Dr. Griezmann and Mr. Hyde

Dr. Griezmann and Mr. Hyde

ყველაფერი რობერტ ლუის სტივენსონმა დაიწყო! დაწერა დოქტორი ჯეკილი და თავისთავად დაიწერა მისტერ ჰაიდიც, რადგან, ერთი მეორეს გარეშე ვერ იარსებებს. მერე იყო "მარველისა" და DC-ს კომიქსები, სადაც ანალოგიური ამბავი გვაქვს, მერე ჩაკ პალანიკმა ყველაფერი გაათანამედროვა და დევიდ ფინჩერმა ფილმიც გადაიღო.

ან იქნებ გაცილებით ადრე დაიწყო ყველაფერი?! იქნებ პირველი კაცი ჰამლეტი იყო, ვინც ორბუნოვნებას ამჟღავნებდა?!

არ აქვს ამას გადამწყვეტი მნნიშვნელობა ვინ, იყო პირველი. მნიშვნელობა იმას აქვს, რომ ეს ყველაფერი ხელოვნების სფეროებიდან, ფეხბურთშიც შემოვარდა, ადრეც შემოვარდნილა და ახლაც შემოვარდა.

ჩვენი დროის დოქტორი ჯეკილი, ანტუან გრიზმანია. ორი გამოკვეთილი სახით, "ბარსელონაში" დამჯერი და წყნარი ბიჭია, ჩრდილში მოქცეული დაკარგული ვარსკვლავი, რომელიც თავს ვერ პოულობს. მისი მეორე სახე კი ლურჯ ფორმაში ბრწყინავს. გადაიცვამს "მამლების" ფორმას და ყველაფერს ყირაზე აყენებს. იმდენად შედეგიანობაზე არ მაქვს საუბარი, რამდენადაც თამაშის სტილსა და ხასიათზე. თუმცა, არც შედეგიანობა დაეწუნება.

საკმარისია ნაკრების ფორმა მოირგოს, რომ მასში "მისტერ ჰაიდი" იღვიძებს. მისი ალტერ ეგო - "პატარა პრინცი". ჰალკის, ან ტაილერ დერდენის მსგავსად. "პატარა პრინცი" ვარსკვლავია, ანტუანი კი ერთი ჩვეულებრივი ფეხბურთელია, რომელსაც აგრესია აკლია და გაბრაზება არ იცის.

აღვნიშნე ადრეც შეგვხევდრია ასეთი ფეხბურთელები-მეთქი და "ჩელსიში" გადაბარგებული შევჩენკო მახსენდება. იმ პერიოდის ნომერ პირველი ფორვარდი. ლიგის სიმბოლურ ნაკრებში ხან ანრის უწყვილებდნენ, ხან ნისტელროის, ხან ეტო’ოს და ხანაც კარგად მოსუქებულ რონალდოს, მაგრამ სიმბოლურ გუნდში შევჩენკოს ადგილი ყოველთვის იყო.

გაფრინდა ლონდონში და ჩაიკარგა. ჟოზემ ფლანგზე ათამაშა და იქ დამთავრდა შევჩენკოს დიდი ფეხბურთიც. ჰგავს არა, გრიზმანის ამბავს? თვითრწმენა შეერყა და მორჩა. ვეღარ დაიჯერა, რომ საუკეთესო იყო. სეზონის მიწურულს რამდენჯერმე დააბრუნეს თავის პოზიციაზე, მაგრამ საკუთარი თავის აჩრდილიც აღარ იყო. თან მუდმივად პირველი ბურთის მოგება ევალებოდა, ანდეი კიდე სულ სხვა ბიჭი იყო, სულ სხვა სტილის ფორვარდი. ეს დროგბას ანბანი იყო, ანდრეიმ "ჩელსის" ენა ვერ ისწავლა. უკვე გვიანი აღმოჩნდა. ზუსტად იმ ასაკში იყო, რა ასაკშიც ახლა გრიზმანია.

გადაიცვამდა უკრაინის ნაკრების მაისურს და "მისტერ ჰაიდიც" მაშინვე გამოანათებდა, უფრო სწორედ გისოსებს გამოგლეჯდა! იტალიასთან, ინგლისთან, საფრანგეთთან, უკრაინა ყველას ვერ უგებდა, მაგრამ ანდრეი ყველას უტანდა.

გავიდა ხანი და კიდევ ერთი ორსახიანი ფეხბურთელი ვიხილეთ. ეს პრობლემაა, მაგრამ ერთი კარგი ამბავი მაინც არის, "პატარა პრინცი" არსად წასულა, ისევ აქ არის. უბრალოდ გამოფხიზლდება სჭირდება, ჩრდილიდან გამოთრევა და გაბრაზება სჭირდება.

გასაგებია, რომ რთულია "ატლეტიკოდან" "ბარსაში" ადაპტირება და ძალიან რთულია მესისთან ერთად თამაში, რომელიც ზუსტად იმ სივრცეს ითვისებს, რომელიც შენ გჭირდება, იგივე სტილში თამაშობს და შენზე ბევრად უკეთესია. ხო, რთულია, მაგრამ ფეხბურთელი, რომელსაც ბოლომდე სწამს საკუთარი შესაძლებლობების, გამოსავალს ყოველთვის პოულობს. უფრო დიდი და ერთი შეხევდით წარმოუდგენელი რეინკარნაციებიც გვიხილავს, მცველებად გარდასახული ნახევარმცველები გვინახავს, რომლებმაც თავი ყველაფერს გაართვეს, საყრდენი ნახევარმცველები გვინახავს გამთამაშებლად და პირიქით - მარტო ინიესტას მაგალითი რად ღირს?! როცა რაიკაარდი დეკუს, ჩავის და ვან ბომელს უფრო ენდობოდა, საშინაო თამაშებზე ინიესტას ვხედავდით საყრდენზე, რაც რაიკაარდის მხრიდან მკრეხელობის ტოლფასი იყო, მაგრამ ინიესტას ამით არაფერი დაკლებია.

მარცხენა გარემარბადაც გადაუსროლიათ..

არც დავიდ ვილია იყო მარცხენა გარემარბი. ერთადერთი შემთხვევა, როცა შედარებით ფლანგზე ითამაშა, მსოფლიო ჩემპიონატი იყო. იქაც არ ყოფილა ერთ ადგილს მიმაგრებული და ცენტრში და ფლანგზე თანაბარ დროს ატარებდა, მაგრამ "ბარსაში" მესიმ ცენტრი აიღო და ვილას მოუწია გარემარბად თამაში.

ცუდი იყო?

მე მგონი, მშვენიერი კარიერა ჰქონდა და რომ არა მძიმე ტრავმა, კიდევ 1-2 წლით წაგვეხმარებოდა.

დროა, გრიზმანი ხელის გაშვერას მორჩეს და არსებულ რეალობას შეეგუოს, საკუთარ თავს მაქსიმუმი მოსთხოვოს და დაამტკიცოს, რომ თამაში ყველგან შეუძლია. პროფესიონალები ასე იქცევიან.

ის ან შევჩენკოს დაემსგავსება, რომელსაც დიდი საკლუბო ფეხბურთი "ჩელსიში" გადაბარგების მერე აღარ უთამაშია, ან შეუძლია დავიდ ვილას გზას გაჰყვეს, რომელსაც წუწუნი არ დაუწყია, არც გვარდიოლასკენ გაუშვერია ხელი, არც მესის ეჭიდავებოდა და საბოლოოდ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

ანტუანმა როგორმე უნდა მოიცილოს სახიდან დაჩაგრული ბავშვის გამომეტყველება.

მშრალი სერია შეწყვიტა, თამაში ვერ მოვიგეთ, მაგრამ ნავსი გატყდა და ახლა ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ გოლები ზედიზედ შეყაროს, ეს არის ის გზა, რომელსაც ფეხბურთელი თვითრწმენამდე მიჰყავს. საკუთარ თავსაც უნდა გადაახტეს, ჯანდაბას, იღოროს და ითამაშოს ეგოისტურად, ოღონდ გოლი გაიტანოს, ფორვარდისთვის გოლი სიცოცხლის ელექსირია.

მერე თავსაც იპოვის, რიტმსაც დაიჭერს და "პატარა პრინციც" გამოჩნდება.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #7 3 ნოემბერი 2020 15:26
    1
    ეს ტრანსფერი თავიდანვე განწირული იყო. ყველამ ვიცოდით გულის სიღრმეში რომ ეს ასე იქნებოდა, მათ შორის გრიზმანმაც იცოდა, მაგრამ ლიგას თუ მოვიგებ სხვა არაფერი მაინტერესებსო, ხოდა აგერ ბატონო. ახლა ვერც იწუწუნებს ძალიანაც რომ უნდოდეს. არ იმსახურებს აქ წარმატებას, რადგანაც არასწორად მოიქცა. ვერ შევუცვლით 3 ფეხბურთელს პოზიციას იმის გამო რომ გრიზმანმა ცეტრში ითამაშოს. იმედი მაქვს ეს მისი ბოლო სეზონია ბარსელონაში, ასე და ამგავრად.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 3 ნოემბერი 2020 14:49
    1
    ეჰ ფეოლა ფეოლა :დ გრიზმანს რო ვილას უნარების და შევჩენკოს ნიჭის ნახევარი ჰქონდეს მერე ეგება კი მოიცილოს ეგ გამომეტყველებაც და უკეთაც ითამაშოს :დ
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გულშემატკივარი [?]
    #5 3 ნოემბერი 2020 14:41
    1
    გრიზმანის ბარსაში გადმოსვლის დღიდან ველოდები, რომ აქაც გაიბრწყინებს... ჩანს, დანებებას არ აპირებს. მებრძოლია და შრომისმოყვარე. ნეტავ, გაამართლოს❤
    nukri1996
    სტუმარი [?]
    #4 3 ნოემბერი 2020 13:43
    3
    magra mecodeba es kaci ra ar umartlebs es ori tamashi sheyaros mainc golebi da eshvelos iqneb mere mainc messic ar udgas gverdit rogorc sachiroa tore aqamde mkvleli grizmani iqneboda tamashebs ro vuyureb messi pas ar adzlevs xolme ishviatad tu miscems pas bevrjer minaxia kargad gaxsnila da mesi sxvas adzlevs pass ..
    suas tema tore aqamde mesi da grizmani mkvlelebi iqnebodnen
    საიტის ლეგენდა  [?]
    #3 3 ნოემბერი 2020 13:30
    6
    კიევთან უნდა გამოიჩინოს თავი.ანტუანიც თუ ფორმაში შევიდა,მესიც თუ შევიდა ფორმაში და ფატიმაც სტაბილურად ერთ დონეზე ჩაატარა ჩემპიონატი ბარსას შეტევის გამჩერებელი გუნდი არ იქნება
    --------------------
    1)ჩემს გუნდებში, მეკარე მთავარი შემტევია, ცენტრფორვარდი კი - მთავარი დამცველი.
    2)მხოლოდ ერთი ბურთი არსებობს და ის შენ უნდა გქონდეს.
    Culé [?]
    #2 3 ნოემბერი 2020 13:19
    8
    ანტუანმა როგორმე უნდა მოიცილოს სახიდან დაჩაგრული ბავშვის გამომეტყველება
    გადასარევად წერია, თუმცა გრიზმანს ჩაჯმული მოზრდილის გამომეტყველება უფრო შეეფერება :))
    მწერალი [?]
    #1 3 ნოემბერი 2020 13:15
    4
    ციტატა: Griezzy7
    კაი შანსი აქვს ეხლა გაუტანოს კიევის დინამოს, არცისე ძლიერი გუნდია თან ბევრი ფეხბურთელი ინფიცირებული ყავთ და კიდევ უფრო სუსტი შემადგენლობით გამოვლენ მოედანზე.
    და უეჭველი უნდა გაიტანოს გრიზმანმა

    მერე ბეტისს ვხვდებით, ბეტისიც ვერ არის ფორმაში. თან ბეტისის შემტევი სტილის გათვალისწინებით და დაცვაში შეცდომების გამო უნდა შეაგდოს მანდაც და მოვა აუცილებლად ხასიათზე. მერე ატლეტკოს ვხვდებით და იქაც თუ შეაგდო ხო საერთოდ გაასწორებს 💘

    მაგრამ სანამ მესია გუნდში გრიზმანი თავის მაქსიმუმს ვერასდროს ვერ დადებს ბარსელონაში!.


    აი გადააბას გოლები და ვნახოთ.
    კუმანმა რო სკამზე დასვას : )))