მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი ნაბიჯი ფინალამდე

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: ერთი ნაბიჯი ფინალამდე

 გოოოოლ!
არიის!
ალბააა.. დამატებითი დრო.. ამას აღარ წავაგებთ!

„ბარსა“ ნახევარფინალშია, ტიტულის მოგება რეალური ხდება, იმ ამბების გადამკიდე რაც გუნდის თავს ხდება, თუნდაც ერთი ტიტულის მოგება, მშვენიერი ამბავი იქნება.

მატჩი ისტორიული გამოდგა, ლეგენდარული თამაშების სიაში ჩაეწერება და კიდევ ბევრჯერ გაიხსენებენ, ანტუან გრიზმანი, რომ გაიხსენებს წყალი არ გაუვა, რადგან „ბარსელონაში“ ჯერჯერობით საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. თავიდან თითქოს არ ჩანდა, მაგრამ როგორც წინა მიმოხილვისას აღვნიშნეთ მომენტის კაცია, დაიჭერს და გაიტანს.

ასეთი “ქამბექი” ძალიან გვჭირდებოდა, მუხტისთვის, თვითდაჯერებისთვის, ძალების რწმენისთვის და მომეჩვენა, რომ ამ ემოციებმა ყველაზე მეტად მოიტანა ერთიანობის განცდა, რაც დიდი მიზნებისთვის საბრძოლველად აუცილებელია.

ჩაფლავება ქების შემდეგ

პსჟ-სთან ცენტრალური მცველის ძიება ბოლო წუთებამდე გაგრძელდება, უმტიტი რაც ვაქეთ, ყველაფერი წყალში ჩაყარა, დასწრებაზე კარგი იყო, მაგრამ ორი მძიმე შეცდომა დაუშვა და მეტოქე ორი ბურთით წინ გაუშვა. გოლებამდე იყო ერთი მომენტი, როცა ჯერ თამაშგარის ხაზი დაარღვია, ხოლო შემდეგ დისტანცია სწრაფად ვერ შეამცირა და ასე შეიქმნა მატჩის პირველი სახიფათო მომენტი. მოკლედ, დასწრებაზე თამაშის გარდა, ყველაფერში ჩაფლავდა და მიუხედავად ამისა, რატომღაც მაინც მეიმედება.

შეცდომები ჰქონდა არაუხოსაც, მათ შორის ორი მძიმე შეცდომა, გადარჩა, რომ ამ შეცდომებს გოლები არ მოჰყვა თორემ უმტიტიზე დიდ შეფასებას ნამდვილად ვერ მიიღებდა. დასწრებაზე არაუხოც მხეცი იყო, პოზიციურად არაუშავდა და თავდასხმაში ცენტრალური ფორვარდის როლიც შეითავსა, იმდენი მომენტი შექმნა ბრეითუეიტი რომ სამ თამაშში ვერ ქმნის.

თითქოს სტაბილური ცენტრი ვიპოვეთ და ჩამოგვენგრა ოცნებები. ლანგლე ვიცით რაც არის, უმტიტიმ თვალი აგვიხილა, არაუხო საუკეთესოა, მაგრამ არა უშეცდომო, პსჟ-სთან თამაში ახლოვდება და მემგონი, რომ მაინც პიკე დაიკავებს ადგილს ძირითადში, თუმცა ერთი დამატებითი პრობლემაა, უმტიტი და ლანგლე ცაციები არიან, მარცხნივ მოქმედებენ და კონკურენტებად ითვლებიან, შესაბამისად თუ არაუხო-პიკეს ვნახავთ დაცვაში, ბალანსის პრობლემაც დაგვემატება.

სერჟი რობერტომ ნორმალურად ითამაშა, სანამ მოედანზე იყო მისი ფლანგიდან საფრთხე არ შექმნილა, ეტყობა, რომ მინგესასთან და დესტთან შედარებით ბევრად გამოცდილი ფეხბურთელია, სამწუხაროდ დაშავდა, არადა გვჭირდება.

აი დესტზე რა უნდა ითქვას? ძალიან სუსტია დაცვაში. პირველ რიგში რაც ევალება ზუსტად იმაშია სუსტი. წარმოდგენაც არ მინდა მბაპესთან რა მდგომარეობაში აღმოჩნდება, ან ნეიმართან, თუნდაც დი მარიასთან. ამ მოცემულობით მისი დაყენება უბრალოდ თვითმკვლელობაა.

ალბა იყო შეუდარებელი! ბევრჯერ აღგვინიშნავს, რომ ჩვენი შეტევის ერთ-ერთი მთავარი დამრტყმელი ძალაა, მაგრამ ასეთი მნიშვნელოვანი გოლები იშვიათად თუ გაუტანია.

ტრიო

ისევ კარგი იყო, არა საუკეთესო, მაგრამ კარგი სამეულია. ფრენკი არ ყოფილა ისეთი აქტიური როგორიც წინა შეხვედრებში, მაგრამ მაინც შეაგდო, აი პედრი თუ კარში დარტყმასაც გარისკავს კარგი იქნება, მცველებს ძალიან მარტივად იცილებს, მეტოქის საჯარიმოშიც კი არ აქვს მათთან გამკლავების პრობლემა, მაგრამ რატომღაც არასდროს კარში არ ურტყამს, ინიესტას ჰგავს, ისიც იშვიათად ურტყამდა, მაგრამ როცა ურტყამდა ისტორიული გოლები გაჰქონდა, იქნებ მაგაშიც დაემსგავსოს.

პუჩის კარგად შემოვიდა. თავის საქმე მშვენივრად გააკეთა. კუმანი უფრო ხშირად ენდობა და თუ შეტევა გასაძლიერებელია ერთ-ერთი პირველი ვარიანტი სწორედ რიკი პუჩია, უნდობლობის ბარიერი საბოლოოდ გადალახულია.

გუნდი ერთიანია, ბირთვი ჩამოყალიბებულია.

ლამაზი გოლები და უიღბლობა

სანამ გოლებზე გადავალ, ტრინკაუზეც ვიტყვი ერთი-ორ სიტყვას, კუმანი ენდო და ალბათ მეტის ნახვა სურდა, გასვლის წინ ერთი გასროლა ვერ არის საკმარისი, თავის თავს აჯობა, რაც პირველ წრეში იყო, იმაზე ბევრად კარგია, მაგრამ უფრო მეტია საჭირო, რადგან პოტენციალი ამის საშუალება იძლევა.

დემბელე გამოვიდა, გააქტიურდა, მანაც კარგად გაისროლა და იგივე პრობლემა გამოჩნდა რაც წინა შეხვედრებში, ისევ თავისთვის ჩალიჩობდა, დესტს ვერაფერი გაუგო, ერთმანეთს დააბრალეს ბურთის დაკარგვა, ძირითადად ჩაწოდებებს აკეთებდა და თან ისე, რომ გამოხმაურებას ვერავინ შეძლებდა, რამდენჯერმე თავის თავზე აიღო თამაში და კარგად გამოუვიდა, მაგრამ მეორე ფრანგი შემტევისგან განსხვავებით, საერთო კომბინაციის ნაწილი არ ყოფილა.

მესი-გრიზმანისგან კომბინაციები ვნახეთ, ანტუანმაც ისე იგრძნო მომენტი, როგორც ალბა გრძნობს, პასი იდეალური, ზედ ხაზთან, ყველას გადასული რომ ჰგონია, მათ შორის მაყურებელსაც, ამ დროს გრიზმანი გამოფრინდა და სხვაობა შევამცირეთ, კიდე გამოფრინდა და გავათანაბრეთ, მერე მესამედ და წინ გავედით!

ადრინდელ ბლოგში Dr. Griezmman and Mr. Hyde ვისურვეთ, რომ გრიზმანს დაფარული სახე გამოეჩინა, მასში მცხოვრები მონსტრი, რომელიც ზედიზედ შეძლებდა გოლების გატანას, ჰოდა გამოაჩინა, გამოაღვიძა, გოლს გოლზე იტანს და უკეთესის იმედსაც გვიტოვებს.

გუნდური თამაში, კარგი კომბინაციები, ლამაზი გოლები, ყველაფერი ვნახეთ.

მესიმ ვერ შეაგდო, მაგრამ შეუდარებელი იყო. თავადაც ისიამოვნა და ჩვენთვისაც სასიამოვნო იყო მისი თამაშის ყურება. ბოლო წუთებზე მისი დარტყმის მერე თავშიც შემოვირტყი ხელი და ვიფიქრე, რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ გენიალური პასი და… ტიტულისთვის ისევ ვიბრძვით!

თასი უნდა დაიდოს!

ბირთვი

პსჟ-მდე მცირე დროღა დარჩა, ბირთვი ჩამოყალიბებულია, მხოლოდ ორი კითხვაა დარჩენილი და თამაშიდან-თამაშამდე ამ კითხვებზე პასუხიც უნდა გამოჩნდეს. 

ასეა საქმე.

მუხტი დიდია, განწყობა კარგია, მერვედფინალი ახლოვდება.  

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (16)

  • Bobi
    05 თებ 2021, 01:09

    ზოგადად ძალიან იშვიათად რომ ემოცია გამოვხატო, გოლს ვუშვებტ თუ ვიტანთ სახეზე არანაირი ცვლილება არ მაქვს მაგრამ ეს რა იყო 😂 ცუდად გავხდი კინაღამ 😂💙❤️

  • nika 54
    04 თებ 2021, 14:17

    ციტატა: პენდრაგონი
    ერთი კარგი ფინიშერი რომ გვყვავდეს ყველა ტურნირზე გავიწევდით


    ფინიშერი ატლეტიკოს მიათრევს ლა ლიგის ტიტულისკენ.

    ციტატა: ani-barca10
    შიგ მადრიდში joy joy


    რამოსი:,,კატალონიელებმა საოცარი საღამო დადგეს"
    სერხიო რამოსის თქმით, კატალონიის „ბარსელონამ“ სამეფო თასზე საოცრება ჩაიდინა.
    „ქომაგებს ფეხბურთი სწორედ იმიტომ უვართ, რომ არასდროს არაფერია პროგნოზირებადი. ის, რაც „ბარსელონამ“ სამეფო თასზე გააკეთა, ფეხბურთს ალამაზებს და ახალ ისტორიას ქმნის.“
    „ჩემთვის კატალონიური კლუბი კონკურენტია, მაგრამ შეუძლებელია კუმანის მოთამაშეებს ემოციებით დატვირთული გამოსვლა არ მივულოცო.“
    ამას ქონია ცოტა პატივისცემა მეტოქეების მიმართ, გამიკვირდა.

  • AF10
    04 თებ 2021, 14:07

    იმედი ბოლოს კვდებაო რომ ამბობენ ახლა მივხვდი რასაც გულისხმობენ 😀 88 წუთამდე იმედი მქონდა რომ შემოაბრუნებდნენ თამაშს და მართლა შემოაბრუნეს, კიდევ კარგი ბოლომდე ვუყურე და მაქსიმალურად ვისიამოვნე თამაშის ყურებით

  • BlauGrana_DS
    04 თებ 2021, 14:04

    გრანადას მეკარეს 14 სეივი დაუწერეს!
    წარმოგიდგენიათ რა უიღბლობა იყო გუშინ?
    როგორ შეიძლებოდა მაკრატელაზე ნორმალურ ადამიანს რეაქცია ჰქონებოდა? ან მესის ჯარიმა როგორ აიღო, ან ჯერ ტრინკაუს, მერე დემბელეს კატასტროფული ძალის დარტყმებს ხელით რო შეუცვალა მიმართულება და მერრე ხარიხამ გადაარჩინა, ან გრანადას პირველ გოლამდე რამდენი ბურთი გამოაძრო კარიდან მაგ ცენზურამ?!
    არადა დარწმუნებული ვარ, ეგ რო მეკარედ ვარგოდეს, ისე როგორც გუშინ გაიგიჟა თავი, ლა ლიგის 21 თამაშიდან 34 გოლი არ ექნებოდა გაშვებული გრანადას.
    რა უიღბლობა გვჭირს ამისთანა, ვინ დაგვწყევლა?

    ციტატა: Nini
    რომ აღარც ველოდი და გამორთვას ვაპირებდი ზუსტად მაშინ შემოატრიალეს თამაში და კიდევ კარგი არ გამოვრთე.ალბა და გრიზმანი მატჩის გმირები არიან შეუდარებლად ითამაშეს,მესის გააქვს გოლი თუ ვერ გააქვს ნამდვილად გამორჩეულია იმიტომ არა რომ მესია უბრალოდ თავის სათქმელს ყოველთვის ამბობს თამაშში და არაფერი იცვლება გუშინ საუკეთესოდ რომ არ დასახელდა.უმტიტის თამაშის შემყურემ ვინატრე ლამის ლანგლე გამოვიდეს თქო.ტერ შტეგენზე დამწყდა გული მაგრამ ეგ ორი გოლი უმტიტის კისერზე უფროა ვიდრე ტერ შტეგენის, აშკარად ლანგლე დაემართა გუშინ.პუჩს რაც შეეხება მიხარია რომ ხვდება კუმანი რომ სჭირდება გუნდს და როგორც იქნა მეტ სათამაშო დროს აძლევს.

    მესიმ გუშინ 10 ფანტასტიური პასი გააკეთა და მათგან 5-ვე გოლის ასისტი და მისი წინა იყო!

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    04 თებ 2021, 13:42

    ერთი კარგი ფინიშერი რომ გვყვავდეს ყველა ტურნირზე გავიწევდით

  • davidus2020
    04 თებ 2021, 12:28

    კარგი სტატიაა,ჩემი აზრით პსჟ დამარცხება თუ გვინდა, მხოლოდ ბურთის ფლობით არის შესაძლებელი,რომ დაცვას ნაკლები ზეწოლა ქონდეს,ნახევარდაცვამ იდეალურად უნდა ითამაშოს, ალბათ დაცვაში პიკე არაუხო იქნება,ასეთ დესტი მინგესაზე დაყენება ჯობია , თუ რათქმაუნდა რობერტო არ გამოჯანმრთელდა.

  • C.PC5
    04 თებ 2021, 11:31

    მე მაინც მგონია რომ დაცვის ასეთი უჭკუო თაშით პსჟ-სთან ძაან ბევრი პრობლემა შეგვექმნება, ჯერ ადგილზე როგორი გასაჩერებელია გინდ ნეიმარი ან თუნდაც მბაპე და ან თუნდა დიმარია, და თუ ამათ კონტრზე ისე იოლად გამოუშვეს მერე წარმოიდგინეთ რა დაგვემართება😞 არაუხომაც უსუსტა ამ თამაშშიი, ერთ ორ მომენტში მაგანაც ძაან ცუდი შეცდომები დაუშვა🙁 ერთმანეთის დაზღვევა აქვთ ჯერ სასწავლი მაგ ორს ისე არაფერი გამოვა, პსჟ-სთან ორისვეს წინ გაქცევა და უკან მოედნის გაცარიელება არ შეიძლება!! ამას პლიუს მოგერიება! უმტიტიმ რაც გააკეთა იმ მომენტში მაგას არანაირი გამართლება არ აქვს.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    04 თებ 2021, 11:08

    რომ აღარც ველოდი და გამორთვას ვაპირებდი ზუსტად მაშინ შემოატრიალეს თამაში და კიდევ კარგი არ გამოვრთე.ალბა და გრიზმანი მატჩის გმირები არიან შეუდარებლად ითამაშეს,მესის გააქვს გოლი თუ ვერ გააქვს ნამდვილად გამორჩეულია იმიტომ არა რომ მესია უბრალოდ თავის სათქმელს ყოველთვის ამბობს თამაშში და არაფერი იცვლება გუშინ საუკეთესოდ რომ არ დასახელდა.უმტიტის თამაშის შემყურემ ვინატრე ლამის ლანგლე გამოვიდეს თქო.ტერ შტეგენზე დამწყდა გული მაგრამ ეგ ორი გოლი უმტიტის კისერზე უფროა ვიდრე ტერ შტეგენის, აშკარად ლანგლე დაემართა გუშინ.პუჩს რაც შეეხება მიხარია რომ ხვდება კუმანი რომ სჭირდება გუნდს და როგორც იქნა მეტ სათამაშო დროს აძლევს.

  • BaKuRa
    04 თებ 2021, 10:31

    კიდევ კარგი ასეთი თამაშების დროს ყოველთვის გამორთვას ვაპირებ იმდენად ვბრაზდები, მაგრამ მაინც ბოლომდე ვუყურებ😂❤️❤️❤️ სასწაული იყო ❤️ თუმცა დაცვაში პრობლემები გვაქვს და ეს უნდა გამოვასწოროთ, თორე პსჟსთან სერიოზული პრობლემები გვექნება

  • GiorgiGabe99
    04 თებ 2021, 10:27

    ეხლაც შოკში ვარ heart_eyes

  • Barca1980
    04 თებ 2021, 09:27

    გუშინდელმა ნახევარმა საათმაც დაგვანახვა , რომ პეტრი-პუჩი-ფრენკის ტრიო , ბევრად დინამიური და მოძრავია და კუმანის განცხადება სისუსტეზე და ფიზიკაზე , მხოლოდ მიზეზი იყო და მეტი არაფერი , რადგან პედრიმაც და პუჩმას , ჩამშლელებათაც კარგად იმუშავეს და გამოჩნდა , რომ მთავარია მიწინააღმდეგის თამაშის კითხვა შეგეძლოს . მარჯვენა შემტევებს რაც შეეხება : ორივეს საფეხბურთო ინტელექტი დესტი+დემბელე ალბათ , ალბას დონესაც ვერ მიუახლოვდება . შედარებით მაღალი ინტელექტის მქონე მცველი გვჭირდება მარჯვნივ .

  • BEQA BARCA
    04 თებ 2021, 09:25

    ქამბექი ეს არის ის რაც გუნდს უჭირდა ბოლო 2-3 წელი. ეხლა კი ეს შევძელით და წინა რამოდენიმე თამაშშიც. ადრე მახსოვს გუნდი გოლს გაუშვებდა და ვსო ის თამაში ჩავარდებოდა და ან წავაგებდით ან მაქსიმუმ ფრე. ეხლა სხვაგვარადაა და იმედია ასე გაგრძელდება.

  • Pedro González López
    04 თებ 2021, 09:13

    ერთადერთი რაც ამ თამაშს დააკლდა იყო ლეოს გოლიი… ბოლოს ცენტრში რო მიიღო მეგონა რო დრიბლინგს დაიწყებდაა და შევიდოდა კარში ბურთიანად 😀

  • BEQA BARCA
    04 თებ 2021, 08:59

    Always cule,
    ხო რაა ათასში ერთ თამაშს ვერ ვუყურებ და მაშინ გაეხსნებათ კლაპნები.😁 ყოველთვის ეგრეა. ვუყურებ და იმ თამაშს ძლივს იგებენ ან ვაგებთ საერთოდ და ეხლა…..

  • Always cule
    04 თებ 2021, 08:32

    BEQA BARCA,
    აუ მეც ეგრე ვარ, რამდენი ხანია თამაში არ გამომიტოვებია და მაინც და მაინც გუშინ ვერ ვუყურე და კი გაუგიჟებიათ თავი

  • BEQA BARCA
    04 თებ 2021, 08:30

    ეს რა თამაში გამიმაზავს!! ჩემ თავზე მეშლება ნერვები😠😔 საშინლად მტკიოდა მუცელი და ჩემს თავს ვაბრალი😠😠😠 მაინდამაინც ეხლა როგორ გავმაზე… არაუშავს აგენმა მოიხოდონ და მე რაღაცას ვიზამ.