ბოლო 13 თვის განმავლობაში მუდმივი მეტოქეები 8-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. თასზე მათი შეხვედრა ბოლოს გასულ სეზონში, სამეფო თასის ფინალში მოხდა.
– 2010/11 წლის სამეფო თასის ფინალში ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა ”ბარსელონა” დამატებით დროში, კრიშტიანუ რონალდუს გოლით დაამარცხეს.
– ეს იყო ბოლო 13 თვეში გამართულ 8 კლასიკოდან ერთადერთი, რომელშიც ”რეალმა” მოახერხა გამარჯვება. 4-ჯერ გამარჯვება კატალონიელებმა იზეიმეს, ხოლო 3 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
– ბოლოს სამეფო თასის 2 მატჩიან დაპირისპირებაში ეს გუნდები 1996/97 წლის სეზონში შეხვდნენ. შემდეგ ეტაპზე ”ბარსელონა” გავიდა. ”ნოუ კამპზე” კატალონიელებმა 3:2 მოიგეს, ხოლო ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მატჩი 1:1 დასრულდა.
– იმ დროს ჟოზე მოურინიო ”ბარსელონას” მეორე მწვრთნელი იყო, პეპ გვარდიოლა კი გუნდის კაპიტანი.
– სტატისტიკის მიხედვით თასზე ”რეალის” და ”ბარსას” ძალები თანაბარია. 17 შეხვედრიდან 9 მოგება ”ბარსას” აქვს, 8 ”რეალს”.
– უხლოესი ბოლო 2 მატჩიანი დაპირისპირებებიდან ჩემპიონთა ლიგაზე და ესპანეთის სუპერთასზე გამარჯვებული ”ბარსელონა” გამოვიდა.
– ბოლო 9 წლის განმავლობაში ”ბარსამ” თასის 1/4 ფინალამდე 9-ჯერ მიაღწია, ”რეალმა” 5-ჯერ.
– ამ 1/4 ფინალის გზაზე ”რეალმა” გაანადგურა ”პონფერადინა”, საერთო ჯამში 7:1 და დაამარცხა ”მალაგა” 4:2. ”ბარსამ” გადაუარა ”ოსპიტალეტს” (10:0) და ”ოსასუნას” (6:1).
– თასის მიმდინარე გათამაშებაში ჟოზე მოურინიომ 26 ფეხბურთელი გამოიყენა. ყველაზე მეტი დრო მოედანზე პეპემ გაატარა – 270 წუთი. 4-ივე შეხვედრაში ითამაშა ტრავმირებულმა სამი ხედირამ.
– ”ბლანკოსის” საუკეთესო ბომბარდირი ტურნირზე კალეხონია, 3 გატანილი ბურთით.
– ”ბარსას” ასეთი 6 ფეხბურთელი ჰყავს: მესი, ინიესტა, ტელიო, სესკი, კეუნკა და ტიაგო, რომელთან ანგარიშზეც ორ-ორი გოლია.
– პინტო ”ბარსელონას” ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც თასის მატჩებში 360 წუთი დაჰყო მოედანზე.