workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
წარსული შეხვედრები: Barcelona vs Manchester

წარსული შეხვედრები: Barcelona vs Manchester

კატალონიის “ბარსელონა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” 27 მაისს რომის ფინალში სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეებმებიან ერთმანეთს, მანამდე კი მოდით გავიხსენოთ მათი განვლილი 9 შეხვედრა. ამ 9 შეხვედრიდან “მანჩესტერმა” 3 მოიგო, “ბარსელონამ”-2, ხოლო დანარჩენი 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

1983-1984 წლები. უეფას თასების მფლობელთა თასი. 1/4 ფინალი. “ბარსელონა”-”მანჩესტერი”:2-0 “მანჩესტერი”-”ბარსელონა”:3-0

ცეზარ ლუის მენოტი’ს “ბარსელონა” ფავორიტად მიიჩნეოდა მას შემდეგ რაც ნოუ კამპზე 2-0 გაიმარჯვეს. ამ გუნდში გამოდიოდა დიეგო მარადონა, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მას კარიერა “ბარსელონა” ვერ აეწყო. 1/4 ფინალის განმეორებით შეხვედრაში “მანჩესტერი” ძალიან კარგად გამოიყურებოდა და მათ თამაშის დასაწყისიდანვე უპირატესობა მოიპოვეს და ხელიდან არ გაუშვიათ, რაც თამაშზეც აისახა. 3-0 “მანჩესტერის” სასარგებლოდ და “ბარსელონამ” ტურნირი დატოვა.

1991 წელი. უეფას თასების მფლობელთა თასი. ფინალი. “მანჩესტერი”-”ბარსელონა”:2-1

სერ ალექს ფერგიუსონმა მოიპოვა მწვრთნელობაში პირველი ნადავლი. ეს თამაში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. 67 და 74 წუთზე “მანჩესტერმა” 2 გოლი გაიტანა და დამაჯერებლად იგებდა, მაგრამ ტამაში ესე არ დასრულებულა, კატალონიელებიდან 1 გოლი რონალდ კუმანმა გაქვითა საჯარიმო დარტყმით. თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი შეხვედრის შემოსატრიალებლად.

1994-1995 წლები. უეფას ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. “მანჩესტერი”-”ბარსელონა”:2-2 “ბარსელონა”-”მანჩესტერი”:4-0

ამ წლების”ბარსელონაში” გამოდიოდნენ ისეთ ფეხბურთელები, როგორიც იყვენ რომარიო, კუმანი, გვარდიოლა, სტოიჩკოვი. იმ დროინდელ “მანჩესტერში” იყვნენ ახლანდელი ფეხბურთელებიც: გიგზი და სქოულზი. სტუმრად დამთავრებული 2-2 ფრის შემდეგ “ბარსელონამ” საკუთარ სტადიონზე პატარა საფეხბურთო გაკვეთი ჩაუტარა “მანჩსეტერელებს”. მატჩი კატალონიელებმა 4-0 მოიგეს.

1998-1999 წლები. უეფას ჩემპიონთ ლიგა. ჯგუფური ეტაპი. “მანჩესტერი”- “ბარსელონა”:3-3 “ბარსელონა”-”მანჩესტერი”:3-3

გუნდებმა ორივე თამაში 3-3 ითამაშეს. “მანჩესტერიდან” გოლები ამჟამნიდელი კლუბის ფეხბურთელებმა გაიტანეს. გიგზმა და სქოულზმა. ხოლო “ბარსელონადან” კი ქულის შამნარჩუნებელი გოლი რივალდომ გაიტანა.

2007-2008 წლები. ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. “ბარსელონა”-”მანჩესტერი”:0-0 “მანჩესტერი”-”ბარსელონა”:1-0

ნახევარ-ფინალამდე ორივე გუნდმა 23-23 გოლი გაიტანეს ლიგაში, მაგრამ მათ შორის შეხვედრა არ გამოდგა უხვ გოლიანი. ნოუ კამპზე დამთავრებული 0-0 ანგარიშის შემდეგ “მანჩესტერს” გარკვეული უპირატესობა ჰქონდა, რადგან განმეორებით შეხვედრას საკუთარ კედლებში ითამაშებდა, რაც გამოიყენა სქოულზის შესანიშნავი დარტყმის წყალობით და ფინალში გავიდა.

ახლა კი წინ გველის ფინალი რომელსაც მთელი სამყარო ელოდებოდა.

წყარო www.UEFA.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward