თამაშის წინ კუმანმა ისეთი განცხადება გააკეთა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ჟურნალისტების მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი. დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებთ და კარგი გოლის გამტანი გვჭირდებაო, ბრძანა ჰოლანდიელმა და ასმეოთხმოცეჯერ (თურმე დაუთვლიათ) წამოაძახეს ლუის სუარესი!
კუმანმა ირონიულად იკითხა – ვინ სუარესი? მერე როგორღაც პატივისცემით გაიხსენა, წარმატება უსურვა და ახალი ფორვარდი მჭირდებაო, დააყოლა.
ასეთი ამბავი იყო თამაშამდე. “ბარსას” მთავარ მინუსად მომენტების გამოუყენებლობას ასახელებდნენ და ვერ ვიტყვით, რომ “ბილბაოსთან” ყველა მომენტი გამოვიყენეთ, მაგრამ გამოფხიზლებულმა მესიმ ეს პრობლემა ამ კონკრეტულ შეხვედრაში მოხსნა.
მატჩი
კუმანის ტრადიცია გაგრძელდა, უსახურ თამაშს, კარგი თამაში მოაყოლა. ძალიან კარგი! როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური თვალსაზრისით, მატჩი ძალიან კარგი საყურებელი გამოდგა და ბევრი გოლიც გავიდა. ჩვენი გატანილი სამი გოლიდან სამივე ერთმანეთზე უკეთესი გამოდგა.
მესიმ რომ პაუზა კარგად გამოიყენა, ეს აქამდეც გამოჩნდა, ფსიქოლოგთან არ მივსულვარო კი თქვა, მაგრამ სულ სხვა კაცია მოედანზე, ისე ჩანს, რომ ის მძიმე და დამთრგუნველი დღეები წარსულში დატოვა. ნელ-ნელა იწყებს მომატებას და როგორც სჩვევია ფლეიოფებისთვის ალბათ პიკში იქნება.
პასი, დარტყმა, ყველაფერი გამოუვიდა და რაც არ გამოუვიდა, ისიც მაგარი იყო. ორჯერ ძელმა იხსნა “ბილბაო”, ასე 3-4 წლის წინ მესიმ იმაზე მეტჯერ მოარტყა ბურთი ძელს და ხარიხას, ვიდრე ლა ლიგის ყველა გუნდმა ერთად, ყოველთვის უკიდურეს კუთხეს უმიზნებს და აქედან მოდის ეს ამბავი.
ბოლოს მუნიაინსაც გაატანინა. ეგეც კი ლამაზი იყო.
დაცვა
პირველ წუთებს თუ არ ჩავთვლით, დაცვას არაფერი დაეწუნებოდა, იყო ტაქტიკური შეცდომები, რასაც ვიდეოანალიზის დროს განვიხილაბთ, მაგრამ ბევრი არც არაფერი ყოფილა. უმეტესად ინდივიდუალური შეცდომები გამოიკვეთა, ერთი-ერთზე უსუსური იყო ლანგლეც და დესტიც. გოლის მომენტში ასე მარტივად გაბითურებული მცველი დიდი ხანია არ მინახავს, ან მაინც თუ გავიხსენებ, ისევ ლანგლე თუ მომივა თავში.
ზუსტად იცოდა, რომ უილიამსი დარტყმის წინა მოძრაობას აკეთებდა და მაინც პატარა ბავშვივით მოტყუვდა.
შეტევაში აქტიური იყო დესტიც და ალბაც. იშვიათია ასეთი კარგი ბალანსი.
ნახევარდაცვა
ალბათ საუკეთესო ტრიოს ვადევნეთ თვალი, დე იონგი-პიანიჩის დუეტმა ვერსად ვერ ივარგა, ვერც კოუტინიომ ივარგა და ტრავმა რომც არ მიეღო, პედრის მაინც ვერ ამოაგდებდა ძირითადიდან. ამიტომ, ასეთი ტრიო ჩამოყალიბდა და ფრანგებთან გასამართ შეხვედრაში უნდა ვეცადოთ, რომ ეს სამეული გვყავდეს მოედანზე. იქამდე დიდი დროა და კაცმა არ იცის, რა მოხდება, მაგრამ ამ სამეულით პსჟ-ის ნახევარდაცვას არაფერს დავუთმობთ.
კუმანმა შეტევის ერთ-ერთ გასაღებად დე იონგი მიიჩნია და უკვე მეხუთე შეხვედრაა ვხედავთ, რომ ძალიან სიღრმიდან აკეთებს შერბენებს, განსაკუთღებით მაშინ, როცა მესია ბურთით, ბოლო ორ შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა, რადგან ორივეს გოლი მოჰყვა. წინა მატჩის მიმოხილვისას, ფრენკის შერბენა და მესის უზუსტესი პასი ამერიკული ფეხბურთის სათამაშო ეპიზოდს შევადარე, ახლა კი მომიტევეთ და “ტომი და ჯერიც” გამახსენდა, რა სისწრაფით და მიმართულებითაც არ უნდა გაიქცეს ამ გადასარევი ანიმაციის გმირი, ბურთი მაინც თავში მოხვდება.
უზენაესი ძალებია ამ საქმეში ჩარეული, სცენარისტმა ასე ინება! ჰოდა, ასეა მესის შემთხვევაშიც, არა მგონია დე იონგს მაინც და მაინც თავში უმიზნებდეს, მაგრამ როგორც არ უნდა შეირბინოს საჯარიმოში, ბურთი ზუსტად იქ ხვდება, სადაც საჭიროა.
ისეთი პასი იყო, რომ ვერავინ ვერაფერი გაიგო ჩვენი ფეხბურთელების გარდა. მაინც, მიჩვეულები არიან ვარჯიშებზე და მარტივად გაერკვნენ სიტუაციაში. ძალიან კარგი გოლი იყო, მეორე გოლზე არანაკლებ კარგი.
მეორე მშვენება კი პედრიმ და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელმა შექმნეს. ჩავი-ინიესტას მერე, “ბარსას” ნახევარმცველებიდან მესისთან ასე კარგად შეთამაშებული არავინ ყოფილა. უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის. ორი ინტელექტუალი დანარჩენებთან შედარებით, ერთი მოძრაობით ყოველთვის წინ არის. აქაც იგივე სურათი იყო, პედრიმ გააკეთა ის, რაც მესის გარდა ვერავინ გაიგო და დარტყმაც მშვენიერი გამოვიდა.
თავდასხმა
წინა შეხვედრაში კარგი იყო დემბელე, ერთ-ერთი საუკეთესი იყო, იმის მიუხედავად, რომ გუნდმა ცუდად ითამაშა, ექიმებმა ერთი ტაიმის რეკომენდაცია გასცეს და ეს დავალება შესრულდა. ამჯერად დრო გაეზარდა და ბოლომდე გამოიყენა, გამორჩეულად კარგი შეხვედრა ჩაატარა. არც პასი დაუგვიანია, კარშიც ურტყამდა და დრიბლინგებიც კარგი ჰქონდა, ცოტა არ მომეწონა, რომ გაიყვანეს, მაგრამ ექიმების რჩევისთვის გადახვევა არ შეიძლება, მით უმეტეს დემბელესთან მიმართებაში.
კარგი იყო გრიზმანიც, გოლი ვერ შეაგდო, მაგრამ საგოლე პასი მიითვალა და ერთი-ორი კარგი მომენტიც შექმნა. ვერ ვიტყვი, რომ რაიმე განსაკუთრებულად მაგარი გააკეთა, მაგრამ თავის დონესთან შედარებით კარგად გამოიყურებოდა. საერთოდ, იშვიათია თამაშები, სადაც ჩვენი შემტევები თამაშისგან სიამოვნებას იღებენ, “ბილბაოსთან” კი სწორედ ეს ვნახეთ.
გავიხედოთ ცოტა წინ
სუპერ თასის მინი ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ჯერ ერთი ტიტულის მოგების შანსი გვაქვს, კუმანისთვის ეს გადამწყვეტ მნიშვნელობას ატარებს, უტიტულოდ სეზონის დასრულება არავის სურს და ეს ტურნირი ძალიან კარგი შანსია, რომ შუა სეზონში ფსიქოლოგიურად მოვძლიერდეთ.
მეორე მხრივ, ეს იქნება იდეალური რეპეტიცია პსჟ-თან, ფლეი ოფებს სულ სხვა სპეციფიკა აქვს და ჩვენც ვნახავთ, როგორ ითამაშებს კუმანის გუნდი მაშინ, როცა სასწორზე ყველაფერი დევს. აქ გამოჩნდება მთავარი პლუსებიც და მინუსებიც.
თუმცა, მანამდე ლა ლიგის თამაშებია.
და ისევ.. ველოდებით ფატის დაბრუნებას.
კარგი მიმოხილვა იყო, მომეწონა.
რობერტო ამოაგდებს დესტს დაიმახსოვრე. ფაქტია ან დაიღალა დესტი ან არ ვიცი დიდი წუნი აქვს ტექნიკური, ელემენტარული შეცდომები და მე. 60 წუთიდან მკვდარია. რობერტო მოსვამს. ან როტაცია იქნება მარა დესტს 3 დან ერთი თამაში მოუწევს
მართალია მესიმ ავტოგოლი გაიტანა მაგრამ ეს არაფერს ცვლის ორი გოლის და მისი თამაშის ფონზე.არაფერი იცვლება ამ ავტოგოლით.თანაც მიუხედავად ამისა მაინც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და სამართლიანადაც.ლენგლესგან არ გამკვირვებია მისი უსახური თამაში,დესტისგან კი ნაკლებად ველოდი ასეთ ცუდ თამაშს.
ფაქტია რომ გუნდს ხასიათი ახლა უფრო ძლიერი აქვს, გასვლაზეც კარგად თამაშობენ და წარუმატებლობები ალბათ მაინც უფრო უიღბლობას უნდა მივაწეროთ. იმედია კიდევ უფრო მოუმატებენ.
BEQA BARCA,
გეთანხმები, ქამბექი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო.
კარგად ვითამაშეთ და იმედია მოვუმატებთ
მშვენივრად თამაშობს დესტი ნუ შეუკიკინეთ გადაიღალა პროსტა იმდენი თამაში ითამაშა ზედიზედ 19 წლისაა ჯერ რობერტოს ეხლაც მილიონჯერ მირჩევნია
ისე მაგ დარტყმულზე გრიზომ რომ დაარტყა და ვერ გაიტანა გული დამწყდა ძაან. ფსიქოლოგიურად ვერაა იმიტო რო 18 წლის ღლაპი რო გაიტანს და ამხელა კლასის ფეხბურთელი ვერ გაიტანს თან ამდენი ხანია😔😔😔😔
მართლაც კარგი და ლამაზი შეხვედრა გამოვიდა, მესი რო შეუდარებელია და სასწაულია უკვე სიტყვები აღარ მოიძებნება მის დასახასიათებლად, პედრი კი არის აყო და მომავალი რომელიც ბევრ წარმატებას მოუტანს კლუბს, გამორჩეული იყო დე იონგიც მართლაც ძალაინ დიდ სამუშაოს ასრულებს მოედანზე და უკვე ზედიზედ მატჩებში გააქვს გოლი ან აკეთებს ასისტს, ლენგლე დესტი და ალბათ ყველაზე სუსტები იყვნენ ამ შეხვედრაში, დემბელეც კარგი იყო იმედია შევა ფორმაში, კარგია რო დროულად გაიყვანა, არ ფირს ასე გადატვირთვა იმ შეხვედრაში რომელსაც ვიგებთ, ბუსკეცი ფრენკის კი უქმნის კომფორტულ სიტუაციას და თვითონ გადადის თავდაცვიტ ფუნქციაზე და ფრენკის უთმობს მთელ ნახ. დაცვას რაც ძალიან კარგად გამოსდის ფრენკის, გრიზმანს არაფერი გაუფუჭებია პირიქით ასისტიც მიითვალა და ერთ მომენტში კარგი შანსიც ჰქონდა აგდებულ ბურთზე უფრო ძლიერი რომ დაერტყა ბურთი სხვა მიმართულებით წავიდოდა და შეიძლება გოლიც მოჰყოლოდა
ისე კაი ხანია ბარსას არ დაუწამბექებია. აწამდე გოლს გაგვიტანდნენ თუ არა გუნდი ფსიქოლოგიურად ვარდებოდა და ვსო ვინ ტას აკეთებდა აღარ იცოდნენ. ახლა წინ მივიწევთ და ასე აღარ მოხდა. კაი თამაში იყო და იმედია ასე გავაგრძელებთ