”ბარსელონას” ყოფილმა და ამჟამად ლისაბონის ”სპორტინგის” ფეხბურთელმა, ჟეფრენ სუარესმა ”sport.es”-ის მომხმარებლების კითხვებს უპახუსა.
– როგორ აფასებთ ლა მასიაში ყოფნას?
– მე ნამდვილად კარგი გამოცდილება მივიღე. მე ვისწავლე თუ როგორი ადამიანი უნდა იყო და ესაა მთავარი, რასაც ლა მასიაში ასწავლიან. ეს დაუვიწყარი წლები იყო.
– ვინაა შენთვის საუკეთესო ფეხბურთელი პორტუგალიის ჩემპიონატში?
– ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ”პორტუელი” ჰალკი. ის ძალიან ძლიერია, მაგრამ იმედი მაქვს 7 იანვარს ის სუსტად იქნება, როცა ჩვენ მათ შევხვდებით ჩემპიონატის მატჩში.
– ”ბარსელონას” თამაშებს კვლავ უყურებ?
– რა თქმა უნდა. ძალიან მომწონს ყოფილი თანაგუნდელების ცქერა, რომლებიც ასეთ დონეზე ასპარეზობენ. ვცდილობ ყველა მატჩს ვუყურო.
– ”ბარსელონაში” დაბრუნება გსურს?
– ახლა მხოლოდ იმ კლუბზე ვფიქრობ, სადაც ვთამაშობ. ხელშეკრულება 5 წლით მაქვს გაფორმებული და სხვა რამეზე ვერ ვფიქრობ. უნდა დავამტკიცო, რომ ბევრი შემიძლია. თუკი რამდენიმე წლის შემდეგ დაბრუნების წინადადება მომივა თვალდახუჭული დავბრუნდები.
– მხარი როგორ გაქვთ?
– სრულად გამოვჯანმრთელდი, თუმცა ხანდახან ძილში მახსენდება ძველი პრობლემები.
– ყველაზე მეტად რა მოგწონს ლისაბონში და რა არ გყოფნის ბარსელონადან?
– ლისაბონში შემიყვარდა ძველი და ახალი უბანი. ბარსელონაში კი სასიამოვნო მოგონებები დამრჩა.
– ”ბარსელონასთან” ერთად მოგებული ტიტულებიდან შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომელია?
– 2009 წელს მოგებული მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. იმ დღეს კლუბის ისტორიაში ჩვენი სახელები ჩავწერეთ. მაშინ მე გუნდის წევრი ვიყავი.
– ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ ”ბარსელონაში”?
– ჩემი გოლი ელ კლასიკოში, რომელშიც 5:0 გავიმარჯვეთ.
– ვიცი რომ ”უდინეზეში” თამაშს გთავაზობდნენ, რატომ არ დათანხმდით?
– რადგან იტალიურ ფეხბურთს ვერ შევეგუები.
– ვინ იყო ”ბარსელონას” გასახდელის ლიდერი და იყავით თუ არა ჯგუფებად დაყოფილი (ბრაზილიელები, კატალონიელები…)?
– გასახდელში არავითარი ჯგუფები არ იყო. მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს განასხვავებს ”ბარსას” სხვა გუნდებისგან.
– რაზე უნდა თქვას უარი ფეხბურთელმა, რომ წარმატებული გახდეს?
– ის მზად უნდა იყოს ოჯახისგან და ქვეყნისგან შორს წასასვლელად.
– დაასახელი შენი საყვარელი ფეხბურთელები…
– ჩავი, მესი და ინიესტა.
– რომელს მისცემდი ოქროს ბურთს?
– მესის.
– გინდა რომ შენმა შვილებმა ოდესმე ”ბარსელონაში” ითამაშონ?
– დიახ, მე ბედნიერი ვიქნებოდი.
– რა განსხვავებაა ”სპორტინგისა” და ”ბარსელონას” ვარჯიშებს შორის?
– ”ბარსელონაში” დიდი დრო ბურთთან ერთად ვარჯიშს ეთმობა, ვიდრე ფიზიკურს. ”სპორტინში” კი პირიქით.
– გვარდიოლამ იმედები გაგიცრუა?
– რა თქმა უნდა არა. მე ვაფასებ მასთან ერთად გატარებულ სამუშაოს და მადლობას ვუცდი იმის გამო, რაც გავხდი.
– კანარის კუნძულის ნაკრების შემადგნელობაში ითამაშებ?
– დიახ, მე ყოველ ახალ წელს ვთამაშობ.
– რას სთხოვ თოვლის ბაბუას ახალ წელს?
– მე მსურს, რომ 2012 წელს ტრავმები არ მქონდეს და მაშინ შევძლებ დამტკიცებას, თუ ვინ ვარ სინამდვილეში.