მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შიში და სიძულვილი ბარსელონაში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შიში და სიძულვილი ბარსელონაში

თამაშის ბოლოს მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მომაკლდა, სიცარიელისა და უკმაყოფილების შეგრძნება დამრჩა, მერე კი გავაცნობიერე, რომ ხალხი მაკლდა ტრიბუნაზე, უფრო სწორად კი მათი სტვენა! ძალიან არაბუნებრივი გამოდგა, როცა ასეთი სამარცხვინო მარცხის მერე, “კამპ ნოუზე” სიჩუმე იყო და მხოლოდ მადრიდელთა სიხარული ისმოდა. DJ-მ კი სტვენის ჩართვა ვერ გარისკა. როგორც ჩანს, ერთი კაცისთვის ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა.

კუმანი

წინა კვირას ბატონ რონალდს ორიანი დავუწერეთ, ამჯერადაც იგივეს გაკეთება მოგვიწევს. ჩვენი “ქერა ბულდოგი”, რომელსაც იმედის თვალით შევციცინებდით, თვალსა და ხელს შუა, ოროსნად ყალიბდება.

დავიწყოთ იმით, რომ ტაქტიკა შეცვალა. 4-2-3-1-დან ვალვერდეს საყვარელ 4-4-2 ზე გადავიდა, რომელმაც უკვე კარგად ნაცნობ მიზეზთა გამო არ იმუშავა. ვინ თუ არა ჩვენ, “ბარსას” ფანებმა ვიცით, რომ კოუტინიო მარცხენა ნახევარცმველის პოზიციაზე აბსოლუტურად უსარგებლოა. მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა, თავით ურტყამდა და აუცილებლად უნდა გაეტანა! როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა – “სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან უნდა გათხარო!” ანუ, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ვერ გაიტან, გაგიტანენ. კოუმ ვერ გაიტანა და წავაგეთ.

თავიდანვე ეჭვის თვალით ვუყურებდი პედრის მარჯვნივ დაყენებას, ეს ის პოზიციაა სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ყველაზე ნაკლებად არის ადაპტირებული. წინა სეზონში 20 შეხვედრა მარცხნივ ჩაატარა, 12 ცენტრში და მხოლოდ 2 მარჯვნივ. “ბარსაში” ძირითადად ცენტრში თამაშობს და პირველად “კლასიკოში” აღმოჩნდა მარჯვენა ფლანგზე, რაც დიდი შეცდომა იყო. 

პოზიცია შეუცვალეს ანსუ ფატის. ჯერ კიდევ 17 წლის, ფიზიკურად საკმაოდ სუსტი თავდამსხმელი, ცენტრფორვარდად მოგვევლინა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კარგი გოლი შეაგდო, პოზიცია ზუსტად შეარჩია და მაღალ დონეზე შეასრულა, მაგრამ სხვას ვერაფერს გახდა, რაც გასაკვირი სულაც არ ყოფილა. სერხიო რამოსთან და ვარანთან საჭიდაოდ ჯერ მზად არ არის.

გარდა ტაქტიკური ცვლილებებისა, კუმანმა შემადგენლობის დაყენების დროსაც შეცდომა დაუშვა. პასუხისმგებლობა მთელ გუნდზე ნაწილდება ერთი შემთხვევის გარდა. პედრის ძირითადში დაყენება მთლიანად კუმანის სინდისზეა. როცა ოთხი შემტევიდან ორი 17 წლის ბავშვია, რაღაც ვერ გაქვს რიგზე და ვერ გაგიაზრებია, რომ შენი მეტოქე მადრიდის “რეალია” და არა “ფერენცვაროში”.

შედეგი, შესაძლოა, სულაც იგივე ყოფილიყო, თუ გრიზმანს ან დემბელეს ენდობოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი ფეხბურთელი იქნებოდა, რადგან ორივეს ვარსკვლავური სტატუსი აქვს, ორივეში დიდძალი თანხაა გადახდილი და მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სტატისტიკა აქვთ, მათგან მაინც ბევრს მოვითხოვთ, შესაბამისად, თამაში, რომ ჩაეგდოთ, ფოკუსი მათზე იქნებოდა და არა კუმანზე, მაგრამ როცა მათ ნაცვლად აბსოლუტურად გამოუცდელი პედრი ვიხილეთ, ეს უკვე ბატონი რონალდის პასუხისმგებლობაა და კრიტიკასაც სწორედ ის იმსახურებს.

ბოლოსკენ კუმანს წერტილი უნდა დავუსვათ, მეორე ტაიმში გუნდი არაფერს არ ჰგავდა, მაგრამ ცვლილებები მე-80 წუთამდე არ განახორციელა, ამის მიზეზის დადგენა კი ძალიან გამიჭირდება. წარმოდგენა არ მაქვს, რას ელოდა მისტერ კუმანი.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუმანმა ზიზუსთან პირწმინდად წააგო.

განაპირა მცველები

ასეთი თამაშის შემდეგ, ნათელი წერტილის პოვნა მარტივი არ არის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ განაპირა მცველებმა იდეალურად ითამაშეს. დაცვაშიც და შეტევაშიც. წინა შეხვედრების დროს ვივარაუდეთ, რომ დესტის დაყენების მერე, მარჯვენა ფლანგს ეშველებოდა, რაც ბოლომდე ვერ გამოდგა მართალი, რადგან პედრი ჩაკარგული იყო, ხოლო მარტო დესტი ბევრს ვერაფერს გახდა, მაგრამ რობერტოსთან შედარებით, მარჯვენა ფლანგი ბევრად გამოაცოცხლა.

ალბას რაც შეეხება, ძალიან დიდი ძალაა. როცა კრიტიკას იმსახურებს, “ბარსას” ფანებისგან ნამდვილად არ აკლია, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. გოლიც ხომ ტრადიციულ კომბინაციას მოჰყვა?! ყველამ იცის, რომ ამას აკეთებენ, მაგრამ კლასის ხარჯზე, მაინც ყველაფერი გამოსდით.

“რეალს” ფლანგებიდან ბევრი არაფერი შეუქმნია და ესეც ჩვენი განაპირა მცველების დამსახურებაა. აი ცენტრალურ მცველებს რაც შეეხებათ, მათზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ვიდეო ანალიზის დროს, იქ უფრო ნათლად გამოჩნდება თუ რა შეცდომები დაუშვეს. რამდენადაც კარგი იყო ფლანგები, იმდენად ცუდი იყო ცენტრი. სეზონის წინ ამის გამო ვშიშობდით და ეს შიში აგვიხდა.

ასევე ვიდეო ანალიზის დროს მოგვიწევს საყრდენ ზონასაც შევეხოთ, სადაც ბუსკეტსმა და დე იონგმა ასევე ბევრი შეცდომა დაუშვეს. ბურთი რიგ შემთხვევებში კარგად ეჭირათ, მაგრამ შეცდომაც ბევრი იყო. “ბარსამ” ცენტრი ვერ აიღო.

მესი

პირველ ტაიმში არ იყო ცუდი. მეორეში ცუდი იყო. ასე თუ გააგრძელა, წააგდებინებენ გვირგვინს თავიდან. თუმცა, ამასაც ველოდით, განაწყენებული, უხასიათო და გონებაარეული მესი რომ იგივე დონეს ვერ დადებდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო.

ახლაც არეულია და ვერ გაუგია, ისევ წასვლა უნდა თუ დარჩენას აპირებს. ბედნიერი, რომ არ არის, ამის დანახვას დიდი დაკვირვება არ სჭირდება.

პირველ ტაიმში თავი დაგვამახსოვრა ალბაზე პასით, რომელსაც გოლი მოჰყვა. ასევე, ძალიან მაგარი მომენტით, როცა რამოსი ჩამოიცილა და კურტუამ აჯობა, თითქოს სწორად დაარტყა, კუთხე ცარიელი იყო და გოლიც წინასწარ დავინახეთ, მაგრამ ბელგიელი კარგად გაიშალა და არ გაატანინა.

იყო ორი მომენტი, როცა აშკარად ჯარიმდებოდნენ მესიზე, მაგრამ მსაჯმა არ შეიმჩნია. არ დაუჯერა თუ ვერ დაინახა.. არ ვიცი.

ლეომ გოლების გატანა უნდა დაიწყოს. აუცილებლად. უბრალოდ არ აქვს უფლება, რომ ამხელა კარიერის მერე, ყველაფერი უხასიათობას გადააყოლოს. მთელი სეზონი წინ არის და იმედია, გამოფხიზლდება.

მსაჯი

რაც სათქმელია უნდა ითქვას.

VAR-ი რომ არ არსებობდეს და მსაჯს ისე დაედო თერთმეტმეტრიანი, კიდე რაღაც ახსნას მოუძებნიდი, სწრაფად მოხდა ყველაფერი და.. კარგი, ჯანდაბას!

მაგრამ, როცა გამეორებაზე ხედავ, რომ რამოსი ზუსტად მაშინ იწყებს ვარდნას, როცა ლანგლემ ხელი გაუშვა, როცა ამას ხედავ შენელებულად, თან ხედავ რამდენჯერმე, მემგონი ცოტა სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღო.

მით უმეტეს, მაშინ, როცა ლანგლემ ჩვენგან მარჯვნივ დაქაჩა, რამოსი კი ჩვენგან მარცხნივ დაეცა.

ასეთი რამ ლოგიკურად როგორ მიიჩნია? ერთ მხარეს ექაჩებიან და მეორე მხარეს ეცემა.

თან ეცემა თეატრალურად.

თუ თერთმეტმეტრიანი მხოლოდ იმიტომ დანიშნა, რომ რამოსს მაისურზე მოქაჩეს, მაშინ ყველა ეპიზოდზე პენალტს უნდა დებდეს, სადაც საჯარიმოში ფეხბურთელს მაისურზე ქაჩავენ. რაც სისულელეა, ყველა ეპიზოდზე თერთმეტმეტრიანი არ იდება. 

გამოდის, რომ ხელი ნიშნულისკენ მხოლოდ იმიტომ გაიშვირა, რომ რამოსი დაეცა. ამიტომაც ვთქვი ზემოთ, თავიდან ნახვის საშუალება რომ არ ჰქონოდა, კიდევ გავუგებდი, მაგრამ…

არბიტრი შეცდა. მე ასე მგონია და აზრის შეცვლა გამიჭირდება.

დანარჩენი ვიდეო ანალიზისთვის შემოვინახოთ.

მანამდე კი ლიგის მატჩისთვის მზადება გაგრძელდება და განწყობა მძიმე იქნება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (25)

  • Prometheus
    26 ოქტ 2020, 05:22

    კუმანის გამტყუნება რთულია მაინც , მართალია არასწორი შემადგენლობა დააყენა და შეცვლებიც დააგვიანა , მაგრამ ტიპმა ვინც მოითხოვა ვერავინ მოიყვანეს , შერჩა 17-18 წლის ახალგაზრდები და მენტალურად გასასიზღრებული გუნდი , 2 თვეში ამის შეცვლა ძალიან რთულია , უხასიათო მესი , გრიზმანი რომელიც 2 წელია უკვე ადაპტაციას გადის , საშინელი დაცვის ცენტრი , მკვდარი ბუსკეტსი და ახალდაბრუნებული კოუ და დემბო . მოკლედ, როგორც გვარდიმ თქვა , დრო სჭირდება ამ გუნდს თუ არადა რონალდიც ისევე დაგვემშვიდობება როგორც მისი წინამორბედები

  • Zaga
    25 ოქტ 2020, 21:46

    ძალიან კარგი ანალიზი გააკეთე გეთანხმები მწვრთნელი იმიტო ხარ რომ მოთამაშეს ადგილი უნდა შეურჩიო მეორე არ უნდა აითვალისწინო უფრო ძლიერი ფეხბურთელი დემბელეს გადაეკიდა რომ დეპაი ვერ დაითრია არადა ეს დეპაი ბარსას საერთოდ არ გამოადგება და თუ კუმანი დარჩა ბარსას კარგი დღეები არ ექნება.ბართომეუ არის პირველი მტერი ბარსელონას.ის მაინც ექნა ფეხბურთელებმა რო თხოვეს ხავის დანიშვნა აქაც მისი ბოროტება გამოაჩინა.

  • Bakero
    25 ოქტ 2020, 20:02

    2 საყრდენით გააგრძელოს თამაში და კიდევ უფრო უარესი შედეგი ექნება 😡 როგორც მწვრთნელი ზუსტად იმ დონისაა რა დონისაც ლენგლეა ცენტრალური მცველი

  • MARI=BARCA-fan
    25 ოქტ 2020, 19:13

    ციტატა: Ani benzo
    Kargi rom eshinoat realis magram sidzulvilis magivrad soyvaruli rom amodzravendet uketesi iqneba, sidzulvilit win ver wavlen, anu giyvardet da geshinodet principi ukwtesia realis mimart


    აჰაა, 😡
    ერთი მიზეზი მაინც დაასახელე რატომ უნდა გვიყვარდეს ეს უჯიშოები, უცხვირპირო უნამუსოები, !!!
    – მთავარი გაუმაძღარი ღორი მუდმივი პრეზიდენტია და ფანებს მოსწონთ, ე.ი. ერთნაირები არიან!
    – მეორე უჯიშო-უსინდისო მწვრთნელია და წასული მოაბრუნეს, ე.ი. პერესს "უჯოკრავს", ორმაგად ნაგავია..
    – მესამე "განუმეორებელი უჯიშო" ფაქტიურად ჩინეთიდან მოაბრუნა "მეორე უჯიშომ", ძალიან მჭირდებიო და კი დავინახეთ რისთვისაც სჭირდებოდა – საერთოდ ასმაგად უჯიშო ნაგავია"
    – ტებასზე, თავისი უჯიშო მსაჯებით ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი, მაგათი შესამკობი სიტყვები ჯერ არ გამოუგონიათ..
    === აი ასე, გულით დავწერე რასაც ვფიქრობდი და ეხლა ბანს თუ დამადებენ გავალ…

  • Ani benzo
    25 ოქტ 2020, 17:56

    Kargi rom eshinoat realis magram sidzulvilis magivrad soyvaruli rom amodzravendet uketesi iqneba, sidzulvilit win ver wavlen, anu giyvardet da geshinodet principi ukwtesia realis mimart