მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კუმანის მიმართ უნდობლობა იზრდება

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: კუმანის მიმართ უნდობლობა იზრდება

ახალი წლის პირველი შეხვედრა ჩავატარეთ ისე, როგორც წინა წლის შეხვედრების უმრავლესობა. არაფერი შეცვლილა და არც გვქონია საბაბი, რომ ცვლილებაზე გვეფიქრა, მხოლოდ ახალი წლის აურა ფეხბურთში ვერაფერს შეცვლის.

უესკა

ასეთი სუსტი მეტოქე ალბათ აქამდეც გვყოლია, რადგან წლევანდელი ლა ლიგა ბოლო დეკადაში ყველაზე დაბალი დონის გამოდგა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამ უსუსტეს გუნდებთანაც კი ვერ გამოვიყურებით ისე, როგორც “ბარსას” შეეფერება. გუნდს ერთიანი სქემა არ ამოძრავებს, უკვე საკმაო ხანია გასული, რაც კუმანი მითითებებს იძლევა, მაგრამ პროგრესის დანახვა ძალიან რთულია.

“უესკა” მთელი თამაშის განმავლობაში უკან იყო დახეული, მათი შემტევებიც კი საკუთარ მოედანზე იცავდნენ თავს და კონტრშეტევა გამოდიოდათთქო ამასაც ვერ ვიტყვი. თავის მხრივ, ძალიან მცირე თავისუფალი ზონები რჩებოდა მათ ნახევარზე, რისი გამოყენებაც ბურთის სწრაფად გათამაშებით არის შესაძლებელი, მაგრამ ამის გარდა ყველაფერი ვნახეთ. ერთი-ორჯერ შესაძლოა გავათამაშეთ კიდეც, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული ამას არ მოჰყოლია.

მეტოქის შეტევებს რაც შეეხება, ნახევარმომენტები შექმნეს და ტერ შტეგენს ნერვიულობის საბაბი არ ჰქონია. ყველაზე სახიფათო ალბათ ბუსკეტსის მცდელობა იყო, რომ შტეგენისთვის ბურთი თავზე გადაეგდო, თუმცა გერმანელმა გრეგორი კუპეს სტილში მოიგერია.

მოკლედ, დიდი უსახური თამაში გამოდგა.

დაცვა

ბევრი საქმე მცველებს არ ჰქონიათ, მაგრამ სათქმელი მაინც არის, მაგალითად კვლავ გამოიჩინა თავი არაუხომ, რომელმაც დასწრებაზე თამაშით საუკეთესო ფორმაში მყოფი უმტიტი გამახსენა, “ბარსას” მცველისგან ასეთი კარგი თამაში ამ კომპონენტში დიდი ხანია აღარ მინახავს, გამომდინარე იქიდან, რომ პიკეც და ლანგლეც უფრო პოზიციურ დაცვას ამჯობინებენ, უმტიტი წლებია ვეღარ თამაშობს, ხოლო მასკერანო და პუიოლი უკვე წარსულის მოგონებებშიღა შემოგვრჩნენ, ამის ფონზე არაუხოს ნიჭიერებამ კიდევ ერთხელ გამახარა. რა თქმა უნდა, მეტოქე სუსტი იყო, მაგრამ რაც მთავარია დაგვანახა, რომ მრავალმხრივი ფეხბურთელია და განვითარებას აგრძელებს.

ისევ კრიტიკას იმსახურებს სერჟინიო დესტი, არც ამჯერად მიეცა 90 წუთი და არც დაუმსახურებია, მაშინ, როცა ლეო თამაშის უმეტესობას მოედნის ცენტრში ატარებს, დესტს მოეთხოვება, რომ გაცილებით სწრაფად და ხშირად აითვისოს ფლანგი, მაგრამ ამას იშვიათად აკეთებს და როცა შეტევაში ბურთი მიიღო, პროდუქტიული ვერაფერი შექმნა.

ტრადიციულად აქტიური იყო ალბა, ხოლო ლანგლე ყველაზე ნაკლებად ჩანდა, რაც ცუდი ნამდვილად არ არის, რადგან, როცა ლანგლე ჩანს, ესე იგი ცუდად არის ჩვენი საქმე.

ნახევარდაცვვა

კარგად შეთამაშებულის შთაბეჭდილება ნამდვილად ვერ დატოვეს, ასე ალაგ-ალაგ ყველაზე შეიძლება რაღაც დადებითის თქმა. პედრი ყველაზე ხშირად იყო ბურთთან, ეს მისი საუკეთესო შეხვედრა არ ყოფილა, თუმცა მეტოქის კართან ხიფათს მუდმივად ქმნიდა, ხან კარში დარტყმით და ხანაც კარგი პასით, რომელიც ვერ დაუფასეს.

დე იონგის გოლმა ამერიკული ფეხბურთი გამახსენა, ძალიან შორი მანძილიდან შეირბინა საჯარიმოში და მესიმაც დროული პაუზის შემდეგ იდეალური პასი გაუკეთა, კარგი გოლი გამოვიდა. 

შეტევა

ყველაზე მეტად სწორედ თავდასხმაში ჩანს, რომ “ბარსას” ფეხბურთელებს ერთმანეთთან არანაირი საერთო არ აქვთ, დემბელე, მესი და ბრეითუეიტი, სამი აბსოლუტურად განსხვავებული სტილის და სათამაშო ხასიათის ფეხბურთელები არიან, გასაგებია, რომ ის ორი მესის სტილს უნდა მოერგოს, მაგრამ ვერ ხდება ასე.

ბრეითუეიტზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისევ ბოლომდე იბრძოდა და სადაო ბურთების უმრავლესობა დაგვიტოვა, მაგრამ ეს კრიტერიუმი არ გამოდგება იმისათვის, რომ დადებითად შევაფასოთ. დემბელეს რაც შეეხება, როგორც ყოველთვის თავისთვის თამაშობდა, აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო სათამაშო სურათიდან. ეს გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე არაზუსტი დარტყმები, კარში დარტყმებს როგორმე გამოასწორებს, მაგრამ თამაშს რომ ვერ გრძნობს და მის ხასიათს ვერ აღიქვამს, ამას არაფერი ეშველება.

რა კომიკურია დღევანდელი გადმოსახედიდან “ბარსას” ხელმძღვანელების გათვლა, დემბელე უფრო გუნდური ფეხბურთელია, ვიდრე კილიან მბაპეო. გული გაგისკდება ადამიანს..

კალენდარი

კალენდარი ძალიან რთულია. ვერც წარმომიდგენია, თითოეულ შეხვედრაში მაქსიმუმის მიღწევა რა მექნიზმებით არის შესაძლებელი. ალბათ ისევ მესის ავკიდებთ ტვირთს და მისგან მოვითხოვთ ყველა თამაში მოიგოს. იქნებ ფატი დაბრუნდეს სწრაფად, რომ შეტევაში ორი ფეხბურთელი მაინც გვყავდეს, ვისაც ერთმანეთის ესმის.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (11)

  • o.dembele11
    05 იან 2021, 16:15

    რაის თამაშს ვერ გრძნობს 2 ჯერ დაასო ბურთი პედრის ერთი დავზე ერთი ფეხზე და კაი დრიბლინგებიც აკეთა შწდის ფორმაში ნელ ნელა დალშე გეთანხმები მწერალო მარა ყველაზე აქტიური მესის მერენდემბელე იყო

    ციტატა: Griezzy7
    დემბელე რატოგევასებათ ვერვხდები, კიამწვავებს მაგრამ როამწვავებს რაშედეგი მოაქვს? ეგეთი სტილის ფეხბურთელია და იასნია უბდა გაამწვავოს გრიზმანის კოუტინიოს და მესის თამაში მაგიტოარჩანს იმიტორო გუბდზე მოთამაშე ფეხბურთელებიარიან გუნდი თუარ შეუწყობს ხელს მარტოვერაფერს იზავენ. დემბელეს შეუძლია მარტო წაიგმღოს მარა არანაირი სარგებელი არმოაქვს ტიპი რეეებს აკეთებს ხოლმე


    შედეგისთვის მეტი რაექნა ძმა 2 ჯერ დაასო პედრის ბურთი

  • basa7
    04 იან 2021, 20:14

    ერთი შეკითხვა მაქვს მწერალთან, პედრის რომ ორივე პასი გაეტანა ასეთ შემთხვევაში დემბელე იქნებოდა თუ არა გუნდური მოთამაშე?

  • Albicelecte
    04 იან 2021, 14:34

    დემბელე იყო ნორმალური, ბრაითვაიტი ჯოხის მოსატანად მორბენალ ძაღლს გავდა, ლენგლემ ერთხელ გაგვახსენა, რომ ლენგლეა

  • C.PC5
    04 იან 2021, 13:58

    პედრი, ფრენკი და არაუხო, ეს სამი კაცია ვინც სტაბილურად აჩვენებს იმ თამაშს რაც მოეთხოვებათ, შეცდომები ყველას აქვს თუმცა ამით ვერ დავაკნინებ ამ სამ კაცს, თავის საქმეს ყველა თამაშში აკეთებენ. დესტს რაც შეეხება შეთამაშება სჭირდება და აიშვებს მერე, ისედაც ალბა რომ შეათამაშოს დემბელესთან და დესტი მესისთან უფრო დალაგდება სიტუაცია, მაგრამ არ ინდომებს ის ბებერი ამას. გვარდიოლას ბარსაშიც კი ალვეში მესის დუეტი წარმოადგენდა ერთ-ერთ მთავარ დამრტყმელ ძალას.

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    04 იან 2021, 12:51

    ᲒᲐსაკვირი არცაა.მწვრთნელი რომელზეც ასეთი იმედები დაამყარეს შედეგს ვერ დებს და ამას ყველა ვხედავთ,რომ ვერც დადებს მაგასაც ყველა ვხვდებით,ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მისი წასვლაა, რაც სამწუხაროდ ახალი პრეზიდენტის მოსვლამდე ვერ მოხერხდება და არ გამოვა.მთავარია, ახალმა პრეზიდენტმა მისთვის შანსის მიცემა სეზონის დასრულებამდე არ გადაწყვიტოს.გუნდის კეთილდღეობაზე მოფიქრალი პრეზიდენტი ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს და იმედია სწორედ ასეთი კანდიდატი დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.

  • M10 S9 D11
    04 იან 2021, 12:26

    მოედანზე შეთამაშება რომ არ აქვთ ფეხბურთელებს ეს მათი კი არა მწვრთნელის ბრალია რომელიც დღემდე ვერ ჩამოყალიბდა რა სქემით რა ტაქტიკით და რა შემადგენლობით ათამაშოს გუნდი

  • me da barca
    04 იან 2021, 12:12

    მე მწვრთნელის ხელს საერთოდ ვერ ვხედავ, ისეთი წარმოდგენა მრჩება, შეყრის ბიჭებს მოედანზე და ელოდება რა მოხდება. ტაქტიკა არა ჩიხირთმა, მესია აგერ და რამეს იზამს. მესის კიდევ ადრე სუარესი და ნეიმარი ყავდა გვერდით, ახლა ბრეითვეითი და დემბელე ყავს, რომელსაც ბურთი ფეხებში ებლანდენა და ერთიერთში არ იცის სად და როგორ დაარტყას. მოკლედ ყელამდე ნეხვში ვართ. 24-ის მერე თუ რამე არ შეიცვალა, ლიგაზე "ბავარია-2" გველოდება.

  • nika 54
    04 იან 2021, 12:11

    ალბას აქტიურობაზე ძალიან დიდი ეჭვები გამიჩნდა გუშინ. არვიცი კუმანის მითითება იყო თუ რაღაც გაუგებრობა, როცა მარცხენა ფრთა დემბელეს დაუთმეს და ალბა შეტევის დროს ცენტრში შედიოდა, სადაც არც არაფერი გამოსდიოდა იმ უბრალო მიზეზით რომ ცენტრფორვარდი არ არის. ამის ფონზე დემბელემ მე მგონი ვერც ფრთაზე გააკეთა რამე ღირებული და ვერც შესვლები ცენტრში. მოკლედ ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა ალბას და დემბელეს მოძრაობები თითქოს ერთმანეთს უშლიდნენ ხელს. ეს ალბათ კუმანის კიდევ ერთი დიდი "მიგნებაა". თქვენი არვიცი და მე ამ "ტრენერის" ძალიან აღარ მჯერა და მარტო იმიტომ არა რაც სუარესის გაგდებით მიჰქარა. უყურეთ სუარესს, იმდენსაც არ დარბის რასაც ლეო მაგრამ გოლი გოლზე გააქვს და ყველა შედეგის(ქულების) მომტანები.

    "იქნებ ფატი დაბრუნდეს სწრაფად, რომ შეტევაში ორი ფეხბურთელი მაინც გვყავდეს, ვისაც ერთმანეთის ესმის"
    ნამდვილად ასეა, მეტიც მწარე იუმორით დავამატებდი იქნებ სუარესი დაგვებრუნებინა, ჩემი აზრით სწორედ მისი "დამაგვირგვინებელი" დარტყმები გვაკლია, მესისთან შეთამაშებაზე აღარაფერს ვამბობ.

  • katalomia
    04 იან 2021, 11:08

    გვარდი რა "ტესლაა" თავდამსხმელის გარეშე 3-0 იგებდა პირველ ტაიმს უკვე. ტიპს პრობლემა არააქვს ვის სად დააყენებს. მეკარესაც გაატანინებს თუ დაჭირდა მეტოქის კარში.

  • BEQA BARCA
    04 იან 2021, 11:04

    მოკლედ გუნდს დარხეული აქ თუ ლაპორტა არ მოვიდა.

  • ბასქუ10
    04 იან 2021, 10:41

    ასეთიბთამაშით შორს ვერ წავა გუნდი, ძირეული ცვლილებებია საჭირო და მინიმუმ ფორვარდის მოყვანა, დაცვას საქმე არ გართულებია მაგრამ როგორც კი მოწინააღმდეგე ცოტა ძლიერი იქნება მერე გამოჩნდება ყველაფერი, ასეთ დონის გუნდებთან რო ერთი გაგივარდება და გაიტან საშინელებაა, არადა რამდენი მომენტი შეიქმნა, სუარესი ბევრჯერ მოგვენატრება კიდევ ჯერ სად ვართ