგის ლიდერები, რომ ტიტულისკენ გაგვიძღვნენ.

რაღაც დიდი შავი ღრუბელი გვიახლოვდება, მაგრამ ძალა უნდა ვიპოვოთ, ახლა ყველა თამაში ფინალივით იქნება, წვალებით მოსაგები. ყველა თამაში ნერვების წყვეტაში ჩაივლის, ჟორდი ალბას ეგზისტენციალური კრიზისი დაეწყება, პიკე და ბუსკეტსი ფეხბურთში დარჩენის კი არა, სიცოცხლის გაგრძელების აზრსაც ვეღარ იპოვიან, ათი ნომერი კი დაცარიელდება, იმაზე მეტად, ვიდრე რივალდოსა და რონალდინიოს წასვლის მერე დაცარიელდა, ახლა მესის ათი ნომერი მეფე არტურის ხმალივით იქნება, ვინმე რჩეულს დაელოდება და წლები გავა, სანამ ეს რჩეული გამოჩნდება, ან არ გამოჩნდება.

და მაინც, მოვლენები საშინლად დააჩქარა იმ ამბავმა, რომ ვიღაც არაადამიანმა ჩინეთში ღამურა შეჭამა. საოცარ სამყაროში ვცხოვრობთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (37)

  • njanka1977
    08 აგვ 2021, 19:13

    არ იყო მესი- იყო ბარსა, არ იქნება მესი-იქნება ბარსა. ძნელია შეუცვლელის შეცვლა, მაგრამ გვაქვს ის რაც გვაქვს. თავი მაღლა და ველოდოთ ახალ ისტორიულ შანსს. მადლობა მესი. Mas que un club.

  • ჯერემი რენერი
    07 აგვ 2021, 22:54

    ციტატა: KING_BARCA
    ბარსელონა ან მიწქსთან გასწორდება, ან სევილია ვალენაიას თემა გახდება…..


    ეგ გარდაუვალია, პირველი წუთიდან მაგას ვიძახი.. ფსიქოლოგიურადაც ჩამოიშლებიან..

  • KING_BARCA
    07 აგვ 2021, 17:52

    ბარსელონა ან მიწქსთან გასწორდება, ან სევილია ვალენაიას თემა გახდება…..

  • nika 54
    07 აგვ 2021, 14:24

    არვიცი მარტო მე ვკითხულობ უცხოურ პრესას, იქ ასეთი რამეები წერია: ლეო და პსჟ ფაქტიურად მორიგდნენ და ახლა ოფიციალურ დოკუმენტაციას ამზადებენ, ლეო 2+1 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და წელიწადში 25 მილიონს მიიღებს. ნეიმარმა პირდაპირ შესთავაზა თავისი 10 ნომრიანი მაისური რაზეც ლეომ, როგორც თავმდაბალმა კაცმა უარი უთხრა. ლეოს ბავშვებისთვის უკვე ეძებენ პარიზში სკოლას. პსჟ-მ უკვე დაიქირავა ეიფელის კოშკი გრანდიოზული აღნიშვნისთვის.
    https://www.eurosport.ru/football/
    https://www.eurosport.ru/football/ligue-1/2021-2022/story_sto8480361.shtml
    https://www.eurosport.ru/football/ligue-1/2021-2022/story_sto8479745.shtml

  • Memphis11
    07 აგვ 2021, 13:20

    იმედია ხავი მოვა მალე და რაღაც მაინც გამიხარდება sweat

  • xavi73
    07 აგვ 2021, 08:40

    მემგონი ნეიმარი ისე არ დარჩებოდა პესეჟეში ეს რომ არ სცოდნოდა ,რაღაცაშია საქმე ,დაგეგმილს გავს ყველაფერი და შეტენეს ეხლა ლალიგას

  • Barca1980
    07 აგვ 2021, 07:52

    ღამურა არაა , ლემურის ჩახოხბილი ! ვინ რა შეჭამა , ეგ უკვე ყველამ იცის და კი არ წავიდაა , გააგდეს !!! ყველამ , თითიელმა ფეხბურთელმა მიიღო ამაში მონაწილეობა და ლაპორტამაც . მე პირადად სულ მკიდია ეს გუნდი უკვე , გუნდი , თუ გინდა საერთოდ გავარდნილან ლა ლიგიდან , ამდენი წელი ჯერ ბართომეუს დებილობები ითმონეს , მერე ლაპორტას ჩათვლთ , ყველამ გამოიყეა მესი დ ბართუშა გააგდებინა და ნახმარი ცხვირსახოცივითბმოისროლეს ბოლოს .

  • Diana
    07 აგვ 2021, 07:06

    ოდესმე მართლა დადგებოდა ეს დღე უბრალოდ არავის სურდა ეს ასე ყოფილიყო, ფაქტობრივად უთხრეს წადი აღარ გვჭირდებიო და სუპერ ლიგას შეეწირა მსოფლიოში ,პირადად ჩემთვის და არა მარტო , საუკეთესო ფეხბურთელი, ყველაზე მეტად ეს მწყინს, მერე ის რომ ლაპორტა დაპირებით მოვიდა ყველაფრს შევძლებთ მესი დავტოვოთო და არჩევიდან რამდენიმე თვეში მესი წავიდა , ამდენი ხანი ტყუილად იწვალეს , აგუერო ახლა რომ ადგეს და წავიდეს გავუგებ მართალიც იქნება . ბართუმეოც კი ასე ღიად ვერ გაუშვებდა მესის ეგ ცდილობდა მესი მიეყვანა ამ გადაწყვეტილებამდე რომ გუნდიდან წასულიყო , ლაპორტამ კი უბრალოდ გაუშვა ,არვიცი ახლა რა ტრანსფერებს გააკეთებს და როგორ დააკომპლექტებენ გუნდს რომ ვთქვა ღირდა მესის გაშვებადთქო , ახალი ერის დასაწყებად ფუნდამენტი უნდა გაგაჩნდეს მაპატიეთ და მარტო ფატიზე და პედრიზე ვერ ვიქნები იმედად . ჯერ ლაპორტას ეგ ფუნდამენტი საიმედო ახალგაზრდები მოეყვანა და მესი მერე გაეშვა თუ გაშვება უნდოდა, ახლა გოლების 90 % უბრალოდ დავკარგეთ

  • Nikabedinadze
    07 აგვ 2021, 06:17

    ამ ყველაფრის მიუხედავად ყველაზე კარგი ის არის რომ ბარსას აქვს ბირთვი ახალი გუნდის შექმნის ახალაგაზრდების თაოსნობით

  • azulgerana
    07 აგვ 2021, 05:11

    წავიდა და დაე წავიდეს

  • Barca_MNS
    07 აგვ 2021, 03:10

    ბევრი საინტერესო და უფრო მეტი უაზრობა წავიკითხე მაგრამ ერთიცაა მიხედავად იმისა, რომ მესი ჩემთვის არა მხოლოდ ჩემთვის ნომერ პირველო მოთამაშეა მასოფლიოში წვლილი წასვლაში მასაც მიუძღვია. იმედია ერთ დღესაც დაბრუნდება, მავგრამ სუ ხო წუწუნობდა და წუწუნობდა პატარა ბავშ ივით და ახლაც კონტრაქტი რო გაეხანგძლივებინა თავის დროზე იქნებოდა ბარსაში მაგრამ ეგ თან კლუბს უნდა მოეტვინა თორე ხორხემ და ლეომ ძაან იციან ახლა ფინასური საკითხები .

  • Gaucho24
    07 აგვ 2021, 02:37

    ციტატა: M.MN10

    ციტატა: Gaucho24
    ხალხო , წავიდა მორჩა ვსო.. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი აღარ ითამაშებს ბარსაში , მაგრამ უამრავი ისეთი კომენტარი წავიკითხე რომ რავი ძალიან ცუდია.. პსჟს ვერ ვუგშემატკივრებ და ფეხბურთს აღარ ვუყურენ , ლაპორტას ბრალია , უხელფასოდ ეთამაშა , ზამთრამდე მოეთმინა და მარტო ევარჯიშა.. სერიოზულად? გუნდი არსებობისთვის იბრძვის , ერთხელ რომ დავწერე გრიზმანი უნდა გაიყიდოს რომ მესი დარჩეს და მივესალმები გრიზმანის წასვლას მეთქი გადამიარეს არ შეიძლება გრიზმანის წასვლაო , ხოდა დარჩა გრიზმანი )) რეალის ფეხბურთელებმა თავიანთი სურვილით დაიკლეს ხელფასი პანდემიის დროს და აქ რა სიტუაცია იყო? ყველამ უარი თქვა , თავად მესინ 50% დაიკლო ხელფასის რომ დარჩენილიყო და სხვებმა უარი თქვეს , გუნდმა ფეხბურთელები ვერ გაყიდა , რეგულაციებმა და სუპერ ლიგამ შეიწირა მესი და ბარსელონაც მაგრამ ლაპორტას სხვა გზა არ ქონდა , აზალგაზრდა ღლაპი მორიბა ითხოვდა ხელფასის მომატებას , სხვები არ იკლებდნენ , გუნდიდან არ მიდიოდნენ და დარჩა მესი ბარსელონას გარეთ , მეტი ვიდრე კლუბი ? ხოო… ახლა რა იქნება? წავიდა მესი მაგრამ ბარსა დარჩა , უცნაური და საშინელება იქნება მესის გარეშე ბარსას ყურება მაგრამ ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და შმედეგ მესის , ახალგაზრდები მოდიან , გავი ნიკო პედრი ფრენკი ფატი , კიდევ გამოჩნდებიან ბირთვი ჩამოყალიბდება ტრანსფერები გაკეთდება მწვრთნელი შეიცვლება და გუნდი გაძლოერდება , ბაიერნს არასდროს ყავდა მესი მაგრამ კი ვიცით როგორი ძლიერი და სტაბილური გუნდია , სიტის მაგალითი ავიღოთ ასე რომ გუნდი ისწავლის მესის გარეშე თამაშს წავლენ მალე ბუსკეცი ალბა პიკე , გაყვებიან მესის , კუმანისთვისაც ბოლო სეზონია და ახალგაზრდებთან ახალი ფურცლიდან ახალი ბირთვის და ახალი გუნდის შენებას დაიწყებს ხავი ლაპორტასთან ერთად ამას შეიძლება წლები დაჭირდეს მაგრამ აუცილებლად წამოდგება ბარსა ფეხზე მანამდე უბრალოდ ჩვენ დაგვაწყდება ნერვები როგორ მოიგებს პსჟ ყველაფერს , როგორ იყიდის რეალი მბაპე-ჰალანდს მოიგებს ელკლასიკოებს , როგორ ვიბრძოლებთ 4ეულისთვის , ატლეტიკო გაგვასწრებს , ლიგაზე შევრცხვებით , მაგრამ ეპოქა დამთავრდა , იმპერია დაინგრა და ახალი ეპოქის ასაშენებლად დროა საჭირო , მთავარია სწორი მიმართულებით იმოძრაოს გუნდმა და მილანის მაგალითი არ განმეორდეს რაც ნაკლებად სავარაუდოა , ახლა ყველას მოუნდება მემკვიდრეობა მიიღოს , ტახტზე ავიდეს მაგრამ გვირგვინს ღირსეული მიიღებს და ისიც ადრე თუ გვიან გამოჩნდება , მოტივაცია გაიზრდება გუნდურობა გაიზრდება რადგან გაანალიზებენ რომ მესი აღარ ყავთ უბრალოდ დრო სჭირდებათ ესკალიბურს პირველივე გამვლელი ვერ ამოიღებს , ასე რომ ვიგლოვოთ , ვიგლოვოთ და შემდეგ დაველოდოთ ახალი თაობის , მომავლის იმედით ჩვენი გუნდის ფეხზე დადგომას , ოქროს ეპოქა დამთავრდა , ცვლილებების დროა..


    თან უყვარს ლაპორტას ეგეათები გახსოვს ალბათ რონალდინიო როგორ გაუშვა ახალის დროა და დღესაც იგივე სიტყვები თქვა სიახლის დროა უბრალოდ მაშინ რონის მემკბიდრე ყავდა მესი და ინიესტა ეხლა ვინ დარჩა მემკბიდრედ ფატი და პედრი? ღმერთმა ქნას წელსვე აალაპაროკოს ფატიმ და პედრიმ მსოფლიო … ჩემი აზრით ფატის უნდა მიცენ 10 ნომერი არანაირი აგუერო და მემფისი.


    კი ფატიმ უნდა აიღოს 10 ნომერი წესით , სულ ის ომანის კარიკატურა მახსენდება მეფე ლომის სტილში რომ დახატა მესი და ფატი , მესი გვირგვინით და ფატი მისი მემკვიდრე , ვნახოთ ვნახოთ , მთავარია გუნდი დადგეს ჯერ ფეხზე როგორც გუნდი ისე დაიწყონ თამაში და ლიდერიც გამოჩნდება

  • M.MN10
    07 აგვ 2021, 02:36

    ციტატა: Gaucho24
    ხალხო , წავიდა მორჩა ვსო.. ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი აღარ ითამაშებს ბარსაში , მაგრამ უამრავი ისეთი კომენტარი წავიკითხე რომ რავი ძალიან ცუდია.. პსჟს ვერ ვუგშემატკივრებ და ფეხბურთს აღარ ვუყურენ , ლაპორტას ბრალია , უხელფასოდ ეთამაშა , ზამთრამდე მოეთმინა და მარტო ევარჯიშა.. სერიოზულად? გუნდი არსებობისთვის იბრძვის , ერთხელ რომ დავწერე გრიზმანი უნდა გაიყიდოს რომ მესი დარჩეს და მივესალმები გრიზმანის წასვლას მეთქი გადამიარეს არ შეიძლება გრიზმანის წასვლაო , ხოდა დარჩა გრიზმანი )) რეალის ფეხბურთელებმა თავიანთი სურვილით დაიკლეს ხელფასი პანდემიის დროს და აქ რა სიტუაცია იყო? ყველამ უარი თქვა , თავად მესინ 50% დაიკლო ხელფასის რომ დარჩენილიყო და სხვებმა უარი თქვეს , გუნდმა ფეხბურთელები ვერ გაყიდა , რეგულაციებმა და სუპერ ლიგამ შეიწირა მესი და ბარსელონაც მაგრამ ლაპორტას სხვა გზა არ ქონდა , აზალგაზრდა ღლაპი მორიბა ითხოვდა ხელფასის მომატებას , სხვები არ იკლებდნენ , გუნდიდან არ მიდიოდნენ და დარჩა მესი ბარსელონას გარეთ , მეტი ვიდრე კლუბი ? ხოო… ახლა რა იქნება? წავიდა მესი მაგრამ ბარსა დარჩა , უცნაური და საშინელება იქნება მესის გარეშე ბარსას ყურება მაგრამ ბარსელონას გულშემატკივარი ვარ და შმედეგ მესის , ახალგაზრდები მოდიან , გავი ნიკო პედრი ფრენკი ფატი , კიდევ გამოჩნდებიან ბირთვი ჩამოყალიბდება ტრანსფერები გაკეთდება მწვრთნელი შეიცვლება და გუნდი გაძლოერდება , ბაიერნს არასდროს ყავდა მესი მაგრამ კი ვიცით როგორი ძლიერი და სტაბილური გუნდია , სიტის მაგალითი ავიღოთ ასე რომ გუნდი ისწავლის მესის გარეშე თამაშს წავლენ მალე ბუსკეცი ალბა პიკე , გაყვებიან მესის , კუმანისთვისაც ბოლო სეზონია და ახალგაზრდებთან ახალი ფურცლიდან ახალი ბირთვის და ახალი გუნდის შენებას დაიწყებს ხავი ლაპორტასთან ერთად ამას შეიძლება წლები დაჭირდეს მაგრამ აუცილებლად წამოდგება ბარსა ფეხზე მანამდე უბრალოდ ჩვენ დაგვაწყდება ნერვები როგორ მოიგებს პსჟ ყველაფერს , როგორ იყიდის რეალი მბაპე-ჰალანდს მოიგებს ელკლასიკოებს , როგორ ვიბრძოლებთ 4ეულისთვის , ატლეტიკო გაგვასწრებს , ლიგაზე შევრცხვებით , მაგრამ ეპოქა დამთავრდა , იმპერია დაინგრა და ახალი ეპოქის ასაშენებლად დროა საჭირო , მთავარია სწორი მიმართულებით იმოძრაოს გუნდმა და მილანის მაგალითი არ განმეორდეს რაც ნაკლებად სავარაუდოა , ახლა ყველას მოუნდება მემკვიდრეობა მიიღოს , ტახტზე ავიდეს მაგრამ გვირგვინს ღირსეული მიიღებს და ისიც ადრე თუ გვიან გამოჩნდება , მოტივაცია გაიზრდება გუნდურობა გაიზრდება რადგან გაანალიზებენ რომ მესი აღარ ყავთ უბრალოდ დრო სჭირდებათ ესკალიბურს პირველივე გამვლელი ვერ ამოიღებს , ასე რომ ვიგლოვოთ , ვიგლოვოთ და შემდეგ დაველოდოთ ახალი თაობის , მომავლის იმედით ჩვენი გუნდის ფეხზე დადგომას , ოქროს ეპოქა დამთავრდა , ცვლილებების დროა..


    თან უყვარს ლაპორტას ეგეათები გახსოვს ალბათ რონალდინიო როგორ გაუშვა ახალის დროა და დღესაც იგივე სიტყვები თქვა სიახლის დროა უბრალოდ მაშინ რონის მემკბიდრე ყავდა მესი და ინიესტა ეხლა ვინ დარჩა მემკბიდრედ ფატი და პედრი? ღმერთმა ქნას წელსვე აალაპაროკოს ფატიმ და პედრიმ მსოფლიო … ჩემი აზრით ფატის უნდა მიცენ 10 ნომერი არანაირი აგუერო და მემფისი.

    ციტატა: neo222
    Eset dasasruls aravin eloda. Didi maimunoba moxda. Laportas sisuleleebis ar mjera. Yvela variantshi mesis wasvlam magari gatexa


    ეხლა მთავარია ფატიმ პედრიმ და დეონგმა გამართლონ ამ სამზე იყო მინიშნება ჩემი აზრით სიახლე ახალი სისხლი . გაზდილი მოტივაცია ექნებათ …. გრიზმანი უნდა გაუშვან კლუბიდან … და იმედია კოუტინოც მოიხოდება

  • M10 S9 D11
    07 აგვ 2021, 02:30

    არ ვიცი უემოციოდ დავდივარ ორი დღეა ვკითხულობ და ვერ ვიჯერებ რო მესი ბარსაში აღარ ითამაშებს

  • neo222
    07 აგვ 2021, 02:22

    Eset dasasruls aravin eloda. Didi maimunoba moxda. Laportas sisuleleebis ar mjera. Yvela variantshi mesis wasvlam magari gatexa

  • ლ.გ.K I N G
    07 აგვ 2021, 02:05

    არც ამდენი პესიმიზმია საჭირო კულეებო✌✌

  • B.A.r.c.A
    07 აგვ 2021, 01:59

    3 დღეა ვფიქრობ რა დავწერო და 2 სიტყვა ვერ გადავაბი ერთმანეთზე ან რაუნდა დავწერო ისეთი რო მესის წასვლათან დაკავშირებით ობიექტური იყოს