workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი

შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი

     რა თქმა უნდა, დანი ალვესი ჩვენი მარჯვენა მცველია. ასე რომ, დაცვა დაკომპლექტებულია – ვალდესი; ალბა, პიკე, პუიოლი, ალვესი. ახლა კი საყრდენი ნახევარმცველის ჯერია, და ისეთი მარტივიც არ არის არჩევა, როგორც მარჯვენა მცველი ავირჩიეთ. კანდიდატი ხუთია, მაქსიმალურად შევამცირე მათი რაოდენობა და ხუთამდე დავიდა. ხუთივე ფოტოზე. მართალია, სერხიო არა ჰგავს ამ ფოტოზე თავის თავს, მაგრამ ეგ არის, ბუსკეტსია. 

ასე რომ დავიწყოთ ეს საპასუხისმგებლო საქმე. 

იოჰან ნეესკენსი (1974 – 79)

🔵 ტიტულები:

✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 1x თასების თასი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 183 მატჩი.
გაიტანა 44 გოლი.
შეასრულა 5 საგოლე გადაცემა. 

იოჰან მეორე – ასე უწოდებდნენ ბარსელონაში, რადგან პირველი კრუიფი იყო. ნეესკენსი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია. მაგალითად, ფრანც ფუტბოლის სიმბოლურშიც მოხვდა, თუ სწორად მახსოვს მესამე გუნდში, ბუსკეტსის ადგილი იქ ვერ მოიძებნა. ბარსაში ტიტულებით ვერ დაიკვეხნის, ეგ საქმე უფრო “აიაქსში” გამოუვიდა. 

პეპ გვარდიოლა (1990 -2001)

🔵 ტიტულები:

✔ 6x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 4x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x თასების თასი 
✔ 1x უეფას სუპერ თასი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 384 მატჩი.
გაიტანა 11 გოლი.
შეასრულა 97 საგოლე გადაცემა. 

ასეთი ტიპის საყრდენების ისტორია ბარსაში გვარდიოლადან დაიწყო, კრუიფმა მოიფიქრა და პეპს ყველაფერი გამოუვიდა. ჩავიმ პეპს უყურა, ინიესტამ ჩავის, და მთელი ესპანეთის მომდევნო თაობამ ჩავიესტას. გვარდიოლა იყო ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელი. კარგი პასით, ცოცხალი გონებით და გამარჯვების მენტალიტეტით. სხვათა შორის, კარგი კაპიტანით. კრუიფის შემდეგ ყველასთან პრობლემა ჰქონდა, განსაკუთრებით ვან გაალთან და კაპელოსთან. ასე იყო, რადგან მათზე გაცილებით მეტი იცოდა.

იაია ტურე (2007 – 2010)

🔵 ტიტულები:

✔ 2x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 1x უეფას სუპერ თასი 
✔ 1x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 118 მატჩი.
გაიტანა 6 გოლი.
შეასრულა 8 საგოლე გადაცემა. 

დიდებული ფეხბურთელი იყო, მრავალმხრივი უნარებით, ფიზიკურად ასეთ ძლიერ ფეხბურთელს ბარსაში მე მგონი არც არასდროს უთამაშია, გარდა ამისა, ტექნიკურიც იყო და დრიბლინგებიც მშვენივრად გამოსდიოდა. მისი წონისა და გაბარიტების შემხედვარე მოულოდნელად მაგარი აჩქარებაც ჰქონდა. რატომ გაუშვა პეპმა? ზანტი იყო, პეპს სისხარტე სჭირდებოდა ცენტრში. ტურეს შემტევი პოტენციალი კი ზედმეტი იყო ნახევარდაცვაში, რადგან ამ საქმეს ჩავი-ინიესტაზე უკეთე ვერ გააკეთებდა, ამ სამეულში ბუსკეტსი უკეთ ჩაეწერა, არადა, შემტევი პოტენციალით ტურე ბევრად აღემატებოდა.

სერხიო ბუსკეტსი (2008 – 2023)

🔵 ტიტულები:

✔ 9x ლა ლიგა
✔ 7x კოპა დელ რეი
✔ 7x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 3x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 3x უეფას სუპერ თასი 
✔ 3x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 722 მატჩი.
გაიტანა 18 გოლი.
შეასრულა 46 საგოლე გადაცემა. 

ოქროს თაობის ბურჯი. გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება, ტაქტიკური და ტექნიკური უნარებით. საყრდენი ზონის ზიდანსაც კი უწოდებდნენ, ზიზუსავით ელეგანტურად იცილებდა მცველებს თავიდან, საერთოდ, ეტალონი იყო თავისი პოზიციის, მაგრამ ბოლო წლებში, როგორც ამ თაობის უმეტესობამ, მანაც აურია. არ დაგვავიწყდეს, რომ ისიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

ფრენკი დე იონი (2019 – )

🔵 ტიტულები:

✔ 2x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი

“ბარსელონაში” ჩაატარა 279 მატჩი.
გაიტანა 19 გოლი.
შეასრულა 27 საგოლე გადაცემა. 

ფრენკის ჩვენგან კრიტიკა არ აკლია, მაგრამ მაინც ის ფეხბურთელია, რომელიც უკვე იმსახურებს სიაში მოხვედრას. თუ რაიმე იმედგაცრუება გვაქვს მისგან, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან ბევრს ვითხოვდით. ფლიკის ხელში, მე მგონი, რომ ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობს. აი, რამდენად არის საკმარისი ამ სიმბოლურში მოსახევდრად, ეგ თავად განსაჯეთ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • M10 S9 D11
    schedule 02 იან 2026, 19:46
    #21

    ბუსკეცი რა თქმა უნდა