მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შიში და სიძულვილი ბარსელონაში

მატჩისშემდგომი მიმოხილვა: შიში და სიძულვილი ბარსელონაში

თამაშის ბოლოს მივხვდი, რომ რაღაც ძალიან მომაკლდა, სიცარიელისა და უკმაყოფილების შეგრძნება დამრჩა, მერე კი გავაცნობიერე, რომ ხალხი მაკლდა ტრიბუნაზე, უფრო სწორად კი მათი სტვენა! ძალიან არაბუნებრივი გამოდგა, როცა ასეთი სამარცხვინო მარცხის მერე, “კამპ ნოუზე” სიჩუმე იყო და მხოლოდ მადრიდელთა სიხარული ისმოდა. DJ-მ კი სტვენის ჩართვა ვერ გარისკა. როგორც ჩანს, ერთი კაცისთვის ზედმეტად დიდი პასუხისმგებლობაა.

კუმანი

წინა კვირას ბატონ რონალდს ორიანი დავუწერეთ, ამჯერადაც იგივეს გაკეთება მოგვიწევს. ჩვენი “ქერა ბულდოგი”, რომელსაც იმედის თვალით შევციცინებდით, თვალსა და ხელს შუა, ოროსნად ყალიბდება.

დავიწყოთ იმით, რომ ტაქტიკა შეცვალა. 4-2-3-1-დან ვალვერდეს საყვარელ 4-4-2 ზე გადავიდა, რომელმაც უკვე კარგად ნაცნობ მიზეზთა გამო არ იმუშავა. ვინ თუ არა ჩვენ, “ბარსას” ფანებმა ვიცით, რომ კოუტინიო მარცხენა ნახევარცმველის პოზიციაზე აბსოლუტურად უსარგებლოა. მხოლოდ ერთი მომენტი შექმნა, თავით ურტყამდა და აუცილებლად უნდა გაეტანა! როგორც ჩვენი პრეზიდენტი იტყოდა – “სადაც არ უნდა გათხარო, ყველგან უნდა გათხარო!” ანუ, საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, ვერ გაიტან, გაგიტანენ. კოუმ ვერ გაიტანა და წავაგეთ.

თავიდანვე ეჭვის თვალით ვუყურებდი პედრის მარჯვნივ დაყენებას, ეს ის პოზიციაა სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი ყველაზე ნაკლებად არის ადაპტირებული. წინა სეზონში 20 შეხვედრა მარცხნივ ჩაატარა, 12 ცენტრში და მხოლოდ 2 მარჯვნივ. “ბარსაში” ძირითადად ცენტრში თამაშობს და პირველად “კლასიკოში” აღმოჩნდა მარჯვენა ფლანგზე, რაც დიდი შეცდომა იყო. 

პოზიცია შეუცვალეს ანსუ ფატის. ჯერ კიდევ 17 წლის, ფიზიკურად საკმაოდ სუსტი თავდამსხმელი, ცენტრფორვარდად მოგვევლინა. მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ კარგი გოლი შეაგდო, პოზიცია ზუსტად შეარჩია და მაღალ დონეზე შეასრულა, მაგრამ სხვას ვერაფერს გახდა, რაც გასაკვირი სულაც არ ყოფილა. სერხიო რამოსთან და ვარანთან საჭიდაოდ ჯერ მზად არ არის.

გარდა ტაქტიკური ცვლილებებისა, კუმანმა შემადგენლობის დაყენების დროსაც შეცდომა დაუშვა. პასუხისმგებლობა მთელ გუნდზე ნაწილდება ერთი შემთხვევის გარდა. პედრის ძირითადში დაყენება მთლიანად კუმანის სინდისზეა. როცა ოთხი შემტევიდან ორი 17 წლის ბავშვია, რაღაც ვერ გაქვს რიგზე და ვერ გაგიაზრებია, რომ შენი მეტოქე მადრიდის “რეალია” და არა “ფერენცვაროში”.

შედეგი, შესაძლოა, სულაც იგივე ყოფილიყო, თუ გრიზმანს ან დემბელეს ენდობოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი ფეხბურთელი იქნებოდა, რადგან ორივეს ვარსკვლავური სტატუსი აქვს, ორივეში დიდძალი თანხაა გადახდილი და მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სტატისტიკა აქვთ, მათგან მაინც ბევრს მოვითხოვთ, შესაბამისად, თამაში, რომ ჩაეგდოთ, ფოკუსი მათზე იქნებოდა და არა კუმანზე, მაგრამ როცა მათ ნაცვლად აბსოლუტურად გამოუცდელი პედრი ვიხილეთ, ეს უკვე ბატონი რონალდის პასუხისმგებლობაა და კრიტიკასაც სწორედ ის იმსახურებს.

ბოლოსკენ კუმანს წერტილი უნდა დავუსვათ, მეორე ტაიმში გუნდი არაფერს არ ჰგავდა, მაგრამ ცვლილებები მე-80 წუთამდე არ განახორციელა, ამის მიზეზის დადგენა კი ძალიან გამიჭირდება. წარმოდგენა არ მაქვს, რას ელოდა მისტერ კუმანი.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კუმანმა ზიზუსთან პირწმინდად წააგო.

განაპირა მცველები

ასეთი თამაშის შემდეგ, ნათელი წერტილის პოვნა მარტივი არ არის, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ განაპირა მცველებმა იდეალურად ითამაშეს. დაცვაშიც და შეტევაშიც. წინა შეხვედრების დროს ვივარაუდეთ, რომ დესტის დაყენების მერე, მარჯვენა ფლანგს ეშველებოდა, რაც ბოლომდე ვერ გამოდგა მართალი, რადგან პედრი ჩაკარგული იყო, ხოლო მარტო დესტი ბევრს ვერაფერს გახდა, მაგრამ რობერტოსთან შედარებით, მარჯვენა ფლანგი ბევრად გამოაცოცხლა.

ალბას რაც შეეხება, ძალიან დიდი ძალაა. როცა კრიტიკას იმსახურებს, “ბარსას” ფანებისგან ნამდვილად არ აკლია, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. გოლიც ხომ ტრადიციულ კომბინაციას მოჰყვა?! ყველამ იცის, რომ ამას აკეთებენ, მაგრამ კლასის ხარჯზე, მაინც ყველაფერი გამოსდით.

“რეალს” ფლანგებიდან ბევრი არაფერი შეუქმნია და ესეც ჩვენი განაპირა მცველების დამსახურებაა. აი ცენტრალურ მცველებს რაც შეეხებათ, მათზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, ვიდეო ანალიზის დროს, იქ უფრო ნათლად გამოჩნდება თუ რა შეცდომები დაუშვეს. რამდენადაც კარგი იყო ფლანგები, იმდენად ცუდი იყო ცენტრი. სეზონის წინ ამის გამო ვშიშობდით და ეს შიში აგვიხდა.

ასევე ვიდეო ანალიზის დროს მოგვიწევს საყრდენ ზონასაც შევეხოთ, სადაც ბუსკეტსმა და დე იონგმა ასევე ბევრი შეცდომა დაუშვეს. ბურთი რიგ შემთხვევებში კარგად ეჭირათ, მაგრამ შეცდომაც ბევრი იყო. “ბარსამ” ცენტრი ვერ აიღო.

მესი

პირველ ტაიმში არ იყო ცუდი. მეორეში ცუდი იყო. ასე თუ გააგრძელა, წააგდებინებენ გვირგვინს თავიდან. თუმცა, ამასაც ველოდით, განაწყენებული, უხასიათო და გონებაარეული მესი რომ იგივე დონეს ვერ დადებდა, ეს თავიდანვე ნათელი იყო.

ახლაც არეულია და ვერ გაუგია, ისევ წასვლა უნდა თუ დარჩენას აპირებს. ბედნიერი, რომ არ არის, ამის დანახვას დიდი დაკვირვება არ სჭირდება.

პირველ ტაიმში თავი დაგვამახსოვრა ალბაზე პასით, რომელსაც გოლი მოჰყვა. ასევე, ძალიან მაგარი მომენტით, როცა რამოსი ჩამოიცილა და კურტუამ აჯობა, თითქოს სწორად დაარტყა, კუთხე ცარიელი იყო და გოლიც წინასწარ დავინახეთ, მაგრამ ბელგიელი კარგად გაიშალა და არ გაატანინა.

იყო ორი მომენტი, როცა აშკარად ჯარიმდებოდნენ მესიზე, მაგრამ მსაჯმა არ შეიმჩნია. არ დაუჯერა თუ ვერ დაინახა.. არ ვიცი.

ლეომ გოლების გატანა უნდა დაიწყოს. აუცილებლად. უბრალოდ არ აქვს უფლება, რომ ამხელა კარიერის მერე, ყველაფერი უხასიათობას გადააყოლოს. მთელი სეზონი წინ არის და იმედია, გამოფხიზლდება.

მსაჯი

რაც სათქმელია უნდა ითქვას.

VAR-ი რომ არ არსებობდეს და მსაჯს ისე დაედო თერთმეტმეტრიანი, კიდე რაღაც ახსნას მოუძებნიდი, სწრაფად მოხდა ყველაფერი და.. კარგი, ჯანდაბას!

მაგრამ, როცა გამეორებაზე ხედავ, რომ რამოსი ზუსტად მაშინ იწყებს ვარდნას, როცა ლანგლემ ხელი გაუშვა, როცა ამას ხედავ შენელებულად, თან ხედავ რამდენჯერმე, მემგონი ცოტა სხვა გადაწყვეტილება უნდა მიიღო.

მით უმეტეს, მაშინ, როცა ლანგლემ ჩვენგან მარჯვნივ დაქაჩა, რამოსი კი ჩვენგან მარცხნივ დაეცა.

ასეთი რამ ლოგიკურად როგორ მიიჩნია? ერთ მხარეს ექაჩებიან და მეორე მხარეს ეცემა.

თან ეცემა თეატრალურად.

თუ თერთმეტმეტრიანი მხოლოდ იმიტომ დანიშნა, რომ რამოსს მაისურზე მოქაჩეს, მაშინ ყველა ეპიზოდზე პენალტს უნდა დებდეს, სადაც საჯარიმოში ფეხბურთელს მაისურზე ქაჩავენ. რაც სისულელეა, ყველა ეპიზოდზე თერთმეტმეტრიანი არ იდება. 

გამოდის, რომ ხელი ნიშნულისკენ მხოლოდ იმიტომ გაიშვირა, რომ რამოსი დაეცა. ამიტომაც ვთქვი ზემოთ, თავიდან ნახვის საშუალება რომ არ ჰქონოდა, კიდევ გავუგებდი, მაგრამ…

არბიტრი შეცდა. მე ასე მგონია და აზრის შეცვლა გამიჭირდება.

დანარჩენი ვიდეო ანალიზისთვის შემოვინახოთ.

მანამდე კი ლიგის მატჩისთვის მზადება გაგრძელდება და განწყობა მძიმე იქნება.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (25)

  • ფეოლა
    25 ოქტ 2020, 16:06

    ციტატა: alen halilovic

    ციტატა: ფეოლა
    alen halilovic,

    საქმეც ეგ არის, რომ ვარის მერე ხდება იგივე, თითქმის ყველა ტურში და პენალტი არ იდება.
    გამოხმაურებები მაინც წაგეკითხათ : )


    მართალია, სხვა თამაშები არ მინახავს, მხოლოდ ამ მომენტის მიხედვით ვმსჯელობდი. მაგრამ ალბათ შეიცვლება ეგ მოცემულობა და კლასიკოს დონის თამაშებს შეუძლია ტენდენციების შეცვლა. მსოფლიოს ყველა მცველმა ნახა ეს ეპიზოდი და ყველა მათგანი ყოველ შემდეგ მოქაჩვამდე ორჯერ დაფიქრდება.
    წარმოგიდგენიათ რომ არ დაედო მსაჯს, განმეორებით ნახვის მერე, რა ამბავი მოყვებოდა მაგას მეორე დღეს? რა არგუმენტი უნდა მოეყვანა, "სხვები რახან არ დებენ, მეც არ დავდეო?" სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა მსაჯს ვარ-ის გამო და მემგონი ეს კარგია საერთო ჯამში

    ნუ, ფაქტია, რომ ერთ წესდებაზე უნდა შეთანხმდნენ. თუ ვიტყვით, რომ მაისურზე მოქაჩვა ჯარიმდება, მაშინ ყველა უნდა დაჯარიმდეს.
    სუბიექტურად იღებენ გადაწყვეტილებებს, ვისაც როგორ გაუსწორდება, ეგრე სად არის?! აბა ეს ვარი საერთოდ რისთვის შემოიტანეს თუ ისევ თავის ხუშტურებით გადაწყვეტენ?!
    ამიტომ პრეტენზიაც მისაღებია, თუ ადრე ამბობდნენ, რომ უბრალო მოქაჩვა დარღვევა არ იყო, ბუნებრივია პენალტს მოყვება კრიტიკა.

    ციტატა: Albicelecte
    ორიანი არ ეკუთვნის კუმანს
    მაგრამ 3-იანზე ან გაჭირვებით მიღებულ 4-იანზე თამაში არაა საკმარისი მსაჯებიანი რეალის დასამარცხებლად
    დიდხანს იყავი რონალდ წასული, გადაგავიწყდა ლა ლიგა, მსაჯები და "რეალობა"
    Welcome to Spain
    🤠

    მე ორიანს ვუწერ : )
    განვმარტავ:
    5 ბალიანი სისტემა გვაქვს.
    – ტაქტიკა შეცვალა და შეცდომა გამოდგა. 1 ქულა მოაკლდა.
    – პედრი უჩვეულო პოზიციაზე დააყენა და შეცდომა გამოდგა. 1 ქულა მოაკლდა.
    – შეცვლები დააგვიანა. კიდევ 1 მოაკლდა.

    აჰა, ორიანი გამოვიდა : )

    ციტატა: პენდრაგონი
    ორიანი ამ ანალიზს ეკუთვნის მხოლოდ… დიდი ბოდიში

    არა რა ბოდიში, ღიად თქვი ყველაფერი და ვიკამათოთ, მაგისთვის არის ეს მიმოხილვები. ოღონდ არგუმენტებიც მოაყოლე ხოლმე.

  • alen halilovic
    25 ოქტ 2020, 15:55

    ციტატა: ფეოლა
    alen halilovic,

    საქმეც ეგ არის, რომ ვარის მერე ხდება იგივე, თითქმის ყველა ტურში და პენალტი არ იდება.
    გამოხმაურებები მაინც წაგეკითხათ : )


    მართალია, სხვა თამაშები არ მინახავს, მხოლოდ ამ მომენტის მიხედვით ვმსჯელობდი. მაგრამ ალბათ შეიცვლება ეგ მოცემულობა და კლასიკოს დონის თამაშებს შეუძლია ტენდენციების შეცვლა. მსოფლიოს ყველა მცველმა ნახა ეს ეპიზოდი და ყველა მათგანი ყოველ შემდეგ მოქაჩვამდე ორჯერ დაფიქრდება.
    წარმოგიდგენიათ რომ არ დაედო მსაჯს, განმეორებით ნახვის მერე, რა ამბავი მოყვებოდა მაგას მეორე დღეს? რა არგუმენტი უნდა მოეყვანა, "სხვები რახან არ დებენ, მეც არ დავდეო?" სხვა გზა უბრალოდ არ ჰქონდა მსაჯს ვარ-ის გამო და მემგონი ეს კარგია საერთო ჯამში

  • nika 54
    25 ოქტ 2020, 15:42

    Soxa,
    პიკემ წითელი მიიღო ლიგაზე.

  • sandro barca
    25 ოქტ 2020, 15:05

    2-8 თამაშიდან ორიოდე თვე გავიდა და რომელ შედეგებს ვითხოვთ?სუა ხელფასის გამო გაუშვეს და მეტი არაფერი.ეს კუმანის ბრალი არაა.ბართუშას ბრალია.მესი რომ ხასიათზე ვერაა ეგ თავად მესის ბრალია.ბოლოს გულისტკივილით ვიტყვი რომ ბარსას ქართველი კულე არ იკადრებს გუნდის ლეგენდას შეურაცყომფელი ეპითეტებით მოხსენიებას.თუ კუმანი ლეგენდა არაა?კრიტიკა კი ბატონო მაგრამ შეურაცყოფა?….არ მესმის ასეთი ფანობა და რა ვქნა

  • Dimitri359
    25 ოქტ 2020, 15:02

    რა საშინელი სათაური აქვს სტატიას, წაკითხვა შეგზიზღდება. “შიში და სიძულვილი ბარსელონაში” ?!

  • nika 54
    25 ოქტ 2020, 14:56

    "მით უმეტეს, მაშინ, როცა ლანგლემ ჩვენგან მარჯვნივ დაქაჩა, რამოსი კი ჩვენგან მარცხნივ დაეცა.
    ასეთი რამ ლოგიკურად როგორ მიიჩნია? ერთ მხარეს ექაჩებიან და მეორე მხარეს ეცემა.
    თან ეცემა თეატრალურად".

    ისე ბოლომდე რო ობიექტურები ვიყოთ, როცა გექაჩებიან მარცხნივ, ხელის გაშვების მერე ინსტიქტურად ეცემი მარჯვნივ. იმიტომ რომ დაქაჩვის მომენტში შენ ცდილობ საწინააღმდეგო მხარეს გაიწიო, ხოლო როცა გიშვებენ მექანიკურად ინერციის ძალით მოპირდაპირე მხარეს გაგდებს.
    მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ პენალტი დასანიშნი იყო და კიდევ იმას რომ რამოსი ვითომ ტექნიკური და რაინდი ფეხბურთელია. სინამდვილეში ის მსოფლიოში ალბათ ყველაზე სიმულიანტი და უხეში ფეხბურთელია და მსგავსი მისგან აღარც გვიკვირს. ალბათ ყველას გვახსოვს როგორ გაუფუჭა ანსუს ნაკრებში გატანილი გოლი. როცა ფატის გაქონდა ის მცველთან ჭიდაობდა და დაჯარიმდა.

  • neo222
    25 ოქტ 2020, 14:36

    ფეხბურთელები ხელმძღვანელობაზე არიან აკრეფილები და ამას ჩვენი ნერვებიც ეწირება. არ თამაშობენ ისე როგორც საჭიროა და არც პასუხისმგებლობის არქონის ეშინიათ

  • ფეოლა
    25 ოქტ 2020, 14:30

    alen halilovic,

    საქმეც ეგ არის, რომ ვარის მერე ხდება იგივე, თითქმის ყველა ტურში და პენალტი არ იდება.
    გამოხმაურებები მაინც წაგეკითხათ : )

  • Albicelecte
    25 ოქტ 2020, 14:17

    ორიანი არ ეკუთვნის კუმანს
    მაგრამ 3-იანზე ან გაჭირვებით მიღებულ 4-იანზე თამაში არაა საკმარისი მსაჯებიანი რეალის დასამარცხებლად
    დიდხანს იყავი რონალდ წასული, გადაგავიწყდა ლა ლიგა, მსაჯები და "რეალობა"
    Welcome to Spain
    🤠

  • alen halilovic
    25 ოქტ 2020, 13:27

    ციტატა: პენდრაგონი
    ორიანი ამ ანალიზს ეკუთვნის მხოლოდ… დიდი ბოდიში


    სამწუხაროდ გეთანხმები. არადა ხშირად გვანებივრებს ხოლმე საინტერესო სტატიებით ფეოლა.
    ერთი კონკრეტული შენიშვნა მსჯელობაში – ვარი რომ იყო იმიტომაც იყო 100%-იანი პენალტი. რა არგუმენტია რომ "ყველა ჩაწოდების დროს ხდება იგივე". თუ ხდებოდა იმიტომ ხდებოდა რომ ვერ ამოწმებდნენ ყველა დეტალს და ეხლა სააშკარაოზეა თითოეული მოქმედება. როგორ შეიძლება აშკარად დაინახო მსაჯმა, რომ ტიპს ბურთი მისდის და მცველი მაისურზე ქაჩავს და პენალტი არ დადო… რა მნიშვნელობა აქვს როგორ წაიქცა, ფაქტია ახტომაში ხელი შეუშალა.
    საერთოდ ასეთ შემთხვევაში მე პენალტის დადების და რამოსის სიმულაციისთვის გაფრთხილების მომხრე ვარ

  • Soxa
    25 ოქტ 2020, 12:53

    GioKakiashvili,
    აჰჰ არ მახსოვდა 😁

  • Dursun
    25 ოქტ 2020, 12:39

    მე მაინც ვფიქრობ,რომ საჭიროა დრო,კუმანი ჯერ კიდევ სასტავის შერჩევის პროცესშია,რაც ამ მორალურად დაცემულ სასატავში დამეთანხმებით იოლი არ არის ეს ერთი,მეორე არსებობს ფეხბურთელების (და ამავე დროს იმ ფეხბურთელების,რომლებიც ბარსაში ამინდს ქმნიან)პროტესტი მოქმედი ხელმძღვანელობის მიმართ,რომლებიც ყველას და გასაოცრად სკამს ებღაუჭებიან თავგანწირვით(მგონია,რომ ბევრს დაერხევა,როსელის არ იყოს და ცდილობენ სიტუაციის გამოსწორებას),ასე,რომ მე მაინც ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული….

  • პავლოვიჩი56
    25 ოქტ 2020, 12:35

    ბატონო სტატიის ავტორო:
    1. "…ჯერ მზად არ არის".ეს ფრაზა-აზრი ტყუილია.ფატის ბურთს აღარ აწვდიდნენ.რამდენი მცდელობა ჰქონდა გაქცევის-რივოკის…მიაწოდა ვინმემ? ან ვინაა ბურთის მიმწოდებელი,ვინ?
    2. დაცვა დირკაა და ასე იქნება სანამ, ლენგლე-პიკე სკამზე არ დაჯდება და ნახევარდაცვა-თავდასხმა არ დალაგდება. ვინაა დამლაგებელ-გამკეთებელი? კუილა(კუმანი)?
    3. კუილამ მესი მოედანზე საერთოდ გააქრო. რაა ეს?
    4. პენალტი 50-50. მსაჯები რა გოლები არ ცაგვიტვალეს? მსაჯებს შევეშვათ.
    5. კუილას არასოდეს ვთვლიდი კარგ მწვრთნელად.კუილა ბართომეუს შნირია და უნდა გავარდეს მომყვანთან ერთად.
    6.სუარესი გააგდეს…პუჩი-არაუხო სკამზე ზის…მოკლედ ვინაა ამათზე უკეთესი,ვინ?

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    25 ოქტ 2020, 12:18

    ორიანი ამ ანალიზს ეკუთვნის მხოლოდ… დიდი ბოდიში

  • GioKakiashvili
    25 ოქტ 2020, 12:10

    Soxa,
    Pike ariqneba megobaro witeli miigo ferencvaroshtan

  • Soxa
    25 ოქტ 2020, 11:50

    მოკლედ იუვესთან ამ შემადგებლობით უნდა გავიდეთ
    ნეტუ
    დესტი არაუხო პიკე ალბა
    ფრენკი პიანიჩი
    მესი კოუტინიო დემბელე/ ფატი
    გრიზმანი

  • TatoTatoNoza
    25 ოქტ 2020, 11:20

    თითქმის ყოველ თამაშში ახალი ტაქტიკით და ახალი ფორმაციით გამოდის,გუშინ ეს ცადა,აშკარად არ გაამართლა და დიდი ალბათობით აღარ გაიმეორებს,წინა წელთან შედარებით რა ფეხბურთსაც აჩვენებენ მე კმაყოფილი ვარ და თავიდანვე ჩემპიონობის პრეტენზია ნუ გაქვთ,დრო ჭირდება დრო.გუშინ დათესილი ხის მოსავალი დღეს გინდათ.ქართველებს რომ ექსპერტები გვყავს ისე არცერთ ქვეყანას.რა გითხრათ რით გაგახაროთ

  • Clever liar
    25 ოქტ 2020, 10:30

    ყოჩაღ ფეოლა კარგი სტატიაა, მარა უფრო მოკლედ და კონკრერულადაც შეიძლებოდა

    My Webpage

  • carles puyol 5
    25 ოქტ 2020, 10:00

    Futbol Club Barcelona,
    აი ზუსტად ზუსტად ეგ სასტავი მინდა ეგეთივე წყობით

  • BaRCeLoNiSiMOo
    25 ოქტ 2020, 09:26

    მთავარი შეცდომა მაინც 4 4 2 ზე გადასვლა იყო. ჩემი აზრით კუმანმა კოუტინიო იმიტო აწია ფლანგზე რომ იფიქრა ნაჩოს მარტივად გაუმკლავდებოდა , მაგრამ ისვმოხდა რაც წინა წლებში ხდებოდა, მესი იყო ძალიან უკან ჩამოწეული და წინ ვეღარავინ ვეღარ ამწვავებდა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. კუმანი რომ მოვიდა და თქვა რომ ფრენკი თავის ადგილას უნდა დადგესო ვიფიქრე რო ბუსკეცი ძირითადად სკამზე გადაჯდებოდა და ცენტრშიც კოუს და პიანიჩის სახით მეტი კრეატივი გვექნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ იგივე გრძელდება. სანამ ბარსა არ მოიშორებს 2 საყრდენს იქამდე ვიქნებით ესე წუმპეში და იმედით რომელიც თამაშის მერე ბოღმად იქცევა.
    დესტმა მარჯვენა მცველის პოზიციის პრობლემა გადაჭრა. პირველად ითამაშა თავის პოზიციაზე და 1 თამაშში მემგონი იმაზე მეტჯერ წავიდა გამწვავებაზე , რამდენჯერაც სემედო 3 წელიწადში, დაცვაშიც იდეალურად იდგა.
    არაუხო უნდა დადგეს აუცილებლად ლენგლეს მაგივრად. ლენგლე ნამდვილად არ არის ცუდი მცველი, მაგრამ უკვე ძალიან ბერჯერ მოუვიდა წითლების და პენალტების აკიდება და ბევრჯერ გაწირა ბარსა, დაბალი საფეხბურთო IQ აქვს და ნამდვილად არ უნდა იყოს ეგეთი ფეხბურთელი ბარსას ძირითადი მცველი.