workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Happy Valentine’s Day (II ნაწილი)

Happy Valentine’s Day (II ნაწილი)

ვალენტინობასთან დაკავშირებით გთავაზობთ სტატიას, რომელიც სულაც არ ეხება საფეხბურთო მატჩებს. ალბათ ყველა თქვენთაგანს აინტერესებს, თუ ვინ არიან ის ქალბატონები, რომლებიც თქვენთვის ესოდენ საყვარელ და სანიმუშო ფეხბურთელების მეორე ნახევრებს წარმოადგენენ. პირველ ნაწილში ვისაუბრეთ მასკერანოს, ალვეშის, სანჩესის, ჩავის, აფელაის, კუენკას, მესის, ინიესტას, პედროს, აბიდალისა და გუარდიოლას პირად ცხოვრებაზე, ახლა კი გთავაზობთ “ბარსას” პირველი გუნდის სხვა წევრების შესახებ მცირე, მაგრამ საინტერესო ინფორმაციებს. მაშ ასე:

 

– ტიაგო ალკანტარა და ჯულია ვიგასი

ჯულია და ტიაგო ერთმანეთს დაახლოებით 1 წელია, რაც ხვდებიან. ჯულია სწავლობს რამონ ლიულის უნივერსტიტეტში, რომელიც ბარსელონაშია და ასევე ფლობს სასტუმროს კოსტა ბრავაზე.

 

– სეიდუ კეიტა და ზუბაიდა ჯონსონი

ერთადერთი, რაც სეიდუს ოჯახზეა ცნობილი არის ის, რომ მის ცოლს ზუბაიდა ჰქვია და წვილს ერთი ვაჟი, სახელად მუჰამედი ჰყავს (დაბადებული 2008 წელს).

 

– სესკ ფაბრეგასი და დანიელა სემაანი

ფაბრეგასსა და მის უახლოვეს მეგობარ პიკეს ბევრი ერთმანეთის მსგავსი დამახასიათებელი ნიშნები აქვთ. ორივე მათგანს აქვს სწრაფვა უფროსი ქალების მიმართ. ფაბრემ ერთი წლის წინათ დაამთავრა თავისი 7 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა კარლა გარსიასთან. მან სულ მალე თავისზე 12 წლით უფროსი ქალბატონი, სახელად დანიელა გაიცნო და შეუყვარდა. განქორწინებულმა და ორი შვილის დედა დანიელამ სესკი დაახლოებით ერთი წლის წინ, ლონდონში გაიცნო, როცა ფეხბურთელი “არსენალს” კაპიტნობდა და სავარაუდოა, რომ ჯერ კიდევ კარლას ხვდებოდა. იცით, საკმაოდ სერიოზულია, როცა ადამიანი საყვარელი ქალის სახელს სხეულზე ამოისვირინგებს. ფაბრეს მარცენა მკლავზე ასო “დ” აწერია, რომელსაც არაბული შრიფტით ასეთი შინაარსის ტექსტი მოსდევს: “ჩემი ცხოვრება დ მუდამ.”

 

– სერხიო ბუსკეტსი

ბუსკეტსი, ჩავის მსგავსად, არაჩვეულებრივი ნახევარმცველია და მისი სახელიც ფიგურირებს მარტოხელების სიაში. სირცხვილო! 23 წლის ნახევარმცველი მეტად პასიურობს სასიყვარულო ურთერთობებში. ბუსის სახელს უკავშირებდნენ ვანესა აგილერას, თუმცა ამის გარდა არაფერია ცნობილი ამ წყვილზე. როგორც ჩანს, ბუსკეტსი იმდენად გადაერთო ტიტულების მოგებაზე, რომ მას “პაემნებისთვის” დრო არ რჩება.

 

– ჟერარდ პიკე და შაკირა

სახელგანთქმული წყვილი! ორივე მათგანი ვარსკვლავია თავის საქმიანობაში. როგორც ამბობენ წყვილი ერთ წელზე მეტია ერთადაა. ცნობილია, რომ მათ ერთმანეთი კოლუმბიელი მომღელის სიმღერის,  “Waka waka”-ს ვიდეო კლიპის გადაღების დროს გაიცნეს. სკანდალი მაშინვე აგორდა, ვინაიდან იმ პერიოდში შაკირა დანიშნული იყო თავის მეგობარ ბიჭზე, რომელიც ასევე მისი მენეჯერი გახლდათ. ასეა თუ ისეა, წყვილი კვლავ ერთადაა. ისინი ერთად აღნიშნავენ თავიანთ დაბადების დღეს (2 თებერვალი ორივეს შემთხვევაში). სხვათაშორის შაკირა 10 წლით უფროსია პიკეზე, თუმცა ჩვენ მაინც გვიყვარს ეს წყვილი, ვინაიდან მოგვწონს შაკირას სიმღერები და მოგვწონს პიკე “ბარსელონაში”. თან კომენტატორების Waka Waka ხუმრობები, არასდროს ხდება მოსაბეზრებელი.

 

– დავიდ და პატრისია ვილიები

ვილიები 2003 წელს დაქორწინდნენ და მათ ორი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავთ, ზაიდა და ოლაია. წყვილის სიყვარული ღრმა ბავშვობიდან იწყება. პატრისია თავად გახლდათ ფეხბურთელი, თუმცა ოჯახის გამო მან მსხვერპლი გაიღო და კარიერას თავი დაანება.

 

– ვიქტორ ვალდესი და იოლანდა კარდონა

ვიქტორი და იოლანდა დაქორწინებულები არ არიან, თუმცა მათი ურთიერთობა უკვე დიდი ხანია გრძელდება. 2009 წლის 20 აგვისტოს წყვილს ულამაზესი ვაჟი შეეძინა. ბავშვს დილანი დაარქვეს. იოლანდა ფოტომოდელია. მისი სურათების ხილვა შეგიძლიათ ამ ბმულზე. ნამდვილად კარგი გემოვნება აქვს ჩვენს მეკარეს.

 

– კარლეს პუიოლი და ჟიზელ ლაკოუთურე

შესაძლოა, ჩვენი კაპიტანი არცთუ სიმპატიურია, თუმცა მას გემოვნება ნამდვილად აქვს. პუიოლი ულამაზეს მოდელს, მალენა კოსტას ხვდებოდა, რომელიც მასზე 10 წლით უმცროსი იყო. ალბათ სწორედ ასაკობრივმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი წყვილის დაშორებაში. მალენასა და კარლესის ურთიერთობა ოქტომბერში დასრულდა. მას შემდეგ “ბარსას” კაპიტნის სახელს უამრავ ქალბატონს უკავშირებდნენ, თუმცა ბოლო დროს უკვე ნათელი გახდა, რომ პუიმ არჩევანი ჟიზელ ლაკოუთურეზე შეაჩერა. პიკეს შეყვარებულის მსგავსად, ჟიზელიც კოლუმბიელია, თან წარმოშობით ზუსტად იმ ქალაქიდანაა, საიდანაც შაკირა. პუიმ და ჟიზელმა ერთმანეთი მაიამიში, “ბარსას” ტურის დროს გაიცნეს. კარლესის ახალი შეყვარებული მასზე ცხრა წლითაა უმცროსი.

 

– ანდრეუ ფონტასი და კლარა კალსინა ჯუსკაფრესა

კლარაზე ბევრი ინფორმაცია არ მოგვეპოვება. მხოლოდ ის ვიცით, რომ მას ძალიან გრძელი სახელი აქვს და ანდრეუსთან ერთად არაერთ საფეხბურთო მატჩს და მოტორბოლებს ესწრება.

 

– ადრიანო და მანუელა

წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. სხვათაშორის ამბობენ, რომ ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ “კამპ ნოუზე” გამართული ზეიმისას, ადრიანოს უფროსი ვაჟი აბიდალის ქალიშვილების მსგავსად, ყველაზე ღირსეულად იქცეოდა.

 

– ხოსე მანუელ პინტო და მისი საიდუმლო მეუღლე

პინტო დაოჯახებულია, მაგრამ არსად (!!!) არ მოიპოვება მისი მეუღლის სურათები. სხვათაშორის სულ ახლახანს პინტომ Twitter-ზე თავის მიმდევრებს დახმარება სთხოვა. იგი ივლისში ბავშვს ელოდება და პინტოს სურს, რომ თავისი შვილის სახელის შერჩევაში გულშემატკივრებმაც მიიღონ მონაწილეობა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward