გრიზმანს უსიამოვნოებები აქვს. ბარსელონა მზადა მსოფლიოს ჩემპიონი ტრანსფერზე  დააყენოს

გრიზმანს უსიამოვნოებები აქვს. ბარსელონა მზადა მსოფლიოს ჩემპიონი ტრანსფერზე დააყენოს

ფრანგი ყოფაქცევითა და საქმისადმი მიდგომით მოზარდია

“პატარა პრინცი” – დიდებული წიგნია.  და თუ უიღბლო მფრინავი-ოფიცერი, ანტუან სენტ-გკზიუპერი სადაზვრვო გაფრენიდან კორსიკაზე არ დაბრუნდა, პატარა პრინც გრიზმანს ჩვეულებივ ჰქონდა მეორე შანსები. აი ახლაც, რასისტულ სკანდალში მეორეჯერ მოხვედრის შემდეგ, გრიზმანი ყვება, რომ “ისეთი არ არის, როგორიც ყველას ჰგონია”.

ანტუანს სასწრაფოდ ჭირდება ახალი კლუბი. მისი ‘ბარსელონაში” გადმოსვლა შეცდომა იყო. ასევე მისი თამაში საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში ევრო 2020-ზეც მკრთალი იყო. ანტუანი გადაიყვანეს მესის პოზიციაზე – შემტევების უკან, მაგრამ ფორვარდი დაზარალდა ბენზემას ნაკრებში დაბრუნების გამო. მას ისევე განუწესეს უხერხული როლი.

და რას აკეთებს გრიზმანი, როცა ასე ექცევიან?

კაპრიზობას იწყებს. თუმცა 30 წლის მამაკაცი სამი შვილის მამაა, და მის ბასკ მეუღლეს, ერიკას ოთხი შვილი ჰყავს. ანტუანი ხომ – მისი მოქცევის და გატაცებებით – მოზარდია. შეყვარებულია ნბა-ზე და ვიდეო თამაშებზე. აღფრთოვანებულია მისი ურუგვაელი მეგობრებით და მუდმივად აყენებს თავის თავს პირველ ადგილზე. გრიზმანი არასოდეს ყოფილა გუნდური მოთამაშე. მხოლოდ სიმეონე აიძულებდა მას კოლექტივზე ეთამაშა. და როდესაც საქმე ცუდად მიდის, თავს გრიზმანის მოზარდის იერი იჩენს.

“ბარსას” გასაბრაზებელი ფილმი და ორი რასისტული სკანდალი

გრიზმანი აღმერთებს აშშ-ს, ამიტომ არაერთხელ უთქვამს, რომ კარიერას ოკეანის გაღმა დაასრულებს. მაგრამ იქაურ კლუბთან კონტრაქტის გასაფორმებლად კარგი იქნებოდა რასისტულ სკანდალებს გარიდებოდა.

პირველი შემთხვევა უაზრო იყო. ფეხბურთელისა და მისი კრიტიკების მხრიდან გამოჩნდა კულტურული უმეცრების მაგალითი.

გრიზმანი, საყვარელი კალათბურთელის ფორმაში გამოწყობილი გაემგზავრა კოსტუმირებულ საღამოზე. მის ამერიკელ კრიტიკოსებს კი დაავიწყდათ, რომ ევროპაში ყველამ არ იცის აშშ-ს რასისტების ტრადიციების შესახებ.

უპატივმოყვარეო ახალგაზრდა ადამიანმა გადაწყვიტა, სახე შეეფერა ყავისფრად, რადგან მისი კუმირი შავკანიანი იყო. რა თქმა უნდა, ამერიკელები შოკში იყვნენ. გასულ საუკუნეში, კინოსა და ესტრადაზე, თეთრი მსახიობები თამაშობდნენ შავკანიანების როლებს და სახეს იფერავდნენ შავ ფერად. ეს იყო ე.წ. “ბლექფეისინგი”, რომელიც ყოველთვის გამოიყენებოდა დაცინვებისა და კარიკატურებისათვის – მსახიობებს ახატავდნენ დიდ ტუჩებს და ისინი იქცეოდნენ, როგორც მაიმუნები. 

რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში გრიზმანი მხოლოდ უცოდინარობის გამო გაეხვია სკანდალში  და არა იმიტომ, რომ ოკეანის გაღმა “კუ-კლუს-კლან”-ში გართიანება სურდა. მაგრამ მისი მეორე გამოსვლა გაცილებით უარესია. ცნობიერების მიღმა არ რჩება ვიდეო, სადაც დემბელე და გრიზმანი დასცინიან აზიური წარმოშობის პერსონალს, რომლებიც ტელევიზორის შესაკეთებლად მათთან სასტუმროში მივიდნენ.

ფრანგები წარმოჩდნენ რასისტებად. უკეანის გაღმა არსებული აქციის მხარდასაჭერად დემაშის ნაკრების წევრები მუხლზე იჩოქებენ, ამ დროს კიდევ გრიზმანი და დემბელე, თვალების გამო, აბუჩად იგდებენ აზიატებს. დემბელეც ისეთივეა, როგორიც გრიზმანი. ამ დუეტის შესაძენად მხოლოდ ბართომეოს მსგავს გენიოსს შეეძლო გადაეხადა უზარმაზარი თანხა. მართალია, ფრანგები არც ისე ცუდი მოთამაშეები არიან, მაგრამ უპასუხისმგებლოები და ეგოისტები.

გავიხსენოთ, როგორ გადაიღო გრიზმანმა დოკუმენტური ფილმი იმისათვის, რომ უარი ეთქვა “ბარსელონასათვის”…. ერთი წლის შემდეგ კი დასთანხმდა ტრანსფერს. ახლა აბუჩად აიგდო აზიატები და ახსა-განმარტება მისცა ბარსას” ტიტულივანი სპონსორის, იაპონური კომპანიის ხელმძღვანელს. ადამიანი მილიონებს ღებულობს კლუბში, სადაც მკერდზე აზიატური ბრენდის დასახელებაა დაწერილი, მაგრამ ორი იაპონელის დანახვისას, არ იცის, რა არის სწორი მოქცევა.          

ანტუანს სასწრაფოდ ჭირდება სხვა ლიგაში გადასვლა, სერიოზულ მწვრთნელთან

გრიზმანი “ბარსელონაში” თავიდანვე არ იყო საჭირო. მას არ შეუძლია ლუის სუარესის კომპენსირება. სხვაგვარად თამაშობს. ასევე არ იქნება მარცხნივ გადამაადგილებელი “ფლეიმეიქერი”, ასეთი ხომ უკვე არის – მესი. ანტუანმა რამდენიმე გოლიც გაიტანა და რამდენიმე საგოლე გადაცემაც გააკეთა, მაგრამ ვინც უყურა “ბარსელონას” საკვანძო მატჩებს, ყველამ იცის, რომ გრიზმანს არ შეუცვლია კუმანის გუნდი.

ახლა კიდევ “ბარსელონამ  დაიმატა დეპაი და აგუერო, და რისთვის არის ანტუანი საჭირო?

მალე ანსუ ფატიც დაბრუნდება და წარმატებული სეზონიც შეუძლია ჩაატაროს, ასევე ხმები იმის შესახებ, რომ მესი და გრიზმანი ხშირად ვერ თანხმდებიან, კიდევ ერთი მიზეზია, რატომაც უნდა დატოვოს ფრანგმა გუნდი.

ამის გარდა, “ბარსელონას” ჭირდება ფული, მაგრამ ლიკვიდური ფეხბურთელების ნაკლებობას განიცდის. ანტუანის მეგობარი დემბელეც მის გზას უნდა დაადგეს, რადგან იმედებს უცრუებს ლაპორტას.

უსმანი უარს ამბობს ახლა წასვლაზე, მომავალ წელს თავისუფალი აგენტი უნდა გახდეს. ეს ორი ფრანგი მეგობარი “ბარსელონას” არაფერში გამადგებიან, იმიტომ, რომ მარტო თავს თავზე ფიქრობენ.

ტყუილად წამოვიდა ანტუანი “ატლეტიკოდან”, უკან მას აღარ მიიღებენ. თუმცა, ნეიმარის წასვლის შემდეგ, პატივცემულმა ბართომეომ ლამის გადამრჩენი ღმერთი უწოდა, უზარმაზარი თანხის ფასად იყიდა და იმხელა ხელფასი შესთავაზა, ძალიან საოცარი იქნებოდა, რომ წინადადება არ მიეღო, როგორც “ატლეტიკოს”, ასევე გრიზმანს.

გრიზმანსა და დემბელეს აერთანებთ ინფანტილობა. ფეხბურთის თანამედრვე ვარსკვავები ხშირად რჩებიან ფსიქოლოგიურ მოზარდებად. დემაშს ნახევარი გუნდი ასეთი ყავს, რაზეც სწორედ ფეხი აუცურდა ევრო 2020-ზე.

აი გვარდიოლას კი მეტი მეომარი ყავს გუნდში. თუ ლევი “მანჩესტერ სიტის” არ მიყიდის კეინს, მაშინ გვარდიოლამ შეიძლება შეტევის ცენტრში, “ყალბი ფორვარდის” პოზიციაზე იყიდოს გრიზმანი,. და თუ ფრანგი “ბარსელონაში” დარჩება, კოუტინიოსა და დემბელეს მსგავს, კიდევ ერთ ძვირადღირებულ სათადარიგო მოთამაშეს ვიხილავთ. ამ შემთხვევაში შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ “ბარსელონას” მსოფლიოში  ყველაზე ძვირი სათადარიგოთა სკამი გააჩნია, და ასევე გამოუსადეგარი.

მართალია, გრიზმანი ყოველთვის ისე არ იქცევა, როგორც ზემოთხსენებულ ვიდეოში. მას არც საზარელი ადამიანის რეპუტაცია გააჩნია. უბრალოდ ტუტუცი აღმოჩნდა – არ იცოდა, რა არის “ბლექფეისინგი” და დემბელეს რასისტული კომენტარების პასუხად იცინოდა. მაგრამ აღსანიშნავია, რომ იგი უკვე 30 წლისაა და თანაც მსოფლიო ჩემპიონია.

რაც შიძლება ეპატიოს ახალგაზრდა მოთამაშეს, კუმანი და ლაპორტა გრიზმანს არ აპატიებენ. კლუბის იაპონელმა სპონსორებმა ალბათ უკვე სთხოვეს ხელმძღვანელობას გრიზმანის ტრანსფერზე დაყენება. საქმე გაცილებით რთულადაა, ვიდრე ვინმეს შეიძლება ეგონოს. იაპონელები იმპერიული ნაციაა, მკვეთრად რეაგირებენ ნებისმიერ დამცირების მცდელობაზე. განსაკუთრებით იმ ადამიანისაგან, ვისაც უხდიან. გრიზმანის კარიერის გადარჩენა შეუძლიათ ისეთ მწვრთელებს, როგორებიც გვარდიოლა, სიმეონე და კლოპია.

უნდა აღვნიშნო, რომ თუ მანე და სალაჰი გადაწყვეტენ დატოვონ “ლივერპული”, კლოპი, რომელსაც დიდი ალბათობით არ შეხვდება მბაპე – კილიანს შეეშინდება ინგლისის პრემიერ ლიგაში გადასვლა – შეუძლია ყურადღება მიაქციოს გრიზმანს. თუ “მანჩესტერ სიტისთვის”, სადაც შეტევის ფლანგებზე თამაშობენ ბერნარდუ სილვა, მაჰრეზი, ფოდენი და სტერლნგი, დაემატება კიდევ კეინი, – გრიზმანი სათადარიგო ვარიანტია, “ლივერპულში” მას სხვადასხვა პიზიციებზე შეუძლია ითამაშოს.

ჟოტა არ არის რონალდუ, ასევე არსებობს პრეტენზიები ფირმინოს შედეგიანობაზეც, ასევე გავიხსენოთ, რომ კლოპს შეუძლია ინფანტილური ფეხბურთელების ძიძობა. მაგრამ შეიძლება ანტუნზე უარი თქვას “ლივერპულის” ამერიკელმა მფლობელმა. აშშ-ში ძალიან მკვეთრად რეაგირებენ თეთრკანინების მხრიდან რასიზმის გმოვლენის ფაქტებზე.  რა თქმა უნდა, იმ ვიდეოში სწორედ დემბელე წარმოგვიდგა დიდ რასისტად, რომელმაც ასევე გააცხადა, რომ ყოველთვის ასე იქცევა, და რომელსაც ასევე დიდი დრო არ დარჩენია “ბარსელონაში”. მისი ბედია, რომ ახლა ტრამვირებულია, რაც “ბარსასთვის” დამატებითი ხარჯები და თავის ტკვილია.

ლა ლიგაში, ჩემპიონთა ლიგასა და ევრო 2020-ზე  ჩავარდნების შემდეგ გრზმანისათვის უფრო ხელსაყრელია გადავიდეს ახალ გუნდში, ინგლისის პრემიერ ლიგის ძლიერ მწვრთნელთან. და თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, დარჩება კუმანთან, რომელიც მთელ აქცენტს დეპაიზე გააკეთებს და გრიზმანი სულაც არ სჭირდება.

ყველას გვახოვს, თუ როგორ თხოულობდა გრიზმანი “ოქროს ბურთს”…

სამ წელზე ნაკლები გავიდა და სიტუაცია რადიკაურად შეიცვალა…..

პუბიკაციაში გამოყენებულია სხვა საიტებზე გმოქვეყნებული მასალები.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (4)

  • El pistolero 9
    10 ივლ 2021, 13:13

    ავტორ სტატიაში ბევრი გრამატიკული და ბეჭდური შეცდომაა. საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის გვარი კიდე დეშამია და არა დემაში

  • me da barca
    10 ივლ 2021, 12:41

    როგორ არ მინდოდა ამის მოყვანა ბარსაში. მაგრამ ბართო რისი ბართოა, ჯერ ვალი აიღო და 120 მილიონი გადაუხადა ატლეს, მერე ამას ასტრონომიული ხელფასი დაუნიშნა. გრიზმანის ხელფასით თავისუფლად შეინახავენ 5 ფეხბურთელს, თუ მეტს არა.
    ბავშვია, რომელიც ვერ გაიზარდა და ყოველი გოლის მერე დატინგიცებს და ჯანბაზივით იქცევა. მაგ ვიდეოთი საკუთარ თავს ხარაკირი გაუკეთა.

  • Don_Andresito
    10 ივლ 2021, 11:49

    შეტევა ისედაც არ გვივარგა და ამის წასვლით კიდე დავსუსტდებით. დეპაი არაა მაღალი დონე. დემბელეა მოსაშორებელი უფრო. თუ სიტი წაიყვანს მაშინ უნდა დაუბარტეროთ ვინმეში, ტორესში ან სილვაში. ევერტონს ლენგლეზე შემოთავაზება გაუკეთებია

  • KING_BARCA
    10 ივლ 2021, 09:12

    უნდა გაყიდონ ხალხო, ესეც და კიდე ძალიან ბერვი, სტაბილურად კარგი ფეხბურთელები სჭირდება კლუბს, და არა 8 ტურში ერატხელ გავიტანე ფეხბურთელები, მესმის მშრომელია დარბის და ესე შემდეგ, მაგრამ ეს არაა ის ვის იმედზეც იქნები, კიდე ბევრია გასაშვები,ძალიან ბევრი….