“ოქროს ბურთის” რიგით 69-ე დაჯილდოება ახლოვდება. ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი ორშაბათს, 22 სექტემბერს, პარიზში გამოვლინდება.
Jijantes-ის ინფორმაციით, დაჯილდოებას “ბარსელონადან” ლამინ იამალი, პაუ კუბარსი, რაფინია და ჰანსი ფლიკი დაესწრებიან. ივარაუდება, რომ ცერემონიაზე არ იქნებიან პედრი და რობერტ ლევანდოვსკი.
“ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრება ცოტა ხნის წინ ჰანსი ფლიკმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
ახლახან ცნობილი გახდა ისიც, რომ გამარჯვებულს ჯილდოს “ბარსასა” და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა რონალდინიო გადასცემს.
პედრი, ლევანდოვსკი, იამალი და რაფინია “ოქროს ბურთის” ნომინანტებს შორის იმყოფებიან. ფლიკი წლის საუკეთესო მწვრთნელობის კანდიდატია, კუბარსი კი წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის.
რაფინია მაინც მგონია, რომ ყველაზე მეტად იმსახურებს
აქ ზოგი იძახის დემბელემ რო მოიგოს ოქროს ბურთი სირცხვილია …. რავიცი რავიცი….
წმინდა სტატისტიკურად კიდე არც ლამინა არც დემბელემ და არც პედრო არ იმსახურებენ ისე ოქროს როგორც რაფინია იმსახურებს ჯერ ჩმ-ლიგაზე მისი სტატისტიკა მერე ესპანეთში მისი სტატისტიკა…. არავინ იმსახურებს ოქროს ბურთს ისე როგორც რაფა მარა დღეს სტატისტიკას ვინ უყურებს
იმედია დატვირთულები ჩამოვლენ პრიზებით.
ეს ოქროს ბურთის დაჯილდოვება მაგარი სისულელეა, ეს ჯილდო გადაეცემა კონკრეტულ ფეხბურთელს, ტიტულს კი გუნდი იგებს და არა რომელიმე ერთი ფეხბურთელი, აქედან გამომდინარე ვფიქრობ,რომ უქროს ბურთი უნდა მოიგოს იმან ვინც ყველას ჯობდა სტატისტიკებით, ვინც გამოირჩეოდა ინდივიდუალური შედეგებით, მაგალითად გატანილი გოლები, ასისტები, დრიბლინგები და ასე შემდეგ
დემბელეს ოქროს ბურთი ფეხბურთის სირცხვილი იქნება, არ თამაშობს ეგ კაცი ლამაზ ფეხბურთს
მოიგო უკვე დემბელემ
პედრიზე მეტად არავინ იმსახურებს ოქროს ბურთს
არადა ოფიციალურად გაიყვეს ეგ ჯილდო და ორივე ბომბარდირი გახდა ალბათ რაფინია დათანხმდა რომ მიეცათ იმისთვის
MESSI 2017, გირასის რა ლოგიკით მისცეს ოქროს ბუცი დღემდე ვერ ვხვდები როცა რაფინიასაც ზუსტად იმავე რაოდენობის გოლები ჰქონდა შეყრილი, თან რაფინიას ერთი პენალტიც კი არ ჰქონდა.
პედრიზე მეტად იამალს ნაღდად არ დაუმსახურებია ოქორს ბურთი პედრიზე მეტად ოქროს ბყრთს რაფინია იმსახურებს ალბათ მარტო იმიტო რა სეზონიც დადო შედეგებით და თან დაუფასებელი იყო ძან😀ჩენპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა ოქროს ბუცი გირასის მიცეს კიდე კაი ლალიგის საუკეთესო გახდა
წესით ლუჩოს ეკუთნის წლის მწვრთნელი.ოქროს ბურთი რაფინიას.რონალდინიო თუ აძლევს იქნებ რაფიკას მიცენ ოღონდ იმ სლემბელეს არ გადასცენ და მბაპემ აიღოს თანახმა ვარ
წლის საუკეთესო მწვრთნელი ან ლუის ენრიკეს მიცემენ ან ჰანსს