6-0, 12-2 და ნახევარფინალში ბაიერნი

6-0, 12-2 და ნახევარფინალში ბაიერნი

ქალთა ჩემპიონატზე ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპი დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ეტაპი იოლად გაიარა ბოლო წლებში მსოფლიოს საუკეთესო გუნდმა, “ბარსელონამ”, რომლის მეტოქეც “რეალ მადრიდი” იყო.

ესპანეთის დედაქალაქში გამართული პირველი შეხვედრა კატალონიელებმა მარტივად, 6-2 მოიგეს. თუმცა განმეორებით მატჩში მადრიდელებს უარესი ელოდათ.

“სპოტიფაი კამპ ნოუზე”, რომელიც თითქმის სრულად შეივსო (60 ათას გულშემატკივარზე მეტი) ქომაგებმა 6 გოლი იხილეს და ყველა მათგანი “რეალ მადრიდის” კარში. პირველ ტაიმში თავი პუტელიასმა, ჰანსენმა, პარედესმა და პაიორმა გამოიჩინეს, მეორეში კი თითო გოლი ჰანსენმა და ბრუგტსმა დაამატეს.

ორი მატჩის ჯამში “ბარსელონამ” 12-2 მოიგო და გავიდა ნახევარფინალში, სადაც კატალონიელებს “ბაიერნი” ელოდათ. ამ გუნდებს შორის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ შეხვედრაში “ბლაუგრანამ” “რეკორდმაისტერი” 7-1 გაანადგურა.

1/2-ფინალური თამაშების 25 აპრილსა (მიუნხენში) და 2 მაისს (ბარსელონაში) გაიმართება.

pedal_bike

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • Rick Sanchez
    schedule 04 აპრ 2026, 20:44

    პუტელიასმა ისევ დაწერა ქულებიი

  • nika 54
    schedule 03 აპრ 2026, 21:45

    გულს კი ვიფხანთ რეალის დაჩმორებას რო ვუყურებთ, მაგრამ შარშან კაცებმა რაც რეალს დავმართეთ მაგასთან ეს მეტად უმნიშვნელო სიამოვნებაა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 03 აპრ 2026, 20:17

    კი, უმნიშვნელოა ქალთა გუნდი და ზოგადად ქალთა სპორტი, ძალიან ერთეული გამონაკლისების გარდა. თუ იგებენ მოიგონ, წინააღმდეგი კი არ ვარ, მაგრამ მთავარია კაცების გუნდმა დაძლიოს ეს ლიგის წყევლა ბოლოს და ბოლოს, ეგაა ყველაფერი. ქალთა ფეხბურთს რაც შეეხება, ცხოვრებაში არ მინახავს არცერთი თამაში თავიდან ბოლომდე და არც ვაპირებ

    4 საათის წინ, Just_Barca_Lover თქვა:

    რატომ ძმაო, ბოლო წლებში კაცების გუნდზე უფრო წარმატებულია ქალების, კლუბს ტიტულს არ აკლებენ.რადგანაც ქალების ფეხბურთი ნაკლებად პოპულარულია არ ნიშნავს რომ უმნიშვნელოა ქალთა გუნდი. დაე ორივემ ერთად მოიგოს. 

  • Just_Barca_Lover
    schedule 03 აპრ 2026, 15:52
    3 საათის წინ, პენდრაგონი თქვა:

    კაცებში მოვიგოთ ლიგა რა თუგინდა ქალების გუნდი სულ გააუქმონ

    რატომ ძმაო, ბოლო წლებში კაცების გუნდზე უფრო წარმატებულია ქალების, კლუბს ტიტულს არ აკლებენ.რადგანაც ქალების ფეხბურთი ნაკლებად პოპულარულია არ ნიშნავს რომ უმნიშვნელოა ქალთა გუნდი. დაე ორივემ ერთად მოიგოს. 

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 03 აპრ 2026, 12:23

    კაცებში მოვიგოთ ლიგა რა თუგინდა ქალების გუნდი სულ გააუქმონ

  • ჰანს ფლიკი
    schedule 03 აპრ 2026, 08:36

    რომ არაა თქვენი სპორტი მადრიდელებო შეეშვით რაა

  • Frenkie de Jong_
    schedule 03 აპრ 2026, 01:52

    ბიჭებსაც გადმოსხმოდეთ გოგოებოოოო თქვენი წყალი.

    პირადად ალექსიაა პუტალასმა გამოისვააა