მტრედებზე მონადირე

მტრედებზე მონადირე

ცოტა ხნის წინ, დანი ალვესმა ბერლინის ფინალი გაიხსენა და “ბარსა” მუჰამედ ალის შეადარა. დანიმ, ყველა დროის საუკეთესო მოკრივის ციტატაც მოიყვანა – “ვფარფატებ, როგორც პეპელა, ვინესტრები, როგორც ფუტკარი!“. ბრაზილიელმა აღნიშნა, რომ “ბარსაც” ზუსტად ასე თამაშობდა, ლაღად და ლამაზად, შხამიანი დარტყმებით.

კარგი მეტაფორაა, რომელიც არა მხოლოდ ლუის ენრიკეს “ბარსას”, არამედ თავად, დანი ალვესის მთელ კარიერას შეეფერება.

დანი სიღარიბეში გაიზარდა, ისევე როგორც ბრაზილიელ ფეხბურთელთა უმრავლესობა. დილით ექვს საათზე იღვიძებდა, რომ სკოლაში წასვლამდე, მამას ფერმაში მიხმარებოდა. წელი საშინლად ტკიოდა, უვარგისი მატრასის გამო, რომელსაც ყველა ბედნიერებასთან ერთად, მარილის სუნი ასდიოდა. მიწის მოედნამდე 12 მილის გავლა უწევდა, რივალდოს მსგავსად ისიც ფეხით ფარავდა მანძილს, ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერეც. ამიტომ, ბავშვობიდან ძლიერი ფეხები ჰქონდა, მისი შორეული დარტყმებიც ამის დასტურია.

ტექნიკაც ამ ოღრო-ჩოღრო მოედანზე ჩამოუყალიბდა. ერთ-ერთ ინტერვიუში, ჩვეული ხალისით აღნიშნავს, კარგი სანახავი იქნებოდნენ ნეიმარი და მესი, ასეთ მოედანზეო. მესი ხომ “ბარსას” აკადემიაში აღიზარდა, ნეიმარი კი ბრაზილიის საუკეთესო კლუბის, “სანტოსის” აღზრდილია, რომელსაც ხარისხიანი მოედნის პრობლემა არასდროს ჰქონია.

“იუვენტუსის სტადიონი”, კამპ ნოუ”, “ბერნაბეუ”, “ემირატები”..  ჩემი ბავშვობის მოედანზე თუ ბურთის კონტროლი მოახერხე, ესე იგი, ამას ყველგან შეძლებ.”

დანის სიღარიბეში მხოლოდ ოცნებამ გააძლებინა, რომელიც მიზნად აქცია და მისკენ სწრაფვა ისეთი სისწრაფით დაიწყო მძარცველებიც ვერ დაეწივნენ. ეს ამბავი ბაიაში მოხდა, ვარჯიშის შემდეგ, ყაჩაღები თავს დაესხნენ და დანი ისე მოწყდა ადგილიდან, რომ ტყვიაც ვერ დააწიეს. ალბათ ასე გამოიმუშავა შემტევის უნარი, ტყვიას თუ გაექცა, მცველებსაც გაექცეოდა.

ოცნება არ შეუწყვიტავს არც მაშინ, როცა მშივრად დარჩენილი ადგილობრივ ბავშვებთან ერთად მტრედებზე ნადირობდა. აქ მუჰამედ ალის, კიდევ ერთი გამონათქვამი გაგვახსენდება – “თუ არ გაქვს წარმოსახვისა და ოცნების უნარი, ვერც ფრთები გექნება.

დანის ჰქონდა ფრთები და პირდაპირ სევილიაში ჩაფრინდა. სწორედ აქ დაიწყო, მისი ვარსკვლავად ჩამოყალიბება. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია 2006/07 წლების სეზონი. არასდროს დამავიწყდება მისი თამაში, “ბარსასა” და “რეალის წინააღმდეგ. ორივე შეხვედრაში საუკეთესო იყო. “სევილიამ” ორივე შეხვედრა 2-1 მოიგო.

როდესაც “რეალი” ჩავიდა სევილიაში, ძირითად შემადგენლობაში ორი ფორვარდი აღმოჩნდა, რონალდო “ფენომენო” და ვან ნისტელროი. როგორც წესი, კაპელო მათ ერთად არ ათამაშებდა, მაგრამ წინა ტურში, შეცვლაზე შესულმა “ფენომენომ”, გადამწყვეტი გოლი გაიტანა და კაპელომაც აკადრა ძირითადი შემადგენლობა. ასე რომ, ხან ერთს უწევდა ოდნავ ფლანგზე გადაწევა, ხან მეორეს, ხან ერთი იწყევლიდა თავ-ბედს, ხან მეორე, რადგან იქ დანი ალვესი მეფობდა.

იქამდე არასდროს მენახა, ვინმეს ასე იოლად “აეხიოს” ბურთი, ან “ფენომენოსთვის”, ან ნისტელროისთვის. გაოგნებული, სწრაფად დაყაჩაღებული ადამიანის გამომეტყველებით იცქირებოდნენ, ამ დროს კი დანი, მათი კარისკენ გარბოდა.

საოცარი იყო “ბარსასთან” დაპირისპირებაში. ამ დროს მივხვდი რა ჯოჯოხეთი იყო მის წინააღმდეგ თამაში, მოგვიანებით, კარგად მესმოდა “ბარსას” მეტოქეების, რომლებიც დანი ალვესს დასანახად ვერ იტანდნენ.

ეტო’ოს ტრავმა ჰქონდა, ამიტომ ასეთი ტრიო ვიხილეთ – რონალდინიო, მესი, ჟული. ხან მესი იწევდა ცენტრიდან მარცხნივ, ხან რონი. ძირითადად ისინი ცვლიდნენ ადგილებს და მათაც რონალდო-ნისტელროის ბედი გაიზიარეს.

თამაშის საწყის ეტაპზე რონიმ თავით გაიტანა და “ბარსა” დააწინაურა. მერე თერთმეტმეტრიანი დაინიშნა და “სევილიას” კაცი გაუგდეს. ეს უკვე იმხელა ჰანდიკაპი იყო, ვიფიქრე, სამი ქულა უკვე ჯიბეში გვაქვს-მეთქი, მაგრამ არ ყოფილა საქმე ასე მარტივად.

რონიმ პენალტი გააფუჭა და მერე შოუს, მხოლოდ დანი ალვესი დგამდა.

რონის და მესის ფეხი არ გაანძრევინა, თუ სჯობდნენ, ალვესი ჯარიმდებოდა, თან ისე, რომ გაფრთხილების გარეშე გამოძვრენილიყო, ეს კი ყველაზე გამაღიზიანებელი რამ არის ფეხბურთში, როცა ორი ჯადოქარი გყავს და ვიღაც დანი ალვესი, თამაშის საშუალებას არ აძლევს. ეგ კი არა, იქით უტევს და ფინტებს უკეთებს.

ამას უკვე სითავხედეც აღარ ჰქვია!

ამით არ დაკმაყოფილდა, ჯერ საგოლე გადაცემა გააკეთა და ანგარიში გათანაბრდა, მერე კი გამარჯვების გოლიც ჩააჭედა ვალდესის კარში. თუ ეს მისი ტრანსფერის საფასური იყო, მაშინ ჯანდაბას, ავიტანთ ამ სირცხვილს.

30 მილიონი ევრო და თანამედროვეობის საუკეთესო მარჯვენა მცველი “ბარსელონას” წევრი გახდა. პირველივე ინტერვიუში აღნიშნა – “რონის წასვლამ გული დაწყვიტა, მაგრამ მესისთან ერთად, ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია.”

ასე იპოვა, ექსტრავერტმა ალვესმა, ინტროვერტი მესი.

მოუსვენარი, მხიარული, აბეზარი, ცანცარა და ხშირად გამაღიზიანებელი ალვესი, სერიოზული, ნაადრევად დაბრძენებული, ლიონელ მესისთვის, იდეალური მეწყვილე გამოდგა.

მათ ხომ ცალკე ტიკი-ტაკა ჰქონდათ?! ჩავი-ინიესტასგან დამოუკიდებლად რომ ქსოვდნენ მარჯვენა ფლანგზე.

უცოდინრები ამბობენ დაცვაში სუსტი იყოო. ამ სუსტმა მცველმა, ჯერ მესის წინააღმდეგ ითამაშა ისე, როგორც არცერთ მცველს არ უთამაშია. მერე კი რონალდუს ჯერიც მოვიდა.

განსაკუთრებით კარგი იყო პირველ სამ სეზონში, მერე ცოტა გაზარმაცდა და ზედმეტად დარბოდა შეტევაში, მაგრამ მაინც, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მარჯვენა მცველობაში, კაფუ თუ გაუწევს კონკურენციას. უნდა აღინიშნოს, რომ სანაკრებო კარიერაში უპირატესობის და ნაკლები გამაღიზიანებლობის გამო, კაფუს უფრო მაღლა აყენებენ.

აი საკლუბო დონეზე, დანი პირველია.

არ მახსოვს, იმ პერიოდში, კრიშტიანუსთან, ვინმეს ალვესზე მაგრად ეთამაშოს. ბურთის ართმევა არ აკმარა და ისეთი ფინტით შეარცხვინა, მთელი ცხოვრება, რომ ვერ დაივიწყებს.

რიცხვები იქით იყოს, გოლები, პასები, ტიტულები, რა დაითვლის..

ბართომეუმ ვერ დააფასა და გუნდიდან წავიდა. თავის სიტყვა “იუვეშიც” თქვა და პსჟ-შიც. ჩვენ კი დავრჩით სემედუსა და სერჟი რობერტოს იმედად, რომლებიც ვერც დაცვაში და ვერც შეტევაში, ერთად აღებულნი ვერ შეედრებიან.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (13)

  • Bola
    10 ივნ 2020, 15:37

    როგორ მინდა ნაკრებში გამოიძახონ და კაპიტნის სამკლაურით აწიოს მაოფლიოს თასი ბებერმა. მერე სამუდამოდ დამთავრდება კაფყსთან შედარება. ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი. სადაც წავიდა ყველგან თითქმის ყველაფერს იგებდა. გენიაა და რა თქმა უნდა ხასიათის გამო არ დააფასებენ დანარჩენი გუნდის ქომაგები… კაფუსაც ისეთები აქებენ და ადიდებენ ვისაც თამაში არ უნახავს მისი და აწი უფრო გააღმერთებენ თავის პოზიციაზე. ლამს იმიტო ამჯობინებენ ალვეშს რო წითელი არ აქვს მიღებული და ასეთი სისულელეები.. გაგონილი და არა ნანახი … კატუც და ლამიც ორივე უძლიერესები იყვნენ. ორივეს ვუყურე და ვტკბებოდი მათით. მაგრამ ალვეშის ტექნიკურობა..სისწრაფე..პასი და მოქნილობა არცერთს ქონდა. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და მხოლოდ მაოფლიო აკლია. იმედია მაგასაც მიამატებს და ეგაა ვსიოო. იუვენტუსი ფინალამდე რომ გაათრია რა დამავიწყებს. სევილიაში იყო და იქაც მოიგო თასები. დანი… ლურჯენიანი ლეგენდა <3

  • me da barca
    09 ივნ 2020, 16:10

    სამწუხაროდ ბოლომდე არ დააფასეს, ბოლო კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ახვეწნინეს, მერე გაუშვეს და მას მერე ეს ფლანგი ვერ ამოვავსეთ.

  • katalomia
    09 ივნ 2020, 02:14

    Alvesma Karvaxals kitxa "T" asoze "TOROLAs" garda ra mfrinveli iwyebao? da Karvam "TREDIo"

  • gio 001
    08 ივნ 2020, 20:22

    ციტატა: kingarturo
    კარვახალი ჯობიაო მავანნი ბრძანებენ დდდ


    ეგეთ მაზოხისტებს ნუ მიაქცევ ყურადღებას ბრო:დდ

  • ფეოლა
    08 ივნ 2020, 19:54

    ციტატა: kingarturo
    კარვახალი ჯობიაო მავანნი ბრძანებენ დდდ

    მკრეხელობაა

  • alen halilovic
    08 ივნ 2020, 19:05

    აუ ეს ვიდეო არ ვიცოდი, ამაზე სახალისო რა უნდა ნახო ბარსას ფანმა
    იმენა ეღადავება

  • Messi_G.O.A.T.❤❤❤❤
    08 ივნ 2020, 19:03

    ბრავო ავტორს👏👏 დანი მართლა საუკეთესოა❤❤

  • gio 001
    08 ივნ 2020, 18:23

    ციტატა: Tsitsi
    💖 😍საუკეთესო მწერალი


    შენთან ერთად:D

  • Tsitsi
    08 ივნ 2020, 17:51

    💖 😍საუკეთესო მწერალი

  • Messiah
    08 ივნ 2020, 17:32

    ყველადროის საუკეთესო თავის პოზიციაზე <3 ( კაფუსთან ერთად )

  • Magician
    08 ივნ 2020, 16:33

    მშვენიერი სტატია "გამოცხვა", მადლობა ავტორს.

  • gio 001
    08 ივნ 2020, 16:28

    ჩემთვის საუკეთესო ფლანგელი მცველია,ამას ვამბობ არა იმიტომ რომ ბარსას ფანი ვარ.ტიპს არაფერი არ აკლდა და საკმაოდ ხალისიანიც იყო იმისათვის რომ ყველასთან მაგრად ყოფილიყო.სულ რომ არაფერი მისი ტიტულები ყველაფრის მთქმელია

  • რივალდო-მესი
    08 ივნ 2020, 15:54

    ლეგენდაა ულაპარაკოდ