მატჩისშემდგომი მიმოხილვა

მატჩისშემდგომი მიმოხილვა

ცუდია, რომ კრიშტიანუს არ უთამაშია, მასთან ერთად “ბარსას” ნამდვილი ტესტი ექნებოდა, ახლა კი მეტოქე საგრძნობლად დაიჩაგრა. “ბარსამ” “იუვე” ფაქტობრივად უშანსოდ დატოვა, მთავარ საფრთხეს “ოფსაიდში” ჩარჩენილი მორატა ქმნიდა. ორ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ შექმნა მომენტი, რომ მცველები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ პოზიციაში, აი მესამე არჩათვლილი გოლი შეცდომას მოჰყვა, რომელსაც ქვემოთ მივუბრუნდებით.

დემბელემ გაიღვიძა

რონალდ კუმანმა სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა: გრიზმანი, ტრინკაუ, პედრი და ახლა დემბელე. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დემბელემ დატოვა, თუ სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრებს არ ჩავთვლით. პირველ ტაიმში საუკეთესო იყო, როგორც კი დრიბლინგზე მიდიოდა, კარგად ჩანდა, რომ მეტოქე სისწრაფეში ვერ აყვებოდა. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ფორმაში შედის და ახლა მთავარია ჯანმრთელად იყოს.

როგორ ვთქვა გაუმართლა-მეთქი?! დემბელე და გამართლება აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ დარტყმის დროს ეგეთი ამბავი მოხდა, თუმცა, ვინც კარში არ ურტყამს, იმას არც არასდროს გაუმართლებს.

ყველაზე მეტად აღსანიშნავი არის ის, რომ დემბელე ბურთს გაუფრთხილდა, ასეთი რამ აქამდე ნანახი არ გვქონდა. ყოფილა თამაშები, სადაც საუკეთესო იყო, მაგრამ ბურთის გაფრთხილება “დამბოს” შემთხვევაში ზედმეტი ეგზოტიკაა! ამჯერად გაუფრთხილდა და მაქსიმალურად ცდილობდა შენარჩუნებას. მეორე ტაიმში ცოტა აურია. რადგან ასე ადრე შეცვალეს, ესე იგი ფიზიკურად ჯერ კიდევ არ არის მზად, თორემ შეცვლას ნამდვილად არ იმსახურებდა.

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო თამაშისთვის ძირითადში ყოფნა დაიმსახურა.

უიღბლობა?

რა იფიქრეთ, როცა გრიზმანმა ახლო მანძილიდან გაისროლა და ბურთი ძელს მოხვდა? არ გაუმართლა. ცოტა საკამათო თეორიაა, მაგრამ ყველაზე მეტად იმას არ უმართლებს, ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. ამ თეორიას ვერასდროს ვერავინ დაამტკიცებს, მაგრამ ვარაუდის დონეზე არსებობს და პირადი გამოცდილებითაც ბევრს შეუძლია დადასტურება.

გრიზმანის მთავარი პრობლემა უკვე ფსიქოლოგიაა და არა ტაქტიკა. კუმანმა სპეციალურად მას მოარგო ტაქტიკური სქემა და მესისთან ერთად ათამაშა შეტევაში. გუნდი 4-4-2-ით იცავდა თავს, პირველ ტაიმში შეტევის დროს 4-3-3-ზე ეწყობოდნენ, მეორე ტაიმში კი 4-4-2-ით უტევდნენ, რადგან პედრიმაც ფლანგიდან დაიწყო შეტევა და არა ცენტრიდან. იყო ასეთი ექსპერიმენტები, მაგრამ გრიზმანს ეს არ შეხებია, მას სრული თავისუფლება ჰქონდა და იმ ზონაში მოქმედებდა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს.

მესისა და ანტუანის დუეტის ანგარიშზე ორი სახიფათო შეტევა იყო. ერთ შემთხვევაში მესიმ ააცილა გრიზმანის გადასარევი პასის შემდეგ, მეორე შემთხვევაში პირიქით, გრიზმანმა ააცილა, მესის პასის შემდეგ.

რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება გრიზმანის მშრალი სერია, მით უფრო დამძიმდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

საუკეთესოები

სამი ფავორიტი მყავს და მესითი დავიწყებ. ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში ჯერჯერობით მოიკოჭლებს, რაც უჩვეულო ამბავია. ცუდ ფიზიკურ ფორმაშია, რასაც კუმანიც აღნიშნავს, მაგრამ მაინც მოეძებნება ამ ყველაფერს ახსნა. ზაფხულის შემდეგ მესი ემოციურად გადაიწვა, ამას სუარესის ამბავიც დაემთხვა და დრო სჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში შევიდეს. ერთი დადებითი იმპულსი უკვე მიღებულია, ბართომეუ წავიდა და ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა, ახლა ტურიდან ტურამდე უნდა მოუმატოს და გოლებიც თავისით მოვა.

ფატის გარდა, კიდევ ერთი 17 წლის ოქროს ბიჭუნა გვყავს პედრის სახით. ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე მისი დაყენება არ შეიძლება. სამაგიეროდ ცენტრში და მარცხნივ მშვენივრად გამოიყურება. ბურთის კონტროლი, პასი, აზროვნება, მთავარია პროგრესი განაგრძოს და 20 წლის ასაკში უკვე ვარსკვლავი იქნება. რაც მთავარია, კუმანი ენდობა.

აუცილებლად უნდა ვახსენო ფრენკი დე იონგი. არაუხოს გასვლის შემდეგ კუმანს ორი ვარიანტი ჰქონდა, ან ბუსკეტსს უნდა ეთამაშა დაცვაში, ან დე იონგს, ჩემთვის მოულოდნელად ამ პოზიციაზე ფრენკი აღმოჩნდა და ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, თავი არ შეურცხვენია. მეტოქე ხომ “იუვე” იყო და არა “ფერენცვაროში”, ამ პირობებში ნამდვილად ქება ეკუთვნის.

პიანიჩი და არტური

რონალდუ მესის დუელი არ შედგა. არც პიანიჩი არტურის დუელი შედგა მოედნის ცენტრში, რადგან ბრაზილიელი თამაშის მიწურულს გამოვიდა მოედანზე. ამ გადმოსახედიდან “ბარსას” სანანებელი არაფერი აქვს, არტური მომდევნო “გაფუჭებულ” ბრაზილიელს ემსგავსება, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.

პიანიჩი კი კარგი იყო, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან სახიფათო ზონაში გააკეთა უზუსტო გადაცემა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და კარში დარტყმაც მოჰყვა.

ფატი

ანსუუუ! ანსუუუუუ! – იყვირა ბრეითუეიტმა და 17 წლის ტალანტი დათრგუნა! ფაქტობრივად აიძულა, რომ პასი გაეკეთებინა, რატომ ითხოვდა ბრეითუეიტი პასს ასეთ უდროო დროს და ცუდ პოზიციაში ეს ცალკე ამბავია, აი ფატი, რომ დამორჩილდა, ეს ღირს დაფიქრებად. ესეც ასაკის ამბავია, მაგრამ მაინც გასაკვირი ამბავი. თითქოს მკვლელის ინსტიქტი აქვს, კარის წინ ცივსისხლიანია, ერთი მოქნევა სჭირდებოდა გოლის გასატანად და ყვირილმა გადააფიქრებინა.

აჯობებდა სტადიონი სავსე ყოფილიყო და ბრეითუეიტის ხმა ტურინელ ტიფოზებს ჩაეყლაპათ.

ანსუ გამოვიდა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. დარღვევა ან იყო საჯარიმოში, ან არა. ამას ახლა აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს, გუნდი ცუდად თამაშობს თუ კარგად.. თავად ცუდად თამაშობს თუ კარგად.. რაღაც ღირებულს ყოველთვის აკეთებს.

კუმანი

კუმანთან შედარებით პირლო ბავშვივით გამოიყურებოდა. ამაზე ტურინში იდარდონ. “ბარსას” კი ჩემი მოსაზრებით, მეტის გატანა მართებდა, ამხელა უპირატესობა გაცილებით მეტ გოლში უნდა ასახულიყო.

იმედი მაქვს “კამპ ნოუზე” რონალდუ იქნება და მცველებსაც უკეთესი ტესტი ექნებათ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (381)

  • jacky iakovenko
    07 მაი 2025, 11:11

    არ მგონია აქ ვინმე გუნდზე იყოს ნაწყენი ან უკმაყოფილო … საქმე კონკრეტულ ფეხბურთელებშია და მწვრთნელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებში …. არ მესმის, მთელი შტაბი ზის ხოლმე და უყურებენ ფეხბურთელების ნათამაშებს და აანალიზებენ დეტალებს, აი რაც მარტინია შემადგენლობაში და მის თამაშებს უყურებ როგორ იქცევა ბურთთან როგორ მოძრაობს როგორ მოქმედებს დაცვაში ბრმა თუ არ ხარ ეგ როგორ უნდა დააყენო ადამიანო ძირითადში როგორ?!?! პ.ს გულს არავის დაგწყვეთ არაუხოსაც მივაყოლებ 😍 დარწმუნებული ვარ რეალთანაც იგივე დაცვას დააყენებს და რემოტადა რეალის აი მერე ნახეთ იქით ის ჩოილარი ვინი რო ამოიდებს გარსიას პამპერსივით სისწრაფეში და აქეთ როდრიგო ამის ხსენებაც აღარ მინდა უკვე …

  • kuko
    07 მაი 2025, 11:06

    არ ვიცი რავი რატო ვიამაყოთ მოგებული თამაში იყო მოგებული სულ რაღაც 2 წუთი გვაშორებსა ფინალს…საამაყოდ არაქვთ საქმე ვიღაცა ყ.ლ.ე.ე.ბ.ი რო გვყავს გუნდში როგორ ვიამაყოთ? არაუხოთი და ლევანდოვსკით ვიამაყოთ გუნდი ფორვარდის და დაცვის გარეშეა. ამის დედას შევეც* თუ კარგად ითამაშეს რატო ვერ გავიდნენ ფინალში, ანუ რაღა უნდა გააკეთონ კარგი თამაშით ფინალში ვერ გადიხარ ცუდით ხო ვერ გახვალ ისედაც ანუ რა უნდა ქნან მე ვერ ვხვდები ესე ჩაჯმა ეხლა ამ ეტაპზე რატო საიდან მოიგონეს ბოლომდე ვერ მიიყვანეს ორი წუთი ბოლომდე საამაყოთ არაქვთ საქმე არა არაუხოს დედას შევეც* მარტინის დედას შევეც* ლევანდოვსკის დედას შევეც*. ტრაგი კომედიიაა უკვე ეს ყველაფერი. რეალის ნაბიჭვარი ფანებიც ეგრევე გამოხტნენ ეგენი ბუტკაში რო შეტენა ჰასნი ძიამ იმის მერე პირველად ხმა ამოიღეს. ისე გაუსწორდათ ინტერის მოგება მარა წელს რო ჩანგალი წაიღეს ეგ უფრო სირცხვილია მადრიდისტებო. საკუთარით ვერა და სხვისი გუნდით ამაყობთ ეგაა თქვენი სახე მაგის გამო ელ კლასიკოში გაგეცემათ პასუხი პირადად თქვენ და აი ჩვენ გუნდს რაც შეეხება წყევლაა რა ჩვეულებრივი

  • Gigo1989
    07 მაი 2025, 11:01

    მე ვამაყობ ჩემი გუნდით ძალიან ბრძოლისუნარიანი გუნდი გვყავს… კი დაგვაკლდა ბევრი ფეხბურთელი ძირითადის კი იყო შეცდომები მაგრამ ყველამ იბრძოლა ბოლომდე…

    ციტატა: Giorgi99
    არაუხო მოსაშორებელია, ახალი მეკარე მოსაყვანია, ეს მარტინი მოაშორონ საიდან მოვიდა. ჩემი აზრით ზაფხულში დაცვა და მეკარეა საშოვნელი. შეტევაში პრობლემა მარტო ლევანდოვსკია, უნდა მოშორდეს და ატლეტიკოდან მოვიყვანოთ ალვარესი.ფიფას პრეზიდენტმა თამაშამდე რომ გამოაცხადა ინრეტის ფანი ვარო. საეჭვოა ძაან. ეს მსაჯი ინტერის მხარეს იყო.


    მიუხედავად ყველაფრისა მარტინი არ იყო ყველაზე სუსტი რგოლი ამ თამაშში.. მარტინნმა მაქსიმალური ქნა რაც შეეძლო… აი არაუხოს კი გავაგდებდინუსიტყვოდ მეორე ჩემპიონთა ლიგაა მაგის გამო დაკარგული

  • P.G-8
    07 მაი 2025, 10:50

    უბრალოდ შეუძლებელია ამ გუნდით არ იამაყო, ფაქტობრივად 1-2 წელში აშენებული გუნდით ლიგის ნახევარფინალამდე მიხვიდე და ასეთი თამაში დადო მარტივი ამბავია? სულ ოდნავი იღბალი რომ ყოფილიყო ჩვენკენ ახლა ფინალში გასვლას ვიზეიმებდით და მე ალბათ ისეთივე ამაყი ვიქნებოდი როგორიც ახლა ვარ, გუნდს ვგულშემატკივრობ რომელიც არასოდეს ნებდება, უყურებ და ხედავს რო ბოლოს წვეთამდე დარბიან, უყურებდე პედრის ასეთ ბრძოლისუნარიანობას და შეუძლებელია უიმედოდ იყო… ყველაფერი წინ არის, ამ გუნდის მომავალი ნათელია…

    მადლობა ჰანსი! რომ ეს გრძნობა დამიბრუნე და ჩემი ცხოვრების გუნდი "გააცოცხლე"

  • Barca
    07 მაი 2025, 10:48

    ბევრი ფაქტორი იყო რის გამოც წავაგეთ გამოფიტულები იყვნენ მერე გამიუცდელებიც წნეხის ქვეშ იყვნენ პირველი ტაიმი ამასთან ერთად ტრავმები ბალდე და კუნდე ორივე მთავარი იყო მითუმეტეს ამ ბარსასთვის კიდევ სკამის პრობლემა პაუ ვიქტოტი და ფორტი რო შემოგყავს ნახევარფინალში და ახლა არ მახსენდება კიდე რამდენია

  • Giorgi99
    07 მაი 2025, 10:43

    არაუხო მოსაშორებელია, ახალი მეკარე მოსაყვანია, ეს მარტინი მოაშორონ საიდან მოვიდა. ჩემი აზრით ზაფხულში დაცვა და მეკარეა საშოვნელი. შეტევაში პრობლემა მარტო ლევანდოვსკია, უნდა მოშორდეს და ატლეტიკოდან მოვიყვანოთ ალვარესი.ფიფას პრეზიდენტმა თამაშამდე რომ გამოაცხადა ინრეტის ფანი ვარო. საეჭვოა ძაან. ეს მსაჯი ინტერის მხარეს იყო.

  • Clever liar
    07 მაი 2025, 10:39

    არაფერზე დამწყდებოდა გული ამ ფეხბურთელების ფონზე, ინტერს რო ორი მატჩის ჯამში თამაშის კარნახით მოეგო.. უბრალოდ ვერ ვინელებ 7 გოლიდან რო მინუმუმ 5 საკუთარ გუნდს თავად გავუჩალიჩეთ, და ვერასდროს წავშლი მეხსიერბიდან იმ დამპალ თითზე ნათვლელ წამებს, რომელიც უბრალოდ არ შევინარჩუნეთ. მოგვცა ინტერმაც შანსები საკუთარი ინერტულობის და უინტელქტობის ფონზე და კი ბატონო გავიტანეთ, მაგრამ აქეთ 100მაგი დავაშავეთ. 200 მომენტიდან 194 მესამე დივიზონის უმოტივაციი და იქედანაც გასავარდნი გუნდივით გავფლანგეთ, არ დავასრულეთ, ვერ განვახორციელეთ. ჯამში ისე გამოვიდა რო ფლანგის დანაკლისი უფრო პროდუქტიული გამოდგა ორივე მატჩში ვიდრე ყველა სხვა დანარჩენი და რა არის საამაყო, სამარცხვინო თუ არა?

  • Ikushaaaaa_77777
    ForBarça..69 ვეტერანი
    07 მაი 2025, 10:36

    გუშინდელი მატჩი თავიდან ბოლომდე არაუხოს კისერზეა, ნამუსი თუ აქვს თავისივე ფეხით უ და გაა*ვას გუნდიდან

  • Barca1415
    07 მაი 2025, 10:33

    კაროჩე რააა უმეკარეოდ ვითამაშეთ ორივე თამაში ერთი რთული ბურთი ვერგამოაძრო 9 დარტყმიდან 7 გაუვიდა.ბოლო
    გოლზე ყველა მეკარე შორეულ კუთხისკენ იღებს პოზიციას მითუმეტეს 2 მცველი ახლო კუთხეს კეტავს ცაციააა ლოგიკურად უნდა გადაიწიო რო არდარტყას დაინახა ვაფშე ცარიელი კარები და გააგორა შორეულში, შტეეგენი კისტერ თვალისგაყოლებაო რო წაუღეთ ტვინი ყველა გამოვარდნაზე რაც ბარსა გამოვარდა ბურთებს აძრობდა სულ შარშან პსჟს მარტო ეთამაშა არაუხო გასაშვებია რაფინია სანამ დროა გაუშვან ნიკო ასი თავით ჯობია მოატყუებს მაინც კაცს დეიონგი სანამ დროა ლევამდოვსკის მაგივრად ვინე მოძრავი ფორვარდი და ამოწეული დაცვაა ზოგჯერ უკანაც უნდა ჩადგეს თუსაჭიროაა როცა 5 წუთია დარჩენილი

  • Volina2123
    07 მაი 2025, 10:33

    Vamooss barcaa barca-1

  • CHEPE
    07 მაი 2025, 10:30

    მე მაიც ვამაყობ ამ ყველაფრით მებრძოლი გახადა ფლიკა ბარსელონა 2:0 დან სანსიროზე 2:3 უტრიალებ მთელ მეორე ტაიმს ამხობ თავზე მილანში და 1 დიდი სლეობა ბოლოში მაინც რომ ხტება ეგაა დასანანი რომ 1:30 წუთი აცილებდა ფინალამდე ბარსელონას..
    ამ რესუსურსით რომ ამდენს მიაღწია ეგ კიდე ცალკე დასაფასებელია ნახევარ ფინალში 2 ფლანგის მცველი გაკლია წინ ფორვარდი და სათადარიგოებით უგებდე ინტერს გასვაზე უდიდესი პატივია

  • Sss999
    07 მაი 2025, 10:29

    შეცვალეთ ეს ლიგა მოხოდონ რასაც აპირებენ სუპერ ლიგას თუ რაცაა ძმაო ბარსას ჩ ლიგაზე ბედი არ აქვს და ოდნავი გამართლება არაა ჩვენ მხარეს. ესეთი თამაშით რო გამოვარდები რავიცი ძმაო სადაა სამართალი. ვერც იმას იტყვი რო ინტერი არ იმსახურებდა მარა რეალი რო ყოფილიყო ჩვენ ადგილას გავიდოდა და საერთოდ რა თამაშებით არიან ტიპები გამძვრალი მაგაზე მეშლება ნერვები. ჩვენთან ხდება თან ყველა მეკარი ბუფონი რეები აკეთა ტიპმა. პლიუს იამალის ამ პერფორმანსის მერე ლიგის დატოვება ძაან საწყენია. ალბათ ინტერი მოიგებს კიდეც ლიგას მთელი აქცენტი მაგაზე გააკეთეს და აშკარად სერია ა დაიკიდეს

  • CHEPE
    07 მაი 2025, 10:27

    იმ მესამე გოლის ეპეოზდში მარტინზე ჯარიმა როარ დადო და აშკრადა დაბიჯა ფეხი ეგ არც კი უჩვენებიათ ეგეევე მივხვდი მანდ ჯარიმა იყო და არაფერი არაა არ გადაამოწმეს და გათრიეს ინტერი დამატებითში🤦‍♂️🤦‍♂️🤦‍♂️
    იგივე მსაჯი რომ დანიშნეს ეგ კიდე ცალკე თემაა უეფაში მეტი მსაჯი არაა გამოელიათ… ვერავინ დამაჯერებს ამას რომ ძალით არ აკეთებენ ამ ყველაფერს
    უნდა წაქცეულიყო მარტინი და ეკოტრიალა მარა დიდად არაფერი შეიცვლებოდა გაწერილი სცენარებით ზუსტად რომ ფლიკმაც აღნიშნა მსაჯი ინტერის სასარგებლოდ იღებდა ხშირად გადაწყვეტილებასო

  • me da barca
    17 მარ 2025, 15:26

    იოლი საქმე არაა ავტობუსა ჩოლოს გუნდს 2:0-ის მერე 4 გოლი გაუტანო.
    სადაც გრიზმანი თამაშობს ის გუნდი ლა ლიგას ვერ მოიგებს. ეს კაცი არის თარსი, ლუზერი რაც გინდა ის დაარქვით.

  • Rick Sanchez
    17 მარ 2025, 14:57

    არანაირი დათმობა, კოპაზეც უნდა მივარჭოთ ავტობუსებს და ტრებლზე გავიწიოთ, ვამოს ბარსა!

  • C.PC5
    17 მარ 2025, 14:01

    ამ თამაშს ერქვა "ესენიც ვიხმარეთ" ამ სეზონში თუკი ვინმეს გრანდი ერქვა და ჩვენ შეგვხვდა ყველა გადავაფარჩაკეთ და ატლეტიკო იყო ერთადერთი რომელმაც ორივე თამაში საკუთარ ნებაზე მოგვიტრიალა თან მონჟუიკზე და არა მათ სტადიონზე, სიმბოლური იყო ასეთ სტილში მოგებაც, როგორც თვითონ იგორავეს იმ ორ თამაშში ბარსასაც ამ მატჩში პირველ გოლამდე ფაქტიურად არაფერი უკეთებია, აი ლევანდოვსკის გოლის მერე ატლეტიკოს საჯარიმოში სიმეონე თავის შვილს აღარ აიყანდა ხელში, პატარა განკითვა მოუწყვეს ჩვენებმა ბოლო 20 წუთში, იმათ თუ დამატებითში ერთი გააქვთ ჩვენ ორს გავუტანთ და დამაჯერებლად მაინც მოვიგებთ, საჭირო იყო ხასიათის გასამტკიცებლად ასეთი მოგება და მით უფრო ატლეტიკოსთან და პოლიტანოზე, თამაშამდე დავწერე კიდეც ატლეტიკოს თუ გადავუარეთ ჩავთვალოთ რო ამ გუნდის გამჩერებელი წელს არცერთი შემადგენლობა არაა მეთქი, ახლა სანაკრებო ჩამთავრდეს მშვიდობიანად და აპრილიდან დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანოთ! barca-4

  • nika 54
    17 მარ 2025, 13:49

    სიმეონეს სხვა გზა აღარ დარჩა, კოპას გარდა ვეღარაფერს მოიგებს და მე მგონი ამ კოპას განმეორებითში დაგვჩეხავს საბოლოოდ. არადა ჩემპიონობაც გვინდა და ლიგაზე მინიმუმ ფინალში გასვლაც რომ მაყუთი ავაგროვოთ. ატლეტიკოსთან განმეორებითში კლოპმა ყველაზე დაღლილი ძირითადის წევრები დაასვენოს. ეგ თასი იმდენი გვაქვს თვლა აერევა კაცს, გავატანოთ ატლეს ფინალი და იქნებ შეჭამოს რეალი, ნუ დაღეჭავს მაინც საკმაოდ, იმიტომ რო სხვა შანსი ტიტულზე არ ექნება.

  • mari
    17 მარ 2025, 13:11

    wink wink პირადად ჩემთვის ყველაზე საზიზღარი გუნდები ლა ლიგაში – "ატლეტიკო, Gირონა და ესპანიოლი"!!!

  • Lasha Mamuladze
    17 მარ 2025, 12:13

    განრისხებულოი დაგხვდება და მაქსიმუმ წაგვახტეს აგერ სორლოტზე….როგორ მეზიზღება რა ეს გუნდი…

  • nika 54
    13 მარ 2025, 22:18

    რაც მთავარია, ბარსამ თავიდანვე აუხსნა ბენფიკას, რო ეს მისი დღე არ იყო და ისინიც პირველი ტაიმის დამთავრებისთანავე მიხვდნენ თავიანთი ფაფხურის უაზრობას. ამიტომაც მეორე ტაიმში ჩვენებს ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ და ასე უსისხლოდ(უტრამვოთ) ჩავამთავრეთ ეს თამაში, წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებია და ძალების შემონახვა აუცილებელია.