workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, ტიაგო სილვას გოლის შემდეგ ვიქტორ ვალდესის კარის დალაშქვრა ”ნოუ კამპზე” ვერცერთმა მოწინააღმდეგემ ვერ შეძლო.

ამჟამად ”ნოუ კამპი” მეტოქეებისთვის აუღებელ ციხესიმაგრეთ იქცა. 2011 წლის 13 სექტემბრის შემდეგ ამ სტადიონზე გოლის გატანას ვერავინ ახერხებს. უკანასკნელი, ვინც ეს მოახერხა ტიაგო სილვა იყო, რომელმაც გოლი 93-ე წუთზე გაიტანა და მის გუნდს 1 ქულა მოუტანა.

მას შემდეგ 10-მა სხვადასხვა გუნდმა (ეს 900 წუთზე მეტია) ვერ მოახერხა ვერც ვალდესის და ვერც პინტოს დამწუხრება. ახლა შეგახსენებთ ”ბარსას” მსხვერპლებს: ”ოსასუნა” (8:0), ”ატლეტიკო” (5:0), ”რასინგი” (3:0), ”პლზენი” (2:0), ”მალიორკა” (5:0), ”სარაგოსა” (4:0), ”რაიო” (4:0), ”ლევანტე” (5:0), ”ბატე” (4:0), ”ოსპიტალეტი” (9:0), ”ოსასუნა” (4:0). ერთადერთი გუნდი, რომელმაც ”ნოუ კამპიდან” ქულა წაიღო ”სევილია” იყო, მატჩი უგოლოდ დასრულდა. ამგვარად მხოლოდ ”ნოუ კამპზე” ”ბარსამ” მეტოქეები 53-ჯერ დაამწუხრა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward