ფინალში ვართ!
წვალებით, მაგრამ მაინც გავედით.
1986 წელს, როცა ჩემპიონთა თასის ფინალში “სტიაუას” ვეთამაშეთ, მატჩი როგორღაც თერთმეტმეტრიანებამდე მივიდა, უფრო სწორად მეტოქის მეკარემ, ჰელმუტ დუკადამმა მიიყვანა, ზუსტად ისე, როგორც ტერ შტეგენმა განვლილი შეხვედრა.
პენალტების სერიაში კი ყველა თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
უკლებლივ ყველა.
მაშინ ფანებმა ინატრეს, იქნებ ასეთი მეკარე ოდესმე ჩვენც გვყავდესო და აი, აუხდათ ოცნება. როგორც იქნა, გვყავს მეკარე, რომელიც ყველაფერს იგერიებს.
“ბარსას” ისტორიაში საუკეთესო მეკარედ ვიქტორ ვალდესს ასახელებენ ხოლმე, ალბათ ცოტა ნეპოტისტური ამბავია, “ლა მასიას” აღზრდილობა თავის როლს თამაშობს და ისიც უნდა ითქვას, რომ ვალდესი ბევრად მაგარი “ბარსას” ნაწილი იყო. მემგონი უკვე ყველა ხვდება, რომ ტერ შტეგენი ვალდესს ბევრად აღემატება და შესაბამისად, კლუბის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესოც კი შეგვიძლია ვუწოდოთ.
ახლა კი თამაშზეც გადავიდეთ.
ფსიქოლოგიური დარტყმა მატჩის წინ
ასეთი გადაწყვეტილებები ჯობია ერთი დღით ადრე მაინც მიიღო, მაგრამ როგორც ჩვენ, ექიმებსაც ჰქონდათ იმედი, რომ საქმე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. სამწუხაროდ ასე არ მოხდა და მესიმ თამაშის უფლება ვერ მიიღო.
ამაზე დიდი დარტყმა არ არსებობს, როცა ნახევარფინალის სათამაშოდ ემზადები და ზედ თამაშის წინ, რამდენიმე წუთით ადრე, გეუბნებიან, რომ შენს გვერდზე მესი არ იქნება. ლიდერის დაკარგვა ყველა გუნდზე ცუდად მოქმედებს, მაგრამ ლიდერსაც ხომ გააჩნია?! დღეს არ არსებობს გუნდი, რომელიც იმდენად არის ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული, როგორც “ბარსა” მესიზე, ფაქტობრივად მთელი ტაქტიკა მის შესაძლებლობებზეა მორგებული, მესის უნარები კუმანის ტაქტიკური სქემის ნაწილია და ასე იყო ყველა მწვრთნელის შემთხვევაში, რადგან ძალიან განსაკუთრებულ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ. ხოდა, დაგვაკლდა.
ამ სეზონში იყო თამაშები, სადაც მის გარეშე კარგად ვითამაშეთ, ეს შეხვედრა ნამდვილად გამონაკლისი იყო. არც დაცვა გვივარგოდა, არც შეტევა. თუმცა, დასაწყისი მაინც ყველაზე ცუდი იყო, პანიკა შეიმჩნეოდა, ბურთის ამოტანა ძალიან ჭირდა და ყველაზე მეტად რაც გაგვიჭირდა, მეტოქის ნახევარზე გადასვლა და იქ ბურთის კონტროლი იყო.
როცა ტაიმის მეორე ნახევარში ეს მოვახერხეთ, უკვე დამაგვირგვინებელ ფაზაში შეიქმნა პრობლემა და აქ გამოჩნდა რეალურად, რა საქმეს ასრულებს ლეო, ჯერ ბურთის ამოტანაში იღებს მონაწილეობას, მერე მეტოქის ნახევარზე კონტროლში და ბოლოს დამაგვირგვინებელ ფაზაშიც თავად მოქმედებს.
მესის გარეშე ძალიან პატარები ვჩანდით.
დაცვა
ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება იყო – წინა მიმოხილვებში აღვნიშნეთ, რომ დესტი მომატების ნაცვლად უკლებდა. ცოტა შეშინებული ჩანდა და მისი დაყენება საფლეიოფო შეხვედრაში ვერ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, ამიტომ მარჯვნივ ვიხილეთ ცენტრალური მცველი მინგესა. “სოსიედადი” იანუზაის გამოსვლამდე ძირითადად სწორედ მისი ფლანგიდან უტევდა, როგორც წესი წარმატებულად, ეს კი მხოლოდ მინგესას ბრალი არ ყოფილა, რადგან მეტოქე მუდმივად იჭერდა 2-1-ზე, მინგესას ორ ფეხბურთელთან უწევდა გამკლავება, არც დემბელე აზღვევდა, არც დე იონგი. ასეთ პირობებში, კიდევ კარგად გაართვა თავი.
დაცვის ხაზში საუკეთესო ალბათ მაინც არაუხო იყო, ყველაზე დამაჯერებლად ის გამოიყურებოდა, ლანგლეს ტრადიციული შეცდომები ჰქონდა, ინდივიდუალურადაც ბევრი ორთაბრძოლა წააგო, ხოლო ალბას ნამდვილად არ ჰქონია საუკეთესო შეხვედრა, დამატებით დროში კი მისი გადაღლით რამდენჯერმე ისე ისარგებლეს, რომ კინაღამ დაგვიფრინეს ფინალიდან.
ნახევარდაცვის ტრიო
ფრენკიმ კიდევ ერთი კარგი შეხვედრა ჩაატარა. უკვე მეოთხე თუ მეხუთე, მემგონი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმაში შევიდა. სეზონის ბოლომდე თუ ასე სტაბილურად გააგრძელა, ბოლოს კარგადაც შეფასდება, მაგრამ იქამდე დიდი დრო და გადამწყვეტი შეხვედრებია.
შეცდომებიც იყო, სამივე ფეხბურთელის შემთვევაში, თანაც საკუთარ ნახევარზე, ბუსკეტსმაც დაკარგა, დე იონგმაც, პედრისაც ჰქონდა წუნი, მაგრამ საერთო ჯამში ნახევარდაცვის ტრიომ, შეტევის ტრიოზე კარგად ითამაშა. თუმცა, თუ ვიტყვით, რომ ეს ნახევარფინალი იყო რეპეტიცია პსჟ-მდე, მაშინ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ასეთი თამაშით უბრალოდ გადაგვივლიან.
გოლი კი კარგი შეაგდო, ფრენკი გამტან ნახევარმცველად ყალიბდება. ეს მისი მთავარი პლუსი არასდროს ყოფილა, მაგრამ “ბარსას” გადამკიდე გოლების გატანაც დაიწყო. პირდაპირ სახით გაიტანა! გოლის მერე ხუთი წუთი თვალებს ვერ ახელდა, ცხვირზე “ნაიკი” ეხატა და ალბათ ძვლებიც ტკიოდა, მაგრამ ეგ ვის ანაღვლებს, ლამაზ ნახტომში მშვენიერი გოლი შეაგდო.
მერე ხელზეც მოხვდა, მაგრამ ეგ არაფერი. ტანიდან არ მოუცილებია და უბრალოდ მოხვდა, შესაძლოა ცოტა მოაცილა კიდეც, ახლა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ხელზე ბურთის მოხვედრა დიდ შეცდომად არ მიმაჩნია.
თავდასხმა
როცა მესია მოედანზე, პასი მასზე კეთდება, მთელი გუდნი ამოდის შეტევაში და მერე ვაგრძელებთ შეტევას, გეგმა ბ უბრალოდ არ გვქონია. იქნებ ბრეითუეიტს დაეჭირა ბურთი მისი ფიზიკური მონაცემების ხარჯზე, ან მაღალი პასები წასულიყო მასზე, არაფერი მსგავსი არ ყოფილა.
გოლის დროს, ბრეითუეიტმაც და გრიზმანმაც ძალიან კარგად ითამაშეს, მაგრამ სხვა მომენტებში მეტი იყო საჭირო. გაცილებით მეტი.
დემბელეს რაც შეეხება, თითქმის ყველა ეპიზოდში დააგვიანა გადაწყვეტილების მიღება და ის დაგვიანებული გადაწყვტილებებიც ვერ იყო მაინც და მაინც სწორი. თუმცა, ეს ძველი პრობლემაა, ახალი ამ მხრივ არაფერი მომხდარა.
იყო ეპიზოდი, როცა კონტრშეტევაზე მეტოქე 4-2-ზე დავიჭირეთ, მაგრამ ეს შეტევა გოლით ვერ დასრულდა. ასეთი რანგის გუნდისთვის ცოტა სამარცხვინო ამბავია. მაღალი კლასის გუნდები 2-2-ზე შეტევას, 90%-ის სიზუსტით ასრულებენ, ჩვენ კი ორი კაცის უპირატესობაც ვერ გამოვიყენეთ. გარდა ინდივიდუალიზმისა, ეს უკვე ტაქტიკური პრობლემაც არის.
გმირი
გმირი ის კაცია, ვისზეც თავში უკვე დავწერე. ერთ მომენტში მისი კუმირივით მოიქცა, ალბათ ბევრს ახსოვს, როგორ გადაწყვიტა ოლივერ კანმა, რომ ფეხბურთში რევოლუციური ცვლილება მოეხდინა და ჯარიმის დროს ცოცხალი კედელი საერთოდ მოეშალა, ასე აკლებდა სათითაოდ ფეხბურთელებს და ამაყად იძახდა, კედელი საერთოდ არ მჭირდებაო, მერე ჟუნინიომ და კარლოსმა ისეთი დამართეს, საერთოდ დაავიწყეს ეს გიჟური იდეა, მაგრამ აგერ მისი მიმდევარიც იგივე გზას ადგას.
თავიდან გასკდა ყვირილით ორი კაცი დადექითო, მერე ის ორკაციანი კედელიც დაიშალა და ბურთი კარში წავიდა, რომლის მოგერიებაც თითის წვერებით შეძლო.
საშიშია, ცოტა პროვოკაციულიც კია, ასეთ სახიფათო მომენტში მოშიშვლებულ კარში დგომა, ეს მაშინ, როცა ჩვენი მეტოქეები ჯარიმის დროს კლუბის პრეზიდენტსაც კარში აყენებენ.
შტეგენის დამაჯერებლობა ძალიან ძვირად ფასობს. ასეთ სუსტ დაცვას მისი თავდაჯერება მაინც შემატებს ძალას.
გადამწყვეტი დარტყმა რიკი პუჩმა გაიტანა, წივილ-კივილით გაიქცა გოლის აღსანიშნავად, მაგრამ მისკენ არავინ წასულა, ყველა შტეგენს მისცვივდა და ბოლოს თავადაც მისკენ გასწია. კარგად შემოვიდა, პენალტიც კარგად დაარტყა.
დასკვნა
ფინალში ვინც არ უნდა შეგვხვდეს, თამაში ძალიან რთული იქნება.
მესის გარეშე მოგება ძალიან გაგვიჭირდება.
მინიმუმ ერთი ტრანსფერი ახლავე შესათანხმებელია, რადგან ჩემპიონთა ლიგისთვის მზად არ ვართ.
დღევანდელი გადმოსახედიდან, წარმოდგენაც არ მინდა, როგორ უნდა ვითამაშოთ მსოფლიოს საუკეთესო შემტევების წინააღმდეგ.
ფეოლა,
ბაიერნთნ ვალდესი რომ ყოფილიყო 8 ბურთს მაინც არ გავუშვებდით, შტეგენის კისერზეა ერთი 4 გოლი მაგ თამაშიდან.
Giorgi99,
ბევრი უმაღლესი არა, არსენალთან ჩაატარა საუკეთესო შეხვედრა. ფინალში იშვიათია ეგეთი კარგი თამაში. 50% მაგ მოგების ვალდესის მხრებზეა, მაგრამ მაგის გარდა კარგს ვერაფერს ვიტყვი.
სუპერ თასის ფინალი პირადად მაგან წაგვაგებინა, დი მარიას რო ფინტების კეთება დაუწყო. შეცდომას ყველა მეკარე უშვებს, მაგრამ ვალდესი უშვებდა უტვინობის და უკლასობის გამო, დემბელე იყო ოღონდ ხელთათმანებით : )
არსენალთან, პსჟ-სთან, რეალთან, რამდენი ტრუხა გოლი აქვს გაშვებული, ნორმალური მეკარე, რომ არ გაუშვებდა ისეთი.
გადამეტებულად აფასებენ. იმიტომ, რომ იმ ერთ ფინალს იხსენებენ როგორც წესი.
მაღალი დონის მეკარეს ისეთი კარიერა არ ექნებოდა, როგორიც ვალდესს ჰქონდა ბარსას მერე.
BEQA BARCA,
ნეტა რატომ არ ჩანს?😃
არ გეთნხმები ვალდესზე, ვალდესს ძალიან ბევრი უმაღლესი თამაში აქვს ჩატარებული. მარტო 2006 წლის ფინალიც კმარა.
ბაიერნის თამაშის შემდეგ ძალიან ბევრი აგინებდა ტერ შტეგენს, რა ნამუსიდ უნდა თქვა მაგ კაცზე ცუდი, 21-წელია ფეხბურთს ვუყურებ და ბარსას სუსტი წერტილი ყოველთვის მეკარე ან დაცვა იყო. ვალდესთან შედარება კიდე ტეხავს, ეგ კაცი ისეთ პერიოდში თამაშობდა მაშინ პიკეც რო დამდგარიყო კარში არაფერი შეიცვლებოდა, უბრალოდ ვერ ურტყავდნენ იმ ბარსას იმის 30% საც კი რასაც დღეს ურტყავენ. ასე რომ გილოცავთ ესეთ საიმედო მეკარეს. 🤚
გავედით ფინალში და ძლივს როგორც იქნა გუნდმა დაამტკიცა რომ რაღაცა შეუძლია. მესი აშკარად აკლდა გუნდს. ძირითადი ასეთუისე შეიკრა და ჩანს ვინ უნდა ითამაშოს ფინალში, იმედია მესი და დესტიც დაბრუნდებიან ფინალამდე.
სოსიედადმა მშვენიერი თამაში ჩაატარა , დაცვაში იდეალურად იდგა , დღესაც გამოჩნდა რომ ბარსას ფეხბურთელების 90% ს ერთი-ერთზე ფეხბურთელის მოტყუება არ შეუძლია , რომ +1 ში მაინც დარჩნენ და სივრცე შეიქმნას , ამას კი მესი უბრალოდ დგომით აკეთებს რადგან +1 მეტოქის ფეხბურთელი დარაჯობს მას , როდესაც მესი ბურთს იღებს უკვე გვაქვს სივრცე , როდესაც დრიბლინგს იწყებს +2 , +3 და ეს უდიდესი პლუსია გუნდისთვის , მაგრამ უდიდეს ნაწილ შემთხვევებში შემდეგ გაგრძელება არ გვაქვს იმიტომ რომ გუნდში არ არის მესის გარდა ფეხბურთელი ვინც იმ სივრცეს აითვისებს , პასის შემთხვევაში თავის თავზეც აიღებს და გოლსაც გაიტანს , ადრე როდესაც ინიესტა იყო გუნდში , ინიესტა აკეთებდა იგივეს და მესი ასრულებდა , როდესაც ნეიმარი იყო გუნდში ორივე ითვისებდა ამ როლს და სუარესი უბრალოდ ამ ფაზაში საუკეთესო იყო , და როდესაც გუნდში ინიესტა ნეიმარი სუარესი და მესია , რთულია წარმატებას ვერ მიაღწიო ასე რომ ის ფაქტი რომ ლუის ენრიკემ სწორედ ამ გუნდით შეძლო ტრიპლეტის დადება , ვფიქრობ ეს რომ ვერ მოეხერხებინა უფრო დიდი ძალისხმევა დაეხარჯებოდა ვიდრე იმაზე რომ მოახერხა , თუმცა არ ვაკნინებ , ისტორია დაწერა.. გუნდს ჭირდება ფეხბურთელი ვინც მესის დაეხმარება , სუარესი არ უნდა გაეშვათ ამაზე ხშირად იწერება , მაგრამ სუარესი კუმანს არ გაუშვია , სუარესი გუნდმა გაუშვა , მაღალი ხელფასი , გუნდის გადახალისება , გაახალგაზრდავება , და სუარესი უბრალოდ ამ ყველაფერში მოყვა , არცერთი მწვრთნელი არ გაუშვებდა ლუისს , მითუმეტეს როდესაც თავად ლუისი სათადარიგო სკამზეც თანახმა იყო , ახლა აგუეროზე იწერება , რომელიც ნამდვილად არ მინდა კლუბში მისი ტრავმიანობიდან გამომდინარე , ჰოლანდზე იწერება , რომელიც დიდებული ბიჭია , ნამდვილი მკვლელი , ამ თემაზე სხვა დროს ვილაპარაკებ მოუხდება თუ არა გუნდს ჰოლანდი , მაგრამ გუშინდელ თამაშს რაც შეეხება , ტერ შტეგენი ფანტასტიკა , არაუხო ბრავო , სისწრაფეში მისი ტანისა და ძალის ადამიანმა აჯობოს ისააკს , ოიარზაბალს და თან ასე აუღელვებლად ითამაშო 120 წუთი ნახევარფინალში ნამდვილად დასაფასებელია , ფრენკი , ჩემი ბიჭი , ვგიჟდები უბრალოდ ამ ბიჭზე , გინდა ჩამშლელად დააყენე გინდა შემტევად , თავის საქმეს იდეალურად აკეთებს , მაგრამ ძალიან მეშინია რომ პსჟს ნაირ სწრაფ გუნდთან ფრენკი შემტევი არ იყოს რადგან ბუსკეცი ვერ გაუმკლავდება რეაქტიულ სისწრაფეს და უბრალოდ გადაგვივლიან , პედრი გადაიწვა ძალიან ბევრი ითამაშა მაგრამ მისი ტექნიკა მოედნის ხედვა უბრალოდ იდეალურია , ერთ მომენტში ძალიან მაგარი პასი გააკეთა გაჭრა 3-4 მცველში ძლიერი პასი ფლანგისკენ , მაგრამ დემბელემ თავი დაკარგა ვერ მიხვდა სად თამაშობდა როდის უნდა გახსნილიყო და ვერ მიასწრო ბურთს , გუნდს ძალიან აკლია ფატი , რას წარმოვიდგენდი მესის შემდეგ რომელიმე 18 წლის ბიჭზე თუ ვიტყოდი გუნდს აკლია მეთქი მაგრამ პედრი და ფატი ორივე იმდენად დიდ როლს თამაშობენ და ისე თამაშობენ რომ ნამდვილად დააკლდება გუნდს რომელიმე მათგანი , დაცვაში გვჭირდება არაუხოს მეწყვილე , უპამეკანო იდეალური იქნებოდა , ძალიან კარგად გაუგებდნენ ერთმანეთს , არაუხო სწრაფია , უპამეკანო დაზღვევაში არის ძალიან ძლიერი , უპამეკანოს იდეალურად ამოაქვს ბურთი , არაუხო ძალიან ძლიერია , იდეალურ "შავ კედელს" შექმნიდნენ გუნდში რომლის გარღვევის შემთხვევაშიც თეთრი სპაიდერ-მენი არ დაინდობდა არავის , ფლანგზე ალბას ჭირდება შემცვლელი , ტალიაფიკო კარგი ბიჭია , ასევე გაია , ამ სეზონს ალბა ჩაამთავრებს ზაფხულში დაჭირდება მაღალი დონის რეზერვი , დესტ ძალიან კარგი ბიჭია მაგრამ გადაიწვა დასვენება ჭირდება ასეთ დროს სერხი რობერტო კარგი ვარიანტია მაგრამ იმედია ძირითადის მარჯვენა მცველი დესტი იქნება და არა რობერტო , მინგესაც კარგი ბიჭია , გამოცდილება და თავდაჯერებულობა უნდა მოემატოს და კარგი მცველი დადგება.. ლენგლე უბრალოდ ლენგლე.. ასე რომ ვნახოთ რა მოხდება ლაპორტას რა გეგმები აქვს და ვის მოიყვანს გუნდში , გარსიაც არ იქნება ცუდი ვარიანტი მაგრამ არ ვიცი რამდენად გაამართლებს , ასევე პუჩი , ღიმილის ბიჭი იმსახურებს მეტდ როს და იმედია გუშინდელის შემდეგ მიიღებს და ერთხელ მაინც ვიხილავთ ფრენკი-პედრი-პუჩის ტრიოს , გუნდს კი წარმატებები , ფინალში იმედია ელ-კლასიკოს ვიხილავთ და შტურმით ავიღებთ სამეფოს კედლებს..
"წივილ-კივილით გაიქცა გოლის აღსანიშნავად", მომეწონა
მესის არყოფნა აშკარად ეტყობოდა გუშინ გუნდს და ეტყობა ყოველთვის,პუჩმა თავისი წვლილი შეიტანა გუნდის გამარჯვებაში, პენალტი გაიტანა, გახარებული და ბედნიერი იყო და ხომ შეიძლებოდა გაეზიარებინათ მისი ბედნიერება და სიხარული თანაგუნდელებს,მესი რომ ყოფილიყო ერთადერთი ის გააკეთებდა ამას რადგან მას სხვების წარმატებული თამაშიც ძალიან უხარია,ტერ შტეგენმა კიდევ გუშინ გადაგვარჩინა პირდაპირი მნიშვნელობით თამაშის წაგებისგან,ის რომ არა გამოვეთიშებოდით სუპერთასისთვის ბრძოლას ამიტომ ეს გამარჯვება პირადად მის ანგარიშზეა და მასთან ერთად პუჩის დამსახურებაა რომლისკენაც გოლის გატანის შემდეგ მისალოცად სამწუხაროდ არავინ წასულა.
ნეტა მიხვდეს კუმანი რო უმტიტი ლენგლეს მილიონჯერ ჯობს 🙁თუ მეტად არა
ყველაზე სტაბილური მეკარე ბარსას ისტორიაში
საღოლ, ფეოლ როგორც ყოველთვის 10 ბალი და კიდო მანაათი 😀
ტერშტეგენი, დე იონგი და არაუხო, ყველაზე მეტი ამათმა იშრომეს მოედანზე, ძალიან მიხარია ის ამბავი რომ დე იონგმა იპოვა თავისი როლი ამ კლუბში, ერთობ სასიამოვნოა ასეთი ფრენკის ყურება, ასევე მინდა ავღნიშნო ჩვენი მუტანტის(არაუხოს) თამაში, ძალიან მშვიდად დინჯად და დამაჯერებლად გამოიყურება, ფიზიკურად უძლიერესია და ვფიქრობ ძალიან მალე საოცარ მცველად ჩამოყალიბდება, რაც შეეხება შტეგენს, არ ვიცი ამ კაცს უჩინარი ფრთები აქვს ალბათ, საოცრებაა მისი ნახტომების ყურება, ძალიან დამაჯერებელი და გამბედავია, ხშირად რისკავს მაგრამ ფეხბურთს უხდება რისკი და თამაშის დაძაბვა❤️
დემბელეს რატო აჩერებენ გუნდში ვერვხვდები, გონებაჩლუნგი ზანგია, საერთოდ არაქვს აზროვნების უნარი, გაყიდონ ზაფხულში და ცოტა ამოისუნთქავს კლუბი..
რა ვალდესი თუ ძმა ხარ
არგუმენტები?
მალუმა ვინაა? : )
არავინ რო არ მოწონს ის😂😂
რიკი პუჩთან ისე მართლა ცუდად გამოვიდა ერთი ფეხბურთელი არ გაყვა მართლა
M10 S9 D11,
მალუმა ვინაა? : )
გამოვა მერე მალუმა და შტეგოს ლანძღვას დაიწყებს უნდა აუკრძალო საერთოდ ფეხბურთის ყურება ამას