ცუდია, რომ კრიშტიანუს არ უთამაშია, მასთან ერთად “ბარსას” ნამდვილი ტესტი ექნებოდა, ახლა კი მეტოქე საგრძნობლად დაიჩაგრა. “ბარსამ” “იუვე” ფაქტობრივად უშანსოდ დატოვა, მთავარ საფრთხეს “ოფსაიდში” ჩარჩენილი მორატა ქმნიდა. ორ შემთხვევაში მხოლოდ იმიტომ შექმნა მომენტი, რომ მცველები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ პოზიციაში, აი მესამე არჩათვლილი გოლი შეცდომას მოჰყვა, რომელსაც ქვემოთ მივუბრუნდებით.
დემბელემ გაიღვიძა
რონალდ კუმანმა სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, მარჯვენა შემტევის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გამოსცადა: გრიზმანი, ტრინკაუ, პედრი და ახლა დემბელე. ყველაზე კარგი შთაბეჭდილება დემბელემ დატოვა, თუ სეზონის წინა ამხანაგურ შეხვედრებს არ ჩავთვლით. პირველ ტაიმში საუკეთესო იყო, როგორც კი დრიბლინგზე მიდიოდა, კარგად ჩანდა, რომ მეტოქე სისწრაფეში ვერ აყვებოდა. როგორც ჩანს, ნელ-ნელა ფორმაში შედის და ახლა მთავარია ჯანმრთელად იყოს.
როგორ ვთქვა გაუმართლა-მეთქი?! დემბელე და გამართლება აბსოლუტურად შეუთავსებელი ცნებებია, მაგრამ დარტყმის დროს ეგეთი ამბავი მოხდა, თუმცა, ვინც კარში არ ურტყამს, იმას არც არასდროს გაუმართლებს.
ყველაზე მეტად აღსანიშნავი არის ის, რომ დემბელე ბურთს გაუფრთხილდა, ასეთი რამ აქამდე ნანახი არ გვქონდა. ყოფილა თამაშები, სადაც საუკეთესო იყო, მაგრამ ბურთის გაფრთხილება “დამბოს” შემთხვევაში ზედმეტი ეგზოტიკაა! ამჯერად გაუფრთხილდა და მაქსიმალურად ცდილობდა შენარჩუნებას. მეორე ტაიმში ცოტა აურია. რადგან ასე ადრე შეცვალეს, ესე იგი ფიზიკურად ჯერ კიდევ არ არის მზად, თორემ შეცვლას ნამდვილად არ იმსახურებდა.
საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომდევნო თამაშისთვის ძირითადში ყოფნა დაიმსახურა.
უიღბლობა?
რა იფიქრეთ, როცა გრიზმანმა ახლო მანძილიდან გაისროლა და ბურთი ძელს მოხვდა? არ გაუმართლა. ცოტა საკამათო თეორიაა, მაგრამ ყველაზე მეტად იმას არ უმართლებს, ვისაც საკუთარ თავში ეჭვი ეპარება. ამ თეორიას ვერასდროს ვერავინ დაამტკიცებს, მაგრამ ვარაუდის დონეზე არსებობს და პირადი გამოცდილებითაც ბევრს შეუძლია დადასტურება.
გრიზმანის მთავარი პრობლემა უკვე ფსიქოლოგიაა და არა ტაქტიკა. კუმანმა სპეციალურად მას მოარგო ტაქტიკური სქემა და მესისთან ერთად ათამაშა შეტევაში. გუნდი 4-4-2-ით იცავდა თავს, პირველ ტაიმში შეტევის დროს 4-3-3-ზე ეწყობოდნენ, მეორე ტაიმში კი 4-4-2-ით უტევდნენ, რადგან პედრიმაც ფლანგიდან დაიწყო შეტევა და არა ცენტრიდან. იყო ასეთი ექსპერიმენტები, მაგრამ გრიზმანს ეს არ შეხებია, მას სრული თავისუფლება ჰქონდა და იმ ზონაში მოქმედებდა, სადაც ყველაზე კარგად გრძნობს თავს.
მესისა და ანტუანის დუეტის ანგარიშზე ორი სახიფათო შეტევა იყო. ერთ შემთხვევაში მესიმ ააცილა გრიზმანის გადასარევი პასის შემდეგ, მეორე შემთხვევაში პირიქით, გრიზმანმა ააცილა, მესის პასის შემდეგ.
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება გრიზმანის მშრალი სერია, მით უფრო დამძიმდება მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
საუკეთესოები
სამი ფავორიტი მყავს და მესითი დავიწყებ. ცუდი პირველი ტაიმი ჰქონდა. დამაგვირგვინებელ ფაზაში ჯერჯერობით მოიკოჭლებს, რაც უჩვეულო ამბავია. ცუდ ფიზიკურ ფორმაშია, რასაც კუმანიც აღნიშნავს, მაგრამ მაინც მოეძებნება ამ ყველაფერს ახსნა. ზაფხულის შემდეგ მესი ემოციურად გადაიწვა, ამას სუარესის ამბავიც დაემთხვა და დრო სჭირდება იმისთვის, რომ ფორმაში შევიდეს. ერთი დადებითი იმპულსი უკვე მიღებულია, ბართომეუ წავიდა და ხასიათი ოდნავ გამოუკეთდა, ახლა ტურიდან ტურამდე უნდა მოუმატოს და გოლებიც თავისით მოვა.
ფატის გარდა, კიდევ ერთი 17 წლის ოქროს ბიჭუნა გვყავს პედრის სახით. ამ შეხვედრაშიც გამოჩნდა, რომ მარჯვენა ფლანგზე მისი დაყენება არ შეიძლება. სამაგიეროდ ცენტრში და მარცხნივ მშვენივრად გამოიყურება. ბურთის კონტროლი, პასი, აზროვნება, მთავარია პროგრესი განაგრძოს და 20 წლის ასაკში უკვე ვარსკვლავი იქნება. რაც მთავარია, კუმანი ენდობა.
აუცილებლად უნდა ვახსენო ფრენკი დე იონგი. არაუხოს გასვლის შემდეგ კუმანს ორი ვარიანტი ჰქონდა, ან ბუსკეტსს უნდა ეთამაშა დაცვაში, ან დე იონგს, ჩემთვის მოულოდნელად ამ პოზიციაზე ფრენკი აღმოჩნდა და ერთ შეცდომას თუ არ ჩავთვლით, თავი არ შეურცხვენია. მეტოქე ხომ “იუვე” იყო და არა “ფერენცვაროში”, ამ პირობებში ნამდვილად ქება ეკუთვნის.
პიანიჩი და არტური
რონალდუ მესის დუელი არ შედგა. არც პიანიჩი არტურის დუელი შედგა მოედნის ცენტრში, რადგან ბრაზილიელი თამაშის მიწურულს გამოვიდა მოედანზე. ამ გადმოსახედიდან “ბარსას” სანანებელი არაფერი აქვს, არტური მომდევნო “გაფუჭებულ” ბრაზილიელს ემსგავსება, რომელმაც შანსი ვერ გამოიყენა.
პიანიჩი კი კარგი იყო, მაგრამ რამდენიმე ეპიზოდში ძალიან სახიფათო ზონაში გააკეთა უზუსტო გადაცემა, რასაც მეტოქის მწვავე შეტევა და კარში დარტყმაც მოჰყვა.
ფატი
ანსუუუ! ანსუუუუუ! – იყვირა ბრეითუეიტმა და 17 წლის ტალანტი დათრგუნა! ფაქტობრივად აიძულა, რომ პასი გაეკეთებინა, რატომ ითხოვდა ბრეითუეიტი პასს ასეთ უდროო დროს და ცუდ პოზიციაში ეს ცალკე ამბავია, აი ფატი, რომ დამორჩილდა, ეს ღირს დაფიქრებად. ესეც ასაკის ამბავია, მაგრამ მაინც გასაკვირი ამბავი. თითქოს მკვლელის ინსტიქტი აქვს, კარის წინ ცივსისხლიანია, ერთი მოქნევა სჭირდებოდა გოლის გასატანად და ყვირილმა გადააფიქრებინა.
აჯობებდა სტადიონი სავსე ყოფილიყო და ბრეითუეიტის ხმა ტურინელ ტიფოზებს ჩაეყლაპათ.
ანსუ გამოვიდა და თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. დარღვევა ან იყო საჯარიმოში, ან არა. ამას ახლა აღარ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს, გუნდი ცუდად თამაშობს თუ კარგად.. თავად ცუდად თამაშობს თუ კარგად.. რაღაც ღირებულს ყოველთვის აკეთებს.
კუმანი
კუმანთან შედარებით პირლო ბავშვივით გამოიყურებოდა. ამაზე ტურინში იდარდონ. “ბარსას” კი ჩემი მოსაზრებით, მეტის გატანა მართებდა, ამხელა უპირატესობა გაცილებით მეტ გოლში უნდა ასახულიყო.
იმედი მაქვს “კამპ ნოუზე” რონალდუ იქნება და მცველებსაც უკეთესი ტესტი ექნებათ.
თუ ძმახარ რა. ხავის ბრალია აბა მე კი ვწევარ აგერ დივანზე და არაფერს არავინ დამაბრალებს კი ვიცი. ხავის ბრალია ის რო ვერ ხედავს ამ ყვეკაფერს და პირიქით გაიძახის რო კარგად ვითამაშეთო და უფრო მოვუმატებთ კიდეო აბა ვინ იძახის ამას? ყოფილიყო გვარდი ან ენრიკე და დაასხამდა თავზე ყველას სათითაოდ თორე იმას კიარ იტყოდნენ პირველ ტაიმს არაუშავდა და მეორეში მოგებას ვიმსახურებდითო! არ გააკარებდა სასტავს არცერთს არც ლევანას და არავის ვინც ფორმაში არაა. მწვრთნელმა უნდა მოხოდოს ფეხბურთელი აბა ვინ? დაფრინავენ ეგერ ალონსოს იგროკები ყველა სანტიმეტრზე ომობენ მინდორზე. კიარავინ მოუყვანია ახალი ფეხბურთელი ლევერკუზენს, ვინც ყავდა ალონსოს მოსვლამდე იმ ფეხბურთელებით დებს ამ შედეგებს და შეადარე ალონსოს მოსვლამდე და ალონსოს ხელში თითოეული ფეხბურთელს ასი პროცენტით მომატებული აქვს. ვერ კრავს ხავი გუნდს ერთიანს ვერ ხდის, ვერ ანვითარებს ფეხბურთელს, არანაირი მონახაზი არ აქვს მინდორზე გუნდს, არანაირი ფანტაზია შეტევაში, არანაირი ჟილკა მონდომება არ აქვთ რო შეუტიონ იმიტო რო არ იციან როგორ დაიწყონ და დაამთავრონ შეტევა და აბა ვინ უნდა აუხსნას ხავიმ თუ არა? კანსელოს და ლამინეს ინდივიდუალობა თორე ჩვეულებრივად 3:1 წავაგებდით გუშინ. მაქსიმუმ ბავშთა სკოლის მწვრთნელად თუ ივარგებს ხავი თორე მინიმუმ 5 წელი მაგისგან მწვრთნელი არ დადგება.
Eg xo da kide ravi,granadas tu chvenze saxeliani an dzlieri mcvelebi yavs,an leverkuzens mashin ravici. Mwvrtneli ari naxevar gundze meti dzmao. Michels ra chveni naxevari igrokebi tu hyavs mara debs eger shedegs,gironastan reals naxevari dacva ar yavda da gadaaxia burti tavze. Tu sustebi gvyavs da tu mentalurad chmorebi aba mwvrtneli ras miketeebs,gaaxme skamze an gaushvi,an moxode mentalurad. Ragaca qeni,xalxs daanakhe ro problemaa. Ro ar gaakareb dziritads gvecodineba ro magati cha*mulia. Ar gushin gamochekili kubarsis da gushin mosuli/travmidan dabrunebuli ingos ertad dayeneba ram moafiqra. Gadmowie kounde centrshi da gamoatrie is forti. Karoche sustia magari ra. Ise fexburtelebic ro diidi veraferi gvyavs egec iasnia da bordshic ro deda mot*ulebi arian.
თუ ძმახარ რა. ხავის ბრალია აბა მე კი ვწევარ აგერ დივანზე და არაფერს არავინ დამაბრალებს კი ვიცი. ხავის ბრალია ის რო ვერ ხედავს ამ ყვეკაფერს და პირიქით გაიძახის რო კარგად ვითამაშეთო და უფრო მოვუმატებთ კიდეო აბა ვინ იძახის ამას? ყოფილიყო გვარდი ან ენრიკე და დაასხამდა თავზე ყველას სათითაოდ თორე იმას კიარ იტყოდნენ პირველ ტაიმს არაუშავდა და მეორეში მოგებას ვიმსახურებდითო! არ გააკარებდა სასტავს არცერთს არც ლევანას და არავის ვინც ფორმაში არაა. მწვრთნელმა უნდა მოხოდოს ფეხბურთელი აბა ვინ? დაფრინავენ ეგერ ალონსოს იგროკები ყველა სანტიმეტრზე ომობენ მინდორზე. კიარავინ მოუყვანია ახალი ფეხბურთელი ლევერკუზენს, ვინც ყავდა ალონსოს მოსვლამდე იმ ფეხბურთელებით დებს ამ შედეგებს და შეადარე ალონსოს მოსვლამდე და ალონსოს ხელში თითოეული ფეხბურთელს ასი პროცენტით მომატებული აქვს. ვერ კრავს ხავი გუნდს ერთიანს ვერ ხდის, ვერ ანვითარებს ფეხბურთელს, არანაირი მონახაზი არ აქვს მინდორზე გუნდს, არანაირი ფანტაზია შეტევაში, არანაირი ჟილკა მონდომება არ აქვთ რო შეუტიონ იმიტო რო არ იციან როგორ დაიწყონ და დაამთავრონ შეტევა და აბა ვინ უნდა აუხსნას ხავიმ თუ არა? კანსელოს და ლამინეს ინდივიდუალობა თორე ჩვეულებრივად 3:1 წავაგებდით გუშინ. მაქსიმუმ ბავშთა სკოლის მწვრთნელად თუ ივარგებს ხავი თორე მინიმუმ 5 წელი მაგისგან მწვრთნელი არ დადგება.
ყველა თანხმდება რომ უნდა დაასვენოს მაგრამ ვონ გინდა რომ დააყენო ფორმიდან ამოვარდნილი რაფინი კარგი ჯანდაბას დავაყენეთ და მეორდ კრაიზე ვის ვაყენებთ . ამ კრიზისის დროს კიდე თანდასხმელებიზ ტრამვები იქნებოდა? ვინ გინდა დააყენო ნეაპოლში არვიცი
ჩემი პირადი აზრია გაიყიდო კუნდე რაფინია ნუ თუ დე იონგი ხელფასს დაიკლებს უნდა დარჩეს ერთ-ერთი საუკეთესოა მაგრამ ზედმატად დიდი ხელფასი აქვს ლევანდოვსკიც უნდა გაიყიდოს არ გვინდა ფელიქსის წამოყვანა რომეუ ერთ 10 მილიონად მოაშორონ გაასუფთავონ გუნდი და 1 ნორმალური ტრანსფწრი გააკეთონ როგორ მინდა კვარა და იამალი ერთად ორივე რო ფლანგზე გვყავდეს და კიმიხი წამოიყვანონ მგონია რო დაითრევენ და 1-2 კიდე თავიაუფალი აგენტი სხვა ვარიანტი ამ გუნდს არ აქვს
ხო 4 ცენტრალური მცველი არსაიდან არაფრისგან 3 გოლს უშვებს ხავის ბრალია ეგ ხავიმ უნდა ავარჯიშოს მაღალ ბურთზე როგორ მოიგერიოს??😂😂 ხავის კი არ ვიცავ ის ისედაც მიდის მორჩა ეგ ეპოქა მაგრამ გუშინ ხავი რაშუაში იყო როცა აფსოლიტურად ყველა მაღალ ბურთზე მომენტი გაეპარათ და გოლები.ვნახოთ ვნახოთ ახალ მწვრთნელს რამდენი ხანი არ დაუწყებთ გინებას თუ რადიკალურად არ შეიცვალა რამე 😂👌მანჩესტერის ფანებს ემსგავსებით ყველაფერს რომ 15 წელია ტრენერს ტენიან და ცვლიან წამდაუწუმ 😂😂😂
უნდა გაყიდონ ყველა ვინც 60+ მილიონი ღირს, სანამ ფინანსური მდგომარეობა არ გამოსწორდება შედეგიც არ დაიდება. რაფინია, დე იონგი, არაუხო, კუნდე უნდა გაყიდონ
ვინც შემდეგ თამაშში არ დაასვენოს ეს ბიჭი მე მისი ოჯახი ……. გადაიწვება ესე 16 ისაა ამდენი თამაში ამხელა წნეხი ცოტა დაასვენოს ლა ლიგა მაინც დამთავდა ჩვენთვის და ლიგისთვის მაინც დაასვენოს რად უნდა მაგას პროფესორობა
მოტაბთუ კოვა შეიძლება ჩავვარდეთ რადგან ლიდერები უეჭველად წავლენ სხვა რავი მთავარია რომ ახალმა მწვრთნელმა დაარწმუნოს ფრენკი და სხვა ლიდერები დარჩენაში
იამალი კიდე სასწაული ბიჭია რაც უფრო და უფრო დრო გადია უფრო უმჯობესდება და ზუსტად იდეალურ პერიოდში მოუწევს ახალი მწვრთნელის მოსვლა მთავრია ოლიმპიადაზე არ წაიყვანონ
Ver getanxmebi feora imashi ro xavis axla gashveba sigijea. Dzaan bevri mwvrtneli gvinaxavs vinc ase chaibara gundi shua sezonshi da mere moqacha. Tviton xavimac dawyebuli sezoni chaibara da ase tu ise gadaarchina. Ager cot d uaris mwvrtnelma 4 tamasshi afrikis tqsi moigo,flikmaa bayernshi da ravici…sanam kide grmad chavdzirulvart dasawyebia cvlilebebi. Flikis moyvana kide axlave sheidzleba…
ხოდა ლა მასიას კლანის წევრი თუ იყო , როგორ დავიჯერო რომ მის სამწვრთნელო შტაბში მისი ძმის ადგილი იყო , რომელსაც კაცი არ იცნობს საფეხბურთო სამყაროში და პუიოლის ადგილი არ მოინახა , რომლის ავტორიტეტზე და მოტივაციაზეც იდგა ბარსელონაა ?! დეკუსნაირების ადგილი რომ იქნება გუნდში და პუიოლისა არა , იმიტომაც ვართ რაკშიი და მილანიზაციის გზაზე , სადაც ჭაობიდან ამომყვანი ლეგენდა ისე გააგდეს არც დაფიქრებულან . ეტყობა მენეჯმენტს , რომელსაც ფულთან და ტრანსფერებთან შეხება აქვს , არ სჭირდება მალდინისა და პუიოლის მსგავსი ხალხი გუნდში , ვირთხების ადგილი უფროა ყოველთვის ვიდრე მგავსი ლეგენდების , რომლისთვისაც კლუბი საკუთარი სახლივითაა . ძალიან რთულია უყურო იმას , თუ შენივე კლუბის ლეგენდა , რომელსაც ეჭვიც არ მეპარება კლუბის დახმარება უნდოდა , რა მდგომარეობაში ჩაიგდო თავი . გამოუცდელობამ თავისი ქნა მაინც , მარტო ფეხბურთი არ არის ეს , მენეჯერიც უნდა იყო , რომ ხელმძღვანელობასთან ლავირების უნარიც გქონდეს . გვარდის ბეგირისტაინი უგვარებს ბევრ რამეს და მშვიდად არის მაგის გამო , ჩავის მასეთი კაცი გაუგდეს გუნდიდან და ვირთხა დეკუს შეატოვეს , აშკარად კრუიფი-ალემანი ბევრად მაგრა მუშაობდა , მაგრამ გნიდა ლაპორტას არ სჭირდებოდა მასეთი ხალხი ფაქტია .
პსვ-ს მწვრთნელი პიტერ ბოში იქნება ყველაზე კარგი კანდიდატი ხავის შემდეგ.
ვისკა ბარსა, ბოლომდე თქვენს გვერდით ვარ …
ბარსას გულშემატკივრობა ბაბუასთან ერთად დავიწყე, ბაბუა დღეს ცოცხალი აღარ არის და მგონია ბარსას თუ ვუღალატე, ბაბუაჩემსაც ვუღალატებ… ოქრო კაცი გიჟდებოდა ფეხბურთზე და ბარსაზე !
ჩვენც გვეშველება აუცილებლად !!!
გაგინათლის ბაბუა ღმერთმა❤️
აქ ვიღაცეები წერდნენ ბარსას მსოფლიოში საუკეთესო დაცვა ჰყავსო… ყველა გადამწყვეტ მატჩში ოდნავ ძლიერ მეტოქესთან 3-4-5 ბურთს უშვებენ, ნუ გრანადა საშუალოც არაა, ხოდა რის საფუძველზე ამბობთ რომ ბარსას დაცვა ვინმეს რაიმეთი ჯობია. შარშან უბანძეს ლალიგაში გაუშვეს ცოტა გოლი ეგეც სრულიად ტერ შტეგენის და არაუხოს დამსახურებით, სხვაგან ყველგან ჩაისვარეს შარშანაც და წელსაც. 3 გოლს რომ გაიტან გუნდი და ეგეთ თამაშებს წააგებ ეგ უკვე აღარაა მწვრთნელის ბრალი.
მოკლედ ერთი მესია უნდა გვყავდეს ყოველთვის რომ გუნდი ვიყოთ… კრუიფი, რონალდინიო, მესი და ახლა იამალის იმედზე ვართ … სხვანაირად არ გამოდის, ყოველთვის ერთ ტიპზე ვართ დამოკიდებული… იმედი მაქვს კარგად აეწყობა იამალის კარიერა და ტრავმები არ შეაწუხებს… რაც ხშირად გვინახავს ფეხბურთის ისტორიაში და ჩვენს კლუბში განსაკუთრებით…
ვისკა ბარსა, ბოლომდე თქვენს გვერდით ვარ …
ბარსას გულშემატკივრობა ბაბუასთან ერთად დავიწყე, ბაბუა დღეს ცოცხალი აღარ არის და მგონია ბარსას თუ ვუღალატე, ბაბუაჩემსაც ვუღალატებ… ოქრო კაცი გიჟდებოდა ფეხბურთზე და ბარსაზე !
ჩვენც გვეშველება აუცილებლად !!!
რომ იძახიან ჩავი მოგენატრებათო, ამაზე უარეს დღეში როგორ უნდა ჩავარდეს კიდევ კლუბი.
ფელიში ყოველ თამაშში კარგია თითქოს, მაგრამ ლალიგის მეათე ტური დასრულდა უკვე და მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი… ცუდია ეგ, შედეგებს უნდა მოუმატოს.
ფეოლამ სწორად აღნიშნა, რეალიზაცია ლამის ნულზეა დასული. და მაინც ნერვები გეშლება ადამიანს როცა კარის წინ ბურთს იღებ და არც კი იყურები წინ კარისკენ თუნდაც პასის მიღებამდე და ურტყავ ბურთს ტყვიასავით. ან ძელია ან მეკარე. ერთი წამიც კი არ უნდა როცა საჯარიმოში პასს ელოდები კარისკენ გაიხედო სანამ დაარტყავ. სულ მესი ხო არ უნდა ვიძახოთ, რა გახდა ამ კარში ისე დაარტყა რო არც ტრიბუნაზე გაუშვა ბურთი და არც მეკარეს მიუგორო.
ხო ვერ მიმასწავლით თბილისში რომელიმე ბარს სადაც კლასიკოს ვუყურებ და თან ჩემ რეალის ფან ძმაკაცსაც შემოუშვებენ?😂
ახალგაზრდები იწყებენ თამაშს პირველ გუნდში და გოლებსაც იტანენ. კიდევ რამოდენიმე ტალანტი რეზერვშია და იმათაც ვიხილავთ. სულ მალე მოვა დრო, როცა ბარსა მიაღწევს უმაღლეს დონეს. ერთხელ უკვე ყველამ ნახა მოედანზე 11 ლა-მასიელი იყო და მე-12 გვარდიოლა. ამ მოთამაშეების უმეტესობამ შეადგინა ლეგენდარული ბარსას ბირთვი, რომელმაც ყველაფერი მოიგო, და ასევე ესპანეთის ნაკრების ბირთვი, რომელმაც ორი ევროპის და ერთი მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. აი რისი ეშინია პერესს, მეგობრებო!!! ბარსას აღზევება გარდუვალია და ვერანაირი ნეგრეირას საქმე ხელს ვერ შეუშლის. ისევე როგორც, პერესის, ბართომეოს, ტებასის და სხვა მაღალჩინოსანი “მეგობრების” ძალისხმევა, დაასუსტონ კლუბი, შედეგს არ მოიტანს. ფორცა ბარსა!!!!
ბელინგემს და ფელიქსს შორის სხვაობა მარტო ისაა რომ ის იღბალაა, უმართლებს, გუნდიც უკეთესი ყავს, თორე რასაც ფელიქსი წვალობს, კაცს ატყუებს, პასებს არიგებს, ბელინგემზე ნაკლები შედეგი არ ექნებოდა ცოტა მეტად რო უმართლებდეს. ის მაგარია მარა მადრიდული იღბალიც თან სდევს, ბენზემადან მაგაზე გადმოვიდა, ყველა მეკარე მცველი თუ მსაჯი მაგასთან რო ლევდებოდა, ახლა ბელინგემზეა ეგრე. მოკლედ მე ფელიქსით კმაყოფილი ვარ, ყველა მომენტი ჯოაოების გავლით იქმნება. აი ფრენკი ლევა პედრი რო დაბრუნდებიან დარწმუნებული ვარ მეტს გაიტანს.
სტატია ბრავო, კარგი შედარება იყო