ლაპორტა კრიშტიანუს ეჩალიჩებაო, ასეთი ხმა გავრცელდა, ზოგადად, ლაპორტას უყვარს ხმაურიანი ტრანსფერები, რატომ ეპოტინება რონალდუს ამას ბევრი მიზეზი აქვს, გარდა იმისა, რომ საქმე კრიშტიანუს ეხება, ასეთ დროს მიზეზებზე საუბარი თითქოს უხერხულიც კია, მაგრამ მაინც, მიზეზი ბევრია.
1. ხელიდან გაშვებული შანსი
ჟოანს რონალდუს აგენტთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და დანამდვილებით ვიცით ის, რომ მენდეშმა ლაპორტას ერთხელ უკვე შესთავაზა თავის კლიენტი. მაშინ ლაპორტამ უარი თქვა. ვერ ვიტყვით, რომ უცნაური იყო ეს ამბავი, ან შეცდომად მივიჩნიოთ, რადგან იმ დროისთვის ერთ ფლანგს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი რონალდინიო იკავებდა, თან ისეთ ასაკში იყო, რომ გვეგონა კიდევ ექვსი წელი იმეფებდა საფეხბურთო მოედნებზე. მეორე ფლანგს კი ნელ-ნელა უშინაურდებოდა ლიონელ მესი. როცა “ბარსამ” ტიერი ანრისთან შეთანხმებას მიაღწია და ოთხი დიდი ვარსკვლავი გვყავდა სამ პოზიციაზე, მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მიიღო ძირითადში თამაშის გარანტია და ეს ფეხბურთელი 19 წლის ლიონელ მესი იყო. ასე რომ, რონალდუსთვის ნათქვამი უარი აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა, როგორც ჩანს, მაინც არ ასვენებს ლაპორტას ეს ამბავი, ალბათ ხანდახან მაინც ეფიქრება იმაზე, რა მოხდებოდა კრიშტიანუ და მესი, რომ ერთად ჰყოლოდა გუნდში.
რეალურად, მოხდებოდა ის, რომ ვერც ერთი მათგანი ამ დონეს ვერ მიაღწევდა. მგონია, რომ რონალდუ ძალიან შეიზღუდებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ თამაშის წარმმართველი მესი იქნებოდა, კრიშტიანუ კი ტიპურ გარემარბად მოგვევლინებოდა, მისი როლი ძალიან დაკნინებული იქნებოდა. დროთა განმავლობაში შეეძლებოდა ფორვარდად ქცეულიყო, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ მესიმაც იგივე გზა გაიარა, არა მგონია ამაში მაინც გამართლებოდა.
ის რომ მესიმ და რონალდუმ ერთმანეთის კონკურენტ გუნდებში ითამაშეს, ეს იყო საუკეთესო რამ, რაც კი შეიძლებოდა, რომ მსოფლიო ფეხბურთში მომხდარიყო.
2. ფიგუს ფაქტორი
“ეს “ბარსასთვის” გულის ამოგლეჯის ტოლფასი იყო” – თქვა ფლორენტინო პერესმა ფიგუს ტრანსფერის შემდეგ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ მართალი თქვა, არც ერთი წამით არ გადაუმეტებია, ეს ნამდვილად გულის ამოგლეჯის ტოლფასი იყო. გარდა იმისა, რომ პუბლიკის საყვარელი ფეხბურთელი გადაიბირეს, თან საუკეთესო სეზონის შემდეგ, ამას საშინელი კრიზისი მოჰყვა, ფიგუს წასვლამ “ბარსა” 3-4 წლით დახია უკან.
ლაპორტას კი შურისძიების შანსი აქვს, ვითარება დიდად განსხვავებულია, მაგრამ მაინც, საქმე ეხება “რეალის” ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოს, დი სტეფანოსთან და ზიდანთან ერთად. ბევრისთვის კი უდავოდ საუკეთესოს. მისი გადმოსვლა როგორც მინიმუმ შოკში ჩააგდებს მადრიდელებს და ისედაც განრისხებულ ფანებს, უფრო მეტად აამხედრებს ფლორენტინო პერესის წინააღმდეგ. რონალდუს მერე ხომ რამოსიც გაუშვა?!
რონალდუს ტრანსფერი და კონკურენტის ბანაკში ჯანყი და არეულობა ერთი იქნება. ეს ისეთივე კრიზისს გამოიწვევს “რეალში”, როგორც ფიგუს ტრანსფერმა გამოიწვია თავის დროზე, მაგრამ, კრიშტიანუზე უფრო კარგი წარმოდგენის ვარ, ვიდრე ფიგუზე. არ მგონია, რომ ასე მოიქცეს. წლობით ცდილობდა “ბერნაბეუს” გულის მოგებას, ეს კი ძალიან ძალიან რთული რამეა, რადგან ამ პუბლიკის გულს მხოლოდ გოლების გატანით ვერ მოიგებ, მათ გაცილებით მეტი სჭირდებათ იმისათვის, რომ ტაში დაგიკრან, “ბარსას” ფანებს ეს მშვენივრად მოეხსენებათ. ამ წვალებით აგებულ ურთიერთობას კი წყალში არ გადაყრის, ასე მგონია.
3. ფინანსური ხსნა
“ბარსა” რა დღეშია ყველას კარგად მოეხსენება, თითქოს ტრანსფერების მესამე პუნქტი რეალური იყო, მაგრამ დემბელეს ისევ რაღაც უბედურება დაემართა, გრიზმანმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, წასვლა არ მინდაო, არადა, თავად ამბობს “ბარსაში” ბედნიერი არ ვარო. ლანგლეს გაყიდვა კი მათზე რთული იქნება, მით უმეტეს, სასურველ ფასად. კოუტინიო? არავის უნდა. ძალით თუ შევტენით ვინმეს, მაგალითად “ლივერპულს” ვალის გასასტუმრებლად.
ამის ფონზე რონალდუში ფულის გადახდა მოგვიწევს და დიდი ხელფასის დანიშვნაც, მაგრამ, მასში გადახდილ თანხას მხოლოდ მაისურების გაყიდვით ამოიღებენ, რონალდუ – “ბარსელონაში!” ფიგუს შვიდი ნომრით! წარმოდგენაც არ მინდა რა ამბები დატრიალდება, ალბათ ყველანაირი რეკორდი მოიხსნება მაისურების გაყიდვით.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ახალი სეზონიდან მონატრებული მაყურებელი სტადიონს დაუბრუნდება, ახლა წარმოიდგინეთ რა ამბები ატყდება “კამპ ნოუზე”, მესის და რონალდუს ერთად სანახავად, ერთ გუნდში, ერთ ფორმაში. ეს ისეთი ფინანსური ბუმი იქნება, რომ ლაპორტას, შესაძლოა სუპერ ლიგაც კი დაავიწყოს.
გიგანტური ნაბიჯებით ამოვალთ ფინანსური ჭაობიდან.
4. კვანძის გახსნა
მესისა და რონალდუს მითოსური ბრძოლა დასასრულს უახლოვდება, მათი შედარება “ილიადის” გმირებთან, სწორედ “ბარსამანიაზე” დავიწყეთ და მერე და მერე სხვებმაც აიტაცეს, მათ შორის მწერლებმა და გულშემატკივრებმაც. “ილიადა” ფეხბურთში ჩვენი შემოგდებულია, ჰექტორისა და აქილევსის დაპირისპირებაც ჩვენ ვაქციეთ საფეხბურთო დრამად, ჰოდა, მოდი მივყვეთ ბოლომდე.
თუ ძველ ბლოგებს ადევნებდით თვალს, ისიც გეცოდინებათ, რომ აქილევსის აბჯრის ხელში ჩაგდება ჰექტორმა მოიწადინა, მას შემდეგ, რაც ამ აბჯარში გამოწყობილი პატროკლოსი გამოასალმა სიცოცხლეს, აქვე, პატროკლოსი ცინგლიანი ბავშვი რომ არ გეგონოთ, ისე როგორც ჰოლივუდურ ფილმშია აღწერილი, უნდა ვთქვათ როგორ აღესრულა, პატროკლოსი ღმერთებმა გაწირეს, მხოლოდ იმიტომ, რომ აქილევსი დაებრუნებინათ ბრძოლაში, მხოლოდ იმიტომ, რომ ნახევრად ღმერთი ღვთაებრივი მრისხანებით შეემოსათ. პატროკლოსი იბრძოდა ლომივით! მაგრამ აპოლონი დაეშვა ოლიმპოდან და ზურგში დაჭრა! ღმერთმა, ზურგიდან! საზარელი სურათია, ალბათ ყველაზე საზარელი რაც კი ოდესმე დაწერილა. ღმერთისგან დაჭრილი ისევ ფეხზეა და ისევ იბრძვის, ამჯერად ძლივს ფეხზე მყოფს ევფერბოსი დაჭრის ბრინჯაოს შუბით, ბოლოს კი ეს დაფლეთილი მებრძოლი ჰექტორს შერჩება ლუკმად. აი, ასე, პატროკლოსი ძალიან დიდი გმირია!
აჰყრის ჰექტორი აქილევსის აბჯარს და აქ უკვე შეგვიძლია ჩვენს დრამას მივყვეთ, რადგან ლეო მესის აბჯარი “ბარსელონას” ფორმაა. “ილიადამ” უკვე გვითხრა ის, რაც დასაწყისში შეუძლებლად მოგვეჩვენებოდა, ჰექტორი აქილევსის აბჯარს ატარებს. ისევე დაუჯერებელია, როგორც რონალუმ მესის ფორმა, რომ ატაროს. ფეხბურთში კი ხანდახან ხდება დაუჯერებელი ამბები, რადგან ფეხბურთი ცხოვრების ნაწილია, ცხოვრება კი სავსეა ასეთი ნაღმებით.
ყველაზე უკეთ კი ამ ორი ფეხბურთელის კონკურენციას, ისევ და ისევ “ილიადა” აღწერს. ყველამ იცის, რომ აქილევსი უფრო ძლიერია. აქილევსმა იცის, რომ ჰექტორის მოკვლა შეუძლია, ჰექტორმაც იცის, რომ მოკვდება, მთავარი რაც აქილევსმა იცის, არის ის, რომ თუ ჰექტორს მოკლავს, თავადაც აუცილებლად მოკვდება. ამიტომ, როცა ჰექტორი გარბის, აქილევსი ვერ ეწევა, რაც ყველაზე დიდი პარადოქსია “ილიადაში”, რადგან აქილევსი ყველაზე სწრაფია, იმდენად სწრაფი, რომ განრისხებულ მდინარის ღმერთს გაექცევა, განრისხების მიზეზი კი აქილევსის გმირობა იქნება, მტრის მთელი ამალა მდინარეში ჩააკლა და სისხლისფრად შეღება.
მესი და რონალდოც ყოველთვის ხელშესახებ დისტანციაზე იყვნენ, მხოლოდ ერთი პერიოდი იყო, გვარდიოლას ეპოქაში, როცა მესიმ ძალიან დაჩაგრა რონალდუ, მაშინ მათი შედარება თავში არავის მოუვიდოდა, მაგრამ კრიშტიანუ ბრძოლაში დაბრუნდა. ამით კი მივიღეთ ის, რომ 34 ისა და 36 წლის ხალხი დღემდე უმაღლეს დონეზე თამაშობს.
თუმცა, დრამას თავის ლოგიკა აქვს, არისტოტელემ ასე თქვა და მას მერე ბევრი არაფერი შეცვლილა, კი გადაუხვევიათ დრამატურგებს, მაგალითად ბრეხტმა ისე გაუხვია არისტოტელეს გზიდან, რომ არანაირ ჩარჩოში აღარ იჯდა, მაგრამ მაინც.. ლოგიკა ბერძენთან არის. კვანძის შეკვრა, პერიპეტია, კულმინაცია, აქვე ალბათ კათარზისიც და ბოლოს კვანძი იხსნება, ან არ იხსნება. ან დახურული ფინალი გვაქვს, ან გახსნილი.
კულმინაცია დიდი ხნის ჩავლილია. “კლასიკოების” დროს ჩაიარა.
აი, ფინალს ჯერ კიდევ ველით. თუ კრიშტიანუ აქილევსის აბჯარს მოირგებს, ღია ფინალი გვექნება, ერთხელ და სამუდამოდ გავიგებთ იმას, რაც მხოლოდ წარმოსახვით გვინახავს, როგორ ითამაშებენ ერთად მესი და რონალდუ.
თუ არ გადმოვა, კითხვა კიხვად დარჩება და ფინალი დახურული იქნება.
რაღაც მსგავსი უკვე მომხდარა. საქველმოქმედო მატჩში ბატისტუტამ და რონალდომ ერთად ითამაშეს. ერთ გუნდში, გვერდიგვერდ, და მცველები ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ ვერ აღიწერება. ერთი სიამოვნება იყო მათი ხილვა, კაცი იფიქრებდი, ნეტავ ერთი წელი მაინც, ერთ გუნდში ეთამაშათო.
ყველაფერი ჩავლილია. ამ ორს დასამტკიცებელი არაფერი აქვს. ფლეიოფებში მათი აღარ ეშინიათ, არადა, მხოლოდ იმიტომ ვერ წავიდნენ წინ, რომ გუნდებმა ვერ შეუწყვეს ხელი, არც “ბარსა” იყო მოწოდების სიმაღლეზე და არც “იუვე”. არ იქნება ცუდი, ერთიანი ძალით, რომ შეახსენონ მეტოქეებს თავი, მე მგონი, რომ მოვიდა ამის დრო, მაგრამ ყველაფერთან ერთად, კრიშტიანუს აროგანტული ჭიაც არ მოასვენებს. არადა, მაგარი სანახავი იქნებოდა..
რაღაც არ უხდება, ხომ?!
აუუუ, ეს ძაან მაგარი და ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო წლები დარჩება
საუკეთესო სტატიაა რაც წამიკითხავს!super!!!
ფანტაზიაა…
მაგრამ ჰოი როგორი ფანტაზიაა
სისულელეა. რონალდოს იმიჯზე 4 კომპანია ზრუნავს. ვერცერთი ურჩევს ბარსაში გადასვლას, იუდა 2 ად შევა ისტორიაში. პერესის პრესა 10 წელი მაინც უწოდებს მოღალატეს
ზღაპარია ამათი ერთ გუნდში თამაში
ვინმეს გინდათ ეს კამპ ნოუზე ლურჯ-ბროწეულისფერინ მაისურით?!
რაღაც არ უხდება, ხომ?!
ერთადერთი სადაც ამათი ერთად ნახვა მსურს არის რაიმე საქველმოქმედო მატჩი ან ოლსტარის ვარინტი🤷🏻♂️ და მგონია ოდესმე აუცილებლად ჩაატარებენ მატჩს, სადაც ერთად გააგორებენ ბურთს 🙌🏻❤️ რა ბარსელონა რის ბარსელონა😁
ბარსელონაში არ ვიცი მაგრამ ეს ორი მლს-ში ბექჰემის გუნდში მგონია რომ ითამაშებენ
მასწავლებელი: ჩამოთვალე შენი საყვარელი სამი მწერალი.
მე: ვაჟა,გოგლა ლეონიძე და ფეოლა😍
ეს იგივე ამბავია მესი რომ რეალში გადავიდეს და წარმოგიდგენიათ რა ზიზღს გამოიწვევს ეს ყველაფერი? არცუნდა გადმოვიდეს ჩემი აზრით რონალდუ,არც გადმოვა და ასე სწორიცაა
!. ყველაზე ლოგიკური პასუხია.
2. და + კიდევ: – რონალდუ საჯარიმოს კაცია და მესიმ რა ქნას, მარტო მაგისთვის პასებზე იმუშაოს??? სეზონის ბოლოს
საუკეთესო ბომბარდირის ლავრა ვის?..რონალდუს ხოო???
არ გამოვა, ეგ საქმე საწყისშივე მკვდარია!!!
მეეჭვება რომ წერენ ორივე თანახმააო!
პ.ს. ისე, რონალდუს ჩვენი ახალი ფორმის შორტი მაგრად მოუხდებოდა!!!
ფეოლააა, ბრავოოო!
რონალდოს და მესის ერთად ხილვას რა ჯობია ხალხო,მაგრამ მერე ეს ჰოლანდი და მბაპე სად მიდიან?რეალში და რა 2 წლის მერე მესიც,რომ წავა და რონალდოც ბარსამ რაღა ქნას?რავიცი,რავიცი.
riva,
მადლობა თქვენ!
რონალდუ რომ გვერდით მესის და ბრეიტგოათს დავუყენებთ და ეს ტრიო დაიპყრობს მსოფლიოს რეკორდი რეკორდზე იქნება😄😄
ფეოლა საოცარი ხარ. სიამოვნებაა შენი სტატიები. დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის.
სისულელეა, რა რონალდუ, ვაბშე არ მინდა მაგის ხილვა ბარსას მაისურით. როჟა ტრაკზე იხევა ოღონდ მესის რამეში აჯობოს და გუნდურად ითამაშებენ გგონიათ? ერთი ის გაასწორებს რეალს რომ გათხრის კალსიკოში მთელი მადრიდი გამოდემბელდება. სხვა მხრივ რეალის ნახმარი ფეხბურთელი რა ჩემ ფეხებად გვინდა, ვინც არ უნდა იყოს. მითუმეტეს ამის საუკეთესო წლებმა ჩაიარა უკვე და ამის პირადი სტატისტიკის გაუმჯობესებას ვერ გადაყვება გუნდი. არც რონალდუს ენდომება აქ მოსვლა. მადრიდში შეიზიზღებენ და მოღალატედ მონათლავენ.