workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი

შევადგინოთ ყველა დროის სიმბოლური – საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი

     რა თქმა უნდა, დანი ალვესი ჩვენი მარჯვენა მცველია. ასე რომ, დაცვა დაკომპლექტებულია – ვალდესი; ალბა, პიკე, პუიოლი, ალვესი. ახლა კი საყრდენი ნახევარმცველის ჯერია, და ისეთი მარტივიც არ არის არჩევა, როგორც მარჯვენა მცველი ავირჩიეთ. კანდიდატი ხუთია, მაქსიმალურად შევამცირე მათი რაოდენობა და ხუთამდე დავიდა. ხუთივე ფოტოზე. მართალია, სერხიო არა ჰგავს ამ ფოტოზე თავის თავს, მაგრამ ეგ არის, ბუსკეტსია. 

ასე რომ დავიწყოთ ეს საპასუხისმგებლო საქმე. 

იოჰან ნეესკენსი (1974 – 79)

🔵 ტიტულები:

✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 1x თასების თასი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 183 მატჩი.
გაიტანა 44 გოლი.
შეასრულა 5 საგოლე გადაცემა. 

იოჰან მეორე – ასე უწოდებდნენ ბარსელონაში, რადგან პირველი კრუიფი იყო. ნეესკენსი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია. მაგალითად, ფრანც ფუტბოლის სიმბოლურშიც მოხვდა, თუ სწორად მახსოვს მესამე გუნდში, ბუსკეტსის ადგილი იქ ვერ მოიძებნა. ბარსაში ტიტულებით ვერ დაიკვეხნის, ეგ საქმე უფრო “აიაქსში” გამოუვიდა. 

პეპ გვარდიოლა (1990 -2001)

🔵 ტიტულები:

✔ 6x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 4x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა
✔ 1x თასების თასი 
✔ 1x უეფას სუპერ თასი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 384 მატჩი.
გაიტანა 11 გოლი.
შეასრულა 97 საგოლე გადაცემა. 

ასეთი ტიპის საყრდენების ისტორია ბარსაში გვარდიოლადან დაიწყო, კრუიფმა მოიფიქრა და პეპს ყველაფერი გამოუვიდა. ჩავიმ პეპს უყურა, ინიესტამ ჩავის, და მთელი ესპანეთის მომდევნო თაობამ ჩავიესტას. გვარდიოლა იყო ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელი. კარგი პასით, ცოცხალი გონებით და გამარჯვების მენტალიტეტით. სხვათა შორის, კარგი კაპიტანით. კრუიფის შემდეგ ყველასთან პრობლემა ჰქონდა, განსაკუთრებით ვან გაალთან და კაპელოსთან. ასე იყო, რადგან მათზე გაცილებით მეტი იცოდა.

იაია ტურე (2007 – 2010)

🔵 ტიტულები:

✔ 2x ლა ლიგა
✔ 1x კოპა დელ რეი
✔ 1x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 1x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 1x უეფას სუპერ თასი 
✔ 1x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 118 მატჩი.
გაიტანა 6 გოლი.
შეასრულა 8 საგოლე გადაცემა. 

დიდებული ფეხბურთელი იყო, მრავალმხრივი უნარებით, ფიზიკურად ასეთ ძლიერ ფეხბურთელს ბარსაში მე მგონი არც არასდროს უთამაშია, გარდა ამისა, ტექნიკურიც იყო და დრიბლინგებიც მშვენივრად გამოსდიოდა. მისი წონისა და გაბარიტების შემხედვარე მოულოდნელად მაგარი აჩქარებაც ჰქონდა. რატომ გაუშვა პეპმა? ზანტი იყო, პეპს სისხარტე სჭირდებოდა ცენტრში. ტურეს შემტევი პოტენციალი კი ზედმეტი იყო ნახევარდაცვაში, რადგან ამ საქმეს ჩავი-ინიესტაზე უკეთე ვერ გააკეთებდა, ამ სამეულში ბუსკეტსი უკეთ ჩაეწერა, არადა, შემტევი პოტენციალით ტურე ბევრად აღემატებოდა.

სერხიო ბუსკეტსი (2008 – 2023)

🔵 ტიტულები:

✔ 9x ლა ლიგა
✔ 7x კოპა დელ რეი
✔ 7x ესპანეთის სუპერ თასი
✔ 3x ჩემპიონთა ლიგა 
✔ 3x უეფას სუპერ თასი 
✔ 3x ფიფას საკლუბო ჩემპიონატი 

“ბარსელონაში” ჩაატარა 722 მატჩი.
გაიტანა 18 გოლი.
შეასრულა 46 საგოლე გადაცემა. 

ოქროს თაობის ბურჯი. გამოჩენისთანავე მიიპყრო ყურადღება, ტაქტიკური და ტექნიკური უნარებით. საყრდენი ზონის ზიდანსაც კი უწოდებდნენ, ზიზუსავით ელეგანტურად იცილებდა მცველებს თავიდან, საერთოდ, ეტალონი იყო თავისი პოზიციის, მაგრამ ბოლო წლებში, როგორც ამ თაობის უმეტესობამ, მანაც აურია. არ დაგვავიწყდეს, რომ ისიც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

ფრენკი დე იონი (2019 – )

🔵 ტიტულები:

✔ 2x ლა ლიგა
✔ 2x კოპა დელ რეი
✔ 2x ესპანეთის სუპერ თასი

“ბარსელონაში” ჩაატარა 279 მატჩი.
გაიტანა 19 გოლი.
შეასრულა 27 საგოლე გადაცემა. 

ფრენკის ჩვენგან კრიტიკა არ აკლია, მაგრამ მაინც ის ფეხბურთელია, რომელიც უკვე იმსახურებს სიაში მოხვედრას. თუ რაიმე იმედგაცრუება გვაქვს მისგან, ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ყოველთვის ძალიან ბევრს ვითხოვდით. ფლიკის ხელში, მე მგონი, რომ ყველაზე კარგ ფეხბურთს თამაშობს. აი, რამდენად არის საკმარისი ამ სიმბოლურში მოსახევდრად, ეგ თავად განსაჯეთ. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (21)

  • nika 54
    schedule 01 იან 2026, 13:53
    #20

    ბუსი და ხო ვიცით სადაც მივალთ.

  • shu1987
    schedule 31 დეკ 2025, 16:56
    #19

    ფორმის პიკში ბუსკეცი მსოფლიოში პირველია ამ პოზიციაზე განხილვაც არ ჭირდება, თუმცა გუარდიოლას რატო არ აფასებს აქ ხალხი თუნდაც როგორც ფეხბურთელს მე არ მესმის ძაან დიდი იყო მოედანზეც ზიდანი რომ ზიდანია პატივისცემას გამოხატავდა , ასევე იაია ტურე უკლასნესი და ძაან მაგარი იყო.

  • Albicelecte
    schedule 31 დეკ 2025, 14:21
    #18

    ციტატა: levanoza
    სერხიოსა და გვარდიოლას შორის მიჭირს არჩევანის გაკეთება, ალბათ სერხიო, ბილო-ბოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.


    მარტივია;
    გამორიცხე პეპის სამწვრთნელო კარიერა და რაც დარჩება იმით შეაფასე;
    ცალსახად ბუსი

  • cruyff9
    schedule 31 დეკ 2025, 13:14
    #17

    Best cdm ever busi!!!

  • levanoza
    schedule 31 დეკ 2025, 12:23
    #16

    სერხიოსა და გვარდიოლას შორის მიჭირს არჩევანის გაკეთება, ალბათ სერხიო, ბილო-ბოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია.

  • KAIKHOSRO
    schedule 31 დეკ 2025, 09:39
    #15

    დამდეგს გილოცავთ კულეებო❤️

  • barsamesia
    schedule 31 დეკ 2025, 09:20
    #14

    ყველა მაგარია, მაგრამ ბუსკეტსი მაინც გამორჩეულია

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 31 დეკ 2025, 01:42
    #13

    ბუსკეტსი, განხილვის გარეშე

  • ElGuaje_7
    schedule 30 დეკ 2025, 23:00
    #12

    ბუსიიი

  • rivaldo80
    schedule 30 დეკ 2025, 22:40
    #11

    ბუსი💪🏻

  • Visca barca
    schedule 30 დეკ 2025, 22:40
    #10

    ბუსკეტსი

  • Albicelecte
    schedule 30 დეკ 2025, 22:26
    #9

    ბუსი რა თქმა უნდა

  • La Pulga10
    schedule 30 დეკ 2025, 22:12
    #8

    ბუსი underrated

  • QINQO
    schedule 30 დეკ 2025, 21:41
    #7

    გვარდიოლა

  • Bakero
    schedule 30 დეკ 2025, 21:25
    #6

    ბუსკეტსი

  • Barca
    schedule 30 დეკ 2025, 20:59
    #5

    ციტატა: Koundè 23
    მგონი კანსელუს იბრუნებს ბარსა


    თუ სიმართლეა ძაან მაგარია

  • Koundè 23
    schedule 30 დეკ 2025, 20:28
    #4

    მგონი კანსელუს იბრუნებს ბარსა

  • Mariami Kh
    schedule 30 დეკ 2025, 20:20
    #3

    ბუსკეტსი

  • Fcbarcaforever
    schedule 30 დეკ 2025, 20:02
    #2

    Naxevar dacva vici buskeci xavi iniesta sxvas ar ganvixilav

  • Rick Sanchez
    schedule 30 დეკ 2025, 19:44
    #1

    ბუსკეტსი უკონკურენტოა