არჩევნების გადადება დაუშვებელია

არჩევნების გადადება დაუშვებელია

ხელმოწერათა გადამოწმების პროცესის დასრულების შემდეგ, ჰორიზონტზე მხოლოდ სამი კანდიდატიღა დარჩა – ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა.

არჩევნები 24 იანვარს არის დაგეგმილი, თუმცა, დიდი ალბათობით, იგი გადაიდება. გადაწყვეტილება დღეს, “ბარსელონასა” და კატალონიის მთავრობას შორის გასამართი შეხვედრის შემდეგ იქნება მიღებული.

კანდიდატთაგან არჩევნების დათქმულ დროს ჩატარებას მხოლოდ ლაპორტა ემხრობა, ფონტი და ფრეიშა კი აცხადებენ, რომ არჩევნებში კლუბის წევრთა მაქსიმალური მონაწილეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, ამასთან, პროცესმა ეპიდსიტუაცია არ უნდა დაამძიმოს. არჩევნების გადადება სურს კლუბის დროებითი საბჭოს ხელმძღვანელს, კარლეს ტუსკეტსსაც.

უცნაური იქნებოდა, რომელიმე მათგანს განსხვავებული პოზიცია რომ დაეფიქსირებინა. ოფიციალურ კანდიდატად რეგისტრირების პროცესმა ნათელი გახადა, რომ ლაპორტა რეიტინგის პიკშია, მან იმაზე მეტი ხელმოწერის შეგროვება მოახერხა, ვიდრე ყველა სხვა კანდიდატმა ერთად. არჩევნები ხვალ რომ ტარდებოდეს, აუცილებლად მოიგებდა.

ფონტისა და ფრეიშას მიზანს, მხოლოდ, დროის გაწელვა წარმოადგენს. რეალურად, თუ ვინმეს ლაპორტასთვის “კიდევ ერთხელ” პრეზიდენტობისკენ მიმავალი გზის გადაღობვის თეორიული შანსი გააჩნია, ეს ისევ ვიქტორ ფონტია, თუმცა, რთული წარმოსადგენია, 10 დღეში, 1 თვეში ან სულაც 3 თვეში, რა უნდა მოხდეს ისეთი, რაც მოვლენათა განვითარების ასეთ რადიკალურ ცვლილებას გამოიწვევს.

უმჯობესი იქნება, კლუბს იანვარშივე ჰყავდეს გადაწყვეტილების მიმღები პირი, რომელსაც ექნება ლეგიტიმაცია და, შესაბამისად, პასუხისმგებლობაც კლუბის ფეხბურთელების, წევრებისა და გულშემატკივრების წინაშე. ამასთან, “ბარსელონაში” არის პრობლემები, რომელთა მოგვარებისთვისაც სტრატეგიული და საფუძვლიანი მიდგომა არის საჭირო.

კარლეს ტუსკეტსის სახით, დროებითი მმართველის უფლება-მოვალეობებში კლუბის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვა, საკადრო და სატრანსფერო პოლიტიკის წარმართვა არ შედის. მის ერთადერთ ფუნქციას არჩევნების დანიშვნა წარმოადგენს. ტუსკეტსი კი უკვე მესამე თვეა, რაც “ბარსას” მმართველობითი სისტემის სათავეშია და იღბლით მოპოვებული გავლენის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს. ფეხბურთელებთან ხელფასების შემცირების საკითხზე მოლაპარაკებების გამართვა თავის თავზე აიღო, გუნდს მადრიდში გაჰყვა და “ატლეტიკოსთან” მატჩს თვალი ტრიბუნებიდან მიადევნა, ესპანურ მედიაში კი იუწყეს, რომ ფეხბურთელებს “პატარა კაცისგან” ასეთი ჟესტი არ ესიამოვნათ. ასევე, შეგვიძლია გავიხსენოთ, მესის გაშვებასთან დაკავშირებით გაკეთებული  განცხადებები. მოკლედ, “ბარსას”, ახალ პრეზიდენტთან ერთად, ბართომეუს დანატოვარი კადრებისგან განთავისუფლებაც სჭირდება.

მიუხედავად იმისა, მოგვწონს ეს თუ არა, ლაპორტა, დიდი ალბათობით, არჩევნებს მოიგებს. კლუბს ახალი, ლეგიტიმური ხელმძღვანელობა სჭირდება და არჩევნების გადადება, “ბლაუგრანასთვის” მხოლოდ ზიანის მომტანი იქნება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (11)

  • ბასქუ10
    16 იან 2021, 14:43

    აუ რატო გადადეს ამ დროს გვჭირდება პრეზიდენტი იქნებ ერთი ტრანსფერი მაინც განეხორციელებია

  • me da barca
    15 იან 2021, 20:59

    გადადეს და ამ ბართოს დანატოვარი ბებერი ვირთხა ლეგიტიმაციას დაკარგავს იანვრის ბოლოს.

  • C.PC5
    15 იან 2021, 17:47

    არ გადადოთ არაააა!!!!! დაიქცა გუნდი😭😡

  • xavi1899
    15 იან 2021, 15:40

    გარდაუვალს ეწინააღმდეგებიან, მაინც ისე იქნება როგორც საჭიროა.
    უახლოეს მომავალში დაახვევენ დაქლიავებული როსელ- ბართლომეუს ხალხი.

  • BEQA BARCA
    15 იან 2021, 15:38

    ყველა სკამისთვის იბრძვის მარა ფონტს და ფრეიშას რატო უნდათ გადადდბა ვერ ვხვდები..

  • OLD
    15 იან 2021, 15:01

    დროზე ჩაატარეთ ბიჭო რამნიშვნელობააქვს ფონტისთვის ან ფრეიშასთვის გადაიდება თუ არ გადაიდება მაინც ლაპორტა მოიგებს ამ არჩევნებს ყველა შემთხვევაში

  • Aroni
    15 იან 2021, 14:38

    ასე მგონია ბარსელონა თვითონ ხელმძღვანელობას(საბჭო) არ უყვარს, თორე ჯერ ბართომეუს რო ამდენი აცადეს სანამ კლუბი ბანკროტამდე არ მიიყვანა გინდა სპორტულად და გინდა ფინანსურად, ეხლა კიდე არჩევნები რამდენად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია(თან რაც შეიძლება მალე რო ჩატარდეს) და გადადებას ფიქრობენ. მოკლედ ჯერ ნება უნდა იყოს და შემდეგ მონდომება, მე ბარსელონელების საქციელში ნებას ვერ ვხედავ ბოლო 5წლის განმავლობაში(კარგი იქნება თუ ვცდები)

  • M10 S9 D11
    15 იან 2021, 14:33

    გაუტკა ტუსკეტს სკამზე ჯდომა მარა არაუშავს ლაპორტამ შეუტია და მოჭიმავს

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    15 იან 2021, 14:32

    ფონტი და ფრეიშა იმიტომ ემხრობიან იციან რომ წააგებენ და შანსები არ აქვთ ლაპორტასთან,ტუსკეტსის საბაბი ის არის რომ პოსტის დატოვება არ უნდა,ამას დამატებული იმედი აქვს სამივეს რომ ლაპორტას რეიტინგი დაეცემა არჩევნების გადადებით მაგრამ რა ვადითაც არ უნდა გადაიდოს ლაპორტა მოვა მაინც პრეზიდენტად და მათი მცდელობები ხელი შეუშალონ ლაპორტას უშედეგოდ დასრულდება.

  • ჯერემი რენერი
    15 იან 2021, 14:31

    99% ლაპორტა იგებს

  • Iniesta_8
    15 იან 2021, 14:27

    დროებით ხელმძღვანელობას ვალდებულება ჰქონდა რომ არჩევნები 90 დღიან ვადაში ჩაენიშნა, რაც იანვრის ბოლოს რჩება, ასე რომ აპრილში ან თუნდაც მარტში როგორ გადაწევენ არჩევნების თარიღს? რაღაც უაზრობას ბოდიალობენ და ჯობია დროზე გააჯვან სანამ ბართომეუზე უარესი არ დაემართათ.