workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რომარიოს გზა – ყველა პოლიტიკოსია

რომარიოს გზა – ყველა პოლიტიკოსია

“ატლეტიკოსთან” მატჩი ახლოვდება და სამი კაცი გამახსენდა, რადგან სამივეს ძალიან უყვარდა “ატლეტიკო”. სამივე სამხრეთ ამერიკელია, ორი ბრაზილიელია ხანმოკლე “ბარსელონური” კარიერით და ერთიც არგენტინელი, რომელმაც კლუბის მთელი ისტორია თავიდან დაწერა. ამ ორი ბრაზილიელიდან იმ ერთზე შევჩერდი, რომელსაც უმძიმესი ხასიათი, მოკლე ფეხები და ნათელი გონება ჰქონდა. 

ახალს ვერაფერს დავწერ, რისი თქმაც ამ კაცზე მსურდა მრავალგზის დამიწერია. ჰოდა, თავად მას მოვუსმინოთ, მოგვითხროს თავისი ამბავი. 

“რამდენიმე კლუბთან შეთანხმება მქონდა, რომ ყველაფერს “ჩემს დროში” გავაკეთებდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ვვარჯიშობდი. უკეთ შევეცდები აგიხსნათ. როდესაც ბრაზილიაში დავბრუნდი ყველა პრეზიდენტს ერთსა და იმავეს ვეუბნებოდი – მისმინეთ, დილით ადრე გაღვიძება არ შემიძლია, ამიტომ საღამოს ვივარჯიშებ. მარტივია, არა? მერე კი აჭრელდებოდა პრესა ამ სისულელეებით – რომარიოს არ სძინავს.. როგორ არ მძინავს, მშვენივრად მძინავს.  რომარიო არ ვარჯიშობს.. გადასარევად ვვარჯიშობ, ოღონდ საღამოს. პრეზიდენტებმა ყველაფერი იცოდნენ, მერე მწვრთნელებთან საუბრობდნენ ამ ყველაფერზე, რაღაცებზე ვერც თანხმდებოდნენ, მაგრამ ეგ ჩემი პრობლემა აღარ არის. 

მატჩის წინ ღამით გასართობად არასდროს გავსულვარ, თუ ვიცოდი რომ მატჩი კვირას იყო, მაშინ პარასკევს ვერთობოდი. ნუ.. რამდენჯერმე მატჩის წინა ღამესაც გავედი, მაგრამ ასე ათიდან ერთ შემთხვევაში ხდებოდა. არასდროს მომიწევია, არასდროს ნარკოტიკებთან საქმე არ მქონია. მადლობა ღმერთს. არც ვსვამდი, ერთი წვეთსაც კი! ვინ თქვა რომ გართობისთვის ამის კეთება აუცილებელია?!

ის ისტორია პლაჟზე? მართალია. ფლუმინენსესთან გვქონდა თამაში, მაგრამ გადავწყვიტე რომ არ მეთამაშა. არ მახსოვს რატომ. რა მნიშვნელობა აქვს. ბიჭები 24 საათი ემზადებოდნენ თამაშისთვის, მე კი პლაჟზე ვიყავი, მერე კი მივხვდი რომ თამაში მსურდა. წამოვდექი პლაჟიდან და მარაკანაზე წავედი, ისინი უკვე ხურდებოდნენ, გასახდელში სულ ქვიშიანი შევედი. ერთი ბიჭი იყო მარსელო, იმ დღეს დებიუტი უნდა ჰქონოდა, მთელი ოჯახი დაპატიჟა სტადიონზე, ისევ სკამზე მოუწია დაჯდომა, საწყალი ბიჭი. ორი გოლი შევაგდე და მოვიგეთ. ჩემი მენტალური მზადყოფნა ასეთი იყო – ჩაიცვი მაისური, შეაგდე გოლი და მოიგე. სულ ეს არის. რაღაც ძველი რომის დევიზის მსგავსად. ყოველთვის ასე იყო. 

სექსს ჰგავს რაღაცით. სექსი ყოველთვის მიყვარდა. მატჩის დღეს ხშირად ვრჩებოდი სახლში, მთელი გუნდისგან განცალკევებით. სექსი მქონდა მეუღლესთან და მერე მივდიოდი თამაშზე. ასე უფრო მშვიდი და კონცენტრირებული ვიყავი. 

ძაღლების მეშინია. 13 წლისა ვიყავი, როცა ბებიას ვესტუმრე და ორი ძაღლი თავს დამესხა. ძაღლებს პატივს ვცემ, არასდროს ზიანს არ მივაყენებ, მაგრამ ისე შემაშინეს ცხოვრება დამავიწყდა. რაც უფრო პატარაა მით უფრო საშიშია. გერმანულ ნაგაზთან დავალაგებ ურთიერთობას, მაგრამ ეს ნაბო..რი ჩიხუახუა არ დამანახოთ. 

ამპარტავანი არ ვყოფილვარ, უბრალოდ თავდაჯერებული ვიყავი. იცი რას ვგულისხმობ? როცა დავიბადე ღმერთმა შემომხედა და თქვა – ვაჰ, მაგარი კაცია! ხალხი სხვაგვარად აღიქვამს ჩემს ქცევას, ჰგონიათ რომ თავი მაღლა მიჭირავს, ამპარტავანი ვარ, უხეში ვარ, ასე არ არის, ისინი სულ ჭორაობენ – ოოო, რომარიოს წვეულებები უყვარს, ვარჯიშებს აცდენს, სულ ქალებთან ერთობა, მერე მომდევნო დღეს ჰეთთრიქს შევასრულებ და – რა მაგარია რომარიო! ნაბო..არია, მაგრამ საჭირო კაცია – დაასკვნის მერე ვიღაც ჭკვიანი. არა ძმაო, მე უბრალოდ ვიცი რაც შემიძლია, ეს სიმართლეა. თუმცა, ხანდახან ნაბო..არიც ვიყავი, ჰაჰაჰა (კვდება სიცილით). 

ოცი წლის რომ გავხვდი ვთქვი რომ ათას გოლს შევაგდებდი, ის ჟურნალი ჯერ კიდევ შენახული მაქვს სადაც ყდაზე ვხატივარ და ეს სიტყვებია გამოტანილი. ასე რომ, როცა ეს ნამდვილად მოხდა, ვერავინ იტყოდა რომ გამიმართლა, არა, ეს მიზანი იყო, რომელსაც მივაღწიე. (მოგეხსენებათ რომარიო პელეს მსგავსად აბსოლუტურად ყველა გოლს ითვლის, ეზოში გატანილსაც). 

მახსოვს როგორ ვთამაშობდი ფეხბურთს მამასთან ერთად, სახლთან ახლოს, მატარებლის ლიანდაგებზე, ოთხი წლისას ასთმა მქონდა, ცუდად მეძინა ამის გამო, ღამე თუ მეღვიძებოდა მე და მამა გარეთ გავდიოდით და ბურთიც ყოველთვის თან დამქონდა, გზაში ბევრს ვსაუბრობდით, ათი წუთის განმავლობაში წავითამაშებდით კიდეც, ოთხი წლისა უკვე შებყრობილი ვიყავი ბურთით, ისეთი სიხარულით ვბრუნდებოდი სახლში რომ გათიშულს მეძინა.

 სახლის შენებას მსხვერპლად არასდროს აღვიქვამდი, მამა მღებავად მუშაობდა, საკმარისი თანხა არ ჰქონდა რომ ვარჯიშზე გავეშვი, ამიტომ, დამატებით სამუშაოს იღებდა და მშენებლად მუშაობდა, კვირის ბოლოს მე და ჩემი ძმაც ვეხმარებოდით. სამშენებლო მასალებსა და ინვენტარს დავათრევდით. რთული იყო, მაგრამ ვაკეთებდით, ვიცოდით, რომ აუცილებელი იყო, სხვანაერად ფეხბურთს ვერ ვითამაშებდით. არ ვიცი გჯერათ თუ არა, მაგრამ ამის გააზრების მერე სიამოვნებით დავათრევდით აგურებს, სანამ მამა მშენებლობაზე მუშაობდა, ჩვენ ოცნებებს ვაშენებდით. 

ჩემ ბებერს (მამას) ხუთი პირობა ჰქონდა – არ ააფრინო ცაში ფრანი. არ მიიღო ალკოჰოლი. არ მიიღო ნარკოტიკები. არავის მისცე შენი დაჩაგვრის უფლება. როცა ვინმეს ხელს ჩამოართმევ, ეს ძლიერად გააკეთე და პირდაპირ თვალებში უყურე. გასაგებია? ამინ!   

ყოველთვის ვთვლიდი რომ საუკეთესო ვიყავი. დამაგვირგვინებელ ფაზაზე მაქვს საუბარი. თუ დარტყმის არავითარი შანსი არ მქონდა, მაშინ პასს ვაკეთებდი, თუ ეს თითქმის შეუძლებელი იყო, მაშინ მაინც დარტყმას ვცდილობდი. ლოგიკურია – თუ ამაში საუკეთესო ვარ, მაშინ ეს მე უნდა გავაკეთო და არა სხვამ. ისე როგორც კალათბურთში, შეხვედრის მიწურულს სამი ქულა გჭირდება, ვის აძლევ ბურთს? რა თქმა უნდა, ჯორდანს. 

 წნეხს ვგრძნობდი თუ არა? ჯანდაბა, მიყვარს წნეხი. სხვა ფეხბურთელებისთვის კარი პატარავდებოდა, მე თუ მქონდა შანსი ძალიან დიდ კარს ვხედავდი. წარმოიდგინეთ რომ უკვე შევაგდე ოთხი გოლი, ჩემს თავში მომდევნო შანსი პირველივით არის, მთელი კარიერა ასე გავატარე. 

არასდროს ვიყავი 90 წუთით თამაშში ჩართული, ეს ჩემი სტილი არ იყო. რიგ შემთხვევებში მაქსიმალურად ვითიშებოდი თამაშიდან. მცველებს მოდუნების საშუალებას ვაძლევდი, საერთოდ ავიწყდებოდათ რომ მოედანზე ვიყავი და მერე.. მერე კარგად იყავი. 

დუნგა მართალი იყო. ვასკოში რომ ვთამაშობდი და თამაში არ მიგვდიოდა ტიტემ და რობერტო დინამიტმა გადაწყვიტეს რომ ყველაზე ახალგაზრდას მათ ნაცვლად უნდა ერბინა, ეს მე ვიყავი. ისინი ლეგენდები იყვნენ. ეგონათ რომ ყველაფრის უფლება ჰქონდათ. მაგრამ გოლები ვერ გაჰქონდათ. მე ვუთხარი – მისმინეთ, მე გუნდისთვის დავრბივარ, რასაც ვაკეთებ გუნდისთვის კარგია, ყოველი შემთხვევისთვის ბომბარდირების სიას ჩახედეთ. ისევ კამათობდნენ, როცა დუნგამ თქვა – თქვენ ნაცვლად მე ვირბენ, ამას უბრალოდ დააცადეთ რომ გოლები შეყაროს, მოსულა? ზუსტად ასე მოხდა. დუნგა ჭკვიანი იყო, იმათ არ ჰგავდა. 

 ნიდერლანდში თამაში რთული იყო. პსვ-ში რომ გადავედი რიოს გარდა არსად ვყოფილვარ, არსად მიცხოვრია. 22 წლისა ვიყავი. რიოში ხეტიალი მიყვარდა, პლაჟიდან პლაჟზე, ქვიშიდან მინდორზე, ზღვა და მზე, იქ კი სიბნელე და სიცივე დამხვდა. ერთხელ -17 გრადუსი იყო ყინვა, მინუს 17 ამის დედავატირე! საერთოდ ვერ ვიფიქრებდი რომ ამინდს ამის კადრება შეეძლო. ამის მერე როგორ უნდა დამადანაშაულოს ვინმემ ვარჯიშზე რატომ არ იყავიო?! ერთხელ სამი დღე ზედიზედ არ გავსულვარ სახლიდან, ხალხი ანერვიულდა, ხომ არ მოკვდა ეს ჩემისაო, კარზე აბრახუნეს და პასუხი არ გავეცი, გამოზამთრების პროცესი მქონდა. 

 თუმცა, ღირდა, ბრაზილიაში რაც მქონდა გამომუშავებული იქ ერთ თვეში ვიშოვე. როგორ შევეგუე? როცა ისე ციოდა რომ ფეხის თითებს ვეღარ ვგრძნობდი ვიხსენებდი როგორ დავათრევდი აგურებს, ოცნებაზე უარი უნდა მეთქვა მხოლოდ იმიტომ, რომ ციოდა? არა ძმაო, ეგრე არ გამოვა. წლის ბოლოს ჩემს ოჯახს დიდი სახლი ვუყიდე, მსახურები და მძღოლი ჰყავდათ, ეს იყო ჩემი გამარჯვება. 

პსვ-ს მიმართ მადლიერი ვარ, მოდი, კარგად აგიხსნით, თითქმის ხუთი წელი გავატარე იქ და ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა, მაგრამ უნდა წავსულიყავი, ბარსელონას ვერაფერი შეედრება. 

კრუიფი ჩემი ყველაზე დიდი მეგობარი გახდა ფეხბურთში. საუკეთესო მწვრთნელი იყო ჩემს ცხოვრებაში, უდავოდ. “ბარსაში”, რომ მივედი ჩემი საყვარელი 11 ნომერი მსურდა, კრუიფმა ათიანი მომცა. მე ვუთხარი – მისტერ, დიდი პატივია, მაგრამ 11 მირჩევნია, ყველას ათიანი სურს, არა? მიეცით! მე 11 მინდა. კრუიფმა თითქმის ოცი წუთი მიყურა ჩაფიქრებულმა და მერე თავისი ბრძნული სიტყვებიც მოაყოლა – არა.

ამის დედავატირე, მე აქ ათ ნომერს ვთმობ ნებისმიერისთვის ვისაც კარში დარტყმა შეუძლია, ის კი მაინცდამაინც მე მაჩეჩებს, – რატომ არა? იმიტომ, რომ ჩემს გუნდში საუკეთესო ფეხბურთელი ყოველთვის ათი ნომრით თამაშობს, ასე მითხრა. ჯანდაბა, რაღა მეპასუხა? მომეცი აგერ ეგ მაისური, ცხოვრებაში აღარ გავიხდი. 

ჯერ კიდევ შეეძლო ჩვენთან ერთად თამაში, აბსოლუტური სერიოზულობით ვამბობ. გვეტყოდა ხოლმე – ბურთი აქ მოიტანე, იქით გაიქეცი, მაღალ კუთხეში დაარტყი! ჩვენ ვპასუხობდით, კარგი რა მისტერ, ამის გაკეთება არ შეგვიძლია, შემოდიოდა მოედანზე და თავად აკეთებდა. ჯადოქარი იყო. ის იყო რა.. ხო აზზე ხარ? ასეთები ალბათ აღარც იბადებიან. მის თავში ყველაფერი ძალიან მარტივად იყო, ხანდახან ხვდები, რომ ვიღაც ძალიან მაგარია, მაგრამ რამდენიც არ უნდა იშრომოს ასეთად ვერ იქცევა, ეს საჩუქარია, კრუიფი ღვთისგან დასაჩუქრებული იყო. 

1994 წლის მუნდიალზე წესით არ უნდა წავსულიყავი. დედასვფიცავარ! ბრაზილია მარტივად უნდა გასულიყო, მაგრამ მწვრთნელებთან კონფლიქტი მქონდა და არ მათამაშებდნენ, საქმე გართულდა, ყველაფერი ბოლო მატჩზე იყო დამოკიდებული და რა გააკეთეს? რა თქმა უნდა, დამიძახეს. რომ ჩაფლავებულიყვნენ ქვეყნის დატოვება მოუწევდათ. წნეხი არ მიგრძვნია, სიამოვნებას ვიღებდი, ვანახებდი ამ დედამო…ულებს როგორ თამაშობს ბრაზილია ჩემთან ერთად. ვინც ნახა ის თამაში ყველა დაგიდასტურებს, რომ ეს იყო ერთი ფეხბურთელის უდიდესი პერფორმანსი საფეხბურთო ისტორიაში, ათი ქულიდან თერთმეტი! 

რიკარდო როჩას დავპირდი, ორჯერ ფეხებში გავუტარებდი, ორჯერ თავზე გადავუგდებდი და ორ გოლს შევუგდებდი. პირველი ტაიმის შემდეგ ვიღაცამ სათადარიგოთა სკამიდან წამოიყვირა – სად არის შენი ორი გოლი? დამშვიდდი ძმაო, ყველაფერი წინ არის. 

ყოველთვის ვამბობდი რომ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებდით, და თუ ასე არ მოხდებოდა, მაშინ ეს ჩემი ბრალი იქნებოდა. ვიცოდი რა კარგი გუნდიც გვყავდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ტურნირს ვითამაშებდი. ასეც მოხდა. 

ის გავაკეთე, რაც ყველასთვის უკეთესი იყო, იცით, 1990 წელს დიდი კამათი ატყდა სასპონსორო ხელშეკრულებაზე, საბოლოოდ, კონცენტრაცია დავკარგეთ. 94 ში სურდათ სხვებისთვის ბევრი მიეცათ, ვიღაცისთვის ნაკლები. ვთქვი რომ ეს უსამართლო იყო. დავიჟინე რომ ყველას თანაბრად მიეღო, ყველა ნიშნავს ყველას. საუკეთესო ბომბარდირი რომარიო მიიღებს იმდენს რამდენსაც ნებისმიერი სხვა. შეხვედრა მოვაწყვეთ და ასე შევთანხმდით. ამის მერე მივხვდით, რომ ერთ ნავში ვისხედით. 

მირჩევნია ბედნიერი ვიყო, ვიდრე მდიდარი. ან, კიდევ უფრო მდიდარი, ჩემს შემთხვევაში. როცა მუნდიალის მერე ბრაზილიაში დავბრუნდი ვგრძნობდი იმ ძალას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონობას ახლავს თან. ამას ვგრძნობდი. ხალხის სიყვარულს. ხალხის სითბოს, ქვიშას ჩემს ფეხქვეშ.. იმდენი ხანი ვიყავი რიოსგან შორს, რომ დამავიწყდა როგორ მიყვარდა ეს ყველაფერი. ესპანეთში ორი კვირის დაგვიანებით დავბრუნდი, ფლამენგოს კი ჩემი შეძენა სურდა, ჩემს თავს ვეკითხებოდი – რა გსურს ახლა? ფინანსურად გადასარევი შეთავაზება ნამდვილად არ ყოფილა, თანაც, 29 წლისა ვიყავი, ყველაფერი წინ მქონდა, დრიმთიმის სუპერვარსკვლავი რანგში, მაგრამ რიოში უფრო ახლოს ვიქნებოდი ჩემს მშობლებთან, ჩემს ძმასთან, ბავშვებთან, მეგობრებთან, პლაჟთან, ფანკთან, ჰიპ-ჰოპთან, მზესთან.. ვიცი ხალხს არ ესმის ჩემი გადაწყვეტილების, მაგრამ ჩემთვის ეს ლოგიკური იყო. 

35 წლის ასაკში აღარ მაინტერესებდა კარგად ვთამაშობდი თუ ცუდად. მხოლოდ მსურდა 1000 გოლი შემეგდო. ხალხი ამბობდა არ ვარჯიშობსო, ისევ, ვვარჯიშობდი, ოღონდ სხვანაერად. სხვები 70 სპრინტს აკეთებდნენ, მე 70-ჯერ ვარტყამდი კარში, ვაკეთებდი იმას, რაც თამაშზე მჭირდებოდა, გიჟი ხომ არ ვარ ვარჯიშზე 70 სპრინტი გამეკეთებინა, როცა წინასწარ ვიცოდი, რომ თამაშზე ათი სპრინტიც საკმარისი იქნებოდა?! დარტყმაზე კი მუდმივად ვვარჯიშობდი, ამის გარეშე ვერავინ ვერაფერს მიაღწევს. 

ხალხი ამბობდა ეგოისტიაო, ეგოისტი არა ისა.. გოლი გამაქვს, გუნდი იგებს, რანაერად ვარ ეგოისტი?! 

ყოველი მატჩის მერე ჩემი ტვინი ითიშებოდა, აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ? უკვე 41 წლის ვარ, მეათასე გოლამდე ჯოჯოხეთს გავდიოდი. სხეული ვეღარ აკეთებდა იმას, რაც გონებას სურდა. 

მეგობრები მოვიწვიე მთელი მსოფლიოდან რათა ჩემი მეათასე გოლი ენახათ, ნიდერლანდიდან, ავსტრალიიდან, მაიამიდან, ერთ თამაშს დაესწრნენ, მაგრამ გოლი ვერ შევაგდე. მერე მეორე, მესამე.. დიდხანს დარჩნენ და ეს დედამოტ…ული გოლი არ გავიდა. ეს ყველაფერი მაგიჟებდა, ყველა ჩემს დაწყნარებას ცდილობდა, მოეშვი ძმაო, გოლი აუცილებლად გავა ადრე თუ გვიან. 

რას ვაკეთებთ მეათასე გოლის მერე? ეს აღნიშვნაც კი არ გრძელდება სამუდამოდ. ახალი მიზანი ყოველთვის გჭირდება. 

ყველა პოლიტიკოსია. ჩვენს ყოველდღიურობაში ყველა ვკამათობთ, ვთანხმდებით, ან ვერ ვთანხმდებით. როცა ბრაზილიის სენატის წევრი გავხდი, იმავე პრობლემებს შევეჩეხე, რასაც მოთამაშის როლში ვაწყდებოდი, იმიტომ, რომ ფეხბურთში პოლიტიკა ყოველთვის დიდი დოზით იყო. ფეხბურთი არასდროს ყოფილა ჩემს მიმართ ტოლერანტული, თუ ადგილს ვიცვლიდი ყოველთვის მწვრთნელების, ან პრეზიდენტების გამო. ასეა ახლაც. ამისთვის მძიმე საზღაურიც გადავიხადე, კიდევ ორი მუნდიალი უნდა მეთამაშა, ორი ოლიმპიადა, მაგრამ.. სიმტკიცის ფასი ეს არის. კონფორმისტი არასდროს ვყოფილვარ. 

პოლიტიკაში ხალხის უფლებებისთვის მოვედი, ისეთი ადამიანების, როგორიც ჩემი შვილი ივია. თექვსმეტი წლის წინ მეექვსე შვილი შემეძინა, ის დაუნის სინდრომით არის დაავადებული. ისეთი კარგი ადამიანია, ღმერთმა გადაწყვიტა, რომ ანგელოზი გამოეგზავნა ჩემთვის. მის დაბადებამდე არასდროს მიმიქცევია ყურადღება ადამიანებისათვის, რომელთაც მსგავსი პრობლემები ჰქონდათ, ლიცემერია არ არის საჭირო, მე ბრმა ვიყავი. ივი დამეხმარა იმის გააზრებაში, რომ მათ დახმარება სჭირდებათ და ბრაზილიაში მათ არავინ დაეხმარება. ახლა მათ უფლებებს ვიცავ, ისინი საზოგადოების სრულფასოვანი წევრები უნდა იყვნენ. 

როცა ივი დაიბადა ჩემმა მეგობრებმაც გამიზიარეს მათი ოჯახის წევრების პრობლემები, ადრე ამას არასდროს აკეთებდნენ, დასამალი არაფერია, ივის ჩემთვის სიამაყის მეტი არაფერი მოუტანია. 

ვნანობ თუ არა რამეს? ძმაო.. იმდენი რამეა.. ეს სიამაყე, ჩათლახობა, ნაბოზრობა,. გრძელი სიაა. უბრალოდ სწორად უნდა განსაჯო ყველაფერი, ადრე სხვა ადამიანი ვიყავი, და ფეხბურთიც განსხვავებული იყო. არაფრიდან მოვედი. ბოლომდე უნდა მებრძოლა ჩემი ოცნებებისთვის. რაც გამიკეთებია, კარგი თუ ცუდი, ყველაფერი გულიდან მოდიოდა. 

არავინ არის იდეალური, არც უნდა იყოს. მადლობა ღმერთს ამისათვის. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (16)

  • irakli
    schedule 26 დეკ 2024, 12:47
    #16

    რამდენიმე ვიდეო ვნახე რეალმადრიდტვზე გაკეთებული, 1 მატჩიდან 14 მომენტი ჰქონდათ ამოღებული და 2 იყო შეცდომა, დანარჩენების დაჩაგვრად მიღება როგორ უნდა გაასაღო თუ მოწამლული არ გაქვს ტვინი :დ აუტი არ მოგვცაო და რაღაცები ჰქონდათ შეყვანილი ვიდეოში drug.gif

    ან გუშინდელ თამაშზე საერთოდ როგორ ლაპარაკობენ ეგ დედა#####ულები givi.gif
    აი გუშინდელი თამაში როგორ უნდა ახსენოს ბარსას მოწინააღმდეგემ, რამდენი რამე იკადრა ნაბიჭვარმა სოტო გრადომ, მეტი რაღა უნდა ექნა,
    მაგას შეეწირა ბერნალიც, 12 წუთის დამატებას რომ თავი დავანებოთ,
    პედრის ჯარიმაზე რო კაცი გაეგდო, იმ შეტევაშიც შეიძლება ვეღარ წასულიყო რაიო, რომელსაც ბერნალის ტრავმა მოჰყვა

    როგორ მეზიზღება ეგ ნაბიჭვარი არსება

    და მახსოვს რეალმადრიდტვზე სოტო გრადოსაც მიუძღვნეს სიუჟეტი როგორც პრო-ბარსა თუ ანტი-რეალ მსაჯს lol.gif
    სოტო გრადოზე მეტი ანტი-ბარსა მსაჯი ბოლო წლებია არ მინახავს

  • ტოპე
    schedule 25 დეკ 2024, 10:01
    #15

    სერიოზულად მაინტერესებს, ატლეტიკო როგორ ხარჯავს ამდენს? ვინმე მეგა სტარი ყავთ და მაისურების გაყიდვით ამოქაჩეს, ლიგებს და ესპანეთის ჩემპიონატებს იგებენ, მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი ყავთ თუ რა ფენომენია? შემთხვევით ზემოდან ხომ არ მიუღიათ დიდი ბიძიებისგან დაბრო?
    აგერ ატლეტიკო იძირება და მოდი მივცეთ დაბრო და ხარჯონ რამდენიც უნდათო?
    ღლე ბაზარი…

  • მაკა
    schedule 21 დეკ 2024, 18:21
    #14

    Eduardo Camavinga
    Aurelien Tchouameni
    Warren Zaire-Emery
    Paul Pogba
    Corentin Tolisso
    Thomas Lemar
    Tiemoue Bakayoko
    Abdoulayer Doucoure
    Boubacar Kamara
    Boubacay Soumare
    Enzo Millot
    Nampalys Mendy
    Youssouf Fofana
    Lucien Agouame
    Lesley Ugolchukwu
    Jeff Reine-Adelaide
    Tanguy Ndombele
    Manu Kone
    Khephrem Thuram
    Pape Gueye
    Geoffrey Kondogbia

  • Maka
    schedule 21 დეკ 2024, 17:05
    #13

    Kylian Mbappe
    Ousmane dembele
    Kingsley Coman
    Anthony Martial
    Randal Kolo-Muani
    Bradley Barcola
    Christooher Nkunku
    Moussa Diaby
    Olivier Ntcham
    Jean-Philippe Mateta
    Odsonne Edouard
    Michael Olise
    Hugo Ekitike
    Desire Doue
    Mathys Tel
    Elye Wahi
    Jonathan Ikone
    Alain Saint-Maximin
    Marcus Thuram
    Alassane Plea
    Moussa Dembele
    Mohamed-Ali Cho
    Arnold Kalimuendo
    Armand Lauriente
    Jean-Kevin Augustin
    Amine Adli

  • მაკა
    schedule 21 დეკ 2024, 14:18
    #12

    William Saliba
    Maxence Lacroix
    Wesley Fofana
    Benoit Badiashile
    Axel Disasi
    Kurt Zouma
    Malang Sarr
    Ibrahima Konate
    Leny Yoro
    Jukes Kounde
    Presnel Kimpembe
    Mouctar Diakhaby
    Castelo Lukeba
    Mohamed Simakan
    Tanguy Nianzou
    Dayot Upamecano
    Alex Zagadou
    Jean-Clair Todibo
    Pierre Kalulu
    Evan N'Dicka
    Willy Boly
    Samuel Umtiti
    Loic Bade
    Bafode Diakite
    Issa Diop
    Moussa Niakahate
    Abdou Diallo

  • nikusha
    schedule 20 დეკ 2024, 22:29
    #11

    ფლიკი – ვაღიაროთ, ატლეტიკო საუკეთესოა
    ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა მისი გუნდის თამაშზე კომენტარი გააკეთა და ატლეტიკოს – დღეს საუკეთესო კლუბი უწოდა.
    უნდა ვაღიაროთ, ატლეტიკო დღეს საუკეთესო გუნდია.
    მიჯრით 11 მატჩი მოიგეს.
    რთული, კარგი მატჩი გველოდება და ერთი სული გვაქვს მოედანზე როდის გავალთ.
    მიუხედავად ამისა, ეს ფინალი არაა.
    როდესაც ჩვენი პროექტი იწყებოდა, ვიღაც იტყოდა
    – 20 დეკემბერს, ლა ლიგაში პირველზე (1-ლზე) იქნებით, ჩემპიონთა ლიგაში კი მეორეზე (მე-2-ზე).
    ჩვენი პასუხი რა იქნებოდა?
    „კარგი, თანახმა ვარ“.
    ქულები დავკარგეთ, ეს რთული იყო. ბოლო შეხვედრებში –
    ლეგანესის, ლას პალმასის წინააღმდეგ
    – უნდა მოგვეგო.
    მათ შანსი მივეცით და გამოიყენეს, იმიტომ რომ უკეთ ითამაშეს.
    ატლეტიკოსთან მატჩი სხვა ტიპის შეხვედრაა.
    კარგი გუნდი გვყავს, ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული, მაგრამ გაუმჯობესება გვჭირდება.
    სეზონის ბოლოს, გვინდა ტიტული დაგვრჩეს, თუმცა მარტივი არ იქნება.“
    – თქვა ფლიკმა

  • ზაურიკო
    schedule 20 დეკ 2024, 22:01
    #10

    ფეოლააააა ❤❤❤👌👌👌

  • gio-rakitich
    schedule 20 დეკ 2024, 19:59
    #9

    საკმარისია ერთი სტრიქონი წავიკითხო და უკვე ვხვდები რომ სტატია ფეოლას ეკუთვნის❤️❤️❤️
    სასიამოვნო წასაკითხია ყოველთვის,ბევრი და ბევრი წერე ძმაო❤️❤️❤️❤️❤️

  • nika 54
    schedule 20 დეკ 2024, 15:04
    #8

    (მოგეხსენებათ რომარიო პელეს მსგავსად აბსოლუტურად ყველა გოლს ითვლის, ეზოში გატანილსაც).
    აი ამ ამბავში კი ნამდვილად რონალდუს გვანებია. ბოლო მუნდიალზე ჯერ რო მსაჯს სდია მე გავიტანეო და დამიწერეთო, მერე კიდევ მწვრთნელს ევედრებოდა 2-3 დღე: მეო თავით მისამართი შევუცვალე ბურთს და თქვენ ჩამომწოდებელს ჩაუთვალეთო!
    გეხსომებათ ამ მუნდიალზე სასწაული სისტემები ქონდათ, ბურთში ჩიპი იყო რომელიც აჩვენებდა რო ვიღაცას შეეხო. აქ კი აღარ გაუვიდა მორიგი ტრიუკი იმ უბედურს რომელიც დღესაც ამტკიცებს, რო მესიზე უკეთესია, იმიტომ რო მეტი გული გაიტანა. თუმცა 40-ით მეტი გოლი ასზე მეტ ჩატარებულ მატჩში გაიტანა.

  • Bakero
    schedule 20 დეკ 2024, 04:06
    #6

    heart_eyes heart_eyes heart_eyes იქ არის ულაპარაკოდ სადაც მხოლოდ ამ თამაშის ღმერთები არიან !

  • cruyff9
    schedule 20 დეკ 2024, 02:11
    #5

    გენიალური,უდიდესი,საჯარიმოს მეფე!!

  • Zauriko
    schedule 20 დეკ 2024, 00:01
    #4

    მგონი რამსები გერევა თან მაგრა მოშნად
    საუბარი გვაქვს ადამიანზე რომელმაც იმ 30 ლიმონიდან ფული აიღო
    და აქ საუბარი გვაქვს ხალხე,რომლებიც იქ ვდგავართ და ყოველ წამს უნდა გვამტვრიონ,ან დაგავმტვრიონ,ან დაგვამტვრევენ
    გმირობა არა ### კიდე
    საქციელზეა საუბარი

    მართლა მარტოხელა დედა რომ ორ შვილს ზრდის და სამგან მუშაობს რომ მათ აჭამოს, ადამიანიბრომ საყვარელი ადამიანი გამო თავს სწირავს, შვიკების გამო რომ მსხვერპლზე მიდიხარ, აფხაზეთის ომის დროს რომ შენ ქვეყანას თავი შეაკალი აი ეგეთი რამეები არის გმირობა. მილიონიან სახლში რომ მხარ თეძოზე თბილად გაქვს ტრ##კი წამოგორებული და ამ დროს ქუჩაში შენს გულშემატკივარ ახალგაზრდებს ურტყავენ და შენ ერთი არაფრის მომცემი ინსტაგრამ თუ ფეისბუქ სთორს დებ და იქაც სწორ პოზიციას ვერ აფიქსირებ რა ჩემი ყ##ლის გმირობაა ბიჯო.

    აზრზე თუ იყოთ გმირობა რა არის

    იიიი გმრიობა არა ყ###ლე კიდე

    ეს ყველაზე წესიერებიიი
    ეს ყველაზე სათნოებიიი
    ეს ყველაზე უიიი სხვებს რა თხოვთ გმირობებს

    მოდიიი იძინნახხუით რა

    ბოდიში პირადად შენ,ვიჰი რო სუ ქუჩაში ხარ,ან მგონია რო ხარ

    მარა ნუ
    * * *
    იძი ნა ხხუი ქნან ზემოდან
    ორაზროვაი განჰხადებები გაგვიკეთონ ტ#რაკში

    * * *
    ჟურნალისტური ეთიკა
    სოლიდარობა

    ნუ მაყლ##ევებს ეს საამყარო რა

  • George cule
    schedule 19 დეკ 2024, 23:43
    #3

    ისეთი სტატიაა ორჯერ უნდა წაიკითხო 🙏✅ ბრავო 🥂👏👏👏

  • rivaldo80
    schedule 19 დეკ 2024, 19:48
    #2

    ეეჰ ახლა მოგვცა ძველი რომარიო

  • C.PC5
    schedule 19 დეკ 2024, 19:02
    #1

    2 წამით შემოვედი სიახლეებს ვნახავ და გავალთქო მარა ამ სტატიამ დაგეგმილზე ბევრად მეტი დრო გამატარებინა საიტზე blush კაი ხარ ფეოლა!