workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბილბაოსთან მატჩის განაცხადი – ლევანდოვსკი ბრუნდება

ბილბაოსთან მატჩის განაცხადი – ლევანდოვსკი ბრუნდება

ჰანსი ფლიკმა “ბილბაოსთან” დღეს გასამართი მატჩისთვის “ბარსელონას” განაცხადი დაასახელა.

ესპანეთის თასზე “ატლეტიკოსთან” გამართული შეხვედრის გამოტოვების შემდეგ რთული დაპირისპირების წინ გუნდს უბრუნდება რობერტ ლევანდოვსკი.

განაცხადს მიღმა დარჩნენ ტრავმირებული ფეხბურთელები: ფრენკი დე იონგი, ჟიულ კუნდე, ალეხანდრო ბალდე, გავი და ანდრეას კრისტენსენი.

“ბარსელონას” განაცხადი “ბილბაოსთან” მატჩისთვის: ჟოან გარსია, შჩესნი, კოჩენი, კანსელუ, არაუხო, კუბარსი, ფერან ტორესი, პედრი, ლევანდოვსკი, იამალი, რაფინია, რაშფორდი, ფერმინ ლოპესი, კასადო, ჟერარ მარტინი, რუნი ბარჯი, ბერნალი, ერიკ გარსია, კორტესი, ესპარტი, ტომი,

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (11)

  • Rick Sanchez
    schedule 08 მარ 2026, 15:00
    #11

    ოსიმენა ხოდზე

  • nika 54
    schedule 08 მარ 2026, 13:42
    #10

    ციტატა: PET27REE
    დაცვაშიც,ნახევარდაცვაშიც და შეტევაში მინიმუმ 1 კაცი დასასვენებელია,გადაღლილები იქნებიან ატლეტიკოს თამაშის მერე და როტაციები არის საჭირო,რეალი რა იღბალა გუნდია ჯარიმა გაუტარეს და რიკოშეტით მოიგეს.


    აი ჩვენ მოგებაზე კი ამბობენ, რო ატლე ისევ "დაუწვა" ბარსას,

  • SHOTEX_ERADZE1992
    schedule 07 მარ 2026, 17:18
    #8

    დამცავი ნიღბით ითამაშებს

  • PET27REE
    schedule 07 მარ 2026, 17:03
    #7

    დაცვაშიც,ნახევარდაცვაშიც და შეტევაში მინიმუმ 1 კაცი დასასვენებელია,გადაღლილები იქნებიან ატლეტიკოს თამაშის მერე და როტაციები არის საჭირო,რეალი რა იღბალა გუნდია ჯარიმა გაუტარეს და რიკოშეტით მოიგეს.

  • კატალონი
    schedule 07 მარ 2026, 16:15
    #6

    დღეს უეჭველი მოსაგები გვაქვს რომ მშვიდად ვიყოთ პირველ ადგილზე სანამ ელ კლასიკოში რეალს არ მოვუგებთ კამპ ნოუზე
    ამის შემდეგ ისინიც დანებდებიან და ზედიზედ მეორე სეზონში დარჩებიან ტიტულის გარეშე joy

  • 8edri
    schedule 07 მარ 2026, 16:12
    #5

    რეალს როგორც ჩანს ყველა თამაშს მოაგებინებენ მსაჯები, თუ მაინცდამინც თავზე არ გადაუარა რომელიმე გუნმდა და ჩვენც ყველა თამაში მოსაგები გვაქვს. რეალთან თამაშამდე რომ მივიდეთ 4 ქულიანი უპირატესობით 90% გაკეთებული იქნება საქმის. მაგრამ ამ შემადგენლობით გაჭირდება ძალიან.
    ისე ვუსკოვიჩით ინტერესდება ბარსაო და მართალია? როგორც ვიცი ძალიან პერსპექტიული მცველია მაგრამ მარჯვენა ფეხით თამაშობს და მარცხენა ფეხით მოთამაშე მცველი მაინც მოსაყვანი ექნებათ. საუკეთესო ვარიანტი ვან დე ვენია ჩემი აზრით. ფლიკის ტაქტიკას იდეალურად ერგება. მაღალი, ფიზიკურად ძლიერი და ერთერთი ყველაზე სწრაფი მცველია. თავით კარგად თამაშობს და თავგანწირული დაცვის თამაშითაც გამოირჩევა

  • Barca
    schedule 07 მარ 2026, 16:04
    #4

    ჟოან გარსია
    ერიკ გარსია—-კუბარსი—-კორტესი ——კანსელო
    ——————კასადო——-ოლმო
    ——————-ფერმინი
    ბარდგჰი——ტორესი—-რეშფორდი

    ამას დავაყენებდი მე. ატლეტიკოს მერე დასვენება საჭირო იქნება

  • vaiman . vamsdrane
    schedule 07 მარ 2026, 16:01
    #3

    კანსელუ – კუბარსი – ერიკი – მარტინი
    ალბათ ყველაზე ოპტიმალური დაცვის ხაზი ეს არის. ან მეორე ვარიანტი შეიძლება.
    გარსია – კუბარსი – არაუხო – კანსელუ

  • me da barca
    schedule 07 მარ 2026, 15:18
    #2

    რა დრო გვიდგას ყ*ერანის გადამკიდე ბებერ ლევანდოვსკის, რომ ვნატრულობთ.
    რეალს იმხელა სკამი აქვს, რომ 2 ძირითადის გუნდს შეკრავს. ჩვენ კი ძირითადის 2 ფეხბურთელი რომ დაგვემტვრეს დარხეული გვაქვს.

  • nika 54
    schedule 07 მარ 2026, 15:11
    #1

    იმედია მოიგებენ უსიკვდილოთ, რეალმა მოგების გემო გაიგო და სულ გაგიჟდებიან ჩვენ რო ქულები დავკარგოთ.