ბარსელონა - სევილია (ვიდეო ანალიზი)

ბარსელონა - სევილია (ვიდეო ანალიზი)

მოგეხსენებათ, სანაკრებო პაუზის დრო მოვიდა და ფეხბურთელები თავიანთ ნაკრებებს შეუერთდებიან. შროიდერი და კუმანი დაშვებული შეცდომების ანალიზს მიჰყოფენ ხელს და შეეცდებიან, რაც შეიძლება სწრაფად მოაგვარონ პრობლემები, რადგან სულ რაღაც ორ ტურში პირველი "კლასიკო" შედგება.

ანალიტიკური თვალით ფეხბურთის ყურებას ყოველთვის მიაქვს თავისი წილი სიამოვნება, არავის აინტერესებს რას შვება ჟერარ პიკე, მაშინ როცა ფატი უტევს მარცხენა ფლანგიდან, მათ შორის არც მატჩის რეჟისორს აინტერესებს, რადგან ყველა ოპერატორის კამერა ბურთიან ფეხბურთელზეა მიმართული.

თუმცა, თამაშის შემდეგ, აუცილებელია ანალიზი და სანამ შროიდერი ბარსელონაში იმტვრევს თავს, ჩვენ აქ შევეცადოთ რამდენიმე ეპიზოდის გაშლას, მართალია ბურთს არც მე მოვცილებივარ, მაგრამ საინტერესო ეპიზოდებია, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ორი კვირის მერე კი ვნახავთ, რა გამოსწორდა და რა - არა.

შეცდომები დაცვაში

პირველი ეპიზოდის მთავარი გმირი სერჟი რობერტოა, კუმანის მოსვლის დღიდან, "ბარსა" მაღალ პრესინგს თამაშობს, სერჟი რობერტოს როგორც ჩანს ეს დაავიწყდა, რადგან "სევილიას" მცველზე რომ პასი გაკეთდა, მისგან 27 მეტრის მოცილებით იდგა, როცა ბურთი მიიღო მანძილი შეამცირა, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ეს არის პრესინგის რისკი, თუ ერთი ფეხბურთელი მაინც ამოვარდა, მეტოქე ამით ისარგებლებს და მოშიშვლებულ დაცვაში ხელ-ფეხი გაეხსნება. რობერტოს ხარჯზე, "სევილიამ" ერთ-ერთი საუკეთესო შეტევა შემოგვთავაზა, რომელიც გოლით ვერ დასრულდა.

"მესამეზე პასი"

უკვე კლასიკური "მესამეზე პასი", ამაზე ადრეც გაგვიმახვილებია ყურადღება, იყო დრო, როცა გვარდიოლას "ბარსა" ამ კომბინაციას თამაშში საშუალოდ 3-ჯერ ასრულებდა, ამ დროს მცველებს ფაქტობრივად არანაირი შანსი არ აქვთ, რომ შეტევა ჩაშალონ. ეს "სევილიას" მეორე ძალიან მაგარი შეტევა იყო. იმან, ვინც კომბინაცია დაიწყო, "მესამე კაცისგან" მაშინ უნდა მიიღოს ბურთი, როცა "ბარსას" მცველების ხაზს გაუსწორდება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია, რადგან ყველაფერი "სევილიას" ნახევარზე მოხდა და თამაშგარე არ დაფიქსირდებოდა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ხაზზე მყოფი ფეხბურთელებიდან, უპირატესობა იმას აქვს, ვინც კარისკენ სახით დგას. შეტევა სახიფათო არ გამოდგა, რადგან ბოლო პასმა არ ივარგა, არადა მანამდე ყველაფერი იდეალურად გაკეთდა.

"ბარსას" ჩამშლელებს რაც შეეხებათ, დიდი ორიანი ეკუთვნით, ხოლო მცველებზე მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასწრებაზე ვერ ივარგეს, სხვა პრეტენზია ვერ გვექნება, რადგან "დახურული ბურთის" დროს მაქსიმალურად მაღლა უნდა ყოფილიყვნენ ამოწეულნი, რაც გააკეთეს კიდეც, აი "დახურული ბურთის" დროს რომ მაინც გადის ასეთი გადაცემა, ეს მთლიანად საყრდენების კისერზეა.

ბავშვური შეცდომა

ისევ სამი ნახევარცმველის სასაცილო შეცდომა. "სევილია" თავის ნახევარზე ბურთს ათამაშებს, ამ დროს ერთ-ერთ მათგანს თავში აზრად მოუვიდა, რომ 25 მეტრიანი აჩქარება გააკეთოს, მაგრამ კოუტინიო ამას ყურადღებას არ აქცევს, ხოლო დე იონგსა და ბუსკეტსს შორის იმხელა დისტანციაა, რომ პასი უმარტივესად გადის, მთელი ნახევარდაცვა ერთი პასით იჭრება და შეტევა 4-4-ზე გრძელდება.

აი, ამიტომ იყო საჭირო ძლიერ გუნდთან თამაში, ბევრი შეცდომა გამოჩნდა და სწორედ შეცდომებზე სწავლით შეიძლება გუნდმა მოუმატოს.

ანტუან გრიზმანი

მატჩისშემდგომ მიმოხილვაში როგორც წესი ვაკრიტიკებ ხოლმე. არაფერს ვერჩი, რასაც იმსახურებს იმას ვწერ, მაგრამ "სევლიასთან" შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როგორ იტანჯება გრიზმანი ფლანგზე. ამ შეხვედრაში სულ მცირე ხნით შემოიწია ცენტრში და ზუსტად 30 წამის განმავლობაში 3-ჯერ გაიხსნა ცენტრალურ ზონაში, ზუსტად იქ, საიდანაც გოლის გატანა შეუძლია. პირველ ჯერზე არ შეიმჩნიეს, მეორეჯერ ბუსკეტსის პასი ჩაიჭრა, მესამე ჯერზე როგორც იქნა მოიგდო ბურთი ფეხებში, მაგრამ ვერ გაიტანა. ეს ყველაფერი სულ რაღაც 30 წამში. გრიზმანს ამაზეც ეტყობა, რომ ცენტრში გაცილებით პროდუქტიული იქნება.

მეორმოცე წუთისთვის კი ასეთი სურათი გვქონდა: 

5 შეტევა მარცხნიდან 

7 შეტევა ცენტრიდან 

0 შეტევა მარჯვნიდან - კატასტროფა!

ამ სტატისტიკის შემდეგ, მესიმ აჩვენა ანტუანს, როგორ ხდება ფლანგიდან შეტევა, მეტოქე თავის ნახევარზე შემოიტყუა, ეს ყველაზე მარტივი ხერხია, თუ მცველი ჩამოყვება, მესი აჩქარდება და მის ზურგსუკან მიიღებს ბურთს, თუ არ ჩამოყვება ფეხში მიიღებს და ისე შეუტევს. მესისთვის ყველაფერი ძალიან მარტივია.

იგივე ზონაში, მეორე ტაიმში ანტუანიც გაირბენს, თუმცა ამ შემთხვევაში აქცენტი არაუხოს პასზე იქნება.

არაუხო

მარკესი გაგვახსენა. ასეთ თამაშებში განსაკუთრებით ფასობს ასეთი პასები. ფაქტობრივად ორი საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა გარემარბებმა ვერ ივარგეს. ჯერ ფატიმ, მერე გრიზმანმა. პასი კი ორივე შემთხვევაში იდეალური იყო. საგულისხმოა, რომ ეს არ ყოფილა უბრალოდ ცარიელ ზონაში გადაგდებული ბურთი, არაუხოს გაცილებით მარტივი ვარიანტებიც ჰქონდა, მაგრამ რთული გზა აირჩია და იდეალურად შეასრულა.


ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები Barcamania.ge-ს ადმინისტრაციისას ყოველთვის არ ემთხვევა და ზოგ შემთხვევაში, ის საკითხისადმი ავტორის სუბიექტურ დამოკიდებულებას გამოხატავს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #9 9 ოქტომბერი 2020 14:50
    0
    საღოლ ბრო საღოლ,კაი სტატიაა კაი ანალიზით თავისი ვიდეოებით ესე გააგრძელე🙌🏻
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 8 ოქტომბერი 2020 17:50
    1
    მადლობა, ფეოლა. საინტერესო მიმოხილვა იყო. ასე გააგრძელე!
    --------------------
    GRACIES JOHAN...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #7 7 ოქტომბერი 2020 06:57
    11
    ციტატა: MESSI 2017
    მერამდენედ უნდა დადო ამ თამაშის "მიმოხილვა" ჯობია სიახლეები დადო და არა ასეთი მაღალ ფარდოვანი მსჯელობები 🙂

    ,იცი რამდენი შრომაა ჩადებული ამ ვიდეოებში?
    ბევრი. ასეთი არაფერი მინახავს :დ უბრალოდ დაფასება რო შეგეძლოს ადამიანს ეგეც ნიჭია მგონი
    --------------------
    fly with barca,
    die with barca
    გულშემატკივარი [?]
    #6 7 ოქტომბერი 2020 02:15
    13
    MESSI 2017,
    ჩემო ძმაო იშრომა ადამიანმა დაწერა ანალიზი დაურთო ვიდეო მასალა იმისთვის რო მე შენ და კიდე სხვამ დავჯდეთ და უბრალოდ წავიკითხოთ :) ცოტა მეტი დაფასებაა საჭირო :)
    საიტის ლეგენდა  [?]
    #5 7 ოქტომბერი 2020 01:40
    3
    სწორი ანალიზია.
    ფანი [?]
    #4 7 ოქტომბერი 2020 01:11
    5
    მადლობა კარგი ანალიზია
    ფანი [?]
    #3 7 ოქტომბერი 2020 01:02
    5
    ძალიან კარგი ანალიზი იყო
    Viviemi
    სტუმარი [?]
    #2 7 ოქტომბერი 2020 01:00
    20
    ადამიანო ადამიანმა იწვალა და ასეთი კარგი რამ დაფო მე დამაინტერესა თუარგისწორდება არწაიკითხო, მადლობა ადმინ❤
    მწერალი [?]
    #1 7 ოქტომბერი 2020 00:24
    9
    ციტატა: MESSI 2017
    მერამდენედ უნდა დადო ამ თამაშის "მიმოხილვა" ჯობია სიახლეები დადო და არა ასეთი მაღალ ფარდოვანი მსჯელობები 🙂


    ვაჰ, შენ გენაცვალე! გაიხარე ძმაო