“ბარსელონა” ძალიან კარგ ფორმაში შევიდა. გასული წლის ნოემბერში ჩემპიონთა ლიგაზე “ჩელსისთან” მტკივნეული მარცხის (3-0) შემდეგ ჰანსი ფლიკის გუნდმა 11 თამაში ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო.
კატალონიელებმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხეს “ალავესი”, “ატლეტიკო”, “ბეტისი”, “აინტრახტი”, “ოსასუნა”, “გვადალახარა”, “ვილიარეალი”, “ესპანიოლი”, “ბილბაო”, “რეალ მადრიდი” და “რასინგი”.
ასეთი კარგი სერია “ბარსელონას” ბოლოს ლუის ენრიკეს მწვრთნელობის დროს ჰქონდა. 2015 წლის იანვარ-თებერვალში კატალონიელებმა ზედიზედ 11 თამაში მოიგეს, შემდეგ “მალაგასთან” შინ დამარცხდნენ, რასაც ზედიზედ კიდევ 9 გამარჯვება მოაყოლეს.
მოქოქილია ბარსა
და ატლეტიკთან როდის მოვიგეთ, კამპ ნოუს გახსნაზე? მანამდე იყო?
ბრავო
მალაგას დედაც, რა სტატისტიკა გაუფუჭებია.
მარტივი კალენდარი გვაქვს წინ და აუცილებლად ყველა მატჩი მოსაგებია. ქულები არ უნდა დავკარგოთ მომავალ 5 მატჩში როგორც მინიმუმ.