“ბარსელონა” მუდმივად ფიქრობს მომავალზე და შესაბამისად ძირითადი შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. დღევანდელი მონაცემებით კატალონიელთა ინტერესთა სფეროში 10 ფეხბურთელია მოქცეული. რა თქმა უნდა, “ბლაუგრანა” არ შეიძენს ათივე მათგანს, თუმცა ქვემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან სავარაუდოდ რომელიმე ამოჰყოფს თავს მსოფლიოს საუკეთესო გუნდში.
1. ტიაგო სილვა – ბრაზილიელი ფეხბურთელი, რომელიც ყველა იმ თვისებას ფლობს, რაც “ბარსელონასთვის” მიმზიდველია. იგი 26 წლისაა და ამჟამად “მილანის” ღირსებას იცავს, შესამაბისად მას არ დასჭირდება ევროპულ ფეხბურთთან ადაპტირება.
2. გარეთ ბეილი – “ტოტენჰემის” 22 წლის ბრილიანტი. ბეილს მთლიანად ათვისებული აქვს მარცხენა ფლანგი.
3. ხორდი ალბა – “ვალენსიელი” ფეხბურთელის პროგრესი ყოველდღიურად მიმდინარეობს. იგი “ბარსელონას” აკადემიის აღზრდილია. მის კონტრაქტი ვალენსიურ კლუბთან მალე იწურება, ამიტომ თავისუფლად შესაძლებელია, რომ კატალონიელებმა ალბა მისაღებ ფასში ჩაიგდონ ხელში.
4. ედენ აზარი – “ლილის” შემტევი ნახევარმცველი. აზარი მხოლოდ 20 წლისაა და იგი ყოველდღიურად პროგრესირებს. ზინედინ ზიდანი დიდ ინტერესს იჩენს მის მიმართ და ცდილობს, რომ ის მადრიდის “რეალში” გადაიბიროს.
5. ესტებან ანდრადე – არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრების წევრი. იგი მოიაზრება ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ. მისი სატრანსფერო თანხა დაახლოებით 4 მილიონ ევროს შეადგენს.
6. ტონიო როდრიგესი – “რასინგის” 31 წლის გოლკიპერი, რომლის კონტრაქტიც წლის ბოლოს იწურება.
7. ვიქტორ რუიზი – რანდენიმე წლის წინათ გვარდიოლამ ახალგაზრდა ფეხბურთელს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა. რუიზი ალბას მსგავსად “ბარსას” ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, ამჟამად კი “ვალენსიის” ღირსებას იცავს.
8. ოსკარ დე ლოს სანტოსი – კიდევ ერთი ბრწყინვალე ბრაზილიელი ნახევარმცველი. 20 წლის სანტოსი ლუკას როდრიგესთან ერთად ბრაზილიის მომავლის ტანდემად მოიაზრება.
9. რიჩარდ როდრიგესი – ახალგაზრდა ჩილელი ფეხბურთელი. იგი აღფრთვანებულია “ბარსელონათი” და მისი კუმირი კარლეს პუიოლია.
10. გილერმე სიქეირა – ბრაზილიელი ფეხბურთელი იტალიის მოქალაქეობით. ამჟამად “გრანადას” ღირსებას იცავს, თუმცა “უდინეზეს” რიგებშიც უთამაშია. იგი 25 წლისაა.



