ყველაზე ძვირადღირებული მცველი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში

ყველაზე ძვირადღირებული მცველი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში

ხვალ, 6 მაისს, ბარსელონას მარჯვენა მცველი დანი ალვესი 27 წლის ხდება, ალბათ უბრალო დამთხვევაა ისიც რომ, მისი დაბადების დღის წინა პერიოდი მან ტენერიფესთან შესანიშნავი თამაშით აღნიშნა, გააკეთა 2 საგოლე გადაცემა და დაცვაშიც პრაქტიკულად უშეცდომო იყო. ამ სტატიის გამოქვეყნება კი შემთხვევითობა ნამდვილად არაა, და ვეცდები ეს თარიღი ჩვენ საიტზე ამ სტატიით აღვნიშნოთ
პიროვნება და ოჯახი

ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული
ჰობი: გიჟდება ფეხბურთზე და ფორმულა I-ზე
საყვარელი მუსიკა: ზეკა პაგადინიოს მუსიკა და საერთოდ სამბა
საყვარელი ფილმი: ღირსების კაცი (რობერტ დე ნიროს და შარლიზ ტერონის მონაწილეობით)
საყვარელი მსახიობები: უილ სმითი და ჯულია რობერთსი
საყვარელი სატელევიზიო პროგრამები: ყველანაირი სპორტი
საყვარელი კერძი: შავი ლობიო ბრინჯთან ერთად
საყვარელი ავტომობილი: Audi Q7

დანი ალვესი 1983 წლის 6 მაისს ბრაზილიის ქალაქ ჟუაზეიროში დაიბადა ერთ-ერთი გლეხის ოჯახში. დანის მამა მიწას ამუშავებდა, რათა ოჯახი ერჩინა და მას ხშირად დანიც ეხმარებოდა. დღეისათვის კი დანის ყავს მეუღლე დინა და ის ორი შვილის მამაა. მას ყავს გოგო ვიქტორია და ბიჭი დანიელი. ის ყოველთვის აცხადებს, რომ მითვის ოჯახი ცხოვრებაში უმთავრესია .
დანი ძალიან მხიარული და არაორდინალური ადამიანია, ის კითხვაზე თუ აქვს რაიმე ცრურწმენა თამაშის წინ, პასუხობს: “ყოველთვის ვხტები სამჯერ მოედანზე გასვლის წინ მაღლა, ხოლო მოედანზე ყოველთვის მარჯვენა ფეხით შევდივარ”.
მისი კუმირი ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კაფუა, რომლის ღიურსეული შემცვლელიც თვითონაა ეროვნულ ნაკრებში.

ფეხბურთი

დანი ალვესი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მცველია, ბარსელონამ მის ტრანსფერში 34 მილიონი ევრო გადაიხადა, ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი, ის თავის პოზიციაზე საუკეთესოა მსოფლიოში. 

ფეხბურთელის კარიერა ბრაზილიის საფეხბურთო კლუბ “ბაჰიაში” დაიწყო, მას მხოლოდ ერთი სეზონი და 25 მატჩი დასჭირდა იმისათვის რომ ევროპელთა ყურადღება მიექცია. 2001-2002 წლების სეზონი სამშობლოში დაჰყო, ხოლო 2002 წელს მისი ტრანსფერი “სევილიაში” განხორციელდა.
2003 წელს ალვეში გაემგზავრა მსოფლიოს

ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, სადაც მისი და ბრაზილიის ნაკრების გამოსვლა ტრიუმფით დასრულდა, ხოლო დანი სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის მოხვდა.

2005-06 წლისა და 2006-07 წლების სეზონში “სევილიამ” დანი ალვესის დახმარებით უეფას თასი ორჯერ ზედიზედ მოიგო. 2006 წელს ლივერპულმა აქტიურად დაიწყო მოლაპარაკებები სევილიასთსან ალვეშის შეძენასთან დაკავშირებით, თუმცა მათი შემოთავაზებული 8 მილიონო ევრო არასაკმარისი აღმოჩნდა და ტრანსფერი ჩაიშალა. 2007 წელს ალვეშმა “მარკასთან” საუბარში განაცხადა რომ მას სურდა “სევილიას” დატოვება და “ჩელსიში” გადაბარგება, თუმცა ესპანელებმა სამჯერ განუცხადეს უარი ლონდონელებს შემოთავაზებულ ვარიანტებზე, რამაც ალვეში ძალიან გაანაწყენა, ხოლო “ჩელსიმ” მისი პოზიციის გასაძლიერებლად ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელი ჟულიანო ბელეტი შეიძინა.

თავად ალვეშმა კი “სევილია” 2008 წლის 2 ივლისს დატოვა. გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას არასოდეს დაავიწყდება სევილიელთა ამაგი და მუდამ მადლიერი იქნება მათი.
“ბარსელონას” მაისურით მან სულ რაღაც ერთ სეზონში 6 ტიტული მოიგო და დასახელდა სეზონის საუკეთესო მცველად ლა ლიგაში. მას უკვე 11 ევროპული ტიტული აქვს და დღესაც იბრძვის ამ რაოდენობის კიდევ უფრო გასაზრდელად.

www.danialves20.com

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი