რასინგი ბარსელონასთან სამართლებრივ დავას აპირებს

რასინგი ბარსელონასთან სამართლებრივ დავას აპირებს

სანტანდერის “რასინგი” აპირებს, “ბარსელონას” ლა ლიგაში უჩივლოს, რისი მიზეზიც პაბლო ტორეს კატალონიური კლუბიდან “მალიორკაში” გადასვლაა.

პაბლო ტორე “რასინგიდან” “ბარსელონაში” 2022 წლის იანვარში 5 მილიონ ევროს სანაცვლოდ გადმოვიდა. ბონუსების ჩათვლით ტრანსფერის ფასი პოტენციურად 20 მილიონი ევრო იყო, თუმცა სანტანდერულ გუნდს ბონუსებიდან მხოლოდ ერთი მილიონი, ანუ ჯამში 6 მილიონი ევრო შეხვდა.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში პაბლო ტორემ “ბარსელონა” დატოვა და “მალიორკაში” 5 მილიონ ევროდ გადავიდა. ვინაიდან “ბლაუგრანამ” ესპანელი ნახევარმცველის ტრანსფერებიდან მოგება ვერ ნახა, არც “რასინგისთვის” დამატებითი თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვა, რამაც კანტაბრიელთა განაწყენება გამოიწვია.

Sport-ის ცნობით, “რასინგის” პრეზიდენტმა “ბარსელონას” ოფიციალური წერილი უკვე მისწერა და ახლა აპირებს, კატალონიელებს ლა ლიგაში უჩივლოს. “თეთრ მწვანეების” აზრით, პაბლო ტორეს “მალიორკაში” ტრანსფერი არა 5, არამედ 10 მილიონ ევროდ უნდა შეფასდეს. საქმე ისაა, რომ ტრანსფერის დროს “ბარსამ” ტორეს 10 მილიონ ევროდ უკან გამოსყიდვის უფლება დაიტოვა. “რასინგის” წარმომადგენელთა აზრით, ეს ნიშნავს, რომ “ბლაუგრანა” პაბლოს სწორედ 10 მილიონად აფასებს და არა 5 მილიონად, რის გამოც ტრანსფერის თანხად 10 მილიონი უნდა განისაზღვროს და საბოლოო ჯამში მიღებული ფინანსური სარგებლიდან წილი სანტანდერელებსაც უნდა შეხვდეთ.

“ბარსელონაში” მიაჩნიათ, რომ “რასინგის” ამ მოთხოვნას არანაირი რეალური საფუძველი არ გააჩნია.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (10)

  • nika 54
    15 დეკ 2025, 20:30

    მოკლედ ყველას ჩვენთან აქვს პრეტენზია.

  • Visca-barca
    15 დეკ 2025, 20:20

    👔 ფლორენტინო პერესი:

    🎙 „რეალის ყველაზე დიდი პრობლემა ამ მომენტში მსაჯობის სიტუაციაა.

    გუშინ მატჩს უძღვებოდა მსაჯი, რომელმაც კოპა დელ რეის ფინალის წინა დღეს რეალს მუქარით მიმართა.

    ნეგრეირას საქმე დღეს ფეხბურთში ყველაზე სერიოზული სკანდალია. როგორ შეიძლება, რომ მოქმედი მსაჯთა კომიტეტის ხელმძღვანელი გვთხოვდეს, ეს ყველაფერი დავივიწყოთ? ამ საქმის გამო შესაძლოა ზოგიერთი კლუბი დაქვეითებულიყო. როგორ უნდა დავივიწყოთ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი სკანდალი?“

  • Rick Sanchez
    15 დეკ 2025, 18:06

    ხო აბა რას ჩათლახობენ? მეტის ღირსები არიან.

  • Fc Barca Batumi
    15 დეკ 2025, 17:39

    ლაპო გეკუთვნის, კონა აბაზის იგროკებით რომ გაავსე და ვერღარ იცილებ…

  • Don_Andresito
    15 დეკ 2025, 17:11

    რა დონეზე დავეცით მესამე ლიგელებიც კი გვიჩივიან

  • SHOTEX_ERADZE1992
    15 დეკ 2025, 13:26

    ყველა ბარსას ერჩის

  • C.PC5
    15 დეკ 2025, 13:12

    ნეტა შიგ არ გქონდეთო შეუთვალეს ბარსას წარმომადგენლებმა უკვე თუ სასამართლოში ეტყვიან პირდაპირ smiley

  • me da barca
    15 დეკ 2025, 12:47

    ცხენს ნალს აჭედებდნენ და ბაყაყმაც ფეხი მიუშვირაო, მეც დამაჭედეთო.

  • araujo4
    15 დეკ 2025, 12:39

    თქვენ ჩაქრით